მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329003, 29/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016305
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 144

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი.

 მუხლი 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ქონებაზე.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1.  ეს წესი ადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობებს.

2 იმ შემთხვევაში , როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება , მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ( შემდგომში – ქონების სააგენტო ) ამ წესის მოთხოვნათა დაცვით .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული პროექტისწინა და საპროექტო დოკუმენტების ერთიანი სისტემა, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა სამართლებრივი, ტერიტორიულ-სივრცითი და ფუნქციური განვითარების საფუძველს;

ბ) მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – შენობა/ნაგებობა, რომელიც გაასხვისა კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ შესაბამისი მიწის ნაკვეთის გარეშე;

1) შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;

2) ნაგებობა - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 – ამ წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

დ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 – ამ წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

ე) მესაკუთრე – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც შეიძინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთი.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელობა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

თავი II

შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა, მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა და შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის საფასურის ოდენობა

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

    მუხლი 3.  შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წესი

1. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის (შემდგომში - შენობა/ნაგებობა) მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება:

ა) განაშენიანების ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტ კ-1-ზე;

ბ) განაშენიანების ინტენსივობის ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტ კ-2-ზე.

21. ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ამავე ნაგებობის განაშენიანების ფართობის მიხედვით.

3. შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას და შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის განთავსების პირობები.

4. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის სიდიდე მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად გაანგარიშებული ფართობებიდან მაქსიმალური სიდიდის შესაბამისი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსასაზღვრად საჭირო კ-1 და კ-2 კოეფიციენტების გამოანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

6. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონაში განთავსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო ერთი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი ოდენობით. სასოფლო-სამეურნეო ზონაში განთავსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის განაშენიანების ფართობის ორმაგი ოდენობით და მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგინდეს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო, ხოლო საწარმოო და სამრეწველო შენობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო სამი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი ოდენობით. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სარეკრეაციო ზონაში, სპეციალურ ზონაში და სასოფლო-სამეურნეო ზონაში განთავსებული ნაგებობისთვის, ასევე საწარმოო და სამრეწველო ნაგებობისათვის მკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს ამ მუხლის 2 1 პუნქტის შესაბამისად.

61. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქ ით გათვალისწინებულ შენობას აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენება მისი ფუნქციონირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ იგი არ აღემატებოდეს ამ შენობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთის ფართობს.

6 2. თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებულია მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ასევე წარმოადგენს მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი ნაწილის განაშენიანების ფართობის მიხედვით.

7. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. 

8. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრისას შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა ამ ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებულ, მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტით განსაზღვრული მცირე ზომის მიწის ნაკვეთ(ებ)ის ხარჯზე, რომლის გამოყენება ცალკე საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია.

9. მიწის ნაკვეთის გეგმის პროექტზე სხვა მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასარგებლოდ დადგენილი უნდა იქნეს სერვიტუტი, თუ მათი სარგებლობისათვის ეს აუცილებელია.

10. საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სატრანსპორტო კვანძები, საინჟინრო მაგისტრალური კომუნიკაციები გასხვისების ზოლებით, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავების მასივები არ შედის შენობებზე/ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

11. დაუშვებელია შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა მომიჯნავე ნაკვეთების ხარჯზე, გარდა ამ მუხლის 6 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. არსებულ ბუნებრივ საზღვრებში მოქცეული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი განისაზღვრება ამ საზღვრების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური რეჟიმის მქონე ტერიტორიების (ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ლანდშაფტის, სანიტარიულ-დაცვითი, საინჟინრო ნაგებობების, ტერიტორიების საინჟინრო მომზადებისა და სხვ.) დაცვის ზონები და მათი საზღვრები.

13. თუ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რამდენიმე შენობისათვის, რომელთაც აქვთ საერთო ტერიტორია, შესაძლებელია ამ შენობებს მიეკუთვნოს ერთიანი მიწის ნაკვეთი, თუ აღნიშნული მიზანშეწონილია შენობების ექსპლუატაციის პირობების (ფუნქციონალური, სატრანსპორტო, სოციალური და სხვ.) გაუმჯობესებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  მარტის  დადგენილება №155  - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

    მუხლი 4. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შემადგენლობა

1. შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობაში შედის:

ა) მიწის ნაკვეთის გეგმის პროექტი (1:500 ან 1:1000);

ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);

გ) მიწის ნაკვეთის საზღვრების სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000);

დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა/რუკა;

ე) განმარტებითი ბარათი;

ვ) ნაკვეთის მისამართი, ფართობი, შეზღუდვები, გამოყენების სახეობა, ამ წესით გაანგარიშებული ფართობი (დანართი №1);

ზ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა.

2. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტში შენობა/ნაგებობა, შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები აღინიშნება შესაბამისი პირობითი აღნიშვნებით (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.  

    მუხლი 41. შენობაზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საფასურის ოდენობა

1. ამ წესის შესაბამისად მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისას, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საფასური.

2. შენობის/ნაგებობის განაშენიანების ფართობზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნება ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა მე-3 მუხლის 6 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაინტერესებულ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა უსასყიდლოდ.

4. ამ წესის შესაბამისად მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისას, შენობის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობის, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოველ ჰექტარზე – ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობის გადახდა.

5. ამ წესის მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შენობის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის ყოველ კვადრატულ მეტრზე/ჰექტარზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა.

51. ამ წესის მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შენობის მესაკუთრე ვალდებულია, არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, გადაიხადოს საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მიკუთვნების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის დროისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის– საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა.

6. შენობაზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საფასური გადახდილი უნდა იქნეს ერთიანად, ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის დადგენილი შესაბამისი ოდენობით, ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მესაკუთრისათვის ჩაბარებიდან ექვსი თვის ვადაში.

7. მესაკუთრის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის (გარდა ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული საფასურისა) მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი განისაზღვრება შენობის განაშენიანების ფართობის მიხედვით და ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება შენობის განაშენიანების ფართობის გარდა, მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ნაწილში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კარგავს ძალას. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს ქონების სააგენტოსთვის იმავე საკითხზე და იმავე საფუძვლებით განმეორებით მიმართვის უფლებას.

71. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის შენობის განაშენიანების ფართობით მიკუთვნების თაობაზე, კარგავს ძალას.

8. შენობაზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საფასური მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  მარტის  დადგენილება №155  - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

თავი III

შენობისათვის/ნაგებობისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის დამუშავების საფუძველი და ინფორმაციის საჯაროობა

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

    მუხლი 5.  შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის დამუშავებისა და განსაზღვრის წესი

1. მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციას ამუშავებს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დაინტერესებული მხარის დაკვეთით.

2. განცხადებას შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ქონების სააგენტოს წარუდგენს შენობის/ნაგებობის მესაკუთრე, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან სხვა დაინტერესებული მხარე.

3. განცხადებას შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ქონების სააგენტოს, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. ქონების სააგენტოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია შენობაზე/ნაგებობაზე, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს საინფორმაციო დაფა და წარუდგინოს ქონების სააგენტოს საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი.

5. ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 17.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

    მუხლი 6. ინფორმაციის საჯაროობა

1. შენობის/ნაგებობის მესაკუთრე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის მიწის ნაკვეთზე, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იქნეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) მიწის ნაკვეთის/შენობის/ნაგებობის მისამართი;

ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება და მისამართი, განცხადების განხილვის საგანი და ვადები;

გ) განმცხადებლის მონაცემები.

2. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პერიოდში და მოიხსნას შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

დანართი 1

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
 

მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, გამოყენების სახეობა, ამ წესით გაანგარიშებული ფართობი

 

მიწის ნაკვეთის

მიწის ნაკვეთის მდებარეობა (შენობის/ნაგებობის მისამართი)

შენობისათვის/ნაგებობისთვის  მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი /კვ.მ/

შენობისათვის/ნაგებობისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა

შეზღუდვები

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №35 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
 

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.