„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302009, 02/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.016140
  • Word
114
01/03/2011
ვებგვერდი, 110302009, 02/03/2011
200230040.22.033.016140
„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 114

2011 წლი1 მარტი

ქ. თბილისი

საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 999 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 999 ბრძანებაში              (სსმ III, 31.12.2010, 172, მუხლი 2550) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული „საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის“ (დანართი 2) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-9 უჯრაში _ იმ საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი 1

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –

შემოსავლების სამსახურს

ფიზიკური პირი               ––––––––––––––––––––––––––––

(სახელი გვარი)

 

მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 გაცნობებთ, რომ ვეწევი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმიანობას. (საქმიანობის სახე)

გთხოვთ 20 წლის „–––„ „––––––––––––„ დან:

მომანიჭოთ:

 

 

მიკრობიზნესის განმახორციელებელი პირის სტატუსი და მომცეთ შესაბამისი სერტიფიკატი.

 

 

 

მცირე ბიზნესის განმახორციელებელი პირის სტატუსი და მომცეთ შესაბამისი სერტიფიკატი.

 

გამიუქმოთ:

 

მიკრობიზნესის სტატუსი და ჩაიბაროთ მიკრობიზნესის № ---- სერტიფიკატი

 

 

მცირე ბიზნესის სტატუსი და ჩაიბაროთ მცირე ბიზნესის ---- სერტიფიკატი.

 

                                                                                                                                                                                                                                                                   ხელმოწერა . . . . . . . . .                                                                                                                                                                       თარიღი „ –– „ „–––––––„ 20 წელი

შენიშვნა:

1. შესაბამისი გრაფა აღინიშნება „V“ ნიშნით.

2. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის ფიზიკური პირი დამოუკიდებლად (დაქირავებულ პირთა შრომის გარეშე) უნდა ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას და მისი მისაღები ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.