დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 209 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110518005, 18/05/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240090000.10.003.016369 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №209
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
,,საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებ-პორტალი, 11/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
1. ,,რ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ.ზ) საწყობში განათავსებს მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიისათვის განკუთვნილ საქონელს ან/და ტრანზიტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებულ ან გასაფორმებელ საქონელს;“.
2. ,,ს.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს.ე) საწყობში განათავსებს მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობისათვის, ამ წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიისათვის განკუთვნილ საქონელს ან/და ტრანზიტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებულ ან გასაფორმებელ საქონელს;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები