"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506022, 06/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016356
  • Word
196
03/05/2011
ვებგვერდი, 110506022, 06/05/2011
330130000.10.003.016356
"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2011 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,მშენებლობის ნე­ბართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენი­ლე­­ბაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ტერიტო­რიე­ბისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“.

2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარ­სის „ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის – ქ. თბი­ლი­სის მერია;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური