„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4413-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317043, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016224
  • Word
4413-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317043, 17/03/2011
040150000.05.001.016224
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე  ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;“.

2. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;“.

3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;“.

4. 33-ე მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის,  სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4413-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.