საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110318015, 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01
18/03/2011
ვებგვერდი, 110318015, 18/03/2011
040030000.22.025.016006
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/03/2011 - 24/03/2011)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №01

2011 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართული დებულება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ბეჭდები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 30 მაისამდე.

3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 30 მაისამდე.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 30 მაისამდე.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                                                 ა. ხეთაგური

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო)   შექმნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, „ტყის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. ტყის მცველებს და სატყეო უბნის უფროსებს აქვს ბეჭედი სააგენტოს ლოგოს გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომრების ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

6. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს აქვთ უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

7. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.

8. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ნავთობისა და გაზის შესახებ”, „ტყის მართვის შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებში .

9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი გულუას ქ. №6.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

სააგენტოს მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:

ა) ბუნებრივი რესურსების მართვა და სარგებლობა;

ბ) ტყის მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

დ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

ე) ტყის ფონდის მართვა;

ვ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

ზ) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სალიცენზიო და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;

ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;

კ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ბაზების შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;

ნ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;

ო) თავისკომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;

პ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

რ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;

ს) „ერთი გაჩერების“ და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;

ტ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

უ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის, და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

 სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანია:

ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის განხორციელება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება;

ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ვ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დოკუმენტების გამოყენება და აღრიცხვა;

ზ) სალიცენზიო მოწმობების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაცემა;

თ)უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;

ი) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

კ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;

ლ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტლად, ლიტერად;

მ) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად;

ნ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ო) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

პ)ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;

ჟ) ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

რ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

ს) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

ტ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;

უ) ტყის ფონდის სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

 ფ) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

 ქ) ხე-ტყის კანონიერების, ხე-ტყის წარმოშობის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;

ღ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამის ღონისძიებების განხორციელბა;

ყ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილი ტყეკაფის შეთანხმება;

შ) საშეშე ხე-ტყის დამზადება;

ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნითა და ოდენობით;

ც) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიზნით სარგებლობის უფლები გაცემა.

ძ) სახელმწიფოს ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორიციელებული ჭრებისა და სპეც ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვა;

წ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;

ჭ) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;

 ხ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;

ჯ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ჰ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

2) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;

3) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;

4) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

5) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

6) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;

7) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

8) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

9) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების საოპერაციო და კომერციული პირობების ზედამხედველობა;

10) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;

11) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

12) საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

13) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;

14) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს     შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის   გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების   ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

15) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა.

16) ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;

17) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;

18) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;

19) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;

20) ინვესტორისთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

21) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;

22) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

23) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

24) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;

25) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;

26) ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;

27) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიატთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;

28) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;

29) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

30) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;

31) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

32) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

33)კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;

34) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

 35) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა;

 ჰ36) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წარდგინებით.

2. სააგენტოს უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;

გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერთიფიკატებს და ნებართვებს;

დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;

ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

ზ) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს _ ბრძანებას და ზედამხედველობს მის შესრულებას;

თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;

ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

მ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლება-მოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (დეპარტამენტებისაგან):

ა) სატყეო დეპარტამენტი;

ბ) ნავთობისა და გზის დეპარტამენტი;

გ) ლიცენზირების დეპარტამენტი;

დ) სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. სააგენტოს დეპარტამენტები თავის მხრივ შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან. სააგენტოს დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. სატყეო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა;

დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზების განხორციელება დადგენილი წესით;

ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;

ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;

ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;

თ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;

ი) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

ლ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;

მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ნ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

ო) ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

პ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;

ჟ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

რ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ს) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

ტ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

უ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;

ფ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

ქ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;

ღ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ყ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა განხორიცლებაში მონაწილეობა;

შ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ც) ტყის ფონდის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

ძ) ხე-ტყის კანონიერების, ხე-ტყის წარმოშობის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ასლის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნა;

წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ხ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ჯ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

ჰ) მონაცემთა ბაზების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;

1) ფაქტობრივად გაცემული საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობრივი და თანხობრივი აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა.

2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

3) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

2. ნავთობისა და გაზის დეარტმენტის ფუნქციებია:

ა) აუქციონის წესების პროექტების შემუშავება;

ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ტენდერის პირობების შემუშავება;

გ) ხელშეკრულების პროექტის მომზადება; მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმართვა;

დ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;

ვ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების განაცხადების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;

ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;

ლ) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადება;

მ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;

ნ) სატენდერო პაკეტების შემუშავება;

ო) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;

პ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების და ლიცენზიის ირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;

ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ბლოკებზე რესურსებისა და მარაგების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

რ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, ანგარიშგების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;

ს) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;

ტ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;

უ) ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის და ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრირების განხორციელების ისნპექტირებისა და ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფა;

ფ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამის ქმედებების განხორციელება;

ღ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

3. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

გ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;

დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;

ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;

თ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

ი) ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ნ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.

6. სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა.

ბ) სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რუკების მომზადება;

გ) სააგენტოში დაცულ ფონდურ მასალებზე დაყრდნობით მიწის მონაცემთა ბაზების შედგენა და დამუშავება;

დ) სატყეო რუკებზე დაყრდნობით (კორომთა გეგმები, სქემა-რუკები) მონაცემთა ბაზების შედგენა, ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;

ე) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მისი რეგულარული განახლება. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ვ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოლოგიური, ვიზუალური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;

ზ) წიაღის შესახებ სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;

თ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;

ი) სასარგებლო წიაღისეულის, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების), საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. სასარგებლო წიაღისეულით, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს(გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან.Lლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;

კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) დამტკიცებაში მონაწილეობა;

ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციები და დავალებების შესრულება.

7. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) სააგენტოში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;

დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

ვ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;

ზ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

თ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

8. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების პირობების ლიცენზიანტის მიერ შესრულების მონიტორინგი და სათანადო დასკვნების და წინადადებების მომზადება;

გ) სააგენტოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.

10. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;

ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;

ვ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;

ზ) აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;

კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება;

გ) საქმიანობის განხორციელება საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

დ) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ვ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება ;

თ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე შესაძლებელია თუ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმავდროულად არის სააგენტოს უფროსი.

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 11. საგენტოს სიმბოლიკა

1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.

2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.

    მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. 03/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 206 - ვებგვერდი, 13/07/2012 9. 27/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 139 - ვებგვერდი, 30/04/2012 8. 20/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 90 - ვებგვერდი, 22/03/2012 7. 27/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 31/01/2012 6. 15/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 189 - ვებგვერდი, 110916001, 16/09/2011 5. 14/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 118 - ვებგვერდი, 110714038, 15/07/2011 4. 27/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 110527019, 30/05/2011 3. 25/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 46 - ვებგვერდი, 110525012, 27/05/2011 2. 13/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 110513012, 13/05/2011 1. 24/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 03 - ვებგვერდი, 110324008, 24/03/2011