საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.05.001.001.297
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2356
06/06/2003
სსმ, 19, 01/07/2003
360.060.000.05.001.001.297
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 16/03/2021)

საქართველოს კანონი

 

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

 

კარი I. ზოგადი ნაწილი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს „წითელი ნუსხა“ – საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი;

ბ) საქართველოს „წითელი წიგნი“ – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ;

გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები, რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე;

დ) ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები ხარისხით განსხვავებული გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;

ე) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „ცხოველთა სამყარო“ და „გარეული ცხოველები“ აქვთ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომ – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფერო) სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) (შემდგომ − კონვენცია) საფუძველზე.

2. ეს კანონი, გარდა ამ მუხლისა და ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებისა და VIII1 თავისა, არ აწესრიგებს კონვენციის დანართებში შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხებს, თუ ეს სახეობები იმავდროულად არ არის საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 3. საკანონმდებლო საფუძვლები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონებისგან, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი

ამ კანონის ძირითადი მიზანია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო ვაჭრობის საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისთვის პირობების შექმნა.“.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

 

თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

დ) საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცება;

ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

    მუხლი 6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ და ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებს.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6904 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.

 

თავი III. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 8. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიო ნული პროგრამების განხორციელებას;

დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში;

ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6904 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.

    მუხლი 9. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 

 

კარი II. ძირითადი ნაწილი

თავი IV. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა

    მუხლი 10. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო.

2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედებამათ შორისნადირობარე­წვამოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვაგარდა ამ კანონით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისარომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებამათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე შესაძლო მავნე ანთროპოგენური ზეგავლენის მოხდენის გათვალისწინება სავალდებულოა: 

ა) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის პროცესში;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად სამეურნეო, მოვლითი და სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისას ან/და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას;

დ) სასუქების, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე იმგვარი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას, რომელმაც შეიძლება უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოსპობა, რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3479-სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.233

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №902  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

     მუხლი 11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონისა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 12. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოსპობა, მათი რაოდენობის ან/და გავრცელების არეალის შემცირება.

2. საქართველოს ტყეში აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აღნიშნულ მცენარეთა სახეობებს.

21 . ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ “ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვის სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

    უხლი 13. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ბუნებრივ პირობებში დაცვა (კონსერვაცია) ხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნით.

2. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი V. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სტატუსი

    მუხლი 14. საქართველოს „წითელი ნუსხა“

1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით.

2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები.

4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.  

5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1033  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 15. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა და შედგენის წესი

1. საქართველოს „წითელი ნუსხა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო მეორე ნაწილში – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები.

2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ქვენაწილებისაგან.

3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის:

ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით);

ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს.

4. საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც შექმნილია „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი.

6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში არსებული იმ ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებთან.

9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1033  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 16. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებს.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“

1. საქართველოს „წითელი ნუსხაში“ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს, რომ მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ხორციელდება მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების გათვალისწინებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე წინადადებები შეიძლება წარადგინონ მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. ეს კომისია 4 თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს.

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის მიერ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“

1. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღების საფუძველს წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამ სახეობის მდგომარეობის გაუმჯობესების (რაოდენობის ზრდის, გამრავლების ან/და გავრცელების არეალის გაფართოების, საარსებო პირობების აღდგენის) შესახებ.

2. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობა ან სხვა ტაქსონომიური ერთეული შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

3. აკრძალულია საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღება, თუ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებიდან არ არის გასული ხუთი წელი მაინც.

 

თავი VI. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები

    მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.

3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას.

4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 21. საქართველოს „წითელი წიგნი“ და მისი წარმოების წესი

1. საქართველოს „წითელ წიგნში“ აღწერილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება.

2. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.

3. საქართველოს „წითელ წიგნში“ მოცემული უნდა იყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები.

4. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია.

5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ პროექტს იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს.

6. საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.

8. საქართველოს „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5380  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №507  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3037 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
 
 

თავი VII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)

    მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული  ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების  (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები  

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის და იგი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.  

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 24. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად);

ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად;

გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;

დ) სამეცნიერო მიზნებისათვის;

ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას;

ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას;

ზ) თუ საქართველოს ტყეში არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად.

2 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.

23 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

 

თავი VIII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები

    მუხლი 25. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები ფინანსდება:

ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;

ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) საკუთარი სახსრებით;

გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;

დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე, აგრეთვე „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს ტყის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ითვალისწინებს მათ შემუშავებას და სათანადო ასახვას:

ა) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში;

ბ) ტყის მართვის გეგმებსა და პერსპექტიულ გეგმებში;

გ) გენერალურ გეგმებში;

დ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;

ე) ინფრასტრუქტურულ გეგმებში;

ვ) ქალაქთმშენებლობით და დარგობრივ გეგმებში;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში;

თ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების ადგილობრივ პროექტებში;

ი) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებში.

4. სამონადირეო მეურნეობებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების) შემუშავების გზით.

5. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა:

ა) ბუნებრივ პირობებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება;

ბ) ველურ მცენარეთა გავრცელების არეალისა და გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა.

6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები იგეგმება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3237  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ .

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

    მუხლი 26. საქართველოს „წითელი წიგნის“ შედგენისა და გამოცემის დაფინანსება

საქართველოს „წითელი წიგნის“ შედგენა და გამოცემა ფინანსდება:

ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;

ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) სახსრებით;

გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;

დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით. 

თავი VIII1. გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 261. რეგულირების მიზანი 

1. ამ თავის მიზანია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულების უზრუნველყოფა.

2. საკითხი, რომელიც არ რეგულირდება ამ თავით, რეგულირდება კონვენციისა და მისი რეზოლუციების შესაბამისად.

3. კონვენციის დანართები და კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კონვენციაში შეტანილი ცვლილებები პროაქტიულად ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 262. ტერმინთა განმარტება 

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახეობის ნიმუში:

ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში;

ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით;

ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით;

ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია;

გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ;

დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან;

ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი;

ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა;

ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა;

თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა;

ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;

კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა;

ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი;

მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია;

ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი;

ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 263. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო 

1. კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისთვის, ურთიერთობა აქვს კონვენციის სხვა მხარეებთან და კონვენციის სამდივნოსთან და საქართველოს სახელით გასცემს კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია კონვენციის მხარეთა კონფერენციას წარუდგინოს წინადადება სახეობის კონვენციის I ან II დანართში შეტანის თაობაზე, ხოლო კონვენციის სამდივნოს − წინადადება სახეობის ან სახეობის პოპულაციის კონვენციის III დანართში შეტანის თაობაზე.

3. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიას (ამ თავში შემდგომ − ლიცენზია) და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას (ამ თავში შემდგომ − ნებართვა) გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს ყოველი წლის 31 ოქტომბრამდე წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევებისა და კონფისკაციის თაობაზე.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივლისისა წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ თავით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 264. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 

1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.

5. კონვენციის I დანართში შეტანილი ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის სახეობის ნიმუშით, რომელიც ტყვეობაში გამრავლებულია კომერციული მიზნით, და კონვენციის I დანართში შეტანილი ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშით, რომელიც ხელოვნურად მოშენებულია კომერციული მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 265. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 

1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.

5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ბუნებაში მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენების მიზნით დასაშვებია სამეცნიერო საბჭოს თანხმობის საფუძველზე.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 266. კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის 

1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.

2. ლიცენზიის გამცემია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს.

5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.

7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 267. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 

1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.

2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.

4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.

5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება:

ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში;

ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში;

გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 268. თანმხლები დოკუმენტები 

1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის იმპორტირებული ნიმუშის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების თანხლებით. აღნიშნული ნიმუშის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტები ახალ მფლობელს გადასცეს.

2. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დოკუმენტების გარეშე განხორციელება აკრძალულია, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ტრანზიტის შესაბამისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიერ გაცემული, კონვენციით გათვალისწინებული თანმხლები დოკუმენტების გარეშე განხორციელება.

4. თუ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის გადაადგილება ხდება კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია დააკავოს ეს ნიმუში და ამის შესახებ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 269. საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები 

1. ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით, თუ პირს აქვს მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის ვაჭრობაში მონაწილე მეორე ქვეყანა ითხოვს ნებართვას ან სერტიფიკატს და ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელებულია კონვენციის სამდივნოს შეტყობინებით ან განთავსებულია კონვენციის ვებგვერდზე;

ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშის რაოდენობა აღემატება კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციით განსაზღვრულ რაოდენობას;

გ) საფოსტო გზავნილის შემთხვევისა;

დ) სპილოს ძვლის ან მარტორქის რქის ნიმუშის შემთხვევისა;

ე) სანადირო ტროფეის შემთხვევისა.

2. ამ კანონით განსაზღვრული ნებართვა არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომელიც პირმა იმ ქვეყანაში შეიძინა, რომლის მოქალაქეც ის იყო, და რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება დაკავშირებულია ამ პირის მიერ მოქალაქეობის შეცვლიდან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან.

3. იმ სახეობის ნიმუშის იმპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული პრეკონვენციური სერტიფიკატის ან ნებართვის საფუძველზე. იმ სახეობის ნიმუშის ექსპორტი ან რეექსპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, ხორციელდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2610. ნებართვის გაცემის წესი 

1. ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში).

3. ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას;

ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისთვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის, მოძრავი გამოფენისთვის, სამეცნიერო მიზნით, სანადირო ტროფეის სახით, კერძო საკუთრებისთვის, სამედიცინო მიზნით, საგანმანათლებლო მიზნით, ბუნებაში რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის);

გ) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს;

დ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.

5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის დასახელებას და ყოველწლიურად მოსაპოვებელ რაოდენობას;

ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის სავარაუდო რაოდენობას;

გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს;

დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე;

ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო;

ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო.

6. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სახეობის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში:

ა.ა) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის შესახებ განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსის ოდენობის შესახებ;

გ) სახეობის ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში − წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო სახეობის ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში:

დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

დ.ბ) კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატი ან წარმოშობის სერტიფიკატი;

ე) სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში − სახეობის ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ შეეხება იმ მცენარის ნიმუშს, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული და რომლის საწყისი თაობა საქართველოში კონვენციის ძალაში შესვლამდე ან კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად იქნა შემოტანილი.

8. მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2611. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები 

1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის:

ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის;

ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;

ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის;

ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული;

ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;

დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ:

დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის;

დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა:

ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე;

ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე.

4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც;

ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც;

გ) წარმოდგენილია:

გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;

გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული.

5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ;

ბ) ცხოველი მარკირებულია.

6. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე.

7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

9. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის;

ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.

10. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2612. სამეცნიერო საბჭო 

1. ამ თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – სამეცნიერო საბჭო.

2. სამეცნიერო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

3. სამეცნიერო საბჭო არ მონაწილეობს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის, პრეკონვენციური ნიმუშისა და ხიზილალის ექსპორტის ნებართვების გაცემის პროცესში.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2613. ნებართვის მოქმედების ვადა 

1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვით სარგებლობა ვადიანია.

2. სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

3. სახეობის ნიმუშის იმპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2614. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები 

1. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მცენარის ნიმუშის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთიდან;

ბ) ნებართვის მიღებისა და მცენარის ნიმუშის მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა.

2. კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია:

ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ დამოწმებული ექსპორტის ნებართვის დედანი;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე წარუდგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) თაობაზე;

გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი;

დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2615. რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი 

1. ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად.

2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.

3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის.

4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი.

5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად.

6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

7. თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2616. საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი 

1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტის ან რეექსპორტის ან იმ სახელმწიფოდან საქართველოში იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ამ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შეიძლება მიღებულ იქნეს კონვენციით განსაზღვრული ნებართვისა და სერტიფიკატის სანაცვლოდ.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

3. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, სერტიფიკატი ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნებართვის, სერტიფიკატის ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას;

ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას;

გ) სახეობის ნიმუშის წარმომავლობას − იმ შემთხვევაში, თუ სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო სხვა ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს;

დ) იმის დადასტურებას, რომ ექსპორტი კომპეტენტური სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და იგი ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს რეკომენდაციის ასლი) და რომ სახეობის ნიმუში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისადაა მოპოვებული;

ე) იმის დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელდება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

4. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტის გაცემისთვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან სამეცნიერო ინსტიტუტი შეტანილია კონვენციის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, ან კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2617. ნებართვის ფორმა 

1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვის ფორმა მტკიცდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (დედანი და 3 დედნის დამოწმებული ასლი). ნებართვის 1 ასლი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო დედანი და 2 ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის განხორციელებისას ნებართვის ეგზემპლარებს ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდით დაამოწმებს. დამოწმებული ნებართვის 1 ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო დედანი და 1 ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დამოწმებული ნებართვის ან სერტიფიკატის ასლს ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის განხორციელებიდან 1 თვის ვადაში უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს წინასწარ უგზავნის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდს, აგრეთვე ნებართვის ხელმომწერი პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს და მისი ხელმოწერის ნიმუშს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2618. სანებართვო მოწმობის ან ნებართვის დაკარგვა ან დაზიანება 

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.

2. ნებართვის მფლობელისგან ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს იმპორტის ქვეყანას, ხოლო კომერციული მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაში − აგრეთვე კონვენციის სამდივნოს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2619. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა 

1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას.

3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვის ახალი ნებართვით ჩანაცვლება ხდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩაბარების შემდეგ.

4. ნებართვის დაკარგვისას ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2620. სანებართვო მოსაკრებელი 

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2621. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი 

1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას;

ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს;

გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.

3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 2622. კონფისკებული ნიმუშის განთავსება 

1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ეს ნიმუში დროებით შესანახად გადაეცემა შესაბამისი პროფილის დაწესებულებას, ხოლო კონფისკაციის შემთხვევაში ამ ნიმუშის განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და კონფისკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გადასცემს მას კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს.

3. ცხოველის არაცოცხალი ნიმუშის ან მცენარის ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შემთხვევაში იგი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით გადაეცემა შესაბამის მუზეუმს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინსტიტუტს, ინახება სახელმწიფო საკუთრებაში ან ნადგურდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

 

თავი IX. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

    მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები 

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ კანონის VIII1 თავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ამ კანონის VIII1 თავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1657   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

 

თავი X. ზიანის ანაზღაურება

    მუხლი 28. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

 

თავი XI. პასუხისმგებლობა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 30. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის 

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 31. დავის გადაწყვეტა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი XII. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

    მუხლი 33. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის სფეროშ

საქართველო თავის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების და საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებებს.

 

კარი III. გარდამავალი ნაწილი

თავი XIII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 34. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“;

ბ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე».

) (ამოღებულია – 25.03.2013, №462).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 341. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები და მათი დამტკიცების/გამოცემის ვადა 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს/გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესი;

ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესი;

გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულება;

დ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

     მუხლი 35. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღებისა და ამოქმედების ვადები

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2005 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბერი.

2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება «„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე» მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2003 წლის 31 დეკემბერი.

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №462).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 36. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობები და „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციით, ამ კონვენციის „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ და „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმებებით და ამავე კონვენციის სხვა შეთანხმებებით მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოქცეული სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 აგვისტომდე.

    მუხლი 37. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებში ცვლილებისა და დამატების შეტანის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება და დამატება შეტანილი უნდა იქნეს ამ კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებშიც.

 

კარი IV. დასკვნითი ნაწილი

თავი XIV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 31 ივლისის №546 დადგენილება „საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა გარეული ცხოველებისა და მცენარეების წიგნის „საქართველოს სსრ წითელი წიგნის“ შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1977 წ., №4, მუხ.77);

ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 3 ოქტომბრის №650 დადგენილება «„საქართველოს სსრ წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა და არაორგანული ბუნების ძეგლების დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1983 წ., №5, მუხ.70);

გ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 31 ივლისის ბრძანებულება „იშვიათი, გაქრობის პირას მისული, შემცირებადი აბორიგენული მცენარეების გენოფონდის გამრავლების, დაცვისა და გამოყენების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., №7(612), მუხ.481);

დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 12 აგვისტოს №625 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის, „წითელ წიგნში“ შეტანილი, გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1991 წ., №8);

ე) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 17 აპრილის №433 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 1992 წ., №4).

    მუხლი 39. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2356–IIს

20. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3843-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 19. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3388-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 18. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 357-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 17. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6904-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 16. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5955-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 15. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4028-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3237-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 13. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3037-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 12. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1657-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 902-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 10. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 507-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 9. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5380-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 8. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1033-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 462-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 6. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 5. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 4. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3347 - სსმ, 39, 19/07/2010 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1917 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1089 - სსმ, 7, 06/04/2009 1. 18/07/2006 - საქართველოს კანონი - 3479 - სსმ, 29, 26/07/2006