`ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016252
  • Word
89
22/02/2011
ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
040030000.10.003.016252
`ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირ­ტუა­ლური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვ­რის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში (სსმ, 07/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვ­ლილება და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატს სტატუსი ენიჭება განცხადების წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სტატუსი გაიცემა უვადოდ.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

     „მუხლი 5. სტატუსის გაუქმება

1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუა­ლური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მი­ღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახ­დი­საგან თავის არიდების მიზნით.

2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შესახებ გა­დაწყვეტილებას, შესაბამისი ორგანოს მიერ მიწოდებული ინ­ფორ­მაციის საფუძველზე, იღებს საფინანსო-ანალიტიკური სამსა­ხური.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური