სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415018, 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.016334
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
174
12/04/2011
ვებგვერდი, 110415018, 15/04/2011
240140000.10.003.016334
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/2011 - 13/05/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 174

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

    მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი –კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი –კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე –კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

 –კომისიის წევრი

2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.

3. კომისია თავისი მუშაობისას ხელმძღვანელობს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე სხვა პირები.

5. კომისიის სხდომა წარიმართება კომისიის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად.

6. სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტო ან/და შესაბამისი სამინისტრო მათ მართვაში არსებულ საწარმოებთან წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ შეთანხმებულ წინადადებებს, ამასთან, საწარმოს მხრიდან მისი წმინდა მოგების განაწილების თაობაზე ალტერნატიულ წინადადებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარ უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს შესაბამისი საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური და სხვა დოკუმენტაცია.

7. საკითხებს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს ან/და სამინისტროების მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.

8. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

9. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კომისიის თავმჯდომარე.

10. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

11. უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში კომისიის წევრი უფლებამოსილია თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსიროს წერილობითი ფორმით, რომელიც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.

12. კომისიის სხდომის ოქმში მიეთითება საწარმოს წმინდა მოგების განაწილების შედეგად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობა და გადახდის ვადები ან/და საწარმოების წმინდა მოგებიდან საწარმოს განკარგულებაში დატოვებული თანხის გახარჯვის მიზნობრიობა.

13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოსა და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.

14. სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელმოსაწერად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

15. სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

16. სამინისტრო, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელმოსაწერად წარადგინოს ამ სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

17. სამინისტრომ, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, უნდა უზრუნველყოს კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

18. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან სხვა სამინისტროებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმება უნდა შეიცავდეს კომისიის ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობას, გადარიცხვის ვადების მითითებით. 

 

11. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 276 - ვებგვერდი, 10/06/2021 10. 24/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 792 - ვებგვერდი, 28/12/2020 9. 20/02/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 125 - ვებგვერდი, 24/02/2020 8. 04/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 224 - ვებგვერდი, 05/05/2017 7. 24/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 504 - ვებგვერდი, 28/09/2015 6. 09/10/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 263 - ვებგვერდი, 10/10/2013 5. 17/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 387 - ვებგვერდი, 17/09/2012 4. 10/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 249 - ვებგვერდი, 12/07/2012 3. 21/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 396 - ვებგვერდი, 111024022, 25/10/2011 2. 04/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 306 - ვებგვერდი, 110809021, 09/08/2011 1. 13/05/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 201 - ვებგვერდი, 110517005, 17/05/2011