„ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322037, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 290160000.22.027.016113
  • Word
42
22/03/2011
ვებგვერდი, 110322037, 22/03/2011
290160000.22.027.016113
„ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 42

2011 წლის 22 მარტი

. თბილისი

 „ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანებას (სსმ III, 19.03.2010, 30, მუხ. 438) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 - 33 პუნქტები:

„31. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 200 000 ლარი.

32. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 300 000 ლარი.

33. ნოტარიუსი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიშებზე) მიიღოს და/ან შეინახოს ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები, რომელთა ღირებულება აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, თუ ნოტარიუსის ამ ბრძანებით გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 500 000 ლარი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი