საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.954
  • Word
5181
03/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
080.000.000.05.001.002.954
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.“.

2. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.“.

3. 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.“.

4. 74-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირს გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.“.

5. მეექვსე კარი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5181–რს