საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.324
2458
20/06/2003
სსმ, 21, 15/07/2003
080.000.000.05.001.001.324
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტუსაღობა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, აგრეთვე ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი.“.

2. ამოღებულ იქნეს 82-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი.

3. ამოღებულ იქნეს 87-ე მუხლი.

4. კოდექსის XVII თავს 90-ე მუხლის წინ დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაზარალებულთან შერიგების გამო

არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ შეურიგდა დაზარალებულს.“.

5. 109-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა;“.

6. 125-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,–

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე.“.

7. 139-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

8. 150-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,–

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.“.

9. 171-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

10. 253-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“.

11. 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 254. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა

პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2551 მუხლი:

     „მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, გავრცელებაში, რეკლამირებაში ან ამგვარი საგნით ვაჭრობაში, აგრეთვე არასრულწლოვნის გამოსახულების ან ხმის გამოყენება პორნოგრაფიულ მასალებში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიად განისაზღვროს ნებისმიერი სახის ვიზუალური ან აუდიო მასალა, რომელშიც არასრულწლოვანი გამოიყენება სექსუალურ კონტექსტში – ვიზუალურად გამოისახება არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები, აგრეთვე ამგვარი მასალის დამზადება, გავრცელება და მოხმარება.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2458–IIს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.