საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/05/2011 - 28/06/2011)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 303

2011 წლი 23 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 10 წლის 31   მარტის № 248 ბრძანება .

    მუხლი 3

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფქვეპუნქტისა.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                             პ . პეტრიაშვილი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,შემოსავლების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16.

    მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები

სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულებ ის კონტროლს;

ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

გ) ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო კონტროლს და სახელმწიფო ზედამხედველობას, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;

ე) იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;

ვ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;

ზ) გასცემს ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;

თ) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრას;

ი) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

კ) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;

ლ) განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;

მ) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ნ) იღებს გადაწყვეტილებებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

ო) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

პ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

ჟ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; 

რ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;

ს) ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;

ტ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას;

უ) უზრუნველყოფს გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირებას;

ფ) უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების შემმუშავებელი კომისიის მიერ შემუშავებული საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენას;

ქ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის  ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და  მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;

თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ლ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;

მ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;

ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ო) განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ჟ) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

რ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს; 

ტ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;

უ) გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

4 . სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 

5 . სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

    მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ;

) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ;

) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ;

) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

) იურიდიული დეპარტამენტი;

) დავების დეპარტამენტი;

) აუდიტის დეპარტამენტი;

) მომსახურების დეპარტამენტი ;

  ) საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი ;

) გაფორმების დეპარტამენტი ;

) ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი .

    მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები

1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი, გაფორმების დეპარტამენტი და ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს.

2. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

3. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

4. სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს შესაძლებელია ქონდეთ ბეჭდები.

    მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;

ბ) სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;

დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი  შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;

ე) სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის  აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამსახურსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;

ვ) სამსახურის, სამსახურის ხელმძღვანელობის იმიჯზე ზრუნვა;

ზ) სამსახურის, სამსახურის უფროსის რეიტინგის კვლევა;

თ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ;

ი) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;

კ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ლ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;

მ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;

ნ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;

ო) პრესკონფერენციების მოწყობა;

პ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .

    მუხლი 7.  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა ( IOTA ) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში ( WCO ), აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი;

ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;

კ) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ( WCO ) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში ( CEN, e–CEN ) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;

ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .

    მუხლი 8. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;

) თანამშრომელთა შეფასება, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი ;

დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა - შერჩევა;

თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრეინინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი;

კ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

  მ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .

    მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ საინფორმაციო სისტემებში ცვლილებების შეტანა;

ბ) ახალი პროგრამული პროდუქტების და სერვისების პროექტირება, პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა;

გ) არსებული საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით სამსახურის უზრუნველყოფა, შესაბამისი მომხმარებლებისათვის ტრეინინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა;

დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და სამომხმარებლო ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა, პროგრამის სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

ვ) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა, ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული ვებ-სერვისების უზრუნველყოფა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირებისა და აღდგენის უზრუნველყოფა, საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურისა და დიზაინის შემუშავება;

ი) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;

გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ზ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

თ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

ი) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

კ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

ლ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 11. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

გ) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .

    მუხლი 12. დავების დეპარტამენტი

დავების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;

ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;

გ)  საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ;

დ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ე) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .

    მუხლი 13. აუდიტის დეპარტამენტი

აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგადასახადო შემოწმებების, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი;

ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის და/ან საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი;

გ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და გადამოწმება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის , გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზება და ჩატარება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წინასწარი განხილვის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების , ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 14. მომსახურების დეპარტამენტი

მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა;

ბ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა, ნებართვის გაუქმება, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება და გაუქმება, საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, თავისუფალი საწყობის საწარმოს და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

დ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცნობების გაცემა;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანა (რეგისტრაცია) და რეესტრიდან ამოღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა, გადასახადის გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა;

თ) ,,ოქროს სიის~ მონაწილის სტატუსის მისაღებად (,,ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ,,ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

ი) დაინტერესებული პირისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევა;

კ) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ლ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

მ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ნ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 15. საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი

საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი;

გ) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

ე) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

ვ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი და უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება;

თ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;

ი) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი;

კ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ნ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 16. გაფორმების დეპარტამენტი

გაფორმების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი. სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგი;

ბ) სასაქონლო დეკლარაციის შევსება და სასაქონლო ოპერაციების განხორციელება;

გ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა პორტალებში წარდგენილი საქონლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა;

დ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა სახელმწიფო კონტროლის ზონაში) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი;

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი;

ვ) ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსოების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;

ზ) საგადასახადო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

თ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ი) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობების (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, ,,ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;

კ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვების მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი;

ლ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;

ნ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით, გარდა ამ დებულების მე-17 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 17. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე კონტროლი;

ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებში და გაფორმების სერვისცენტრებში წარდგენილი საქონლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

დ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალურ საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) პორტალებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ზ) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა;

თ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სახელმწიფო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვა და გამოყენება, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება;

ი) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;

კ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ლ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა ,, Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

მ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი;

ნ) პორტალში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურება;

ო) პორტალში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით;

პ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემა;

რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა;

ს) კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ( WCO ) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში ( CEN, e-CEN ) განთავსების მიზნით;

ტ) საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინრეჟიმში კოორდინაციის გაწევა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;

უ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ღ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ყ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 18. სამსახურის სათათბირო ორგანო

1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.

2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

48. 29/11/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 422 - ვებგვერდი, 30/11/2017 47. 23/10/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 381 - ვებგვერდი, 24/10/2017 46. 20/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 329 - ვებგვერდი, 21/09/2017 45. 10/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 235 - ვებგვერდი, 12/07/2017 44. 16/11/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 279 - ვებგვერდი, 17/11/2016 43. 15/06/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123 - ვებგვერდი, 16/06/2016 42. 15/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53 - ვებგვერდი, 15/03/2016 41. 26/01/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 27/01/2016 40. 09/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 323 - ვებგვერდი, 12/10/2015 39. 25/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 304 - ვებგვერდი, 29/09/2015 38. 09/06/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 163 - ვებგვერდი, 09/06/2015 37. 17/02/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 18/02/2015 36. 21/01/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 18 - ვებგვერდი, 22/01/2015 35. 10/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 361 - ვებგვერდი, 11/12/2014 34. 14/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 242 - ვებგვერდი, 14/08/2014 33. 02/07/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 204 - ვებგვერდი, 04/07/2014 32. 18/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 80 - ვებგვერდი, 18/03/2014 31. 05/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 69 - ვებგვერდი, 05/03/2014 30. 31/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 31/01/2014 29. 10/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1 - ვებგვერდი, 13/01/2014 28. 30/10/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 360 - ვებგვერდი, 31/10/2013 27. 16/10/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 344 - ვებგვერდი, 18/10/2013 26. 30/04/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 124 - ვებგვერდი, 08/05/2013 25. 29/04/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122 - ვებგვერდი, 30/04/2013 24. 12/04/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 106 - ვებგვერდი, 17/04/2013 23. 12/02/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 44 - ვებგვერდი, 12/02/2013 22. 14/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 479 - ვებგვერდი, 14/11/2012 21. 01/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 457 - ვებგვერდი, 01/11/2012 20. 01/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 456 - ვებგვერდი, 01/11/2012 19. 23/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 353 - ვებგვერდი, 27/08/2012 18. 06/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 315 - ვებგვერდი, 08/08/2012 17. 01/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 301 - ვებგვერდი, 03/08/2012 16. 10/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 230 - ვებგვერდი, 10/07/2012 15. 06/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 222 - ვებგვერდი, 09/07/2012 14. 21/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 211 - ვებგვერდი, 22/06/2012 13. 30/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 182 - ვებგვერდი, 30/05/2012 12. 26/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 131 - ვებგვერდი, 26/04/2012 11. 17/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117 - ვებგვერდი, 19/04/2012 10. 28/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99 - ვებგვერდი, 28/03/2012 9. 23/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26 - ვებგვერდი, 24/01/2012 8. 13/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 16/01/2012 7. 06/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 10/01/2012 6. 09/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 604 - ვებგვერდი, 111209018, 13/12/2011 5. 09/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 603 - ვებგვერდი, 111209017, 13/12/2011 4. 24/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 548 - ვებგვერდი, 111024036, 24/10/2011 3. 13/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 537 - ვებგვერდი, 111013019, 17/10/2011 2. 05/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 465 - ვებგვერდი, 110905023, 06/09/2011 1. 28/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 367 - ვებგვერდი, 110628012, 29/06/2011
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.