„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში დამატებათა შეტანის თაობაზე

  • Word
„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
310
08/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
010220020.05.002.000000
„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/05/1996 - 29/03/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 310

1996 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის 218 ბრძანებულებაში დამატებათა შეტანის თაობაზე

1. დამტკიცდეს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

2. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:

გურამ გვეტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ირა ზაალიშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ვენერა ოშორიძე უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი.

3. განისაზღვროს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის სამუშაო აპარატი 4 საშტატო ერთეულით. აღნიშნული საშტატო ერთეულების თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვროს დანართის მიხედვით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) აწარმოოს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის ცალკე დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 ე. შევარდნაძე

 

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა

მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების

დაცვის სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებანი

1.1. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებით გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ჟენევის 1993 წლის 1 დეკემბრის მემორანდუმის ქართულ-აფხაზურ ოთხმხრივ მოალაპარაკებათა პრინციპების საფუძველზე.

1.2. კომისია არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და კომისიის სახელწოდებით, შტამპი, სატიტულო ფურცელი.

1.3. კომისია მიზნად ისახავს ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნას, მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას.

1.4. დასახული მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად კომისია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საქველმოქმედო ფონდთან, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, წითელი ჯვარი და სხვ.).

1.5. კომისიის უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა აქტებით.

 

2. კომისიის მიზანი და ამოცანები

2.1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და სამხედრო ტყვეთა ძებნა;

ბ) ძალოვანი სტრუქტურების (საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო), ადამიანთა უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის და აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი მონაწილეობით აფხაზეთის ომში მონაწილე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა, მოქალაქეთა და მოხალისეთა სიების დადგენა და შეჯერება;

გ) ტყვედ ჩავარდნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაბრუნება;

დ) დაღუპულთა საფლავების დადგენა, გვამების ექსჰუმაცია, გარდაცვლილთა პიროვნების ამოცნობა;

ე) დაღუპულ მებრძოლთა გადმოსვენებისას მათი ოჯახების წევრთათვის სათანადო (მათ შორის მატერიალური) დახმარების გაწევა;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შესახებ მასალების მოპოვება და მათი ახლობლების ინფორმირება;

ზ) აფხაზეთის საკითხებზე მიმდინარე ოთხმხრივ მოლაპარაკებებში კომისიის წევრთა წარგზავნა;

თ) კავშირურთიერთობათა დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივ ღონისძიებათა შემუშავება;

ი) უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სოციალური დაცვის ღონისძიებათა განსაზღვრა და მათთვის შეღავათების დაწესებისათვის მთავრობაში წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება;

კ) აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საქველმოქმედო ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სპონსორების პოვნა და სახსრების მოზიდვა ხელმოკლე თუ გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევის მიზნით;

ლ) აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვა.

2.2. კომისიის მიზანია დასახული ამოცანების შესრულებისათვის საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობელთა ფონდთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

 

3. კომისიის შემადგენლობა

3.1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე (მათგან ერთი – კომისიის საქმეთა პასუხისმგებელი ორგანიზატორი) და წევრები;

3.2. კომისიასთან თანამშრომლობენ აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლების წარმომადგენლები, რომლებიც სარგებლობენ კომისიის წევრის სტატუსით;

3.3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული მეცნიერები და სპეციალისტები.

3.4. კომისიის წევრთა შემადგენლობას, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. კომისიის მართვა

4.1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილეები;

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ამზადებს და იწვევს კომისიის სხდომებს, ისმენს ინფორმაციებს, იღებს გადაწყვეტილებებს და ორგანიზაციას უწევს კომისიის გადაწყვეტილებათა შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) უფლებამოსილია მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით და საკუთარი ინიციატივით;

გ) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს კომისიის მუშაობის შესახებ;

დ) ანაწილებს ფუნქციურ უფლებამოსილებებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამტკიცებს სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდურ მითითებებს.

4.2. კომისიას ჰყავს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფინანსირდება დადგენილი წესით.

 

5. კომისიაში საკითხთა განხილვის წესი

5.1. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს თავის სხდომებზე, რომლებიც ტარდება თვეში ერთხელ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

5.2. კომისიის გადაწყვეტილებით მისი სხდომა შეიძლება იყოს ღია ან დახურული. ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მოწვეულ პირებს.

5.3. კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს წარადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია შეიტანოს მასში ცვლილებანი და დამატებანი.

 

6. კომისიის გადაწყვეტილებათა მიღების წესი

6.1. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას დაუჭერს კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გამყოფის შემთხვევაში მიღებულად ჩაითვლება ის წინადადება, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის თავმჯდომარე.

6.2. კომისიის წევრები სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით.

6.3. კომისიის მიერ მომზადებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები საჭიროების შემთხვევაში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს.

 

 

 

7. კომისიის ფინანსური უზრუნველყოფა

7.1. კომისიის ფინანსური უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაფინანსების ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

 

8. კომისიის საქმიანობის უფლებამოსილებათა შეწყვეტა

8.1. კომისიის საქმიანობის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

 

დანართი

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის სამუშაო აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობის დასახელება

 

შტატების რაოდენობა

 

თანამდებობრივი

განაკვეთი ლარებში

საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისა და ერთიანობისათვის

ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაღუპულთა

საკითხების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

 

1

 

 

22,2

 

საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისა და ერთიანობისათვის

ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა

საკითხების სახელმწიფო მრჩეველი ბუღალტერი

მდივან-მემანქანე

 

 

1

 

 

 

1

1

20,8

 

 

 

18,0

16,0

 

სახელმწიფო კანცელარიის

უფროსი პ. მამრაძე