„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4914
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 19/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.05.001.002.872
  • Word
4914
08/06/2007
სსმ, 22, 19/06/2007
190.020.020.05.001.002.872
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის განკუთვნილი ხარჯები განისაზღვრება კანონის თანახმად ან დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსური სახსრების განკარგვაზე ზედამხედველობას, როგორც წესი, ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დასადგენად მზადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის დასაბუთებული გაანგარიშებები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ბიუჯეტის შემოსულობები ფორმირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, ხოლო გადასახდელების ფორმირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში ასახული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტები. პრიორიტეტები და დასაგეგმი გადასახდელები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან ნებაყოფლობითი კონსულტაციით. ამასთანავე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებულია გასწიოს შესაბამისი კონსულტაცია.“.

3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (გარდა ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) შესრულებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგსა და ზედამხედველობას, როგორც წესი, ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით.“.

4. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს მთავრობის მიერ ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-16 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4914–Iს