„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4385-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317015, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.016196
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4385-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317015, 17/03/2011
010240010.05.001.016196
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/05/2011 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლებისა და მეცნიერების;

ბ) გარემოს დაცვის;

გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

დ) ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების;

ე) თავდაცვის;

ვ) იუსტიციის;

ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის;

თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა;

ი) საგარეო საქმეთა;

კ) შინაგან საქმეთა;

ლ) სოფლის მეურნეობის;

მ) ფინანსთა;

ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;

ო) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა;

პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;

ჟ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა.“.

 მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცეს:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცებას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილებ ანი, რომლეიც უკავშირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

3. რეორგანიზებულ იქნსაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სატყეო სააგენტო (შემდგომ − სატყეო სააგენტო) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო) და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო ჩაითვალოს სატყეო სააგენტოს და ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს უფლებამონაცვლედ, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება:

) ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან, მათ შორის, თევზჭერასთან და ნადირობასთან, დაკავშირებულ საკითხებს;

) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება:

ა) პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხება; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ნიადაგების კონსერვაციას და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება:

ა) მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა) დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

10. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო) ფუნქციები, რომლებიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან და სივრცულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალონ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლეებად.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №46 48 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

12. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები − გარემოს დაცვის ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი.

13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები − გარემოს დაცვის ინსპექცია და საგამოძებო დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნენ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

14. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

15. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალონ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეებად მათი ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ.

16. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული იმ ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა, რომლებიც გადაეცა ამავე მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს.

17. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო.

18. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთვის მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მანამ, სანამ მათი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს.

20. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი .

 №4 385 I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4648 - ვებგვერდი,13.05.2011წ.