მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527010, 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016382
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
222
24/05/2011
ვებგვერდი, 110527010, 27/05/2011
340170000.10.003.016382
მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/05/2011 - 27/11/2020)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 222

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხ­ლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლე­ბა­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტ­კიცდეს:

1. დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორ­­მე­ბის შე­სახებ (დანართი  №1).

2. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (და­ნარ­­თი  №2).

   მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­გუ­ლად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივ­ლისის №211 დადგენილება „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

  მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მი­სი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სა­მართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი  №1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის

ნორმების შესახებ

   მუხლი 1

დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორ­მე­ბის შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მი­ღე­­ბასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუ­­ნებრივი დანა­კარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომ­ლე­ბიც გამოიყენება მხო­ლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი და­ნაკ­ლისის შემთხვევაში

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერ­მი­ნ­ებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა მარ­ცვლე­უ­ლის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გა­მო­წ­ვეულია სა­საქონლო სატრანსპორტო და შენახვა-გა­და­მუ­შა­ვების ოპერაციე­ბი­ს­თვის თანმხლები ფიზიკური და ბი­ო­ლო­გი­ური პროცესებით, მარ­ცვლე­ულის შრობისა და მე­ტეო­რო­ლო­გი­უ­რი ფაქტორებით, რომლებიც გამოიანგარიშება პროცენ­ტუ­ლად, მარცვლეულის საერთო წო­ნის გა­თვალისწინებით;

) მარცვლეული მცენარეული კულტურების ნაყოფები, რომ­ლებიც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნე­ბისა­თვის;

) ხორბალი მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1001 სასაქონლო პოზი­ცი­აში;

) ჭვავი მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1002 00 000 00 სასაქონლო პო­­ზი­ციაში;

) ქერი მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­სა­ბამისად კლასიფიცირდება 1003 00 სასაქონლო პო­ზი­ცი­ა­ში;

) შვრია მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესა­ბამისად კლასიფიცირდება 1004 00 000 00 სასაქონლო პო­ზიციაში;

) სიმინდი მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება 1005 სასაქონლო პო­ზი­ცი­აში;

) ბრინჯი მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება 1006 სასაქონლო პო­ზი­ცი­აში;

) სორგო მარცვლოვანი მარცვლეულის სახეობა, რო­მ­ე­­ლიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1007 00 სა­სა­ქონ­ლო პოზი­ციაში;

) წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი, დანარჩენი მარ­­ცვლეული მარცვლეულის სახეობები, რომლებიც სეს ესნ-ის შესა­ბამისად კლასიფიცირდება 1008 სასაქონლო პო­ზი­ცი­­აში;

) ელევატორი მარცვლეულის საცავი, აღჭურვილი მე­ქა­ნი­კური მოწყობილობით, მარცვლეულის მიღების, გა­წ­მენ­დის, შრობისა და გადატვირთვისათვის;

) სილოსი კოშკის ან ორმოს ტიპის ნაგებობა, რო­მ­ე­ლიც გა­მოიყენება მარცვლეულის შესანახად;

) საერთაშორისო გადაზიდვები გადაზიდვები, რომელ­თა მარშრუტი გადაკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზ­ღ­ვარს;

) ქვეყნის შიგნით გადაზიდვა ტვირთის გადაზიდვა (არ­ა­ნაკლებ 200 კმ მანძილზე), რომელიც დატვირთულია მო­ცე­მუ­ლი (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექ­ვემ­დე­ბარება ჩა­მოტვირთვას იმავე (საქართველოს) სახელმწიფოს ტე­რიტორიაზე.

    მუხლი 3

აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუ­­ნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქ­­­ტის დად­გენამდე.

   მუხლი 4

დანაკარგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლეულის სა­ზ­ღ­ვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გა­და­ზი­დ­­­­ვისას და ელევატორის სილოსებში შენახვისა და სა­ელ­ე­ვა­­ტო­რო პროცესებისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპ­­ერ­ა­ცი­ის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონ­კრე­ტუ­ლი დანაკარგის ნორმის გამ­რავლებით მარცვლეულის წო­ნაზე.

დანართი  №2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

 

 №

 

ბუნებრივი დანაკარგის სახეები

დანაკარგის ნორმა

(%-ში მასიდან)

1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა სა­ერთა­შორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკი­ნი­­გზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

0.29-მდე

2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვე­­ყ­ნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და სა­ავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეად­გენს

 

0.1-მდე

3

მარცვლეულის შენახვისას ელევატორის სი­ლო­სებსა და საელევატორო პროცესში და­ნა­კარ­­­გის ნორ­მა შეადგენს

 

0.35-მდე