დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 398 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 08/10/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 08/10/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/09/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/2001 - 09/09/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №398
2001 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ
საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მართლზომიერების დადასტურების გამო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს ოფიციალური სახელმწიფოს სიმბოლოს, შესრულების წესი.
1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია კოტე ფოცხვერაშვილის ნაწარმოები „დიდება“ (მუსიკალური და პოეტური ტექსტი მისივე) და გათვალისწინებულია საორკესტრო ან საგუნდო შესრულებისათვის.
2. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სადღესასწაულო ცერემონიებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული სხვა ღონისძიებების დროს:
ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ;
გ) საქართველოს პარლამენტის მუშაობის გახსნისა და დახურვის დროს;
დ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის, საქართველოს მთავრობის წევრების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე დანიშვნის დროს;
ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის დროს;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისა და გაცილების დროს (ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ);
ზ) ძეგლების ან ძეგლის დასადგმელი ადგილის საზეიმო გახსნის დროს;
თ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისა და დახურვის დროს.
3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტრანსლაცია საქართველოს სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობით ხდება ყოველდღე მაუწყებლობის დაწყებისა და დასრულების დროს (24-საათიანი მაუწყებლობის შემთხვევაში – ადგილობრივი დროით 6.00 საათზე და 24.00 საათზე).
4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სასაზღვრო ნაწილებში და სამხედრო გემებზე რეგლამენტირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდებით.
5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სავალდებულო გამოყენების სხვა შემთხვევებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
6. საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფიციალურ ღონისძიებათა გამართვის დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით.
7. დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ოფიციალური სპორტული შეჯიბრებების დროს სპორტულ ორგანიზაციებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.
8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა მამაკაცების ფეხზე ადგომა და ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო პირებისა (საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევებისა, როდესაც კონფესიური დოგმის გამო ქუდის მოხდა არ შეიძლება.
9. იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს დროშის აღმართვა, დამსწრენი უნდა შეტრიალდნენ პირით დროშისკენ.
10. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკაძეს.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები