დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3114 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.408 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 128-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ. 130-ე მუხლის ცხრილის 23-ე სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზის გადასახადი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას.“.
2. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. აქციზის განაკვეთები
ამ მუხლში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით:
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ნომენკლატურის კოდი | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
1 | ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური) | 2204 10 2204 21 100 2204 29 100 |
1 ლიტრი |
0,50 ლარი |
2 | შემაგრებული ღვინოები
ჩამოსხმული ჩამოსასხმელი | 2204 21 870 2204 21 990 2204 29 870 2204 29 990 |
1 ლიტრი |
1 ლარი 0,50 ლარი |
3 | ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრაქტები |
2205 |
1 ლიტრი |
2,00 ლარი |
4
| ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლებიც არ შედის ამ ცხრილის პირველ და მე-2 ნაწილებში:
ჩამოსხმული ჩამოსასხმელი |
2204 |
1 ლიტრი |
0,20 ლარი 0,10 ლარი |
5 | სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი); დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი, რომლებიც ამ ცხრილში სხვა ადგილას არ არის დასახელებული |
2206 00 |
1 ლიტრი |
2,00 ლარი
|
6 | ეთილის სპირტი | 2207 | 1 ლიტრი | 0,70 ლარი |
7 | სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით |
2208 20 |
1 ლიტრი |
2,00 ლარი |
8 | ვისკი | 2208 30 | 1 ლიტრი | 2,00 ლარი |
9 | რომი და ტაფია | 2208 40 | 1 ლიტრი | 2,00 ლარი |
10 | ჯინი და ღვინის ნაყენი | 2208 50 | 1 ლიტრი | 2,00 ლარი |
11 | არაყი | 2208 60 | 1 ლიტრი | 1,00 ლარი |
12 | ლიქიორი და ტკბილი ნაყენი | 2208 70 | 1 ლიტრი | 2,00 ლარი |
13 | სხვა სპირტიანი სასმელები | 2208 90 | 1 ლიტრი | 2,00 ლარი |
14 | ლუდი | 2203 00 | 1 ლიტრი | 0,12 ლარი |
15 | თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა): - სიგარა, სიგარები გადაჭრილი ბოლოებით და სიგარელა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავენ თამბაქოს - ფილტრიანი სიგარეტი - ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი - სხვა ნაწარმი დამზადებული თამბაქოსა და მისი შემცვლელებისაგან; „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო; თამბაქოს ექსტრატები და ესენციები |
2402 10 000
2402 20
2402 20 2403 |
1000 ღერი
1000 ღერი
1000 ღერი 1 კგ |
150 ლარი
7,50 ლარი
2,50 ლარი 20,00 ლარი |
16 | მსუბუქი ავტომობილები | 8703 |
| 15% |
17 | ქვანახშირის ფისის მაღალი ტემპერატურით გამოხდისას მიღებული ზეთები და სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აჭარბებს არაარომატულის მასას (გარდა ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რაც გამოიყენება ნახშირბადის მისაღებად (სასაქონლო ჯგუფის 2803 კოდი) |
2707 (გარდა 2707 40 000 2707 99 910) |
|
60% |
18 | ბუნებრივი გაზის კონდესატი, გარდა მილსადენისა | 2709 00 100
|
| 60% |
19 | ნავთობის დისტილატები: მსუბუქი და საშუალო
მძიმე
| 2710 00 110- -2710 00 590; 2710 00 610- -2710 00 690; |
1 ტონა
1 ტონა |
200 ლარი
100 ლარი |
20 | ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები | 2711 12 2711 13 2711 14 000 2711 19 000 |
|
60% |
21 | ნედლი ნავთობისაგან და ბითომინოზური მინერალებისაგან მიღებული სხვა ნავთობპროდუქტები (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა და მაზუთისა) | 271000 (გარდა 2710 00 110 2710 00 690 და 2710 00 710- -2710 00 780) |
|
60% |
22 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი | 391190000 391190900 | 1 ტონა | 400 ლარი |
23 | მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი | 270710100- -270760000 (გარდა 270740000); 2712 20 000; 290211100- -290230900; 2905 11 000- -2905 16 900; 3811 11 100- -3811 90 000; 3814 00 100; 3814 00 900; |
1 ტონა |
400 ლარი |
3. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 210. სათამაშო ბიზნესის გადასახადი
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადამხდელად ითვლებიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად მიღებული აქვთ ნებართვა ან/და ლიცენზია კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება.
3. სათამაშო ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ტოლფასი შემოსავლები, აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა), წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა.
4. გადასახადის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე და განისაზღვრება:
ა. თითოეულ სათამაშო აპარატზე – თვეში 50-დან 200 ლარამდე;
ბ. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – თვეში 7 000-დან 10 000 ლარამდე;
გ. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – თვეში 300-დან 600 ლარამდე;
დ. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20 პროცენტისა;
ე. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტი;
ვ. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – თვეში 2000-დან 10 000 ლარამდე.
5. დეკლარაცია სათამაშო ბიზნესის გადასახადის შესახებ დასაბეგრი შემოსავლების არარსებობის შემთხვევაშიც წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი კალენდარული თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
6. წამახალისებელი გათამაშებისა და ლატარიების მომწყობნი ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
7. სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები გადასახადებს იხდიან გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის მეშვეობით.
8. ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას და თამაშების მომწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
9. გადასახადის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა. განუმეორებელ კოდს;
ბ. გადასახადით დაბეგვრის პერიოდს;
გ. გადასახადის გადახდის ნიშნის ესკიზს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
10. გადასახადის გადახდის ნიშანს ადგილობრივი საგადასახადო ორგანოსაგან იძენს თამაშების მომწყობი გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.
11. გადასახადის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციაში თამაშების მომწყობის სახელზე.
12. თამაშების ორგანიზატორები გადასახადის გადახდის ნიშანს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებზე, სათამაშო აპარატებსა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილას, თამაშების დაწყების პირველ დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღეს.
13. გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.
4. 223-ე მუხლის მე-4–5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს მესამე დღისა, საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების, ხოლო იმპორტის დროს – საბაჟო დეკლარაციის და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (იმ საქონელზე, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილია სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შედგენა) გარეშე მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის გამოვლენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გადახდება აღურიცხავი ან/და მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების, ხოლო იმპორტის დროს – საბაჟო დეკლარაციის და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (იმ საქონელზე, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილია სპეციალური საბაჟო დეკლარაციის შედგენა) გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის – აქციზის გარეშე. მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ მიწოდებად საბაზრო ფასებით და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დაწყების მომენტისათვის მატერიალური ფასეულობა ან/და საქონელი აღრიცხულია საბუღალტრო დოკუმენტებში, ხოლო დანაკლისის თანხა ასახულია საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილ დეკლარაციაში.
5. ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი ან მიწოდებული მატერიალური ფასეულობის ან საქონლის მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების, ხოლო იმპორტის დროს – საბაჟო დეკლარაციის და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (იმ საქონელზე, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილია სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შედგენა) გარეშე ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას), გადასახადის გადამხდელს ჯარიმის სახით გადახდება მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების, ხოლო იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციის და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (იმ საქონელზე, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილია სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შედგენა) გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით (დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის – აქციზის გარეშე). ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოებს უფლება აქვთ ჯარიმის თანხის გადახდამდე მოახდინონ ასეთი წესით ტრანსპორტირებული (გადაზიდული) მატერიალური ფასეულობების ან საქონლის დაყადაღება.“.
5. 273-ე მუხლის:
ა) 50-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. 2006 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო), ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრებიან ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის;“;
ბ) 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვრება ყოველთვიურად ერთ სავაჭრო ადგილზე შემდეგი ოდენობით:
დასახელება | მოსახლეობის რაოდენობა | |||
30000-მდე | 30000-დან 100000-მდე | 100000-დან 1000000-მდე | 1000000 და მეტი | |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
ა) ბაზრის ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე: 15მ2-დან 20მ2-ის ჩათვლით 10მ2-დან 15მ2-მდე 6მ2-დან 10მ2-მდე 6მ2-მდე |
18 12 12 6 |
39 33 33 26 |
70 63 56 49 |
120 105 90 68 |
ბ) დახლი | 6 | 20 | 35 | 53 |
6) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი | 6 | 13 | 28 | 45 |
გ) 69-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 70-ე ნაწილი:
„70. 2006 წლის 1 იანვრამდე:
ა. პირები, რომლებიც ეწევიან საცხოვრებელი, სამოქალაქო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო), ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან მშენებლობის ფიქსირებული გადასახადით;
ბ. მშენებლობის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი (პროექტის მიხედვით);
გ. მშენებლობის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საერთო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე (პროექტის მიხედვით) განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით;
დ. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საშენი მასალის, ელექტროენერგიის, სატრანსპორტო და მანქანა-მექანიზმებით მომსახურების შეძენის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის არსებობის პირობებში, საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ნაზარდი ჯამით შეამციროს ფიქსირებული გადასახადის თანხა მშენებლობისათვის გამოყენებულ საშენ მასალაზე, ელექტროენერგიაზე, სატრანსპორტო და მანქანა-მექანიზმებით მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხებით, შენობა-ნაგებობების საერთო ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე არა უმეტეს 20 ლარით;
ე. მშენებლობის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა არ ვრცელდება იმ სამშენებლო ობიექტზე, რომელზედაც ამ ნაწილის ძალაში შესვლის თარიღისათვის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს მშენებლობა, აგრეთვე სტიქიური უბედურებების შედეგად დანგრეული და/ან დაზიანებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა-აღდგენასა და არაურბანულ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის კუთვნილ საცხოვრებელ ფართობზე. აღნიშნული ობიექტების დაბეგვრა განხორციელდება ამ ნაწილის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ. მშენებლობის ფიქსირებული გადასახადის გაანგარიშებისას სამშენებლო ობიექტის საერთო ფართობს უნდა გამოაკლდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილებისათვის მოწყობილი პანტუსების საერთო ფართობი;
ზ. მშენებლობის ფიქსირებული გადასახადი გადაიხდება სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან ყოველთვიურად საანგარიშო თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა, კუთვნილი მთლიანი გადასახადის არანაკლებ 5%-ის ოდენობით;
თ. გადასახადი ექვემდებარება გადაანგარიშებას მშენებლობის დასრულებისათვის არსებული ფაქტობრივი ფართობის გათვალისწინებით;
ი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და მშენებლობის დასრულებისას გადასახადის გადაანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
კ. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მშენებლობის დაწყებიდან, ასევე მშენებლობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარადგინოს მშენებლობის ფიქსირებული გადასახადის გაანგარიშების დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით;
ლ. გადასახადის სრულად გადახდის გარეშე მარეგისტრირებელ ორგანოს ეკრძალება დაბეგვრის ობიექტის რეგისტრაციაში გატარება. ამ მიზნით სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ;
მ. საერთო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე მშენებლობის ფიქსირებული გადასახადის თანხიდან ერთი ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს სახაზინო სპეციალურ ანგარიშზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დასამუშავებლად, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად და თანამშრომელთა წასახალისებლად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განაწილდეს ამ მუხლის 59-ე ნაწილის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3114–რს
დოკუმენტის კომენტარები