"საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404025, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.016315
  • Word
154
31/03/2011
ვებგვერდი, 110404025, 05/04/2011
330110000.10.003.016315
"საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 154

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის 355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25.11.2010წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 დანართი 4

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმა

ღონისძიებათა დასახელება

პასუხისმგებელი შემსრულებლები

ღონისძიებათა შესრულების ვადა

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოების კოორდინაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სხვა დაინტერესებული სამინისტროების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების უფლებამოსილი წარმომადგენლების და დარგის წამყვანი ექსპერტებისაგან კომისიის შექმნა.

სამინისტრო, კომისია

2010 წლის ნოემბერი -დეკემბერი

 

2

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესახებ დებულების განხორციელების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების მიღება, ლიცენზიებსა და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში შესაბამისი ცვლილებების (მოდიფიცირება) შეტანა.

კომისია

2010 წლის ნოემბერი -

2011 წლის თებერვალი

 

3

გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა:

კომისია, კომპანიები

2011 წლის აპრილი

გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ძველი და ახალი კოდების მოქმედება

ა) კომისიის მიერ ახალი კოდების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება;

კომისია

 

ბ) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

 

კომპანიები, კომისია

 

 

გ) გეოგრაფიული ნუმერაციის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება;

კომპანიები, კომისია

დ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით.

კომპანიები

 

4

 

არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა:

ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

კომპანიები, კომისია

 

კომპანიები, კომისია

 

 

2011 წლის აპრილი -

ივნისი

 

 

 

 

ივნისის მეორე ნახევარი

 

ბ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება;

კომპანიები, კომისია

 

გ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით.

კომპანიები

5

ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების შვიდნიშნა (ქ. თბილისი) და ექვსნიშნა ნუმერაციაზე გადაყვანა. ქ. რუსთავში ციფრი „1”-ით დაწყებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრების შეცვლა:

ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

კომპანიები, კომისია

 

 

 

 

 

 

კომპანიები, კომისია

 

2011 წლის აპრილი -

ივნისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ივნისის პირველი ნახევარი

 

ბ) ახალ ნუმერაციაზე გადასვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება;

კომპანიები, კომისია

 

გ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით.

კომპანიები

6

ნუმერაციის 0X(X) ფორმატის ახალ IXX(XXX) ფორმატზე გადაყვანა. ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში 1XX(XXX) ფორმატის ნომრების შემოღება:

 

კომპანიები, კომისია

2011 წლის ოქტომბერი

გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ძველი და ახალი ნომრების მოქმედება

ა) სამუშაოების განხორციელება და ტესტირება;

კომპანიები, კომისია

ბ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით.

კომპანიები

7

ოპერატორის არჩევის კოდების 10XX და ეროვნული პრეფიქსის - ,,0”-ის და საერთაშორისო პრეფიქსის - ,,00”-ის ამოქმედება.

კომპანიები, კომისია

 

2011 წლის ნოემბერი

 

8

ნუმერაციის ეროვნული სისტემის საერთო ტესტირება და ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოების დასრულება.

კომპანიები, კომისია

2011 წლის დეკემბერი.~.

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური