"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4546-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110505013, 05/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.016287
  • Word
4546-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110505013, 05/05/2011
450140000.05.001.016287
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი  ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.“.

2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად დანიშნული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში  მეურვის თანამდებობა რჩება ვაკანტური უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.“.

3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.“.

4. 41-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.“;

ბ) მე-4 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;“.

5. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე იკრძალება კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით და ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი არხით მაუწყებლობაზე, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სატელიტის ან/და ინტერნეტის საშუალებით.“.

6. 64-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ტელეშოპინგს დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაეთმოს არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არა უმეტეს 30 წუთისა. კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე სპორტულ რეპორტაჟში კომერციული რეკლამა განთავსდება მხოლოდ რეპორტაჟის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის  (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.

5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.“;

გ) მე-8−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.

10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის  (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.“.

7. 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.“.

 უხლი 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის როტაციის წესით, 2 წელიწადში ერთხელ შეცვლის უზრუნველსაყოფად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს შორის ტარდება წილისყრა. წილისყრის შედეგად საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წევრისთვის განისაზღვრება 2013 წლის  1 სექტემბრამდე, 5 წევრისთვის − 2015 წლის 1 სექტემბრამდე და 5 წევრისთვის − 2017 წლის 1 სექტემბრამდე. წილისყრის წესს და დროს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4546-Iს