პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4259-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310006, 10/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.016195
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4259-Iს
25/02/2011
ვებგვერდი, 110310006, 10/03/2011
100030010.05.001.016195
პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1 . პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 12, 24.03.2010, მუხ.49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-17 მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი:

     „მუხლი 172 . ხანგრძლივი პაემნის უფლება

1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან , ნაშვილებნ, მეუღლესთან , მშობელთან ( მშვილებელთან) , დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.

3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4 . ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღ ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.

5 . ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არა უმეტეს 24 საათისა.

6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა .

7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.

10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებს და წესს განსაზღვრავს მინისტრი.“.

3. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“.

4. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“.

5. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“.

6. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი (უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ).“.

 7. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“.

8. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“.

9. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებ ი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.“.

    მუხლი 2

1. ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება დაიწყოს შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საჭირო პირობების შექმნისთანავე.

2. იმ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, რომლებშიც უვადო თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულმა შესაძლებელია ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

3. იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, რომლებშიც შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

4. ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა ყველა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

5. საქართველოს მთავრობამ, არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადახედოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის და ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნის რაოდენობის გაზრდის საკითხს.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი , 06.06.2012 წ.

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 თებერვალი.

№4259 Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.