„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110428011, 03/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016183
  • Word
261
27/04/2011
ვებგვერდი, 110428011, 03/05/2011
190040000.22.033.016183
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №261

2011 წლი27 აპრილი

ქ. თბილისი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 916 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.09, 159, მუხლი 1980) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე,”.

2. ბრძანების მე-3 პუნქტის ა” და ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ხაზინის ერთიან ანგარიშზე;

ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადახდო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან;”.

3. ბრძანებით დამტკიცებულ ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” ინსტრუქციის:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

საგადასახადო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.”;

ბ) მე-10 მუხლის ა” და ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

 ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;”;

 გ) მე-11 მუხლის:

 გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.”;

 

 გ.ბ) მე-4მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

5. სახაზინო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საკითხები განხორციელდეს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ავტომატურ რეჟიმში.

 6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა სახის გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“;

დ) VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები”;

ე) მე-12 მუხლის:

ე.ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების/სანქციების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით.”;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.”;

ე.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.”;

ვ) მე-13 მუხლის:

ვ.ა) მე-2–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;

ბ) უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობებისა და ვადების დაცვით.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარდგენის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი), რომელიც იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, დ” და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.”;

ვ.ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების მოთხოვნით და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.”;

ზ) VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

გადასახადის ან/და სანქციის სხვა გადასახადების ან/და სანქციების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან”;

თ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

1. გადასახადის/სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების ან/და სანქციების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები და დადასტურებულია ბეჭდით.

4. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანა წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

5. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა გადასახადების/სანქციების სახეებში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანის შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის/სანქციის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის/სანქციის თანხის გადატანაც წარმოებს სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.”;

ი) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.”;

კ) მე-18–21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის მიერ თანხის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 19

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 20

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 21

ამ ინსტრუქციის მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორების და გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.”;

ლ) X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი X

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში ან/და სანქციაში გადატანა”;

მ) 22-ე მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.”;

მ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმეტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.”;

მ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში ან/და სანქციაში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.”.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის და პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ა”, ბ”, გ.ა”, დ”, ე.ა”, ე.გ”, ვ.ა”, ზ”, თ”, ლ”, მ.ა”, მ.გ” ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ა”, ბ”, გ.ა”, დ”, ე.ა”, ე.გ”, ვ.ა”, ზ”, თ”, ლ”, მ.ა”, მ.გ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მათი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი