დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2507 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 08/08/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.001.333 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის 4.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.3. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოს და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლს სასამართლო იმავე ვადაში უგზავნის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.
2. მე-5 მუხლის 5.4.3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დოკუმენტები ყოველი დირექტორის დანიშვნისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუ ასეთი არსებობს) წევრების არჩევის შესახებ.“.
3. მე-5 მუხლის 5.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის – დოკუმენტები ყოველი დირექტორის დანიშვნის შესახებ, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის თაობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო არა აქვს).“.
4. მე-5 მუხლის 5.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.6. ამ კანონის მე-5 მუხლის 5.4 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებებში არ მოითხოვს რეგისტრაციას. ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება დირექტორებს.“.
5. 51-ე მუხლის 51.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51.3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციონერთა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.“.
6. 52-ე მუხლის 52.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52.3. რომელიმე კლასის აქციის (გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდისა) გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. საზოგადოება ვალდებულია განაცხადოს თანხმობა აქციათა გადაცემაზე, თუ ამით მის არსებით ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თანხმობას იძლევა დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი.
№2507–რს
დოკუმენტის კომენტარები