გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 02/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
154
01/09/2005
სსმ, 104, 02/09/2005
000000000.00(0).000.000000
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2005 - 03/02/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

დებულება

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვის) გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების წესს.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3. საქმიანობის კატეგორიები

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით საქმიანობა იყოფა სამ კატეგორიად:

ა) პირველი კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) მეორე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;

გ) მესამე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ნებართვის გასაცემად საჭიროა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიცემა სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა განცხადებასთან ერთად მაძიებელს შეიძლება დაევალოს შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

ა) ნებართვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა სამინისტროსადმი დაგეგმილი საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

ბ) საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი ან პროექტის სხვა სტადია (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით), რომელიც უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობას;

ბ.ბ) საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღს;

ბ.გ) საქმიანობის მიზნებს;

ბ.დ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალურ გეგმასა და ტოპოგრაფიულ რუკას;

ბ.ე) ტექნოლოგიური ციკლის მოკლე აღწერას უსაფრთხოების თვალსაზრისით გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობის ჩვენებით;

ბ.ვ) ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალს;

ბ.ზ) იმ ღონისძიებათა დეტალურ აღწერას, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;

ბ.თ) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალსა და რაოდენობას;

ბ.ი) მოსალოდნელი ემისიების მოცულობასა და სახეებს;

ბ.კ) ემისიის ოდენობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს;

ბ.ლ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეებსა და რაოდენობას, მათი განთავსების შესაძლო ადგილებს, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგმილ ღონისძიებებს;

ბ.მ) ტექნოგენური ავარიების თავიდან ასაცილებლად დაგეგმილ უსაფრთხოების ღონისძიებებს;

გ) მოკლე ანოტაციას საქმიანობის შესახებ (არატექნიკური რეზიუმეს” სახით).

3. პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებ განცხადებასთან ერთად მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი და სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);

ბ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.

4. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.

    მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი

1. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მაძიებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებას, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომელიც ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია.

3. პირველი კატეგორიის საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უტარდება განმცხადებლის მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს.

    მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლება

1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელი იმეორებს ან აგრძელებს ადრე დაწყებულ საქმიანობას, რომლისთვისაც უკვე შესრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და მისი ხელახალი განმეორება არ შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას;

ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს და გადაწყვეტილება ამის შესახებ სასწრაფოდ იქნეს მიღებული.

2. მაძიებლის განცხადებას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების თაობაზე განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

4. ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებს მინისტრი წარუდგენს მთავრობას, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

    მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

სამინისტრო არ გასცემს ნებართვას, თუ დარღვეულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 8. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება

სამინისტროს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

    მუხლი 9. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებები.

    მუხლი 12. სანებართვო მოსაკრებელი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 13. სანებართვო პირობები

ნებართვის მისაღებად და სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 14. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 15. გარდამავალი დებულება

ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.