თბილისის ურბანული განვითარების ღონისძიებათა შესახებ

თბილისის ურბანული განვითარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 29/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 330090010.05.002.002075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/05/2001 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №211

2001 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის ურბანული განვითარების ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში თბილისის განვითარებისა და განაშენიანების სფეროში შექმნილმა მდგომარეობამ, კანონმდებლობის დარღვევებით განხორციელებულმა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობამ, შესაბამისი უწყებების კონტროლისა და ზედამხედველობის შესუსტებამ საფრთხის წინაშე დააყენა თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, ათწლეულობით ჩამოყალიბებული ქალაქის არქიტექტურული იერსახე.

თბილისის ურბანული განვითარების საკითხების კოორდინაციისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით:

1. ქ. თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) 2001 წლის II კვარტალში უზრუნველყოს „ქ.თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის“ დასამუშავებლად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), ქვეყნის განვითარებისა და განსახლების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, 2001 წლის II კვარტალის ბოლომდე უზრუნველყოს დედაქალაქის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის დამუშავების სწორი სტრატეგიული კურსის განმსაზღვრელი პირობების მომზადება.

3. ქ.თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურმა 2001 წლის III კვარტალში უზრუნველყოს „ქ.თბილისის ურბანული განვითარების კონცეფციის“ კონკურსის წესით შემუშავება და ფართო საზოგადოების მიერ განხილვის შემდეგ მისი წარდგენა შესათანხმებლად ქ.თბილისის მერიისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის.

4. ქ.თბილისის მერიამ 2001-2003 წლებში უზრუნველყოს „ქ.თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის“, ხოლო 2003-2004 წლებში „ქალაქ თბილისის საზღვრების პროექტის“ დამუშავება და მათი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტთან დასამტკიცებლად.

2001-2004 წლების ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ამ ბრძანებულების 1, 3, 4 პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების დაფინანსება.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დედაქალაქის წინაშე არსებული გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ 2001 წლის II კვარტალში შეიმუშაოს „ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების რეგლამენტი“ და უზრუნველყოს მისი დადგენილი წესით დამტკიცება.

6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ 2001 წლის II კვარტალში წარმოადგინოს განსახილველად ქ.თბილისის მერიასთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებული წინადადებები საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნებართვო და პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე მენაშენის, მენარდისა და არქმშენინსპექციის პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს დარღვევებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში.

7. ქ.თბილისის ახალი გენერალური გეგმის დამუშავებამდე მოქმედ გენერალურ გეგმას ვადა გაუგრძელდეს 2003 წლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 მაისის 204 ბრძანებულების შესაბამისად.

8. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და ქ.თბილისის მერიამ.

ე. შევარდნაძე

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.