შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის

  • Word
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/11/2008
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709
  • Word
-
21/11/2007
გაურკვეველი, -, 18/11/2008
480260000.03.030.000709
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის

პრეამბულა

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკამ (შემდგომში, სადაც ეს მიზანშეწონილია, ,,მხარეებად” ან ,,საქართველოდ’’ და ,,თურქეთად’’ წოდებულებმა).

მოწადინებულებმა - განავითარონ და გააძლიერონ არსებული მეგობრული ურთიერთობები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის სფეროებში, იმ მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრესს და გაზარდონ ორმხრივი სავაჭრო გაცვლების მასშტაბი.

აცნობებენ-რა საჭიროებას, გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად რეგიონალური თანამშრომლობის წახალისების გზით.

ითვალისწინებენ-რა ,,შეთანხმებას თურქეთსა და ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის კავშირის დამყარების შესახებ’’ და ,,პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირისა და საქართველოს შორის’’.

განაცხადებენ- რა თავიანთი მზადყოფნის შესახებ, მიიღონ ზომები იმისთვის, რათა ხელი შეუწყონ მათი ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებას და აგრეთვე იმისთვის რათა გააფართოონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთი ურთიერთთანამშრომლობა ერთობლივი ინტერესის საგნის შემადგენელ სფეროებში, იმ სფეროების ჩათვლით, რომელთაც ეს შეთანხმება არ მოიცავს და ამით შექმნან საფუძველი და ხელსაყრელი გარემო, დამყარებული თანასწორობაზე, არადისკრიმინაციულობაზე და უფლებათა და მოვალეობათა ბალანსზე.

აღნიშნავენ-რა მხარეთა ერთობლივ დაინტერესებას მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მუდმივი განმტკიცებით და მიიჩნევენ რა, რომ 1994 წლის გენერალური შეთანხმების ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ (შემდგომში ,,GATT¹ 1994-ად’’ წოდებულის) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში ,,WTO-დ²’’ წოდებულის) დებულებები და დოკუმენტები მათი საგარეო სავაჭრო პოლიტიკის საფუძველს შეადგენს.

მიიჩნევენ-რა რომ მხარეთა უფლებანი და მოვალეობანი GATT 1994-დან და WTO-დან მომდინარეობს.

მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი- ამ მიზნით ჩამოაყალიბონ დებულებები, გამიზნული მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშემშლელ დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად, კერძოდ კი ის დებულებანი, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას შეეხება.

სჯერათ-რა, რომ ვაჭრობისა და ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყნის სწრაფი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია.

გადაწყვიტეს-ამ მიზნების მისაღწევად, დადონ შემდეგი შეთანხმება (შემდგომში ,,ამ შეთანხმებად’’ წოდებული).

    მუხლი 1. მიზნები

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები თანმიმდევრულად შექმნიან მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ამ შეთანხმების ებულებათა თანახმად და GATT 1994-ის XXIV მუხლისა და სასაქონლო ვაჭრობის თაობაზე სხვა მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც თან ერთვის შეთანხმებას WTO-ს დაფუძნების შესახებ.

2. ამ შეთანხმების მიზნებია:

a) მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება ორი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად;

b) სასაქონლო ვაჭრობასთან დაკავშირებული სიძნელეებისა და შეზღუდვების აღმოფხვრა;

c) მხარეთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების გზით;

d) მხარეთა შორის ვაჭრობისას სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა;

e) პირობების შექმნა ინვესტიციების შემდგომი წახალისებისათვის, განსაკუთრებით კი ორივე ქვეყანაში ერთობლივი ინვესტიციების განვითარებისათვის;

f) მესამე ქვეყნების ბაზრებზე მხარეთა შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;

g) მსოფლიო ვაჭრობის განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობა ვაჭრობაში ბარიერების აღმოფხვრის გზით.

    მუხლი 2. ძირითადი გადასახადების და საქონლის კლასიფიკაცია

1. მხარეთა შორის ვაჭრობისას, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს, მხარეები იყენებენ თავ-თავიანთ საბაჟო ტარიფებს მათში საიმპორტოდ განკუთვნილი საქონლის კლასიფიკაციის მიმართ.

2. თითოეული პროდუქტისთვის ძირითადი გადასახადი, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმებაში მოყვანილი თანამიმდევრული შემცირებები, არის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (MFN³) გათვალისწინებული გადასახადი, რომელიც მხარეთა კანონმდებლობის მიხედვით ძალაშია 2007 წლის პირველი იანვრიდან.

3. თუ 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ტარიფის ესა თუ ის შემცირება გამოიყენება erga omnes პრინციპის საფუძველზე, კერძოდ შემცირებები, რომლებიც შედეგია ტარიფების თაობაზე WTO-ში წარმოებული მოლაპარაკებებისა, ამგვარი შემცირებული ბაჟები შეცვლის მე-2 პუნქტში მოხსენებულ ძირითად გადასახადებს იმ თარიღიდან, როდესაც გამოყენებული იქნება ამგვარი შემცირებები.

4. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ ძირითად გადასახადებს.

თავი I. სამრეწველო პროდუქტები

    მუხლი 3. მოქმედების სფერო

ამ თავის დებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქტების მიმართ, რომლებიც საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 25-97 თავებში შედის, ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტების გამოკლებით.

    მუხლიუ 4. იმპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები დსა მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ იმპორტზე დამატებით ახალ საბაჟო გადასახადებს ან მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლებს.

    მუხლი 5. ფისკალური ხასიათის საბაჟო გადასახადები

იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებული დებულებები გამოიყენება აგრეთვე ფისკალური ხასიათის საბაჟო გადასახადების მიმართ.

    მუხლი 6. ექსპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები

1. ექსპერტზე დაწესებული ყველა საბაჟო გადასახადი და მისი ექვივალენტური მოქმედების მქონე ნებისმიერი მოსაკრებლები მხარეთა შორის უქმდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად.

2. ამ შეთანხმების ძალაშჳ შესვლის დღიდან მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ ექსპორტზე დამატებით ახალ საბაჟო გადასახადს ან მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლებს.

    მუხლი 7. ექსპორტ-იმპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვები და მისი მოქმედების ზომები.

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას აღარ შემოიღებენ ახალი რაოდენპობრივი შეზღუდვებს ან მსგავსი მოქმედების ზომებს.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეთა შორის ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას უქმდება ყველა სახის რაოდენობრივ შეზღუდვა და მსგავსი მოქმედების მქონე ყველა სხვა ზომა.

თავი II. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო. დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტები

    მუხლი 8. მოქმედების სფერო

1. ამ თავისდებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტების მიმართ.

2. ტერმინი ,,ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო- სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტები’’ (შემდგომში ,,სასოფლო სამეურნეო პროდუქტებად’’ წოდებული) ამ შეთანხმების ფარგლებში ნიშნავს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 01-24 თავებში შემავალ პროდუქტებსა და ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტებს.

    მუხლი 9. შეღავათების გაცვლა

1. ამ შეთანხმების მხარეები აცხადებენ თავიანთი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ, იმდენად რამდენადაც მათი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ამის საშუალებას იძლევა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებას და პერიოდულად განიხილონ ეს საკითხი ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე.

2. ამ მიზნის მისაღწევად მხარეთა შორის დაიდო ოქმი I, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ შეღავათებს, რომლებიც ამ შეთანხმების მიხედვით არის მინიჭებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გასაადვილებლად.

3. ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობის როლს თავიანთ ეკონომიკაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის განვითარებას, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მაღალ მგრძნობიარობას, თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის წესებსა და WTO-ს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის განვითარებას, მხარეები ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ურთიერთვაჭრობაში დამატებითი შეღავათების მინიჭების შესაძლებლობებს.

4. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის ან მიღებული ზომების იმ ცვლილებათა შესახებ, რომელთაც გავლენა შეუძლიათ იქონიონ მხარეთა შორის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პირობებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაშია გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის მოტხოვნით, სიტუაციის შესასწავლად გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში.

    მუხლი 10. სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომები

მხარეები სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ წესებს არ გამოიყენებენ, როგორც მათ შორის ვაჭრობის თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას ან შეფარულ შეზღუდვას. მხარეები თავიანთ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს გამოიყენებენ GATT 1994-ისა და WTO-ს სხვა შესაბამისი შეთანხმებათა წესებისა და პროცედურების ფარგლებში.

თავი III. საერთო დებულებები

    მუხლი 11. შიდა საგადასახადო დაბეგვრა

1. მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ნებისმიერი შიდა გადასახადები და სხვა მოსაკრებლები და წესები გამოიყენონ GATT 1994-ის III მუხლის და WTO-ს სხვა შესაბამის შეთანხმებათა თანახმად.

2. ექსპორტიორებმა სარგებელი არ უნდა ნახონ შედეგად შიდა არაპირდაპირი დაბეგვრის ანაზღაურებისა, რომელიც აღემატება თანხას არაპირდაპირი დაბეგვრისა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაედო ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტებს.

    მუხლი 12. სხვა შეთანხმებებით რეგულირებული სავაჭრო ურთიერთობანი

1. ეს შეთანხმება ხელს არ უშლის მხარეებსა და მესამე ქვეყნებს შორის საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების ან საზღვრისპირა ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების არსებობას ან შექმნას იმდენად, რამდენადაც ეს ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს ვაჭრობის რეჟიმზე და კერძოდ საქონლის წარმოშობის წესებთან დაკავშირებულ დებულებებზე, გათვალისწინებულზე ამ შეთანხმებაში.

2. მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში საბაჟო კავშირების ან თავისუფალი ვაჭრობის ზომების შექმნის თაობაზე შეთანხმებათა შესახებ და როდესაც ეს მიზანშეწონილია, იმ სხვა ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნებთან მათი ვაჭრობის პოლიტიკას შეეხება.

    მუხლი 13. დემპინგი

თუკი ერთ-ერთი მხარე აღმოაჩენს, რომ ამ შეთანხმებით რეგულირებულ სავაჭრო ურთიერთობებისას ადგილი აქვს დემპინგს GATT 1994-ის VI მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მას შეუძლია ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგ გაატაროს შესაბამისი ზომები GATT 1994-ის VI მუხლისა და აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული შეთანხმებებით დადგენილი წესების თანახმად.

    მუხლი 14. დამცავი ზომები

1. როდესაც ხდება ერთ-ერთ მხარეში რაოიმე პროდუქტის იმპორტირება ამგვარი გაზრდილი რაოდენობით, თითოეული მხარე ინარჩუნებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, გათვალისწინებულს GATT 1994-ის XIX ’’მუხლითა და დამცავ ზომათა შესახებ’’ WTO-ს შეთანხმებით. ეს შეთანხმება მხარეებს არ ანიჭებს რაიმე დამატებით უფლებებსა თუ მოვალეობებს დამცავ ზომებთან მიმართებაში.

2. მხარეთა შორის გამოიყენება GATT 1994 ის XIX მუხლისა და ,,დამცავი ზომათა შესახებ’’ WTO-ს შეთანხმების დებულებები.

    მუხლი 15. რეექსპორტი და სერიოზული დეფიციტი

1. როდესაც მე-6 და მე-7 მუხლების დებულებათა შესრულებას შედეგად მოაქვს:

a) რეექსპორტი ისეთი მესამე ქვეყნის მიმართულებით, რომლის წინააღმდეგაც ექსპორტიორ მხარეს, აღნიშნულ პროდუქტთან მიმართებაშჳ, შემოღებული აქვს რაოდენობრივი საექსპერტო შეზღუდვები, საექსპორტო ბაჟები ან ეკვივალენტური მოქმედების მქონე ზომები ან მოსაკრებლები; ან b) ექსპორტიორი მხარისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროდუქტის სერიოზული დეფიციტი ან მისი საფრთხე; და როდესაც ზემოთ ხსენებულ სიტუაციებს მნიშვნელოვანი სირთულეები მოაქვს ან შეუძლია მოუტანოს ექსპორტიორ მხარეს, ამ მხარეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები თანახმად მე-2 პუნქტში მოყვანილი პროცედურებისა.

2. 1-ლ პუნქტში მოხსენებული სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი სირთულეები განსახილველად წარედგინება ერთობლივ კომიტეტს. კომიტეტს შეუძლია მიიღოს სირთულეთა აღმოსაფხვრელად საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ იგი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საკითხის მისთვის განსახილველად გადაცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, ექსპორტიორ მხარეს შეუძლია სათანადო ზომები გაატაროს შესაბამისი პროდუქტის ექსპორტირებასთან მიმართებაში. ზომები არადისკრიმინაციული უნდა იყოს და გაუქმდეს, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს.

    მუხლი 16. ზოგადი გამონაკლისები

ეს შეთანხმება ხელს არ უშლის აკრძალვებს ან შეზღუდვებს საიმპორტო, საექსპორტო ან ტრანზიტში მყოფ საქონელზე, გამართლებულს მიზეზებით, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ მორალს, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას; მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულებების მქონე ეროვნული ძვირფასეულობების დაცვას;

ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვას. თუმცა, ამგვარი აკრძალვები არ უნდა წარმოადგენდეს მხარეთა შორის ვაჭრობის თვითნებურ დისკრიმინაციის საშუალებას ან შეფარულ შეზღუდვას.

    მუხლი 17. საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სირთულეები

როდესაც რომელიმე მხარე საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებულ სირთულეებს ან მათი წარმოქმნის საფრთხეს განიცდის, შესაბამის მხარეს შეუძლია, WTO-ს შეთანხმების ფარგლებში ფორმულირებული პირობების თანახმად, მიიღოს შემზღუდველი ზომები, რომლებიც განსაზღვრული ხანგრძლივობისა უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსასწორებლად არის აუცილებელი. შესაბამისი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მათი შემოღბის შესახებ და რაც შეიძლება მალე წარუდგენს მეორე მხარეს მათი გაუქმების გრაფიკს.

    მუხლი 18. წარმოშობის წესები და თანამშრომლობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის.

1. მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის ვაჭრობისას გამოიყენონ საქონლის წარმოშობის პრეფერენციული წესები.

2. ამ შეთანხმების II ოქმში ჩამოყალიბებულია საქონლის წარმოშობის პრეფერენციული წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მათთან დაკავშირებული მეთოდები.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წარმოშობის წესებში შესწორება იქნა შეტანილი, ერთობლივი კომიტეტი წარმოიწყებს წარმოშობის წესებს შესწორების პროცედურას.

თავი IV. სახელმწიფო მონოპოლიები, კონკურენციის წესები, გადახდები და სხვა ეკონომიკური დებულებები

    მუხლი 19. გადახდები და გადარიცხვები

მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, სანქცია მისცეს განხორციელებას, თავიცუფლად კონვერტირებადი ვალუტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,წინასწარი წერილობითი შეთანხმების’’ VIII მუხლის თანახმად, ნებისმიერი გადახდებისა და გადარიცხვებისა თურქეთისა და საქართველოს შორის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშზე.

    მუხლი 20. კონკურენციის წესები, რომლებიც საწარმოებს შეეხება

1. ქვემოთჩამოთვლილნი შეუთავსებელია ამ შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებასთან, იმდენად რამდენადაც მათ შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ მხარეთა შორის ვაჭრობაზე:

a) ყველა სახის შეთანხმება საწარმოთა შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საწარმოთა შორის შეთანხმებული პრაქტიკული მეთოდები, რომელთა მიზანიც ან შედეგიც არის კონკურენციის არდაშვება, შეზღუდვა ან დამახინჯება;

b) მხარეთა მთელს ტერიტორიებზე ან მათს მნიშვნელოვან ნაწილზე მოპოვებული გაბატონებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ერთი ან მეტი საწარმოს მიერ;

c) ნებისმიერი სახელმწიფოს დახმარება, რომელიც კონკურენციას ამახინჯებს ან დამახინჯების საფრთხეს უქმნის იმით, რომ ხელს უწყობს გარკვეულ საწარმოებს ან გარკვეული საწონლის წარმოებას.

2. ერთობლივი კომიტეტი, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებს აუცილებელ წესებს 1-ლი პუნქტის სარეალიზაციოდ, ამ წესების მიღებამდე, 1.c) პუნქტის რეალიზაციასთან მიმართებაში გამოიყენება 21-ე მუხლის დებულებები.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს გამჭვირვალობას სახელმწიფო დახმარების სფეროში, მათ შორის იმით, რომ მეორე მხარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული დახმარების საერთო ოდენობისა და განაწილების თაობაზე და იმით, რომ, მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური დახმარების პროგრამების შესახებ. ერთ-ერთი მხარის მიერ გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, მეორე მხარე მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების ცალკეული შემთხვევების შესახებ.

4. თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ ესა თუ ის კონკრეტული პრაქტიკა შეუთავსებელია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობებთან, და:

a) ადეკვატურად ვერ რეგულირდება მე-2 პუნქტში მოხსენებული რეალიზაციის წესების მიხედვით, ან

b) ამგვარი წესების არარსებობის შემთხვევაში, და თუკი ამგვარი პრაქტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მეორე მხარის ინტერესს ან მატერიელურ ზარალს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მის საშინაო მრეწველობას, მომსახურებათა არგის ჩათვლით.

მას შეუძლია მიიღოს სათანადო ზომები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული კონსულტაციის შემდეგ, ან ამგვარ კონსულტაციის მოთხოვნით მიმართვიდან ოცდაათი სამუშაოს დღის შემდეგ. 1.c) პუნქტთან შეუთავსებელ პრაქტიკებთან დაკავშირებით, ამგვარი სათანადო ზომები, როდესაც მათ მიმართ გამოყენებადია WTO-ს წესები, შეიძლება მირებულ იქნეს მხოლოდ იმ პროცედურების თანახმად და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც დადგენილია WTO-ს მიერ, ანდა მისი ეგიდით შეთანხმებული და მხარეთა მიმართ გამოყენებადი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მიერ.

5. მიუხედავად საპირისპირო ხასიათის ნებისმიერი დებულებებისა, მიღებულისა ამ მუხლის თანახმად, ინფორმაციის გაცვლისას მხარეები მხედველობაში მიიღებენ შეზღუდვებს, რომლებიც პროფესიული და კომერციული საიდუმლოს დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული.

    მუხლი 21. სუბსიდიები

1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები სუბსიდიებთან მიმართებაში რეგულირდება GATT 1994-ის VI და XVI მუხლებით, ,,WTO-ს შეთანხმებით სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ’’ და ,,WTO-ს შეთანხმებით სოფლის მეურნეობის შესახებ’’

2. თუ რომელიმე მხარე აღმოაჩენს, რომ გამოყოფილია სუბსიდიები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ორმხრივი ვაჭრობაზე, აღნიშნული მხარეს შუძლია მიიღოს სათანადო ზომები ზემოხსენებულ შეთანხმებათა თანახმად.

    მუხლი 22. ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი

1. ამ შეთანხმების მხარეები გასწევენ და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატურ, ქმედით და არადისკრიმინაციულ დაცვას, იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც მიმართულია ამგვარი უფლებებით სარგებლობის დაცვაზე მათი ხელყოფის, ფალსიფიკაციისა და მეკობრეობისაგან, თანახმად ამ მუხლისა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებისა.

2. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჯიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ისინი თავიანთ საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებენ. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასფექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-3 მუხლის ძირითად დებულებებთან.

3. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელიც მათ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიანიჭეს. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასპექტების შესახებ შეთანხმებების’’ (TRIPS), კერძოდ კი მისი მე-4 და მე-5 მუხლების, ძირითად დებულებებთან.

4. მხარეები რეგულერულად განიხილავენ ამ მუხლის რეალიზაციას, თუ ადგილი ექნა პრობლემებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ვაჭრობის პირობებზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებათა მისაღწევად.

    მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები

1. მხარეები მოახდენენ კომერციული ხასიათის მქონე ნებისმიერი სახელმწიფო მონოპოლიის თანდათანობით ადაპტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან მეოთხე წლის ბოლოსათვის მხარეთა მოქალაქეებს შორის აღარ არსებობენ რაო=იმე დისკრიმინაცია იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებითაც საქონლის შესყიდვა და ბაზარზე გატანა ხდება.

2. ერთობლივი კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად მიღებული ზომების თაობაზე.

    მუხლი 24. სახელმწიფო შესყიდვა

მხარეები თანხმდებიან, რომ მათი მიზანია სახელმწიფო შესყიდვის პროგრესული ლიბერალიზაცია. ერთობლივი კომიტეტი გამართავს კონსულტაციებს ამ მიზნის მიღწევის თაობაზე.

    მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები

1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები ტექნიკურ ნორმებთან, სტანდარტებთან, შესაბამისობის შეფასებასთან და მათთან დაკავშირებულ ზომებთან მიმართებაში რეგულირდება ,,WTO-ს შეთანხმებით ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების შესახებ’’.

2. მხარეები გააღრმავებენ ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დარგში ურთიერთანამშრომლობას ერთმანეთის სისტემების არსის უკეთ გაგების, თავიანთ ბაზრებზე შეღწევის გაადვილებისა და ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების მოსპობის მიზნით. მხარეები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან ამ მუხლში დასახული მიზნების მისაღწევად.

3. თითოეული მხარე, მეორე მხარისაგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტების, ტექნიკური წესებისა და მსგავსი ზომების ცალკეული შემთხვევების შესახებ.

4. 1-ლი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები თანხმდებიან, ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართონ გადაუდებელი კონსულტაციები იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე მიიღებს ზომებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ან შექმნილი აქვთ ვაჭრობისთვის ხელშემშლელი ბარიერი, იმისთვის რათა მიაგნონ სათანადო გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება WTO-ს შეთანხმებასთან ’’ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ’’.

    მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა

1. მხარეების მიზანია, მიაღწიონ თავიანთი ბაზრების თანდათანობით ლიბერალიზაციასა და გახსნას მომსახურებებით ვაჭრობისათვის თანახმად WTO-ს გენერალური შეთანხმებისა ,,მომსახურებებით ვაჭრობის შესახებ’’ (GATS) და WTO-ს ეგიდით მიმდინარე სამუშაოს გათვალისწინებით.

2. მხარეები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში რეგულარული ინტერვალებით განიხილავენ შესაბამის მომსახურებათა სექტორებს და იმსჯელებენ მომსახურებებით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციაზე, საერთაშორისო მოვლენათა გათვალისწინებით.

თავი V. ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 27. ერთობლივი კომიტეტის შექმნა

1. ამით იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თითოეული მხარე. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია ამ შეთანხმების ადმინისტრირებაზე და უზრუნველყოფს მის სათანადო რეალიზაციას.

2. ამ შეთანხმების სათანადო რეალიზაციის მიზნით, მხარეები ცვლიან ინფორმაციას და რომელიმე მხარის მოთხოვნით, მართავენ კონსულტაციებს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშემშლელი ბარიერების შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობას.

3. ერთობლივი კომიტეტი შეუძლია, 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა თანახმად, მიიღონ გადაწყვეტილებები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა საკითხების თაობაზე ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გამოთქვას რეკომენდაციები.

    მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება

1. მხარეები ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ იმისთვის, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებების შესრულება. თუკი წარმოიქმნება რაიმე უთანხმოება ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეები, თანამშრომლობისა და კონსულტაციების მეშვეობით, ყოველ ღონეს იხმარენ ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მისაღწევად.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რომლებიც შეეხება ნებისმიერ რეალურ თუ შემოთავაზებულ ზომას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც როგორც მას მიაჩნია, ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ შეთანხმების მოქმედებაზე. კონსულტაციების მომთხოვნი მხარე ამავე დროს წერილობით შეატყობინებს ამის თაობაზე მეორე მხარეს და მიაწვდის მთელს შესაბამის ინფორმაციას.

3. კონსულტაციები გაიმართება ერთობლივ კომიტეტში, თუ რომელიმე მხარე ამას მოითხოვს, მე-2 პუნქტში მოხსენებული შეტყობინებების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა.

    მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად

1. მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლებში მოყვანილი რომელიმე ზომის გამოყენების პროცედურის დაწყებამდე ამ შეთანხმების მხარეები ეცდებიან, მათ შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება მოაგვარონ პირდაპირი კონსულტაციების გზით და მეორე მხარეს შეატყობინებენ ამის შესახებ.

2. მხარე, რომელიც აპირებს ზომებს მიმართოს, სწრაფად შეატყობინებს ამის შესახებ ერთობლივ კომიტეტს. აღნიშნული მხარე მიაწვდის ერთობლივ კომიტეტს მთელ შესაბამის ინფორმაციას და გაუწევს მას დახმარებას, რომელიც შემთხვევის შესასწავლად არის საჭირო. კონსულტაციები მხარეთა შორის დაუყოვნებლივ გაიმართება ერთობლივ კომიტეტში იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა.

3. თუ საკითხის განსახილველად ერთობლივი კომიტეტისათვის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში მხარე, რომელსაც საქმე შეეხება, არ აღმოფხვრის დავის საგნად გამხდარ პრაქტიკას ან ნაცნობებ სირთულეებს და თუ ერთობლივ კომიტეტის გამოტანილი არ ექნება გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთაც იგი აუცილებლად მიიჩნევს სიტუაციის გამოსასწორებლად.

4. მიღებული ზომების შესახებ ეცნობება უშუალოდ ერთობლივ კომიტეტს. ეს ზომები, მათს მასშტაბსა და ხანგრძლივობასთან მიმარტებაში, უნდა შემოიფარგლოს იმით, რაც მკაცრად აუცილებელია იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელმაც მათი გამოყენება გამოიწვია და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პრაქტიკის ან სირთულის მიერ გამოწვეულ ზიანს. პრიორიტეტი მიენიჭება იმგვარ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შეუშლის ხელს ამ შეთანხმების ფუნქციონირებას.

5. მიღებული ზომები საგანი იქნება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული რეგულარული კონსულტაციებისა მათი შერბილების ან გაუქმების მიზნით, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს.

6. როდესაც განსაკუთრებული ვითარება, რომელიც გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვს, შეუძლებელსა ხდის წინასწარ განხილვას, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლების შემთხვევებში, დაუყოვნებლივ გამოიყენოს სიფრთხილის წინასწარი ზომები, რომლებიც მკაცრად აუცილებელია სიტუაციის გამოსასწორებლად. ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ერთობლივ კომიტეტს და ამ შეთანხმების მხარეთა შორის გაიმართება კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში.

    მუხლი 32. დავების მოგვარება

1. ორივე მხარეს შეუძლია ერთობლივ კომიტეტს განსახილველად გადასცეს ამ შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა.

2. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია მოაგვაროს დავა გადაწყვეტილების გამოტანის გზით.

3. თითოეული მხარე ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომლებიც მე-2 პუნქტში მოხსენებული გადაწყვეტილების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დავის მოგვარება მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია აცნობოს მეორე არბიტრის დანიშვნის შესხებ; ასეთ შემთხვევაში, მეორე მხარის ორი თვის განმავლობაში უნდა დანიშნოს მეორე არბიტრი.

5. ორი არბიტრი შეთანხმდება მესამე არბიტრის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს მოქალაქე მესამე ქვეყნისა, რომელთანაც ორივე მხარეს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს იმ შემთხვევაში, თუ ორი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება შეთანხმება მესამე არბიტრის თაობაზე, ამ აუცილებელ დანიშვნას განახორციელებს ერთობლივი კომიტეტი.

6. არბიტრების გადაწყვეტილებანი მიიღება ხმათა უნრავლესობით.

7. დავის თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია არბიტრების გადაწყვეტილების სარეალიზაციოდ.

    მუხლი 33. ცვლილებების მუხლი

1. როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ სასარგებლო და მხარეთა ეკონომიკებისთვის სასიკეთო იქნებოდა ამ შეთანხმებით დადგენილ ურთიერთობათა განვითარება მათი განვრცობით ისეთ სფეროებზე, რომელთაც ეს შეთანხმება არ მოიცავს, იგი მოთხოვნას წარუდგენს მეორე მხარეს. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს ამ მოთხოვნას და როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გააკეთებს რეკომენდაციებს, კერძოდ მოლაპარაკებათა დაწყების მიზნით.

2. 1-ლ პუნქტში მოხსენებული პროცედურის შედეგად წარმოქმნილი შეთანხმებები დაექვემდებარება ამ შეთანხმების მხარეთა მიერ რატიფიკაციას ან დამტკიცებას თანახმად მათი ეროვნული კანონმდებლობისა.

    მუხლი 34. შესწორებები

ამ შეთანხმების და აგრეთვე მისი დანართებისა და ოქმების, შესწორებები ძალაში შედის დიპლომატიური არხებით უფრო გვიანდელი წერილობითი შეტყობინებების მიღების თარიღისთვის, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნა შესრულებულია.

    მუხლი 35. ოქმები და დანართები

ამ შეთანხმების ოქმები და დანართები მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, შესწორებები შეიტანოს ოქმებსა და დანართებში მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.

    მუხლი 36. იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა

1. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით;

2. თითოეულ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ დენონსაციის თაობაზე შეტყობინების მიღების თარიღიდან მეექვსე თვის პირველ დღეს.

    მუხლი 37. ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მეორე თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დიპლომატიური არხებით მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულებულია.

რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია თბილიში, 2007 წლის 21 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

დანართი I

მე-3 და მე-8 მუხლებში მოხსენებული პროდუქტების ჩამონათვალი

HS კოდი 2905.43 (მანიტან)

HS კოდი 2905.44 (სორბიტი)

HS სათაური 33.01 (ეთერზეთები)

HS კოდი 3302.10 (სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობაში ან სასმელების წარმოებაში გაოსაყენებლად)

HS სათაური 35.01-დან 35.05-მდე (ალბუმინის შემსველი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებლები, წებოები)

HS კოდი 38.09.10 (გასაწყობი საშუალებები, ღებვის დამაჩქარებლები სახამებლიანი ნივთიერებების ფუძეზე)

HS კოდი 3824.60 (სორბიტი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება)

HS სათაური 41.01-დან 41.03-მდე (დაუმუშავებელი ტყავი)

HS სათაური 43.01 (ნედლი ბეწვეული)

HS სათაური 50.01-დან 50.03-მდე (ნედლი აბრეშუმი და აბრეშუმის ნარჩენები)

HS სათაური 51.01-დან 51.03-მდე (შალი და ცხოველის ბეწვი, მატყლის ნარჩენები)

HS სათაური 52.01-დან 52.03-მდე (ნედლი ბამბა, ბამბის ნარჩენების და დაჩეჩილი ბამბა)

HS სათაური 53.01 (ნედლი)

HS სათაური 53.02 (ნედლი კანაფი)

ოქმი I

(მოხსენებული მე-9 მუხლში)

    მუხლი 1

წინამდებარე ოქმი ეხება ხელშეკრულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ პროდუქტებს.

    მუხლი 2

1. წინამდებარე ოქმის 1-ლ დანართში ჩამოთვლილი თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი საქართველოში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით.

2. წინამდებარე ოწმის მე-2 დანართში ჩამოთვლილი საქართველოში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით.

    მუხლი 3

წინამდებარე ოქმის დანართებში ჩამოთვლილ პროდუქტებთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ პრეფერენციულ რეჟიმს მე-2 ოქმის იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ხელშეკრულებაში მოცემულ წარმოშობის წესებს.

1-ლი ოქმის 1-ლი დანართი

ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები. გარდა იმ პროდუქციისა. რომელიც ჩამოთვლილია ცხრილში

პროდუქციის კოდი

 პროდუქციის დასახელება

0105

შინაური ფრინველი, ცოცხალი, ანუ, Gallus domessticus (შინაური ფრინველი) სახეობის ფრინველები, იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი შეყინული ან გაყინული

0401

რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობის გარეშე

0407

ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

0409

ნატურალური თაფლი

0702

 პომიდორი, ახალი ან შეყინული (მხოლოდ 1 ივნისი-31 ოქტომბრის პერიოდში)

0711

ხანმოკლე შენახვისათვის დაკონსერვებული ბოსტნეული (მაგ: გოგირდის დიოქსიდით, მარილწყასში, გოგირდოვან წყალში და სწხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით უშუალოდ საკვებში გამოსაყენებლად უარგისი

0802

კაკალი სხვა, ახალი ან გამხმარი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0805 (გარდა 0805.50)

ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან შეყინული

0806 (გარდა 0806.20)

ყურძენი ახალი

0808.10

ვაშლი

0812

ხილი ან კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგ: გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთ სახით უშუალოდ საკვებში გამოსაყენებლ;ად უარგისი

0902

ჩაი

2401

თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები

2402

სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, სიგარილები და სიგარეტები

1-ლი ოქმის მე-2 დანართი

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები, გარდა იმ პროდუქციისა, რომელიც ჩამოთვლილია (ა) და (ბ) ცხრილში.

2.საქართველოს წარმოშობილი პროდუქცია თურქეთის რესპუბლიკაში იმპორტირებისას დაექვემდებარება (ბ) ცხრილში მითითებულ შეღავათებს

ა ცხრილი

პროდუქციის კოდი

 პროდუქციის დასახელება

ჯგუფი 01

ცოცხალი ცხოველები

ჯგუფი 02

 ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

ჯგუფი 03

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

ჯგუფი 04

რძის პროდუქცია, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახლებელი

0802

კაკალი სხვა, ახალი ან გამხმარი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0805.50

 ლიმონი (Citrus limon, Citrus limonium) და ლაიმა (Citrus aurantifolia, Citrus latifolia)

0806

ყურძენი ახალი ან შეყინული

0810.50

კივი

0812.90.10

გარგარი

0813

ნაყოფები გამხმარი, 0801-0806 სასაქონლო პოზიციებში შემავალი ნაყოფების გარდა; ნარევები მოცემული ჯგუფის ჯაჯლების ან გამხმარი ნაყოფებისა

0902

ჩაი საგემოვნო-არომატიული დანამატებით ან მათ გარეშე

0904.20

Capsicum ან Pimenta გვარის ნაყოფი, გამხმარი, დანაყილი ან დაფქვილი

ჯგუფი 10

 პურეული მარცვლოვანი

1101

ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა

1102

ფქვილი სხვა მარცვლოვანისა, გარდა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა

1108

სახამებელი; ინულინი

1206

თესლი მზესუმზირისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი

1212.91

შაქრის ჭარხალი

ჯგუფი 15 (გარდა 1504; 1522)

ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები

ჯგუფი 16

მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხელმოებისგან

1701

შაქარი ლერწმის ან ჭაქრხლის და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში

1702

შაქარი სხვა სახეობებისა, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზას და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან სარებარი ნივთიერებების დამატების გარეშე; თაფლი ხელოვნური ნატურალური თაფლის შერეული ან შეურეველი; კულერი კარამელისა

2002

პომიდორი ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

2007.99.98

თხილის პასტა

2008.19

თხილი და ნაყოფი,სხვა

2101

ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრანტები ყავის, ჩაის ან მატესი

2105

ნაყინი და საკვები ყინულის სახეობები

2106

კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

კგუფი 23

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის

2401

თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები

ბ ცხრილი

პროდუქციის კოდი

პროდუქციის დასახელება

სატარიფო კვოტის მოცულობა (ტონა)

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (MFN) განსაზღვრული საბაჟო გადასახადის შემცირება (%)

0302.69.55

0303.79.65

ანჩიუსი, ახალი ან შეყინული

8.000

60

0405

ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები

500

50

0407

მხოლოდ მწერის კვერცხი

50

100

0409

ნატურალური თაფლი

200

100

0603

მოჭრილი ყვავილები და კოკრები

15

100

ჯგუფი 07 (გარდა 0702.00)

ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები

1.000

100

0702.00

პომიდორი, ახალი ან შეყინული

600

100

0805 (გარდა. 0805.50)

ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი

4.000

100

0807

ნესვი, საზამთრო და პაპაია, ახალი

3.500

60

0808.10

ვაშლი, ახალი

2.000

100

0808.20

მსხალი და კომში ახალი

250

100

0809

გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი

600

50

ჯგუფი 11 (გარდა 1101, 1102, 1108)

ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა

2.000

50

1202

არაქისი (მიწის თხილი), მოუხალავი ან სხვა რაიმე მეთოდით მოუმზადებელი, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი

250

100

1704

საკონდიტრო ნაწარმი შაქარისაგან (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს

500

100

1806

შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები

500

100

ჯგუფი 19 (გარდა 1903)

მზა პროდუქტები ოურეული მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ფქვილეული საონდიტრო ნაწარმი

500

100

2001

ბოსტნეული, ნაყოფი (ხილი), კაკალი და მცენარის საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმარში ან ძმარმჟავაში დამზადებული ან დაკონსერვებული

1.200

100

2005

ბოსტნეული სხვა, ძმრის ან ძმარმჟავად დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, გარდა 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტებისა

1.000

100

2007 (გარდა 2007.99.98)

ჯემი,ხილ-კენკროვანი ჟელე, მარმელადი, ხილკენკროვანი ან კაკლის პიურე, ხილ-კენკროვანი ან კაკლის პასტა, თბურად დამუშავებილი, მათ შორის შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატება

1.000

1.000

100

50

 

2009

წვენები ხილის (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

4.000

65

2102

საფუარი

250

50

2204

ღვინოები ყურძნის ნატურალური, შემაგრებელი ღვინოების ჩათვლით; ყირძნის ტკბილი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა

1.000.000

ლიტრი

100

2301.20

მხოლოდ ანჩიუსის ფქვილი

3.000

100