,,ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110324011, 24/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016302
  • Word
141
21/03/2011
ვებგვერდი, 110324011, 24/03/2011
300160070.10.003.016302
,,ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 141

2011 წლის 21 მარტი

. თბილისი

ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის 243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის 243 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, 159, მუხლი 1754) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასა და ფორმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ თანდართული დებულება და ფორმა..

2. დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დებულება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ;

 ბ) I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი I. რეგულირების სფერო

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) ან აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების მიერ (შემდგომში – საინსპექციო ორგანო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომში – შესაბამისი ორგანოები) მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.

 3. დებულება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონთან ერთად აწესრიგებს ინსპექციის ან საინსპექციო ორგანოს და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობების პირთა მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების წესს.

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 დებულებაში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებები.;

 გ) II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II. საზედამხედველო საქმიანობა

    მუხლი 3. კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა, ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, დარღვევების გამოვლენა და მათი აღკვეთა, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა მომეტებული ტექნიკური საფრთხისაგან.

    მუხლი 4. კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ძირითადი პრინციპებია:

ა) დამოუკიდებლობა დაინტერესებული მხარეებისაგან;

ბ) საზედამხედველო საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა;

გ) ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას მეწარმე სუბიექტის უფლებათა დაცვა;

დ) კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება დარღვევების გამოვლენისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან შედარებით.;

დ) მე-5, მე-6 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობათა გამოსწორებამდე, ინსპექციაში მუშავდება შემოწმების გეგმა, რომელშიც ხდება ამ ობიექტების შეტანა და კონტროლი, რომ არ მოხდეს მათი ექსპლუატაცია, ხოლო ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში, ინსპექცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუატაციას.

    მუხლი 8. საერთო დებულებები

1. ინსპექციის ან შესაბამისი ორგანოების მიერ ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექციის ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე. ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უფლებამოსილ პირს.

2. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ინსპექციის ან შესაბამისი ორგანოებისათვის.;

ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე მისვლისთანავე ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ინსპექციის ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების ასლი.

2. აუცილებლობის შემთხვევაში, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების პროცესში, ინსპექტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მიმართოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით შეუძლებელია ინსპექტირების განხორციელება. აღნიშნულმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციის შექმნა.

3. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს კანონიერი მოქმედების განხორციელებაში.

4. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის წარმომადგენლისაგან დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია ობიექტის საქმიანობის შესახებ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.

5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შესახებ, გამოუყოს სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისთვის ორგანიზაციული ტექნიკის (ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა.

6. ფოტოები და ვიდეოჩანაწერები გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, რომელიც საშუალებას იძლევა შედგეს უფრო ზუსტი აქტი ტექნიკური ინსპექტირების შესახებ. ამისათვის უნდა გამოიყენებოდეს ფოტოაპარატი (ვიდეოკამერა) თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირმა აღნიშნული უნდა დააფიქსიროს ინფორმაციის სხვა საშუალებებით.;

ზ) მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები ამოღებულ იქნეს;

თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ასევე მოწმდება ინსპექციის ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვების პირობების შესრულება. ასეთი შემოწმების ამოცანაა:

ა) სანებართვო პირობების სრულად დაცვის შეფასება;

ბ) სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმება.

 2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შემოწმება ან მისი გაუქმება რეგულირდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით.;

ი) მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს;

კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. ტექნიკური ინსპექტირების ოქმი და მისი შესრულების კონტროლი

 1. ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ფორმდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმით (შემდგომში – ოქმი). ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად. ოქმის ორიგინალი და ერთი ასლი გადაეცემა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელს ან მის წარმომადგენელს შემოწმების ჩატარებიდან ერთი დღის ვადაში. ოქმის ერთი ასლი რჩება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოში. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ინსპექტირება განახორციელა საინსპექციო ორგანომ, იგი ოქმის ერთ ასლს სპეციალური შენიშვნებით უგზავნის ინსპექციას. ოქმის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად.

2. ოქმის ფორმა მოცემულია დანართის სახით.

3. არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ოქმში. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია:

ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ოქმში მითითებით;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ინსპექციას და გაუგზავნოს ოქმის ასლი;

გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, საინსპექციო ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს ინსპექციას.

4. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის პასუხისმგებელი პირის მხრიდან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან, მას შეიძლება დაერთოს ობიექტის წარმომადგენლის წერილობითი განმარტება ოქმთან დაკავშირებით.

5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პირს ოქმში აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრისაგან.

6. ოქმები ინსპექციაში ინახება ხუთი წლის განმავლობაში, რომლებიც შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება ინსპექციის ოქმების აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ოქმში მითითებულ შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმულ ვადას.

8. გაჩერებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მუშაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტის მიერ ოქმში მითითებული ყველა პუნქტის შესრულების შესახებ საამისოდ უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინებისა და ადგილზე ოქმში აღნიშნული შეუსაბამობების გადამოწმების საფუძველზე.;

ლ) მე-20 მუხლი, VI თავი და დადგენილებით დამტკიცებული ფორმა 2 ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული ფორმა 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფორმა 1

 

ტექნიკური ინსპექტირების ოქმი

––––––––––––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––

 (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                                                              (თარიღი)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

      (მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

            (ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, გვარი, სახელი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ტექნიკური ინსპექტირების საფუძველი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ინსპექტირებაში მონაწილე ექსპერტი  

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

შემოწმების შედეგები:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

შესაბამისობის შეფასების მონაცემები:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(შეუსაბამობის (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) შესახებ მითითებების არსებობის შემთხვევაში – გამოვლენილი შეუსაბამობა უსაფრთხოების წესების შესაბამისი მუხლის, პუნქტის მითითებით, გასატარებელი ღონისძიებები, გამოსწორების გონივრული ვადა)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ოქმს თან ერთვის დანართი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

        (ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

             (ოქმის შემდგენლის ხელმოწერა)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (ექსპერტის ხელმოწერა) .“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური