„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 163/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016016
  • Word
163/01
17/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
220090000.18.011.016016
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება 163/01–931

2010 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის 10/01–51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 03.02.2010, №13, მუხ. 151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყოველი გამოშვებისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი;

ც) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათი მფლობელებისა და ნომინალური მფლობელების შესახებ;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები:

„ჭ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა – ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი ელექტრონული სისტემა, სადაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება;

ხ) ანგარიშსწორების ანგარიში – დროის რეალურ რეჟიმში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში არსებული მონაწილის სისტემური ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშს ან სხვა მონაწილის ანგარიშს, რომელთა საშუალებითაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ხორციელდება აღნიშნული სისტემის მონაწილის ფულადი სახსრების განკარგვა (ანგარიშსწორება). ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა გულისხმობს მათზე აღრიცხული თანხების არითმეტიკულ ჯამს.“.

3. მე- 5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.“.

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ყველა განაცხადის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან, დაგირავებასთან და ნომინალურ მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან ნომინალურ მფლობელობაში გადასცეს ისინი სხვა პირებს.

3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თითოეულ ემისიას ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგისტრირებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;

ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, ფინანსთა სამინისტროს აღმნიშვნელი T;

გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი:

გ.ა) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში D;

გ.ბ) კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში C;

დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი;

ე) მეშვიდე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი;

ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი;

ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი;

თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარიტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად.

5. დაუშვებელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელის ცვლილება ან დაგირავება აუქციონზე მათი შეძენის და/ან დაფარვის დღეს.

6. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოქმედი ბანკები ვალდებული არიან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელობის სუბრეესტრები აწარმოონ კლიენტების ჭრილში.

7. სუბრეესტრში უნდა აისახებოდეს ცალკეული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიხედვით: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, მფლობელის ან ნომინალური მფლობელის ვინაობა, მისი ანგარიშის ნომერი. კლიენტის სახელზე შენახული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლისას, ბანკი ვალდებულია სუბრეესტრში მოახდინოს სათანადო ჩანაწერები.“.

5. დებულების მე-9 მუხლის მე-2– მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება აუქციონში გამარჯვებული ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშწორების ანგარიშზე.

3.  იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო საათების დასრულებამდე ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, უქმდება ის განაცხადები, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება.

4.  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსება ითვლება დასრულებულად ანგარიშსწორების დღეს საოპერაციო საათის დასრულებისთანავე, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განხორციელდა აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშწორების ანგარიშზე ჩარიცხვა და შესაბამისი მოცულობის ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

5.  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღეს, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის ფასისა და დისკონტის შესაბამის თანხებს, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების ნომინალის ღირებულებისა და კუპონის შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.“.

მუხლი 2. 2010 წლის 17 დეკემბრამდე გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ნომერი შეიცვალოს ამ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირდეს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 17 დეკემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

გ. ქადაგიძე