„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 11/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.001.318
  • Word
2433
20/06/2003
სსმ, 20, 11/07/2003
430.000.000.05.001.001.318
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია საბაზო განათლების მიღებამდე სასწავლო დაწესებულებებიდან მოსწავლეთა გარიცხვა. იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, იქმნება სპეციალური სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები, სადაც სპეციალური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით ხორციელდება მოსწავლეთა აღზრდა და სწავლება, სახელობო და/ან დაწყებითი პროფესიული მომზადება, შექმნილია თვითგანვითარების პირობები. ასეთ სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან.“.

2. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაიცვას სასკოლო დისციპლინა მეთოდებით, რომლებიც არ აყენებს მოსწავლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ლახავს მის ღირსებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2433IIს