საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 09/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
790
09/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 09/09/1995
000000000.00.000.000000
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/06/1999 - 20/07/1999)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44,11.11.1997წ., გვ.70

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. არჩევნების საფუძვლები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით. 150 პარლამენტის წევრი აირჩევა ერთიანი პარტიული სიებით პროპორციული სისტემის, ხოლო 85 პარლამენტის წევრი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები საყოველთაოა: არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

2. პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

 მუხლი 3. თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტში არჩევნები თანასწორია. საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

    მუხლი 4. პირდაპირი სარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტში არჩევნები პირდაპირია. პარლამენტის წევრებს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.

    მუხლი 5. ფარული კენჭისყრა

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. დაუშვებელია ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი კონტროლი და ხმის ღიად მიცემა.

    მუხლი 6. პირები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.

    მუხლი 7. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ

 საქართველოს არლამენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ ამანონით

დადგენილი წესით შექმნილი საარჩევნო კომისიები.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 8. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პარტიათა საარჩევნო ბლოკს;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს –მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 9. პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 10. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა

პარლამენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ძირითადად სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

მუხლი 11. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ამ საარჩევნო კანონით დადგენილი წესების დამრღვევ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომლებიც გადაამეტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრულ ოდენობას ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებში გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს და პარლამენტის წევრად არჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატებს ჩამოერთმევათ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული მანდატები. ასეთი დარღვევების საქმეებს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არჩევნებში მონაწილე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგინების საფუძველზე 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 111. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის და არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხებს) არის ნორმატიული აქტი.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი II

არჩევნების დანიშვნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

    მუხლი 12. არჩევნების დანიშვნა

პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 40 დღისა და არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 13. პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიები რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პარტიამ, რომელსაც სჭირდება 50 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის სიის წარდგენა, განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების წლის არა უგვიანეს 1 ივლისისა და 30 დღის ვადაში უნდა წარადგინოს მხარდამჭერთა სია. პარტიამ, რომელსაც არჩევნების დანიშვნის მომენტისათვის ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 55-ე დღისა. კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის რეგისტრაციის მოწმობის ასლი. განცხადების ფორმას ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება, რომლითაც იგი რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში, ხელმძღვანელი პირის (პირების), რწმუნებულის და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მქონე პირის (პირების) სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

2. ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულებიდან 6 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია წყვეტს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს და აძლევს სათანადო ცნობას მის რწმუნებულს. რეგისტრაციაში არ გატარდება პარტია, რომლის საქმიანობა შეჩერებულია კანონით დადგენილი წესით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ფორმდება დადგენილებით. დადგენილებაში სრულად უნდა აისახოს ის გარემოებანი, რომელთა გამოც პოლიტიკურ გაერთიანებას უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე ან გაუუქმდა იგი.

    3. საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციაში გატარებული პარტიის შესაბამისი დეპუტატის სხვა პარტიულ სიაში აღმოჩენის შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში რეგისტრაციის მომენტისათვის არ იქნა პარლამენტში მისი სხვა წარმომადგენელი, ამ პარტიას (საარჩევნო ბლოკს) უუქმდება პარტიული სია და საარჩევნო რეგისტრაცია.

   4. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

  5. რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებათა წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიათა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრირებაზე და უარის თქმის მიზეზებს.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 14. საარჩევნო ბლოკები და მათი რეგისტრაცია

      1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად (ბლოკს შეიძლება ეწოდოს სახელი, რომელიც არ უნდა ემთხვეოდეს უფრო ადრე რეგისტრირებული ბლოკის ან პარტიის სახელს; იგი არ შეიძლება შეიცავდეს იმ პარტიის სახელს, რომელიც არ შედის მოცემულ ბლოკში), რომელთა რეგისტრირებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 36-ე დღისა.

     2. კომისიისთვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს აწერს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი. მასში დასახელებული უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის რწმუნებულის ვინაობა, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. რწმუნებულს კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო ბლოკის წესდება, რომელშიც აღაღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, ბლოკიდან პარტიის გასვლის, ბლოკში ახალი წევრის მიღებისა და ბლოკიდან პარტიის გარიცხვის წესები; მითითებული უნდა იყოს პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის განცხადებებზე ხელმოწერის უფლება.

    3. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შესახებ.

    4. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე წყდება ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ რწმუნებულთა უფლებამოსილება. საარჩევნო ბლოკებს უფლება აქვთ ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნონ რწმუნებული.

    5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად გაერთიანებული იყოს სხვა საარჩევნო ბლოკში ანდა დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

    6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ბლოკს უფლება აქვს უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს კომისიის დადგენილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი III

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 15. საარჩევნო ოლქები

1. პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 85 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. ქალაქ თბილისში იქმნება 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. საარჩევნო ოლქების სია ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

    მუხლი 16. საარჩევნო უბნები

1. პარლამენტის არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. ძნელად მისადგომ ადგილებში, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საარჩევნო უბნები.

2. სა­ა­რჩე­ვნო უბნე­ბს ქმნიან ან/და შექმნილი უბნების საზღვრებს აზუსტებენ სა­ო­ლქო სა­ა­რჩე­ვნო კო­მი­სი­ე­ბი რა­ი­ო­ნი­ს (ქა­ლა­ქის, ქა­ლა­ქი­ს რა­ი­ო­ნი­ს) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქმე­დი ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგა­ნო­ე­ბი­ს წა­რდგი­ნე­ბის გათვალისწინებით. არჩე­ვნე­ბი­ს დღეს საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში – დისლოკაციის ადგილის მიხედვით, ნა­ო­სნო­ბა­ში მყო­ფ გე­მე­ბზე – გე­მი­ს მი­წე­რი­ს ნა­ვსა­დგუ­რი­ს ადგი­ლი­ს მი­ხე­დვი­თ საა­რჩე­ვნო უბნე­ბი იქმნე­ბა იმა­ვე წე­სი­თ. სა­ხე­ლმწი­ფო­ს ფა­რგლე­ბს გა­რე­თ არსე­ბუ­ლ სა­ქა­რთვე­ლო­ს სა­ხე­ლმწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში სა­არჩე­ვნო უბნე­ბი იქმნე­ბა სა­ქა­რთვე­ლო­ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წა­რდგი­ნე­ბი­თ. სა­ა­რჩე­ვნო ოლქი­სა­თვი­ს ამ უბნე­ბი­ს მი­კუ­თვნე­ბი­ს სა­კი­თხს წყვე­ტს ცე­ნტრა­ლუ­რი სარჩევნო კო­მი­სი­ა­.

3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე ძნელად მისადგომ ადგილებში ხმის მიცემა შეიძლება მოხდეს გადასატანი ყუთის მეშვეობით.

4. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან 5 დღის ვადაში ადგილობრივ გაზეთებში, ადგილობრივი რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, მათ საზღვრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი IV

საარჩევნო კომისიები

    მუხლი 17. საარჩევნო კომისიების სისტემა

პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად იქმნება საარჩევნო კომისიები:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.

    მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩეული ან დანიშნული შეიძლება იყოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

2. საარჩევნო კომისიებში ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითო წევრს ნიშნავს პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით 5 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია (საარჩევნო ბლოკი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიები ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრებს ნიშნავენ 4 წლის ვადით არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიებში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილება წყდება უბნებში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.

4. თუ კომისიის წევრი დანიშნული იყო ბლოკის მიერ და მორიგ არჩევნებში ეს ბლოკი არ ღებულობს მონაწილეობას, მაშინ მის მაგივრად წევრის დანიშვნის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ ბლოკის სიაში დასახელებულ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიებს.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება არ გამოიყენა რომელიმე პარტიამ (საარჩევნო ბლოკმა), ამ შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ზემდგომი კომისია, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში –პარლამენტი.

6. თუ ერთსა და იმავე კომისიაში თავისი წარმომადგენელი დანიშნა ერთზე მეტმა პარტიულმა ორგანომ, კომისიის წევრად ჩაითვლება ზემდგომი ორგანოს მიერ დანიშნული პირი.

7. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული ან არჩეული პირი მის წევრად ჩაითვლება საარჩევნო კომისიაში დანიშვნის ან არჩევის მომენტიდან.

8. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნული კომისიის წევრები საარჩევნო კომისიის წევრებად ჩაითვლებიან შესაბამის კომისიაში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო ზემდგომი კომისიის მიერ დანიშნული პირები – დანიშვნის მომენტიდან.

9. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნონ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რწმუნებულები, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირები.

10. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) გადადგომის შემთხვევაში (განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირისათვის კი თვით ამ კომისიას და დაკმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას იღებს საქართველოს პრეზიდენტი);

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) უფლებამოსილების ჩამორთმევისას;

დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) გარდაცვალებისას.

11. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს.

12. კომისიის წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) შესაბამის წევრს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 19. საარჩევნო კომისიათა მუშაობის ორგანიზაცია

1. საარჩევნო კომისიების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიების რეგლამენტით, რომელსაც იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს შესაბამისი კომისია.

3. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის შემადგენლობაში შემავალ იმ პირებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

4. საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ კომისიას თავმჯდომარე არა ჰყავს ან მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების წევრებს ნიშნავს და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს უნაზღაურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

   6. საარჩევნო კომისიებში ყველა სახის დოკუმენტის მიღება წარმოებს 18 საათამდე.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 20. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირის უფლებამოვალეობანი

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მდივანს და კომისიის წევრებს მათი უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში პარლამენტი უნიშნავს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, მათ უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნამდე (არჩევამდე).

2. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ ყველა პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ეძლევა უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება. საოლქო საარჩევნო კომისიიდან 4 პირს და საუბნო საარჩევნო კომისიიდან 2 პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიიდან დანარჩენ პირებს არჩევნების მომზადების პერიოდის ბოლო 10 დღის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან შეიძლება დაენიშნოთ ხელფასი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელფასიანი პირების რაოდენობას ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის – საოლქო საარჩევნო კომისია. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს ხელფასს უნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს – საოლქო საარჩევნო კომისია. ამასთან, ზემდგომმა კომისიამ უნდა გაითვალისწიოს იმ კომისიის წინადადება, რომლის შემადგენლობაში შემავალ პირებსაც ენიშნებათ ხელფასი. არასამუშაო დროის განმავმავლობაში კომისიაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

3. უფლებამოსილების განხორციელების მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

4. საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისთვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – საფინანსო განყოფილების გამგეც.

5. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს უფლება არა აქვთ არჩევნების დროს მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოდგილის, მდივნისა და  14 წევრისაგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არის სახელმწიფო მოხელე. მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

2. საქართველოს პარლამენტი ყოველი საპარლამენტო არჩევნების წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს 4 წლის ვადით დადგენილებით ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არ უნდა იყოს სამზე მეტი. იგი თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

3. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით – თავმჯდომარეს 5 წლის უფლებამოსილების ვადით, ხოლო სესიათაშორის პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე და მის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შეკრებისთანავე.

   4. კომისიაში თითო პირის დანიშვნის უფლება აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს ან მათ პრეზიდიუმებს.

   5. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის შემადაგენლობა 17-ზე ნაკლები აღმოჩნდა და 14 დღის ვადაში არ შეივსო, საქართველოს პარლამენტი პირველივე სამუშაო კვირის განმავლობაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 17-მდე შესავსებად.

   6. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.

   7. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

   8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს პარტიები ნიშნავენ ამ კანონის   მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობით შექმნამდე მისი სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება სხდომის დღეს კომისიის ფაქტობრივი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას; თავისი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ინსტრუქციებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის აუცილებელი და ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხების გადასაჭრელად;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თავის უფლებამოსილებათა ნაწილს, წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადასაწყვეტად, გადასცემს შექმნილ ჯგუფს;

გ) ქმნის საარჩევნო ოლქებს; ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ოთხ-ოთხ წევრს, საჭიროების შემთხვევაში – კომისიების დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობას და მათ მისამართებს;

დ) წყვეტს საარჩევნო ოლქისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს;

ე) აქვეყნებს საარჩევნო ღონისძიებათა დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და აძლევს მას სათანადო მოწმობას;

თ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს; აძლევს სათანადო მოწმობებს პარლამენტის წევრობის კანდიდატს;

ი) წარმართავს საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

კ) ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მათ და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; საგანგებო შემთხვევაში, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ჯგუფისათვის ამ საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ;

ლ) ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს; უნაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს და არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს; კონტროლს უწევს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

მ) ადგენს საარჩევნო დოკუმენტების ფორმებს, საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს, საარჩევნო დოკუმენტების შენახვის წესს;

ო) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მონაწილეობის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად;

პ) განსაზღვრავს საარჩევნო კამპანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;

ჟ) განსაზღვრავს საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას;

რ) ამტკიცებს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს, უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებით საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ს) ადგენს არჩევნების შედეგებს პარტიული სიების მიხედვით, აჯამებს რესპუბლიკაში არჩევნების შედეგებს; არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 5 დღისა პრესაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ და საქართველოს პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრების სიას; რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ტ) გადასცემს საქართველოს პარლამენტის სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

უ) საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

ფ) პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ადგენს მის ადგილმონაცვლეს ამ კანონის შესაბამისად, რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობას აძლევს მას და საქართველოს პარლამენტის სამანდატო კომისიას გადასცემს არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ქ) ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საარჩევნო ოლქში ნიშნავს არჩევნებს და უზრუნველყოფს მის ჩატარებას;

ღ) განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები;

ყ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ადგენს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალ ვადებს, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნიშნავს არჩევნების ჩატარების ახალ თარიღს ამ ოლქში;

შ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისია

1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 7 წევრისაგან.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს საპარლამენტო არჩევნების წლის მაისის თვეში 4 წლის ვადით, ხოლო 5 წევრს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის და ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს შექმნიდან 3 დღის ვადაში აქვეყნებს შესაბამისი ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

4. პარტიები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 24. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

ბ) ქმნის საარჩევნო უბნებს და აქვეყნებს მათ სიებს;

გ) ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ოთხ წევრს, საჭიროების შემთხვევაში –კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს;

დ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

ე) ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტერს; უნაწილებს ფულად სახსრებს საუბნო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს საარჩევნო ოლქში არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს, უნაწილებს ფულად სახსრებს;

   ზ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს და ოლქში წარდგენილი  კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს მოცემულ საარჩევნო ოლქში, აძლევს მას სათანადო მოწმობას;

თ) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატების, თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიებით, მათი ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით;

ი) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას;

კ) ისმენს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა, სახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ლ) ხელს უწყობს ამომრჩევლებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობაში;

     მ) უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ნ) ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვს, არჩევნების საბოლოო შედეგს;

ო) საჭიროების შემთხვევაში აწყობს ხელახალი ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

პ) აწყობს არჩევნებს საარჩევნო ოლქში გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად;

ჟ) განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები;

რ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისია

1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 7 წევრისაგან.

2. საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები თანაბრად გაიყო, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავენ ამ კანონის  მე-18 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები.

3. საუბნო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

4. საუბნო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს დაუყოვნებლივ.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.

6. პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავენ ამ კანონის  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საუბნო საარჩევნო კომისია:

1) ადგენს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიებს;

2) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს განცხადებებს სიებში შეცდომის შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხს;

3) ამომრჩევლებს აძლევს ამომრჩევლის ბარათსა და მოთხოვნისას – ხმის მიცემის უფლების მოწმობას;

4) მოსახლეობას აუწყებს საუბნო საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელს და მისი მუშაობის დროს, აგრეთვე არჩევნების თარიღსა და ხმის მისაცემ ადგილს; 5) უზრუნველყოფს ხმის მისაცემად შენობის, საარჩევნო ყუთებისა და კაბინების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას;

6) ორგანიზაციას უწევს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას არჩევნების დღეს;

7) ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს, პარლამენტის წევრობის ყოველი კანდიდატისა და ყოველი პარტიული სიისთვის მიცემული ხმების რაოდენობას;

8) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს;

9) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 27. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალი პირების დანიშვნისა და წარდგენის წესი

1. საარჩევნო კომისიებში კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ საზოგადოებრივ გაერთიანებას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს;

გ) ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენის გზით საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი;

დ) შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს.

2. საარჩევნო კომისიაში წევრად წარდგენისა თუ დანიშვნისას სათანადო ორგანოს და შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი (დანიშნული) პირის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი (ტექსტში შემდგომ "ვინაობა და მისამართი"), აგრეთვე ამ პირის თანხმობა საარჩევნო კომისიაში წარდგენაზე (დანიშვნაზე) .ამ მუხლის "გ" პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებელთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ბინის მისამართი, ხელმოწერის თარიღი, ხელმოწერა.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 28. საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლის წესი

1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირი კომისიაში თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ საფუძველზე.

2. კომისიაში შემავალი პირისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემავალი პირისათვის კი – თვით ამ კომისიას) ამ პირის მიერ პარლამენტის არჩევნების კანონის უხეშად ან საარჩევნო კომისიის რეგლამენტის სისტემატურად დარღვევისას. უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში ეს პირი პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე ვეღარ დაინიშნება საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიაში შემავალი პირის მოვალეობისაგან გათავისუფლებისას ან მისი გარდაცვალებისას კომისიაში ამ კანონით დადგენილი წესით ახალ წევრს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 30 დღისა, ნიშნავს ის ორგანო, რომელსაც დანიშნული ჰყავდა კომისიიდან გამოკლებული წევრი.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 29. საარჩევნო კომისიებისათვის ხელშეწყობა მათი უფლებამოსილების განხორციელებაში

1. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოს, საწარმოსა და დაწესებულების თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის.

2. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 1999 წლის 5 მარტის ორგანული კანონი №1834-სსმI,№7(14),12.03.1999წ.,მუხ.29

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 30. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები, საარჩევნო ფონდი

1. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში აისახება ცალკე მუხლით. ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების დამთავრების შემდეგ მას ამტკიცებს ახლადარჩეული პარლამენტი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 58 დღისა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევ­ნებისათვის გამოყოფილი თანხის ჩარიცხვას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველი პარტია, საარჩევნო ბლოკი და ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი ქმნის საარჩევნო ფონდს ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნით, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თავიანთი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა (რომლებშიც არ არის სახელმწიფოს წილი), საქართველოს მოქალაქეთა და პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი.

4. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ოდენობას (პარტიისა და ბლოკისთვის დადგენილი თანხის ოდენობა ტოლია მათ მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობის ნამრავლისა დამოუკიდებელი კანდიდატისათვის დადგენილი თანხის ოდენობაზე). საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირი, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირნი, ხოლო პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდს განაგებს კანდიდატის მიერ დანიშნული ფონდის გამგებელი საარჩევნო ფონდის გამგებელი პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5. საარჩევნო ფონდისთვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში) ცენტრალურ (საოლქო) საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრირების შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა აღნიშნულ ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

6. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 47 დღისა. საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ამის შემდეგ 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშებზე არსებულ ნაშთს, ხოლო ორი კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ანგარიშს მის მიერ დადგენილი ფორმით.

7. პარლამენტის არჩევნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყდება ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებიდან და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. ამასთან, თუ პარტიის, საარჩევნო ბლოკის ერთი კანდიდატი მაინც იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება პარტიის ანგარიშზე, სარჩევნო ბლოკისა – თანაბრად მასში შემავალი პარტიების ანგარიშებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით გადალახეს ბარიერი, აგრეთვე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით პარლამენტის წევრად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს. ეს ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება მის მიერვე დადგენილი ფორმით. მას უნდა ერთვოდეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარალამენტის წევრებად არჩეული ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელისას – პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.

9. სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობებს. სატელეფონო საუბრები ანაზღაურდება არჩევნების ხარჯებიდან. საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, არ უნდა იყვნენ განთავსებულნი იმავე შენობებში, რომელშიც განთავსებული არიან სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან/და პარტიები.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 31. საარჩევნო კომისიების მუშაობის საჯაროობა

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული იმ პარტიების თითო წარმომადგენელს, რომლებსაც შესაბამის კომისიაში არ დაუნიშნავთ კომისიის წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების თითო წარმომადგენელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს (რეგისტრაციისა და აკრედიტაციის შესახებ განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა არჩევნების დღემდე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარდგენიდან 6 დღის ვადაში), მეთვალყურეებს სხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობაში, ხმის მისაცემი შენობების გახსნიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე, – პარლამენტის წევრობის კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნულ თითო მეთვალყურესაც. პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.

2. პარტიის, საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს ამ გაერთიანების ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი წარდგინებით, ხოლო მეთვალყურისა – პარლამენტის წევრობის კანდიდატის, პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულის წარდგინებით. წარდგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო უბანში არჩევნებზე დასასწრებად წარდგინება საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 24 საათის განმავლობაში. უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია იძლევა დასაბუთებულ წერილობით პასუხს, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ პარლამენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას. მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე. საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები აწვდიან მათ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

4. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საშუალება ეძლევა ყოველდღიურად საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხოლო საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებს – ადგილობრივი ქსელით, უფასოდ გადასცენ ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მიერ ამ მიზნით შერჩეული პირი.

5. საარჩევნო კომისიები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სისტემატურად აქვეყნებენ ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი V

ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი და ხმის მიცემის უფლების მოწმობა

    მუხლი 32. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი

1. ამომრჩეველთა სია თითოეული უბნის მიხედვით დგება ორ ცალად. სიას ყველა გვერდზე ხელს აწერენ საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

2. სა­ხე­ლმწი­ფო აღმასრულებელი ხე­ლი­სუ­ფლე­ბი­ს, ადგილობრივი თვი­თმმა­რთვე­ლო­ბი­სა და მმა­რ­თვე­­ლო­ბი­ს ორგა­ნო­ე­ბი არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა უზრუ­ნვე­ლყო­ფე­ნ დაქვემდებარებულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა, მათ შორის იმათი, ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდება 18 წელი, აღრი­ცხვა­ს და გა­და­სცე­მე­ნ სა­ა­რჩე­ვნო კომი­სი­ე­ბს იმ მო­ნა­ცე­მე­ბს, რო­მლე­ბი­ც სა­ჭი­როა ამო­მრჩე­ვე­ლთა სი­ე­ბი­ს შე­სა­დგე­ნა­დ. ამომრჩეველთა სიაში შედის ამომრჩევლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა სიას საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს არჩევნებამდე 55 დღით ადრე. თუ დევნილის სტატუსის მქონე პირი აღმოჩნდება რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, იგი ამოღებულ იქნება დევნილთა საარჩევნო სიიდან. დევნილთა სიები საარჩევნო ოლქის მიერ კეთდება იმ რაიონების მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ დევნილი ამომრჩევლები და გადაეცემა შესაბამის უბანს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ამო­მრჩე­ვე­ლთა სი­ე­ბს სა­ა­რჩე­ვნო უბნე­ბი­ს მი­ხე­დვი­თ, რო­მლე­ბი­ც შე­ქმნი­ლია საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სა­ა­ვა­დმყო­ფო­ე­ბსა და სხვა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლ სა­მკუ­რნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში­, აგრე­თვე არჩე­ვნე­ბი­ს დღე­ს ნა­ო­სნო­ბა­ში მყო­ფ გე­მე­ბზე და სა­ხე­ლმწი­ფო­ს ფა­რგლე­ბს გა­რე­თ არსე­ბუ­ლ სა­ქა­რთვე­ლო­ს სა­ხე­ლმწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში­, ადგე­ნე­ნ შესაბამისი საუბნო კომისიები ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხე­ლმძღვა­ნე­ლე­ბი­სა და გე­მე­ბის კა­პი­ტნე­ბი­ს მი­ე­რ წა­რდგე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­ს სა­ფუ­ძვე­ლზე­.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 33. ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეტანის წესი

1. ამო­მრჩე­ვე­ლთა სი­ა­ში შე­ა­ქვთ სა­ქა­რთვე­ლო­ს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­, რო­მე­ლსაც აქვს სა­ა­რჩე­ვნო უფლე­ბა და რო­მე­ლი­ც სი­ი­ს შე­დგე­ნი­ს მო­მე­ნტი­სა­თვი­ს რეგისტრირებულია მო­ცე­მუ­ლი სა­ა­რჩე­ვნო უბნი­ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­, ხოლო საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები საარჩევნო სიებში შეაქვთ მათი დისლოკაციის ადგილის მიხედვით. იძულები­თ გა­და­ა­დგი­ლე­ბუ­ლი პირები საარჩევნო სიებში შეაქვთ მა­თი ფა­ქტო­ბრი­ვი სა­ცხო­ვრე­ბე­ლი ადგი­ლი­ს მი­ხე­დვი­თ; მა­თთვი­ს დგე­ბა ცა­ლკე სია და ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ს არ ­ი­ღე­ბე­ნ ერთმა­ნდა­ტი­ა­ნ ოლქში მაჟორიტარულ არჩე­ვნე­ბში­.

2. ამომრჩეველი შეტანილ უნდა იქნეს ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 34. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა და ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება

1. საარჩევნო სიები ქვეყნდება არჩევნებამდე 30 დღით ადრე. პრეტენზიები საუბნო საარჩევნო კომისიაში მიიღება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. პრეტენზიებს საუბნო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს საარჩევნო ოლქს, რომელსაც პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი შეყავს ამომრჩეველთა სიაში, რომელიც ქვეყნდება არჩევნებამდე 10 დღით ადრე. თუ პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, ამომრჩეველს უფლება აქვს 3 დღის ვადაში სარჩელი შეიტანოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს 3 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეყავთ ამომრჩეველთა სიაში.

2. ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეყვანილი იქნებიან კომისიის წევრები, რომლებიც კომისიის წევრად დანიშნულნი არიან იმავე ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე. თუ პირი დანიშნულია სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, იგი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 35. ხმის მიცემის უფლების მოწმობა. ამომრჩეველთა დამატებითი სია

1. თუ ამომრჩეველმა სახელმწიფოს, ოღონდ არა ერთი და იმავე დასახლებული პუნქტის, ფარგლებში ადგილსამყოფელი შეიცვალა ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან კენჭისყრის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით და წარდგენილი პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის საფუძველზე ამომრჩეველს აძლევს ხმის მიცემის უფლების მოწმობას, რის შემდეგაც იგი ამოღებული იქნება ამომრჩეველთა სიიდან. მოწმობის მიღებას და სიიდან თავის ამოღებას ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

2. ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველი შეაქვთ დამატებით სიაში საარჩევნო უბანში არჩევნების დღეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

3.ამომრჩეველი, რომელიც კეჭისყრაში მონაწილეობს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, მონაწილებას არ იღებს ამ ერთ მანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატების არჩევნებში და შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი მას არ მიეცემა.

თავი VI

პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენი

    მუხლი 36. პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, რაიონის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები, აგრეთვე პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ რეგისტრაციამდე განთავისუფლებულნი არ იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 37. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 235-ს.

3. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

4. პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები, საარჩევნო ბლოკები. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და საქმიანობა, პარტიულობა. იგი დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირის ხელმოწერით.

6. პარტიული სიები უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშნის შემდეგ არჩევნებამდე არა უგვიანეს 36-ე დღისა. სიებს უნდა ერთვოდეს ყოველი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი და რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც, როგორც მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის კანდიდატმა (სააღრიცხვო ბარათებს პარტიის რწმუნებულს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია). საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 38. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენა

1. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და საინიციატივო ჯგუფს ,უფლება აქვს საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი საარჩევნო ოლქის არანაკლებ 1.000 ამომრჩევლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.

2. პარლამენტის წევრობის კანდიდატად ერთი და იმავე პიროვნების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში.

3. ამომრჩეველთა მიერ კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 40-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს მათი ვინაობა და მისამართი, აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი და სახელი; დაბადების თარიღი; პროფესია და საქმიანობა; პარტიულობა; საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგია წარდგენილი. განცხადებას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში (სააღრიცხვო ბარათებს საინიციატივო ჯგუფს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია). ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 36-ე დღისა.

4. საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების შესახებ, აგრეთვე ხელმოწერათა ბლანკები.

5. ხელმოწერათა შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-36 დღისა უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

6. ზემოთ აღნიშნული საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა ცნობა პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ცნობაში უნდა აღინიშნოს საბუთების მიღების თარიღი.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 39. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები და მათი შემოწმება

1. არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდაჭერა ამ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებმა ხელმოწერების ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით ამოწმებენ ხელმოწერათა ნამდვილობას. ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიც დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმოწერების შემგროვებლის მიერ, აგრეთვე ის ხელმოწერები, რომელთაც არ ახლავს ხელმოწერების ბლანკით გათვალისწინებული სხვა მონაცემები ან ეს მონაცემები არასწორია. ბათილად მიიჩნევა მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი ამომრჩეველი, აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სიების შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თოთხმეტი დღის ვადაში. ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მთავრდება ოლქში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დამთავრების წინა დღეს. თუ შემოწმების შედეგად პარტიის მხარდამჭერთა სიაში ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 5000-ზე, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში 1000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარტია და კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდებიან.

3. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებსა და, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდები ნადგურდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 40. პარტიული სიების, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიებს. დამოუკიდებელ კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს რეგისტრაციის ოქმებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო გაუქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას პარტიის, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, მათთვის პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი დღით.

3. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილია ამ კანონის 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო თუ რეგისტრირებულია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოიხსნება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, კერძოდ, თუ არასწორი ან არასრულია მათში მოყვანილი მონაცემები, თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა ერთი და იმავე პიროვნების თანხმობა პრეზიდენტობის კანდიდატად, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველობის არჩევნებში და პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე, ან სხვადასხვა პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით კენჭისყრაზე ან სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

5. პარტიისა და პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ საარჩევნო ოლქში წარდგენილ სიაში არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა კანდიდატთა რაოდენობა 37-ე მუხლით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება.

6. ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან არჩევნებიდან რაიმე სხვა მიზეზით გამოკლების შემთხვევაში, ოლქში წარდგენილი დარჩენილი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

7. რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს, პარტიული სიის წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უფლება აქვთ უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში.

8. რეგისტრირებული პარტიული სიებს ოფიციალურ გაზეთებში აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა გვარებს იმ მონაცემებითურთ, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 15-ე დღისა.

9. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ოლქში წარდგენილი კანდიდატებისა და პარტიული სიების რიგითობის დასადგენად წილისყრის ჩატარების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 41. პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა ანდა არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის. შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკის წესდებითა და განცხადებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

2. ოლქში წარდგენილ კანდიდატს შეუძლია არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა საარჩევნო ოლქში, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატს შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასეთ შემთხვევაში მისი კანდიდატურა მოიხსნება საარჩევნო ოლქიდან.

3. ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულის შესახებ საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე ოთხ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, – დაუყოვნებლივ.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 42. საარჩევნო ბიულეტენები

1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას დადგენილებით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო ბიულეტენს ბეჭდავს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიერ ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთისათვის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.

3. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად აღრიცხება. ყოველ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა შესაბამის საარჩევნო ოლქში, უბანში ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისი ბიულეტენები. ყოველ საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაახლოებით 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას კომისიის თავმჯდომარე (მისი მოადგილე ან მდივანი) ხელმოწერით ადასტურებს.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი VII

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიათა და საარჩევნო ბლოკთა, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები

    მუხლი 43. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები

1. პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს გამოვიდეს თავისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილ კანდიდატს კი თავისი მომავალი საქმიანობის პროგრამით. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის, რელიგიური დაპირისპირების მოწოდებას.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას ოფიციალურ და ადგილობრივ გაზეთში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას წარდგენილი პარტიული სიებითა და ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა სიებით, ამ კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით, თუ აღნიშნული მასალა შესაბამის საარჩევნო კომისიას გადაეცემა არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

    მუხლი 44. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი

1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია ჰყავდეს თითო რწმუნებული ყოველ საარჩევნო ოლქში, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რწმუნებულთან ერთად წარმოადგენს პარტიას, საარჩევნო ბლოკს საარჩევნო კომისიებთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან ურთიერთობისას. საოლქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულს ნიშნავს პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

2. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია იყოლიოს არა უმეტეს ათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელნიც წარმოადგენენ ამ კანდიდატს საარჩევნო ურთიერთობაში.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნიშნავს ნდობით აღჭურვილ პირს და აძლევს მათ შესაბამისი საარჩევნო კომისიისაგან მიღებულ მოწმობას.

4. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს თავისი რწმუნებულის, ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და შეცვალოს იგი, რის შესახებაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. რწმუნებულმა, ნდობით აღჭურვილმა პირმა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას უფლებამოსილება.

5. პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.

    მუხლი 45. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

1. პარლამენტის წევრობის კანდიდატს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.

2. რეგისტრირების შემდეგ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება გაიწვიონ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე. თუ იგი ნამდვილ სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზეა, სამსახური შეწყდება არჩევნების დღის მომდევნო დღემდე. არჩეული პარლამენტის წევრი თავისუფლდება ნამდვილი სამხედრო სამსახურისაგან თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

    მუხლი 46. პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაკავებულ იქნა დანაშაულის ადგილზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

    მუხლი 47. წინასაარჩევნო აგიტაცია

1. პარლამენტის წევრობის კანდიდატები თანასწორი უფლებით მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, რწმუნებულებს, ნდობით აღჭურვილ პირებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა გასწიონ აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. საარჩევნო კომისია ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ერთად მოვალეა ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას, დროულად გამოაცხადოს მათი მოწყობის დრო და ადგილი.

4. შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დღიდან პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და ა. შ. (ტექსტში შემდგომ – "პლაკატები").

5. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნებამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. გასავრცელებლად სავალდებულოა პარტიული სიები, ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სია, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები, საარჩევნო პროგრამები. მასალის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები.

6. ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შეიძლება აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების დაცვის, მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებებით. აკრძალულია და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

საარჩევნო პლაკატების მოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ეს პლაკატები აკრძალულ ადგილებში არაა განლაგებული.

7. არჩევნების დღეს ყოველგვარი აგიტაცია, გარდა ხმის მისაცემი შენობის გარეთ ადრე გამოკრული სააგიტაციო მასალისა, აკრძალულია.

8. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტელევიზია და რადიო, წინა საარჩევნო აგიტაციის მიზნით, ვალდებული არიან უფასოდ გამოყონ ყოველდღიურად 3 საათი საეთერო დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და ბლოკებს შორის. აკრძალულია სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო კომპანიის მიერ საეთერო დროის გაყიდვა. კერძო სატელევიზიო და რადიო კომპანიების მიერ ნებაყოფლობით გამოყოფილი საეთერო დრო, უფასოც და ფასიანიც, დროის გამოყოფის პირობების გამოცხადებისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევგნებში დამოუკიდებლად მონაწილე მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებს შორის; რომელიმე მათგანის მიერ ამ დროის გამოუყენებლობის შემთხვევაში იგი სხვებზე არ გადანაწილდება. საეთერო დროის ფასი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს. შესაბამისი საარჩევნო კომისია პარტიებთან, საარჩევნო ბლოკებთან და ტელე-რადიო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს გამოსავლების გრაფიკის შემუშავებას და დაცვას.

9. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის გამოყოფილი საეთერო დრო პირობებით უნდა განაწილდეს მათ შორის.

10. საარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა მისი ჩატარებისთვის გამოყოფილი დროის შუალედისა, იკრძალება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული გამოსვლა. იკრძალება აგრეთვე პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების გამოსვლა. თუ ეს დაკავშირებული არ არის ოფიციალურ ინფორმაციასთან.

11. საარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

   12. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღის დანიშვნის შესახებ ცნობის გამოქვეყნების დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, მათ რწმუნებულებსა და ნდობით აღჭურვილ პირებს მათი სახელით ეკრძალებათ გადასცენ ამომრჩევლებს ფულადი სახსრები, საჩუქრები და სხვა სახის მატერიალური ფასეულობანი, ჩაატარონ საქონლის შეღავათიან ფასებში გაყიდვა, მიაწოდონ ან უფასოდ გაავრცელონ ნებისმიერი საქონელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული პროპაგანდისტული მასალისა, აგრეთვე დააინტერესონ ამომრჩევლები მათთვის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ასეთი ფაქტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე ამ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 48. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას

1. პარლამენტის არჩევნებს საარჩევნო კომისიები ამზადებენ და ატარებენ ღიად და საჯაროდ. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნას, საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, ადგილსამყოფელს, მუშაობის დროს, ამომრჩეველთა სიებს, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნუსხას, მათ მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა და ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, აწვდიან ცნობებს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა შესახებ, აცნობენ არჩევნების შედეგებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა და პლატფორმა, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატს – ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული წერილები, რისთვისაც შესაბამის გაზეთს უნდა მიაწოდოს პროგრამა და პლატფორმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა. ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს მათი წარდგენის რიგითობა.

3. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებათა ნუსხას, რომლებიც უფასოდ აქვეყნებენ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ მასალებს და მათი მუშაობის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება არჩევნებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი VIII

კენჭისყრის წესი და არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნები გამოკლებულ პარლამენტის წევრის ნაცვლად და მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი

    მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს კენჭისყრა ეწყობა 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.

2. ხმის მიცემის დროს დაუშვებელია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა და კენჭისყრის შეწყვეტა, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. სა­ა­ვა­დმყო­ფო­ე­ბსა და სხვა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლ სა­მკუ­რნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში და საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, არჩე­ვნე­ბი­ს დღე­ს ნა­ო­სნო­ბა­ში მყო­ფ გე­მე­ბზე და ძნე­ლა­დ მი­სა­დგო­მ ადგი­ლე­ბში შე­ქმნი­ლ სა­ა­რჩე­ვნო უბნე­ბში სა­უ­ბნო სა­ა­რჩე­ვნო კო­მი­სი­ა­ს შე­უძლია კე­ნჭი­სყრა და­მთა­ვრე­ბუ­ლა­დ გა­მო­ა­ცხა­დო­ს ნე­ბი­ს­მი­ე­რ დრო­ს, თუ ხმა მი­სცა სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლმა ყვე­ლა ამო­მრჩე­ვე­ლმა­.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 50. კენჭისყრის მოწყობა

1. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ ისეთ შენობებში, რომლებიც არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სარგებლობაში. ამ შენობებში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი საკმაო რაოდენობით კაბინები ან ოთახები, განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთები ისეთნაირად იდგმება, რომ ამომრჩეველი მათთან მისვლისას აუცილებლად გადიოდეს ფარული კენჭისყრის კაბინებს ან ოთახებს. კენჭისყრის კაბინებში (ოთახებში) უნდა იყოს კალმისტრები. კენჭისყრის შენობებსა და ოთახებში გამოკრული უნდა იყოს პარტიული სიები და შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიები, აგრეთვე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს საარჩევნო ბიულეტენი.

2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტია, საარჩევნო ბლოკი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნებში აღარ მონაწილეობს, სათანადო განცხადება თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში).

3. პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების ობიექტური გამოვლინების, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და შენობის მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო პერსონალურად – კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა კენჭისყრის შენობაში დასწრების უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. ხმის მისაცემ შენობაში წესრიგის დასაცავად გამოყოფილი პოლიციელი დარღვევების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში და მისი პირადი პასუხისმგებლობით. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

4. არჩევნების დღეს კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს მიღებული ბიულეტენების რაოდენობას, კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს საარჩევნო ყუთებს, რის შემდეგაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი; საკონტროლო ფურცელზე უნდა აღინიშნოს ყუთში მისი ჩაშვების დრო.

5. თითოეული ამომრჩეველი ხმას პირადად აძლევს. სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი.

6. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას.

7. ამ უბანში მცხოვრები მოქალაქენი, რომლებიც შეცდომით ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში, პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე შეაქვთ ამომრჩეველთა დამატებით სიაში.

8. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეულ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, საუბნო საარჩევნო კომისია მათი თხოვნით, რომელიც არჩევნების დღის წინა დღის 18 საათამდე. უნდა ეცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას და გატარებული უნდა იყოს განცხადებების ჟურნალში, კომისიის წევრებს ავალებს კენჭისყრის მოწყობას ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში კენჭისყრის მოწყობაში მონაწილეობს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი; მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებსაც. კენჭისყრის ამგვარად ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით ეწყობა კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 51. კენჭისყრის ჩატარება

1. საარჩევნო ბიულეტენი მოწმდება საარჩევნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით.

2. საარჩევნო ბიულეტენებს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ნდობით აღჭურვილი პირისა, პარტიისა, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულისა და მეთვალყურისა.

3. თუ ამომრჩეველსა და საარჩევნო ყუთთან მდგომ კომისიის წევრს უყურადღებობის გამო გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.

4. შევსებულ ბიულეტენებს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.

5. კომისიის წევრებსა და საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის ბიულეტენი აქვს. ისინი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა.

6. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 52. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

1. ხმების დათვლისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანამიმდევრობა:

ა)კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტებად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის სახელი და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა. მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე (ან მოადგილე) და მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და გაფორმდება ზემოთ აღნიშნული წესით;

ბ) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა, ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც მიიღეს ბიულეტენები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ კომისიის ახსნა-განმარტება უნდა დაერთოს ოქმს;

დ) კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთებში არსებული სხვადასხვა ფერის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები ფერების მიხედვით ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა;

ე) ბიულეტენი ნამდვილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ერთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს  მისცა ხმა ამ კანონით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება;

ზ) კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაეწყოს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული; ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

თ) კომისია ახარისხებს და ითვლის ყოველი პარტიისთვის, საარჩევნო ბლოკისთვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისე უნდა ჩაეწყოს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული; ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის ან ბლოკის სახელი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

ი) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, აფორმებს ორ ოქმს, რომელთაგან ერთში აღნიშნული უნდა იყოს ყოველი ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მეორეში ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმების ცალთა რაოდენობა სამით უნდა აღემატებოდეს კანდიდატების, პარტიების, საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

   კ) ოქმების ორ-ორ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, ოქმების თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს და პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს.

2. საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგი შეაქვს ოქმში და ასეთ ბიულეტენებს ცალკე დასტად კრავს ზემოაღნიშნული წესით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 53. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.

2. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.

3. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა ერთი მესამედისა.

4. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.

5. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს ოლქში დასახელებული კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და წევრები და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმი და საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების თითო ცალი არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი ინახება თვით საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემა პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს.

7. საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ოქმების თითო ცალი, რომლებშიც შეჯამებულია პარტიული სიებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით.

8. საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილ უნდა იქნეს არჩევნების დღეს 07-დან 20 საათამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; მოწმეთა გვარები და მისამართები; დამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა დამატებითი ცნობები.

9. საუბნო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას ოქმთან ერთად არჩევნების მომდევნო დღეს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც განცხადებას განიხილავს 2 დღის ვადაში და თავის მოსაზრებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

10. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება არ განიხილება.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 54. არჩევნების შედეგების შეჯამება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები პარტიული სიების მიხედვით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.

2. თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადის ყველა აღნიშნული კანდიდატი. მეორე ტურის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგი მიიღო, მაშინ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა.

3. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

4. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, თითო ცალი კი პარტიების, საარჩევნო ბლოკების რწმუნებულებს.

5. საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობას, თითოეული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

6. პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებათ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში რიგით წინ იყო.

8. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატების წანაცვლება სიის დასაწყისისკენ. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

9. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეშად დარღვევა. ეს საკითხი კომისიამ უნდა განიხილოს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

10. საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, თუ ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეტია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა სხვაობის რაოდენობაზე, ხოლო ხელახალ ხმის მიცემას პარტიული სიებისათვის, თუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში  საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია ხელახალი ხმის მიცემა საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. თუ ამ შემთხვევაშიც ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, საბოლოო შედეგები დადგინდება ასეთი უბნების გაუთვალისწინებლად.

11. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

12. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას ოქმში მოცემული არჩევნების შედეგების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 55. ხელახალი ხმის მიცემა საარჩევნო უბანში

1. ხელახალ ხმის მიცემას საარჩევნო უბანში ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. ხელახალი ხმის მიცემა საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ხელახალი ხმის მიცემის ჩატარება დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობას.

    მუხლი 56. არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

    მუხლი 57. ხელახალი არჩევნები იმ ერთმანდატიან ოლქში, სადაც არჩევნები არ შედგა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, და უკანასკნელის ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი

1. საქართველოს პარლამენტის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არჩევნების ჩაუტარებლობის შემთხვევაში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ბათილად ცნობისას, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გადადგომის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას შესაბამის საარჩევნო ოლქში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს სამი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება წელიწადში ორჯერ – მაის-ივნისში და ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა ჩატარდეს უახლოეს ვადაში. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არჩევნები გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად არ ტარდება.

3. თუ გამოკლებული პარლამენტის წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან 15 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ..თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი უქმდება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციას პარლამენტის სამანდატო კომისიას წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. პარლამენტის წევრად არჩეული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამოიღება პარტიული სიიდან.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 58. საოლქო საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა შენახვის წესი

1. არჩევნების დამთავრების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ჩაატარონ მათ გამგებლობაში არსებული დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ არსებული დოკუმენტები და ინვენტარი ინახება ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილ ადგილას 5 წლის განმავლობაში მაინც.

2. არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ინვენტარის შენახვაზე პასუხისმგებლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები და საოლქო საარჩევნო კომისიები.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

თავი VIII

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 59

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე:

ა) 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების ჩატარებისა და მათი უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილებაგაგრძელებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება;

ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 60

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპლექტდება შემდეგი წესით:

ა) საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 5 წლის ვადით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით – კომისიის თავმჯდომარეს;

ბ) საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადითა და წესით, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს;

გ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადით;

დ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითო წევრს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) 7 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (საარჩევნო ბლოკი). ამ წევრების უფლებამოსილება გრძელდება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიიდან (საარჩევნო ბლოკიდან) ერთ-ერთის მიერ თავისი წევრის დანიშვნამდე.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 61

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები) ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 62

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები).

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 63

ამ კანონის გარდამავალი დებულებების მიხედვით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება იწყება ამ კანონის ამოქმედებიდან 30-ე დღეს. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების არსებული შემადგენლობის უფლებამოსილება წყდება ამ კანონით დადგენილი წესით ფორმირებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებისთანავე.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 64

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება გაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყებიდან.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 65.

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მოხდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 66.

1. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სიები დგება ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე, რომლის წესსა და ვადებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. 1999 წლის არჩევნებისათვის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას, ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო დევნილთათვის აგრეთვე დევნილის მოწმობის წარდგენისას.“.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

    მუხლი 67

1. პარტიებმა, რომლებსაც ამ კანონის მიღებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავლილი აქვთ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელახალი რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა.

2. იმ არასაპარლამენტო პარტიებმა, რომელთაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით მხარდამჭერთა სიების წარსადგენად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

 თბილისი,

1995 წლის 1 სექტემბერი.

№790–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70

2. საქართველოს 1999 წლის 5 მარტის ორგანული კანონი №1834-სსმI,№7(14),12.03.1999წ.,მუხ.29

3. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138