„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317028, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.016209
  • Word
4398
11/03/2011
ვებგვერდი, 110317028, 17/03/2011
360000000.05.001.016209
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გარემოს დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური ბუნებათსარგებლობის და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;

დ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიის განხორციელება;

ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგ;

ვ) მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი;

ზ) ზღვის დაბინძურების მონიტორინგი;

თ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი;

ი) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

კ) გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი;

ლ) დაცული ტერიტორიების მართვა;

მ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების მონიტორინგი;

ნ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

ო) გარემოს მონიტორინგი (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების ერთიანი სისტემის ორგანიზება);

პ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ფლობა და განახლება;

ჟ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

რ) გარემოსდაცვითი განათლების და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

ს) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენა და გამოქვეყნება;

ტ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების კოორდინაცია;

უ) კომპეტენციის ფარგლებში საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადების კოორდინაცია (MTEF);

ფ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;

ქ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

ღ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;

ყ) კლიმატის ცვლილების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების განსაზღვრა და მათი გაფრქვევის მონიტორინგი;

შ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;

ჩ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა განსაზღვრა;

ც) საქართველოს „წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“.

3. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნს.

4. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნ;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებას უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომ – საგამოძიებო დეპარტამენტი), რომელიც ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად..

5. 571 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საგამოძიებო დეპარტამენტში იმ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, რომლის ფუნქციაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით..

მუხლი 2.             ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4398I