სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415018, 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.016334
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 174

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

      მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი        მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
   საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი;
   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე – კომისიის წევრი;
   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – კომისიის წევრი;
   საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  – კომისიის წევრი.
   საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №201 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.
   საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №396 - ვებგვერდი, 25.10.2011წ.
   საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №249 - ვებგვერდი,12.07.2012წ.
   საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №387 - ვებგვერდი,17.09.2012წ.
   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 10.10.2013წ.
   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №504 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
   საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის დადგენილება №224 - ვებგვერდი,05.05.2017წ.

 

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.

3. კომისია თავისი მუშაობისას ხელმძღვანელობს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროების , საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე სხვა პირები.

5. კომისიის სხდომა წარიმართება კომისიის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად.

6. საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარ უგზავნის :

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) , თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან და ამ საწარმოს დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) შესაბამისი სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან შეთანხმებით.

6 1 . იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება მოიცავს საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგების ან წმინდა მოგების ნაწილის საწარმოს განკარგულებაში დატოვების აუცილებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საწარმოს განკარგულებაში დასატოვებელი წმინდა მოგების ან მისი ნაწილის მიზნობრიობის დასაბუთებას და მისი ხარჯვის გეგმას.

6 2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს შესაბამისი საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური და სხვა დოკუმენტაცია.

7. საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ საკითხებს კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/ერთეულ(ებ)ი, ქონების სააგენტო ან/და შესაბამისი სამინისტრო(ები)ს მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.

8. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

9. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კომისიის თავმჯდომარე.

10. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

11. უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში კომისიის წევრი უფლებამოსილია თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსიროს წერილობითი ფორმით, რომელიც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.

12. კომისიის სხდომის ოქმში მიეთითება საწარმოს წმინდა მოგების განაწილების შედეგად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობა და გადახდის ვადები ან/და საწარმოების წმინდა მოგებიდან საწარმოს განკარგულებაში დატოვებული თანხის გახარჯვის მიზნობრიობა.

13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება ქონების სააგენტოს და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.

14. ქონების სააგენტო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღ ეში ვალდებულია , საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად , მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმოსაწერად წარუდგინოს ქონების სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

15. ქონების სააგენტომ უნდა უზრუნველყო კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღ ში კომისიის თვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ათვის ) ინფორმაციის წარდგენა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

16. სამინისტრო, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელმოსაწერად წარადგინოს ამ სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

17. სამინისტრომ, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, უნდა უზრუნველყოს კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

18. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების სააგენტოს ან სხვა სამინისტროებ სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმება უნდა შეიცავდეს კომისიის ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობას, გადარიცხვის ვადების მითითებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №306 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №387 - ვებგვერდი,17.09.2012წ.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.