„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების კოორდინაციისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების კოორდინაციისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 27/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
492
07/12/2002
სსმ, 126, 27/12/2002
000000000.00(0).000.000000
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების კოორდინაციისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/12/2002 - 31/03/2008)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №492

2002 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების კოორდინაციისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

2002 წლის 18 სექტემბერს ქ. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გამოაცხადეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ მშენებლობის დაწყება.

ამ პროექტების განხორციელების დაწყებით საფუძველი ჩაეყარა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ სრულმასშტაბიანი მშენებლობის პროცესს, რასაც დასაბამი მიეცა 1992 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენის კონცეფციით, რომლის შედეგად ნათლად ჩამოყალიბდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული ფუნქცია და პერსპექტივები.

„ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის“ პროექტის წარმატებული რეალიზაციით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უშუალო კოორდინაციით განხორციელდა, დაიწყო „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ ფორმირება. სწორედ „ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის“ პროექტის განხორციელება გახდა საფუძველი დასავლეთის ნავთობკომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსადმი იმ აუცილებელი ნდობის ჩამოყალიბებისა, ურომლისოდაც შეუძლებელი იქნებოდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების რეალიზაცია საქართველოში. შესაბამისად, ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, ისევე როგორც სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ საქმიანობას, კოორდინაციას პირადად საქართველოს პრეზიდენტი უწევს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების განხორციელება, რომელთა საშუალებითაც მოხდება კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის, ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე ტრანსპორტირება:

– ხელს შეუწყობს საქართველოსადმი, ისევე, როგორც შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნებისადმი, მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების ინტერესის ზრდას და განაპირობებს რეგიონის ქვეყნებისადმი მათ მზარდ მხარდაჭერას;

– შეუქმნის მყარ გარანტიებს რეგიონის ქვეყნების უსაფრთხო, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას;

– დააჩქარებს მათ ინტეგრირებას სახელმწიფოთა მსოფლიო გაერთიანებაში;

– ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებში უცხოური საინვესტიციო სახსრების დაბანდებისათვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას;

– უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო დერეფნების სწრაფ განვითარებას, რაც შექმნის იმის წინაპირობებს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონალური თანამშრომლობის მდგრადი სისტემები და გადაწყდეს რეგიონში არსებული კონფლიქტები.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტები საქართველოს სძენენ სატრანზიტო ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ფუნქციას, მათი განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, დააჩქარებს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ანტიმონოპოლიური, ღია და გამჭვირვალე კონკურენტული გარემოს ფორმირებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების წარმატებული რეალიზაციისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს:

– ამ პროექტების ღიად და გამჭვირვალედ განხორციელება საერთაშორისო გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად;

– საქართველოს მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიერ პროექტების განვითარების ყველა ეტაპის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი;

– პროექტების რეალიზაციისა და ოპერირების მონაწილე უცხოური და ადგილობრივი კომპანიების, მუშახელისა და სპეციალისტების, აგრეთვე უშუალოდ მილსადენების დაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელშეკრულებო ვალდებულებაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 („ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“), 2001 წლის 24 აპრილის №151 („საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების, მათი კოორდინაციისა და ამ პროექტებში სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“), 2002 წლის 11 მარტის №103 („სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) პროექტის განვითარების შესახებ“) ბრძანებულებებზე დაყრდნობით საერთაშორისო ხელშეკრულებების – „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საპროექტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ და „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ (შემდგომში – საერთაშორისო ხელშეკრულებები) – შესაბამისად „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელების, მათი ღია და გამჭვირვალე პრინციპებით წარმართვისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით:

1. შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 იანვრის №32 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს მეცნიერთა კომისიის თავმჯდომარე

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

 ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი

სულხან მოლაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

თეიმურაზ მოსიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სულხან პაპაშვილი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

გიორგი ჭანტურია – საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

თედო ჯაფარიძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

2. კომისიამ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის მიზნით, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა“ და მილსადენების პროექტების ინვესტორი კომპანიების მონაწილეობით ერთ თვეში შეიმუშაოს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ღონისძიებათა გეგმა.

3. სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ“ (გ. ჭანტურია), როგორც „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ა. ჯორბენაძესთან, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, საერთაშორისო საფინანსო, საინვესტიციო, საკონსულტაციო და დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მათი რეკომენდაციების საფუძველზე:

ა) უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

ბ) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების ღიად და გამჭვირვალედ განხორციელების კოორდინაცია საერთაშორისო გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ აღნიშნულ პროექტებში საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის, სპეციალისტებისა და ექსპერტების, აგრეთვე ადგილობრივი სამშენებლო, სამრეწველო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და მომსახურების სფეროს კომპანიების მაქსიმალური ჩაბმა, ისევე როგორც ამ პროექტებით გათვალისწინებულ სამუშაოებში საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმების კოორდინაცია;

დ) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ ადგილობრივი სპეციალისტებისა და ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების, აგრეთვე სამშენებლო, სამრეწველო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და მომსახურების სფეროს საწარმოებისა და ორგანიზაციების შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვის კოორდინაცია;

ე) კოორდინაცია გაუწიოს პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების სატენდერო პროცესებთან, მომსახურებასთან, შესყიდვებთან და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც შექმნის ადგილობრივი კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას;

ვ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულების 18.3 პუნქტისა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულების 18.3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომპანიებისათვის მინიჭებული უპირატესობის გათვალისწინებით უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიების, მილსადენების საოპერაციო კომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ საქართველოს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების, მიწოდებული მასალების, ტექნიკის, ტრანსპორტის, აღჭურვილობის, სამუშაო იარაღების, სამარაგო ნაწილებისა და საქონლის აღნიშნულ პროექტებში მაქსიმალურად გამოყენების კოორდინაცია;

ზ) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) მილსადენების პროექტების რეალიზაციისა და ოპერირების პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით უზრუნველყოს მილსადენების პროექტების საზოგადოებრივ მონიტორინგში ქართველი და უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტების, მეცნიერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენელთა მონაწილეობის კოორდინაცია;

ი) უზრუნველყოს „ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის“, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ შემდგომი ოპერირებისათვის სათანადო საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი მილსადენების ქართული საოპერაციო კომპანიის ჩამოყალიბება;

კ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს მოლაპარაკება:

– მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან, მილსადენების საოპერაციო კომპანიებსა და მათ კონტრაქტორებთან შემდგომში საქართველოს მიერ აღნიშნული მილსადენების საოპერაციო მომსახურების დაწყებისათვის;

– გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), რათა საქართველოში მის მიერ განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში მოხდეს ზემოაღნიშნული მილსადენების საოპერაციო კომპანიის საერთაშორისო მოთხოვნებით ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრებით, ტექნიკური აღჭურვილობითა და საოფისე შენობით უზრუნველყოფა.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:

ა) უზრუნველყოს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების განხორციელების პროცესში მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი „გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების“ დოკუმენტების შესწავლა, ანალიზი, მათი შეფასება და ექსპერტიზა;

ბ) მოახდინოს მილსადენების პროექტების განხორციელებისათვის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემა დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო და გარემოსდაცვითი კომპანიების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული შეფასებებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 იანვრის №32 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს მეცნიერთა კომისიის (ა. თავხელიძე) მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით;

გ) სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან“ ერთად განახორციელოს მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების პროცესის მუდმივი გარემოსდაცვითი მონიტორინგი დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო და გარემოსდაცვითი კომპანიების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:

ა) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა“ და შესაბამისი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;

ბ) მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მხარდაჭერით უზრუნველყოს მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვ-რები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის არსებული ფონური მდგომარეობის შესწავლისათვის საჭირო სამედიცინო კვლევების განხორციელება;

გ) მილსადენების პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მხარდაჭერით ყოველწლიურად განახორციელოს მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაბამისი უფასო სამედიცინო გამოკვლევები;

დ) პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მხარდაჭერით, სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან“ ერთად მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების, დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით განახორციელოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის პროგრამების რეალიზაციის, აგრეთვე მილსადენის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში დასაქმებული პერსონალის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მუდმივი მონიტორინგი;

ე) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების დროული გაცემა.

6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან“ ერთად, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდელობის მოთხოვნათა შესაბამისად:

ა) უზრუნველყოს საქართველოს სამშენებლო კომპანიების პოტენციალის წარმოჩენა და მათი მაქსიმალური ჩაბმა მილსადენების პროექტების მშენებლობის პროცესში;

ბ) შეასრულოს პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზა და გასცეს მილსადენების პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვები დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული შეფასებებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 იანვრის №32 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს მეცნიერთა კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით;

გ) დამოუკიდებელი საერთაშორისო სამშენებლო, საინჟინრო-ტექნიკური კომპანიების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით განახორციელოს მილსადენების მშენებლობის პროცესის მუდმივი მონიტორინგი.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან“ თანამშრომლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით:

ა) უზრუნველყოს მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების პროცესის მონაწილე ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი უცხოური და ადგილობრივი კონტრაქტორების, აგრეთვე ამ მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების პროცესში დასაქმებული პერსონალის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ღია და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავება და დამკვიდრება;

ბ) მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ უცხოურ და ადგილობრივ კონტრაქტორებთან კოორდინაციით ჩამოაყალიბოს მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების პროცესთან დაკავშირებული საგადასახადო და საბაჟო პროცედურების ეფექტიანი კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმი, რისთვისაც საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში შექმნას სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით განსაზღვრული პროცედურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის;

გ) განახორციელოს სათანადო კონტროლი, რათა გამოირიცხოს პროექტების ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი უცხოური და ადგილობრივი კონტრაქტორებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული საგადასახადო და საბაჟო შეღავათების არამართლზომიერი გამოყენება.

8. ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატას (ს. მოლაშვილი) რეგულარულად განახორციელოს მილსადენების მშენებლობისა და ოპერირების პროცესის მონაწილე სტრუქტურების მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების შემოწმება.

9. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ (თ. ჯაფარიძე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით:

ა) უზრუნველყოს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მილსადენების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დაცვისა და უშიშროების სისტემის შექმნა და დანერგვა საქართველოს მეგობარი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე;

ბ) „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მონაწილე ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს მილსადენების უშიშროების უზრუნველყოფის კოორდინირებული მოქმედების პროგრამა და წარმოუდგინოს იგი საქართველოს პრეზიდენტს.

10. კომისიამ პერიოდულად მოისმინოს და განიხილოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელების ანგარიშები საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე.

11. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა. ჯორბენაძემ.

ე. შევარდნაძე