სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმების ჟენევის აქტი

  • Word
სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმების ჟენევის აქტი
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/1967
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/04/2005
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 480220000.03.030.000527
  • Word
31/12/1967
გაურკვეველი, -, 01/04/2005
480220000.03.030.000527
სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმების ჟენევის აქტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმების ჟენევის

აქტი

შესავალი დებულებები

    მუხლი 1. შემოკლებული გამოთქმები

ამ აქტის მიზნებისათვის:

(Ι) ’’ჰააგის შეთანხმება’’ ნიშნავს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისი დეპონირების ჰააგის შეთანხმებას, რომელსაც შემდგომ დაერქვა სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმება;

(ΙΙ) ’’ეს აქტი ნიშნავს ჰააგის შეთანხმებას, რომელიც დადებულია ამ აქტით;

(ΙΙΙ) ’’ინსტრუქცია’’ ნიშნავს ინსტრუქციას ამ აქტის შესაბამისად;

(ΙV) ’’დადგენილი’’ ნიშნავს ინსტრუქციით დადგენილს;

(V) ’’პარიზის კონვენცია’’ნიშნავს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციას, რომელსაც ხელი მოაწერეს პარიზში 1883 წლის 20 მარტს, გადასინჯული და შეცვლილი სახით;

(VΙ) ’’საერთაშორისო რეგისტრაცია’’ ნიშნავს სამრეწველო ნიმუშის ამ აქტის შესაბამისად განხორციელებულ საერთაშორისო რეგისტრაციას’’;

(VΙΙ) ’’საერთაშორისო განაცხადი’’ ნისნავს განაცხადს საერთაშორისო რეგისტრაციისათვის;

(VΙΙΙ) ’’საერთაშორისო რეესტრი’’ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მონაცემთა ოფიციალურ კრებულს, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო ბიურო, რომელ მონაცემებსაც ეს აქტი ან ინსტრუქცია მოითხოვს ან ნებას რთავს იყოს შეტანილი, იმ საშუალების მიუხედავად, სადაც ეს მონაცემებია მოთავსებული;

(ΙX) ’’პირი’’ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

(X) ’’განმცხადებელი’’ ნიშნავს პირს, რომლის სახელითაც არის შეტანილი საერთაშორისო განაცხადი;

(XΙ) ’’მფლობელი’’ ნიშნავს პირს, რომლის სახელითაც არის საერთაშორისო რეგისტრაცია განხორციელებილი საერთაშორისო რეესტრში;

(XΙΙ) ’’სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია’’ ნიშნავს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც უფლება აქვს გახდეს წინამდებარე აქტის მხარე 27-ე მუხლის (1) პუნქტის (ΙΙ) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(XΙΙΙ) ’’მონაწილე მხარე’’ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ აქტის მხარეა;

(XΙV) ’’განმცხადებლის მონაწილე მხარე’’ ნიშნავს მონაწილე მხარეს, ან მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთს, რომლისგანაც განმცხადებელი იღებს უფლებამოსილებას, შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობებიდან სულ მცირე ერთის დაკმაყოფილების საშუალებით იმ მონაწილე მხარის მიმართ; როდესაც არსებობს ორი ან მეტი მონაწილე მხარე, რომელთაგან განმცხადებელს მე-3 მუხლის შესაბამისად შეუძლია მიიღოს უფლებამოსილება, შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი, „განმცხადებლის მონაწილე მხარე’’ ნიშნავს მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთს, რომელიც აღნიშნულია საერთაშორისო განაცხადში;

(XV) „მონაწილე მხარის ტერიტორია“ ნიშნავს იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე მხარე სახელმწიფოა, იმ სახელმწიფოს ტერიტორიას და როდესაც მონაწილე მხარე არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია _ ტერიტორიას, სადაც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება;

(XVΙ) ’’უწყება’’ ნიშნავს სააგენტოს, რომელსაც მონაწილე მხარის მიერ დაკისრებული აქვს სამრეწველო ნიმუშებისათვის ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი დაცვის მინიჭება;

(XVΙΙ) ’’ექსპერტიზის განმახორციელებელი უწყება’’ ნიშნავს უწყებას, რომელიც ex officio ატარებს ამ უწყებაში შეტანილი განაცხადების ექსპერტიზას სულ მცირე იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა სამრეწველო ნიმუში სიახლის მოთხოვნას;

(XVΙΙΙ) ’’მითითება’’ ნიშნავს მოთხოვნას, რომ საერთაშორისო რეგისტარაციას ჰქონდეს მოქმედება მონაწილე მხარის ტერიტორიაზე; იგი აგრეთვე ნიშნავს ამ მოთხოვნის შეტანას საერთაშორისო რეესტრში;

(XΙX) ‘’მითითებული მონაწილე მხარე’’ და ‘’მითითებული უწყება’’ ნიშნავს მონაწილე მხარეს და შესაბამისად მონაწილე მხარის უწყებას, რომელსაც ეს მითითება შეეხება;

(XX) ’’1934 წლის აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს ლონდოში 1934 წლის 2 ივნისს;

(XXΙ) ’’1960 წლის აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების აქტს. რომელსაც ხელი მოაწერეს ჰააგაში 1960 წლის 28 ნოემბერს;

(XXΙΙ) ’’1961 წლის დამატებითი აქტი’’ ნიშნავს 1934 წლის დამატებით აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს მონაკოში 1961 წლის 18 ნოემბერს;

(XXΙΙΙ) ’’1967 წლის შემვსები აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების შემვსებ შესწორებულ აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს;

(XXΙV) ’’კავშირი’’ ნიშნავს ჰააგის კავშირს, რომელიც დაარსდა 1925 წლის 6 ნოემბრის ჰააგის შეთანხმებით და შენარჩუნებულია 1934 და 1960 წლის აქტებით, 1961 წლის დამატებითი აქტებით, 1967 წლის შემვსები აქტით და წინამდებარე აქტით;

(XXV) ’’ასამბლეა’’ ნიშნავს ასამბლეას, რომელიც მითითებულია 21-ე მუხლის (1) (ა) პუნქტით, ან ნებისმიერ ორგანოს, რომელიც ამ ასამბლეას ცვლის;

(XXVΙ) ‘’ორგანიზაცია’’ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(XXVΙΙ) ’’გენერალური დირექტორი’’ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;

(XXVΙΙΙ) ‘’საერთაშორისო ბიურო’’ ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს;

(XXΙX) ’’რატიფიკაციის სამართლებრივი აქტები’’ გაგებული უნდა იქნეს, როგორც მიღების ან დამტკიცების სამართლებრივი დოკუმენტების შემცველი.

    მუხლი 2. მონაწილე მხარეების და განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიერ მინიჭებული სხვა დაცვის გამოყენება

(1) [მონაწილე მხარეების კანონები და განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულებები] ამ აქტის დებულებები გავლენას არ ახდენს ნებისმიერ მეტ დაცვაზე, რომელიც შეიძლება მინიჭებული იქნეს მონაწილე მხარის კანაონით, ისინი აგრეთვე არანაირ გავლენას არ ახდენენ მხატვრული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის საერთაშორისო საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულებებითა და კონვენციებით მინიჭებულ დაცვაზე, ან სამრეწველო ნიმუშებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სავაჭრო ასპექტების შეთანხმებით, რომელიც თან ერთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებას, მინიჭებულ დაცვაზე.

(2) [პარიზის კონვენციასთან შესაბამისობის ვალდებულება]თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა დააკმაყოფილოს პარიზის კონვენციის ის დებულებები, რომლებიც ეხება სამრეწველო ნიმუშებს.

თავი 1. საერთაშორისო განცხადებები და საერთაშორისო რეგისტრაცია

    მუხლი 3. საერთაშორისო განაცხადის შეტანის უფლებამოსილება

ნებისმიერ პირს, რომრლიც არის მონაწილე მხარე სახელმწიფოს, ან მონაწილე მხარე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ან აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული საწარმო მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ენიჭება უფლება შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი.

    მუხლი 4. საერთაშორისო განაცხადის შეტანის პროცედურა

(1) [პირდაპირი ან არაპირდაპირი შეტანა] (ა) საერთაშორისო განაცხადის შეტანა შესაძლებელია, განმცხადებლის არჩევანის მიხედვით ან პირდაპირ საერთაშორისო ბიუროში, ან განმცხადებლის მონაწილე მხარის უწყების საშუალებით.

(ბ) (ა) ქვეპუნქტის მიუხედავათ, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ განაცხადები შეიძლება არ იქნეს შეტანილი მისი უწყების მეშვეობით.

(2) [გადაგზავნის საფასური არაპირდაპირი შეტანის შემთხვევაში]ნებისმიერი მონაწილე მხარის უწყებას შეუძლია მოითხოვოს, რომ განმცხადებელმა მის სასარგებლოდ გადაიხადოს ამ უწყების საშუალებით შეტანილი ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადის გადაგზავნის საფასური.

    მუხლი 5. საერთაშორისო განაცხადის შედგენილობა

(1) [საერთაშორისო განაცხადის სავალდებულო შედგენილობა]საერთაშორისო განაცხადი სრულდება დადგენილ ენაზე, ან დადგენილი ენებიდან ერთ-ერთზე და შეიცავს ან თან ერთვის შემდეგი:

(Ι) განცხადება საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ამ აქტის შესაბამისად;

(ΙΙ) დადგენილი მონაცემები განმცხადებლის შესახებ;

(ΙΙΙ) გამოსახულების ასლების დადგენილი რაოდენობა, ან გამცხადებლის არჩევით რამდენიმე სხვადასხვა გამოსახულება სამრეწველო ნიმუშისა, რომელიც წარმოადგენს დადგენილი წესით წარდგენილი საერთაშორისო განაცხადის საგანს; მაგრამ, როდესაც სამრეწველო ნიმუში ორგანზომილებიანია და მოთხოვნა გამოქვეყნების გადადებაზე შესრულებულია მე-(5) პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო განაცხადს გამოსახულების ნაცვლად შეიძლება თან დაერთოს სამრეწველო ნიმუშის ნიმუშების დადგენილი რაოდენობა;

(ΙV) დადგენილი წესის შესაბამისად ნაკეთობის ან ნაკეთობების აღნიშვნა, რომელიც შეადგენს სამრეწველო ნიმუშს, ან რომლებთან დაკავშირებითაც სამრეწველო ნიმუში უნდა იქნეს გამოყენებული;

(V) მითითებული მონაწილე მხარეების აღნიშვნა;

(VΙ) დადგენილი საფასურები;

(VΙΙ) ნებისმიერი სხვა დადგენილი მონაცემები.

(2) [საერთაშორისო განაცხადის დამატებითი სავალდებულო შედგენილობა](ა) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება ახორციელებს ექსპერტიზას და რომლის კანონი, ამ აქტის მისი მხარედ გახდომის დროს, მოითხოვს, რომ განაცხადი სამრეწველო ნიმუშისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე შეიცავდეს (ბ) ქვეპუნქტში განსაზღვრული ელემენტებიდან ნებისმიერს, რათა ამ განაცხადს მიენიჭოს შეტანის თარიღი მისი კანონის შესაბამისად, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს ამ ელემენტების შესახებ.

(ბ) ელემენტები, რომელთა შესახებ შეიძლება შეტყობინება (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგია;

(Ι) მონაცემები იმ სამრეწველო ნიმუშის შემქმნელის ვინაობის შესახებ, რომელიც ამ განაცხადის საგანია;

(ΙΙ) გამოსახულების, ან დამახასიათებელი ნიშნების მოკლე აღწერა იმ სამრეწველო ნიმუშისა, რომელიც ამ განაცხადის საგანია;

(ΙΙΙ) დაცვის ფარგლების მოთხოვნა.

(გ) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მონაწილე მხარის მითითებას, რომელმაც განახორციელა შეტყობინება (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი აგრეთვე დადგენილი წესის მიხედვით უნდა შეიცავდეს ნებისმიერ ელემენტს, რომელიც ასეთი შეტყობინების საგანი იყო.

(3) [საერთაშორისო განაცხადის სხვა შესაძლო შედგენილობა] საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ან თან ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ელემენტები.

(4) [რამდენიმე სამრეწველო ნიმუში ერთ და იმავე საერთაშორისო განაცხადში]ისეთი პირობებიდან გამომდინარე, რომლებიც შეიძლება დადგენილი იქნეს, საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ორ ან მეტ სამრეწველო ნიმუშს.

(5) [გადადებული გამოქვეყნების მოთხოვნა]საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს გამოქვეყნების გადადების მოთხოვნას.

    მუხლი 6. პრიორიტეტი

(1) [პრიორიტეტის მოთხოვნა] (ა) საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს განცხადებას, პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ერთი ან მეტი ადრინდელი განაცხადის მიხედვით პრიორიტეტის მოთხოვნით, რომელიც შეტანილი იყო ნებისმიერ ქვეყანაში ან ქვეყნისათვის, რომელიც ამ კონვენციის მხარეა ან მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.

(ბ) ინსტრუქციით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ (ა) ქვეპარაგრაფში აღნიშნული განცხადება შეიძლება გაკეთდეს საერთაშორისო განაცხადის შეტანის შემდეგ. ამ შემთხვევაში ინსტრუქცია ადგენს ასეთი განცხადების გაკეთების დასაშვებ ბოლო ვადას.

(2) [საერთაშორისო განაცხადი, რომელიც პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს] საერთაშორისო განაცხადი მისი შეტანის თარიღიდან და მისი შემდგომი ბედის მიუხედავად, პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის მნიშვნელობის მიხედვით ჩვეულებრივად შეტანილი განცხადების ტოლფასია.

    მუხლი 7. მითითების საფასურები

(1) [მითითების დადგენილი საფასური] მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დადგენილი საფასურები თითოეული მითითებული მონაწილე მხარისათვის უნდა შეიცავდეს მითითების საფასურს.

(2) [მითითების ინდივიდუალური საფასური] ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება არის ექსპერტიზის გამახორციელებელი უწყება და ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ ნებისმიერ საერთაშორისო განაცხადთან დაკავშირებით, რომელშიც იგი არის მითითებული, და ასეთი საერთაშორისო განაცხადიდან გამომდინარე ნებისმიერ საერთაშორისო რეგისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით ,(1) პუნქტში აღნიშნული მითითების დადგენილი საფასური შეიცვლება მითითების ინდივიდუალური საფასურით, რომლის ოდენობა აღინიშნება განცხადებაში და შეიძლება შეიცვალოს შემდეგ განცხადებებში. აღნიშნული ოდენობა შეიძლება დაფიქსირდეს აღნიშნული მონაწილე მხარის მიერ დაცვის საწყისი ვადისათვის და განახლების თითოეული ვადისათვის, ან დაცვის მაქსიმალური პერიოდისათვის, რომელიც ნებადართულია შესაბამისი მონაწილე მხარის მიერ. მაგრამ იგი არ შეიძლება იყოს იმ ოდენობის ეკვივალენტზე მეტი, რომლის მიღების უფლება აქვს მონაწილე მხარის უწყებას განმცხადებლისაგან იმავე პერიოდით იმავე რაოდენობის სამრეწველო ნიმუშებისათვის დაცვის მისანიჭებლად. ეს ოდენობა შეიძლება შემცირდეს საერთაშორისო პროცედურით განპირობებული დანაზოგებით.

(3) [მითითების საფასურის გადაგზავნა] (1) და (2) პუნქტებში აღნიშნული მითითების საფასური საერთაშორისო ბიუროს მიერ გადაეგზავნება მონაწილე მხარეებს, რომლებისათვისაც ეს საფასური იქნა გადახდილი.

    მუხლი 8. უსწორობათა გასწორება

(1) [საერთაშორისო განაცხადის ექსპერტიზა] თუ საერთაშორისო ბიურო აღმოაჩენს, რომ საერთაშორისო განაცხადი, მისი საერთაშორისო ბიუროს მიერ მიღებისას არ აკმაყოფილებს ამ აქტის და ინსტრუქციის მოთხოვნებს, მან უნდა შესთავაზოს განმცხადებელს შეიტანოს მოთხოვნილი შესწორებები დადგენილი დროის ფარგლებში

(2) [უსწორობები, რომლებიც არ იქნა გასწორებული] (ა) თუ განმცხადებელი არ დააკმაყოფილებს შეთავაზებას დადგენილი დროის ფარგლებში, საერთაშორისო განაცხადი, (ბ) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე, უარყოფილად ჩაითვლება.

(ბ) უსწორობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია მე-5 მუხლის მე-(2) პუნქტთან, ან ინსტრუქციის შესაბამისად მონაწილე მხარის მიერ გენერალური დირექტორისათვის შეტყობინებულ სპეციალურ მოთხოვნასთან, მიჩნეული იქნება, რომ საერთაშორისო განაცხადი არ შეიცავს ამ მონაწილე მხარის მითითებას, თუ განმცხადებელი არ დააკმაყოფილებს შეთავაზებას დადგენილი დროის ფარგლებში.

    მუხლი 9. საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი

(1) [პირდაპირ შეტანილი საერთაშორისო განაცხადი] როდესაც საერთაშორისო განაცხადის შეტანა საერთაშორისო ბიუროში პირდაპირ ხორციელდება, შეტანის თარიღი, მე-(3) პუნქტიდან გამომდინარე, უნდა იყოს თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურომ მიიღო ეს განაცხადი.

(2) [არაპირდაპირი შეტანილი განაცხადი]როდესაც საერთაშორისო განაცხადის შეტანა ხორციელდება განმცხადებლის მონაწილე მხარის უწყების მიერ, შეტანის თარიღი განისაზღვრება დადგენილი წესის შესაბამისად.

(3) [საერთაშორისო განაცხადი გარკვეული უსწორობებით] როდესაც საერთაშორისო განაცხადს იმ თარიღით, როდესაც იგი მიიღო საერთაშორისო ბიურომ, აქვს უსწორობა, რომელიც მიჩნეულია საერთაშორისო განაცხადის თარიღის გადატანის გამომწვევ უსწორობად, შეტანის თარიღი არის ის თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურო იღებს ასეთ უსწორობის შესწორებას.

    მუხლი 10[1] . საერთაშორისო რეგისტრაცია, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, გამოქვეყნება და საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემების კონფიდენციალური ასლები

(1) [ საერთაშორისო რეგისტრაცია]საერთაშორისო ბიურო ახორციელებს თითოეული სამრეწველო ნიმუშის, რომელიც საერთაშორისო განაცხადის საგანია, რეგისტრაციას მის მიერ საერთაშორისო განაცხადის მიღებისთანავე, ან თუ შეთავაზებულია შესწორებები მე-8 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი შესწორებების მიღებისთანავე. რეგისტრაცია განხორციელდება იმისდა მიუხედავად გადადებულია თუ არა გამოქვეყნება მე-11 მუხლის თანახმად.

(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი] (ა) (ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი.

(ბ) როდესაც საერთაშორისო განაცხადს იმ თარიღით, როდესაც იგი მიიღო საერთაშორისო ბიურომ, აქვს უსწორობა, რომელიც დაკავშირებულია მე-5 მუხლის მე-(2) პუნქტთან, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურო იღებს ასეთი უსწორობის შესწორებას, ან საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი, იმისდა მიხედვით რომელიც უფრო გვიანდელია.

(3) [გამოქვეყნება](ა) მონაცემები საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ. ასეთი გამოქვეყნება ყველა მონაწილე მხარისათვის საკმარისი საჯაროობის მქონედ ითვლება და მფლობელმა არ უნდა მოითხოვოს არანაირი სხვა საჯაროობა.

(ბ) საერთაშორისო ბიურო უგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებული მასალის ასლს თითოეულ მითითებულ უწყებას.

(4) [კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა გამოქვეყნების წინ] მე-(5) პუნქტიდან და მე-11 მუხლის მე-(4) პუნქტის (ბ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიურო თითოეული საერთაშირისო განაცხადისა და თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციისათვის იცავს კონფიდენციალურობას გამოქვეყნებამდე.

(5) [კონფიდენციალური ასლები] (ა) საერთაშორისო ბიურო რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემების ასლს საერთაშორისო განაცხადზე თანდართული ნებისმიერი შესაბამისი განცხადებით, დოკუმენტით ან ნიმუშით, თითოეულ უწყებას, რომელმაც შეატყობინა საერთაშორისო ბიუროს, რომ მას სურს მიიღოს ასეთი ასლი და მითითებული იყო საერთაშორისო განაცხადში.

(ბ) უწყებამ, საერთაშორისო ბიუროს მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, უნდა დაიცვას თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციის კონფიდენციალურობა, რომლის ასლი გაუგზავნა მას საერთაშორისო ბიურომ და შეუძლია ამ ასლის გამოყენება საერთაშორისო რეგისტრაციის და სამრეწველო ნიმუშების დაცვაზე განაცხადების ექსპერტიზისათვის მონაწილე მხარის მიერ ან მხარისათვის, რომლისთვისაც ეს უწყება უფლებამოსილია. კერძოდ, მას შეუძლია არ გაუმხილოს ასეთი საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსი უწყების გარეთ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ამ საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციული და იურიდიული პროცესი შეეხება საერთაშორისო განაცხადის, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველს, შეტანის უფლებამოსილების შესახებ დავას. ასეთი ადმინისტრაციული და იურიდიული პროცესის შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსი შეიძლება კონფიდენციალურად გააცნონ პროცესის მონაწილე მხარეებს, რომლებიც ვალდებული არიან პატივი სცენ ასეთ კონფიდენციალურობას.

    მუხლი 11. გამოქვეყნების გადადება

(1) [მონაწილე მხარეების კანონების დებულებები, რომლებიც შეეხება გამოქვეყნების გადადებას] (ა) როდესაც მონაწილე მხარის კანონი ითვალისწინებს სამრეწველო ნიმუშის გადადებას პერიოდით, რომელიც ნაკლებია დადგენილ პერიოდზე, ამ მონაწილემ მხარემ უნდა განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს გადადების ნებადართული პერიოდის შესახებ.

(ბ) როდესაც მონაწილე მხარის კანონი არ ითვალისწინებს სამრეწველო ნიმუშის გამოქვეყნების გადადებას, მონაწილე მხარემ ამ ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინოს განცხადებით გენერალურ დირეტორს.

(2) [გამოქვეყნების გადადება] როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მოთხოვნას გამოქვეყნების გადადების შესახებ, გამოქვეყნება ხორციელდება,

(Ι) დადგენილი პერიოდის გასვლისას, როდესაც საერთაშორისო განაცხადში მითითებულ არც ერთ მონაწილე მხარეს არ გაუკეთებია განცხადება (1) პუნქტის შესაბამისად, ან

(ΙΙ) როდესაც საერთაშორისო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ მონაწილე მხარეს გაკეთებული აქვს განცხადება (1) პუნქტის (ა) ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ განცხადებით შეტყობინებული პერიოდის გასვლისას, ან როდესა ერთზე მეტი ასეთი მითითებული მონაწილე მხარეა, მათი განცხადებებით შეტყობინებული უმოკლესი პერიოდის გასვლისას.

(3) [გადადების მოთხოვნების რეჟიმი, როდესაც გადადება შეუძლებელია მოქმედი კანონით] როდესაც მოთხოვნილია გამოქვეყნების გადადება და საერთაშორისო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ მონაწილე მხარეს (1) პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად გაკეთებული აქვს განცხადება, რომ გამოქვეყნების გადადება მისი კანონით შეუძლებელია,

(Ι) მე-(ΙΙ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიურო ატყობინებს განმცხადებელს შესაბამისად; თუ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, განმცხადებელმა საერთაშორისო ბიუროსათვის წერილობითი შეტყობინებით არ ამოიღო აღნიშნული მონაწილე მხარის მითითება, საერთაშორისო ბიურო არ გაითვალისწინებს გამოქვეყნების გადადების მოთხოვნას;

(ΙΙ) როდესაც სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებების მაგივრად საერთაშორისო განაცხადს თან ერთვის სამრეწველო ნიმუშის ნიმუში, საერთაშორისო ბიურო არ გაითვალისწინებს აღნიშნული მონაწილე მხარის მითითებას და შესაბამისად შეატყობინებს განმცხადებელს.

(4) [მოთხოვნა უფრო ადრეულ გამოქვეყნებაზე ან საერთაშორისო რეგისტრაციის სპეციალურ ხელმისაწვდომობაზე] (ა) ნებისმერ დროს მე-(2) პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის გამოქვეყნება, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია და ამ შემთხვევაში გადადების პერიოდი ასეთი სამრეწველო ნიმუშის ან ნიმუშებისათვის გასულად ჩაითვლება საერთაშორისო ბიუროს მიერ ასეთი მოთხოვნის მიღების თარიღიდან.

(ბ) მფლობელს აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ დროს, მე-(20 პუნქტიდან გამომდინარე მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ბიუროს მოსთხოვოს მფლობელის მიერ დასახელებული მესამე პირი უზრუნველყოს ამონაწერით, ან ასეთი პირისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ან სამრეწველო ნიმუში, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(5) [უარი და შეზღუდვა] (ა) თუ ნებისმიერ დროს მე-(2) პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელი უარს ამბობს საერთაშორისო რეგისტრაციაზე ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ, სამრეწველო ნიმუში ან ნიმუშები, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია არ ქვეყნდება.

(ბ) თუ ნებისმიერ დროს მე-2 პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელი ზღუდავს საერთაშორისო რეგისტრაციას ყველა მონაწილე მხარის მიმართ ერთი ან რომელიმე სამრწველო ნიმუშით, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, სხვა სამრწველო ნიმუში ან ნიმუშები, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს წარმოადგენს არ ქვეყნდება.

(6) [გამოქვეყნება და გამოსახულებების მიწოდება] (ა) ამ მუხლის დებულების შესაბამისად გადადების ნებისმიერი დროის პერიოდის გასვლისას, საერთაშორისო ბიურო, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, აქვეყნებს საერთაშორისო რეგისტრაციას. თუ ასეთი საფასური არ იქნა გადახდილი დადგენილის შესაბამისად, საერთაშორისო რეგისტრაცია უქმდება და არ ქვეყნდება.

(ბ) მე-5 მუხლის (1) პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საერთაშორისო განაცხადს თან ერთოდა სამრეწველო ნიმუშის ერთი ან მეტი ნიმუში, მფლობელი წარუდგენს საერთაშორისო ბიუროს თითოეული სამრეწველო ნიმუშის, რომელიც ამ განცხადების საგანია, გამოსახულების ასლების დადგენილ რიცხვს დროის დადგენილ ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა არ შეასრულა აღნიშნული, საერთაშორისო რეგისტრაცია უქმდება და არ ქვეყნდება.

    მუხლი 12. უარყოფა

(1) [უარყოფის უფლება]ნებისმიერი მითითებული მხარის უწყებას შეუძლია, როდესაც ამ მხარის კანონის შესაბამისად დაცვის მინიჭების პირობები არ არის დაკმაყოფილებული ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება აღნიშნული მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ უწყებას არ შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოს ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება იმ საფუძვლით, რომ ამ აქტით ან ინსტრუქციით გათვალისწინებული, ან მისი დამატებით, ან მისგან განსხვავებული მოთხოვნები, საერთაშორისო განაცხადის ფორმასა და შედგენილობასთან დაკავშირებით არ იქნეს დაკმაყოფილებული აღნიშნული მონაწილე მხარის კანონის შესაბამისად.

(2) [უარყოფის შეტყობინება](ა) საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების უარყოფა უწყებამ უნდა აცნობოს საერთაშორისო ბიუროს უარყოფის შეტყობინებით დადგენილი დროის პერიოდის განმავლობაში.

(ბ) უარყოფის ნებისმიერ შეტყობინებაში მოყვანილი უნდა იქნეს ყველა საფუძველი, რომელსაც ემყარება უარყოფა.

(3) [უარყოფის შეტყობინების გადაგზავნა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები](ა) საერთაშორისო ბიურო უარის შეტყობინების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის მფლობელს.

(ბ) მფლობელს აქვს სამართლებრივი დაცვის იგივე საშუალებები, როგორც ექნებოდა ნებისმიერ სამრეწველო ნიმუშს, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, არის დაცვის მინიჭებაზე განაცხადის საგანი მოქმედი კანონის შესაბამისად იმ უწყებისათვის, რომელმაც აცნობა უარყოფის შესახებ. სამართლებრივი დაცვის ასეთი საშუალება, სულ მცირე, შეიცავს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების, ან უარყოფის გადასიჯვის, ან უარყოფის გაპროტესტების შესაძლებლობას.

(4)[2] [უარყოფის გატანა]ნებისმიერი უარყოფა შეიძლება გატანილი იქნეს ნაწილობრივ ან მთლიანად ნებისმიერ დროს იმ უწყების მიერ, რომელმაც ის შეატყობინა.

    მუხლი 13. სამრეწველო ნიმუშის ერთიანობის სპეციალური მოთხოვნები

(1) [შეტყობინება სპეციალური მოთხოვნების შესახებ] ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელის კანონი მისი ამ აქტის მხარედ გახდომისას მოითხოვს, რომ სამრწველო ნიმუშები, რომლებიც ერთი და იგივე განაცხადის საგანია, აკმაყოფილებდეს სამრეწველო ნიმუშის ეთიანობის, ნაწარმის ერთიანობის, ან გამოყენების ერთიანობის მოთხოვნას, ან მიეკუთნება საგნების იგივე კომპლექტს ან ნაკრებს, ან მოთხოვნას, რომ ერთი განაცხადით შეიძლება განცხადებული იქნეს მხოლედ ერთი დამოუკიდებელი და განსხვავებული სამრეწველო ნიმუში, შეუძლია შესაბამისად განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს. მაგრამ არცერთი ასეთი განცხადება გავლენას არ მოახდენს გამცხადებლის უფლებაზე საერთაშორისო განაცხადში მე-5(4) მუხლოის შესაბამისად ჩართოს ორი ან მეტი სამრეწველო ნიმუში, იმისდა მიუხედავად, რომ განაცხადში მითითებულია მონაწილე მხარე, რომელმაც გააკეთა აღნიშნული განცხადება.

 (2) [ განცხადების მოქმედება] ნებისმიერი ასეთი განცხადება საშუალებას აძლევს მონაწილე მხარის უწყებას, რომელმაც გააკეთა იგი, მე-12 მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად უარყოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება, სანამ არ იქნება დაცული განხილვაში მყოფი შესაბამისობა მოთხოვნასთან, რომელიც შეტყობინებული იყო ამ მონაწილე მხრის მიერ.

(3) [რეგისტრაციის გაყოფისათვის გადასახდელი შემდგომი საფასურები] როდესაც მე-(2) პუნქტის შესაბამისად უარყოფის შეტყობინების შემდეგ, საერთაშორისო რეგისტრაცია გაიყოფა შესაბამისი უწყებისათვის, რათა დაძლეული იქნეს შეტყობინებაში მოყვანილი საფუძველი, ამ უწყებას უფლება აქვს დააკისროს საფასური ყოველი დამატებითი საერთაშორისო განაცხადისათვის, რომელიც საჭირო იქნებოდა უარყოფის ამ საფუძველის თავიდან ასაცილებლად

    მუხლი 14. საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება

(1) [განაცხადის სტატუსით მოქმედი კანონის შესაბამისად] საერთაშორისო რეგისტრაციას საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან აქვს სულ მცირე იგივე ძალა თითოეული მითითებული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, როგორც ჩვეულებრივ შეტანილ განაცხადს სამრეწველო ნიმუშისათვის დაცვის მისანიჭებლად ამ მონაწილე მხარის კანონის შესაბამისად.

(2) [მინიჭებული დაცვის სტატუსით მოქმედი კანინის შესაბამისად](ა) თითოეულ მითითებულ მონაწილე მხარეში, რომლის უწყებამ არ აცნობა უარყოფის შესახებ მე-12 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო რეგისტრაციას აქვს იგივე ძალა როგორც ამ მონაწილე მხარის კანონით დაცულ სამრეწველო ნიმუშს არა უგვიანეს დროის იმ პერიოდის გასვლის თარიღამდე, რომელიც ნებადართულია უარყოფის შესატყობინებლად, ან, როდესაც მონაწილე მხარეს გაკეთებული აქვს შესაბამისი განცხადება ინსტრუქციის შესაბამისად, ამ განცხადებაში განსაზღვრული დროის ბოლომდე.

(ბ) თუ მითითებული მონაწილე მხარის უწყებამ შეატყობინა უარყოფის შესახებ და შემდეგ ეს უარყოფა ნაწილობრივ ან მთლიანად გაიტანა, საერთაშორისო რეგისტრაციას, იმ შემთხვევაში, თუ უარი გატანაილი იქნა, აქვს იგივე ძალა ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, როგორც აღნიშნული მონაწილე მხარის კანონით სამრეწველო ნიმუშისათვის მინიჭებულ დაცვას არაუგვიანეს იმ თარიღიდან, როდესაც ეს უარყოფა იქნა გატანილი.

(გ) ამ პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო რეგისტრაციისათვის მინიჭებული ძალა მოქმედებს სამრეწველო ნიმუშის ან ნიმუშებისათვის, რომლებიც ამ რეგისტრაციის საგანია მითითებული უწყებისაგან საერთაშორისო ბიუროს მიერ მიღებული სახით, ან თუ მისაღებია, ამ უწყებაში პროცედურის დროს შეცვლილი სახით.

(3) [განცხადება განმცხადებლის მონაწილე მხარის მითითების მოქმედებასთან დაკავშირებით](ა) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება ახორციელებს ექსპერტიზას, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ, თუ იგი არის განმცხადებლის მონაწილე მხარე, ამ მონაწილე მხარის მითითებას საერთაშორისო რეგისტრაციაში არ ექნება ძალა.

(ბ) თუ მონაწილე მხარე, რომელსაც გაკეთებული აქვს (ა) ქვეპუნქტში მითითებული განცხადება, საერთაშორისო განაცხადში აღნიშნულია როგორც განმცხადებლის მონაწილე მხარე და როგორც მითითებული მონაწილე მხარე, საერთაშორისო ბიურო ამ მონაწილე მხარის მითითებას მხედველობაში არ მიიღებს.

    მუხლი. 15. გაუქმება

(1) [დაცვის შესაძლებლობის მოთხოვნა] მითითებული მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გაუქმება ნაწილობრივ ან მთლიანად ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, არ შეიძლება გამოცხადდეს მფლობელისათვის თავის უფლებების დაცვის შესაძლებლობის დროული მინიჭების გარეშე.

(2) [გაუქმების შეტყობინება]მონაწილე მხარის უწყებამ, რომლის ტერიტორიაზე განხორციელდა საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმება, თუ მან იცის ამ გაუქმების შესახებ, უნდა შეატყობინოს იგი საერთაშორისო უწყებას.

    მუხლი 16. ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

(1) [ცვლილებების შეტანა და სხვა საკითხები] საერთაშორისო ბიუროს დადგენილის შესაბამისად შეაქვს საერთაშორისო რეესტრში

(Ι) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელობის ნებისმიერი ცვლილება რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ და ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, იმის გათვალისწინებით, რომ მე-3 მუხლის შესაბამისად ახალ მფლობელს უფლება აქვს შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი.

(ΙΙ) მფლობელის სახელწოდების ან მისამართის ნებისმიერი ცვლილება,

(ΙΙΙ) განმცხადებლის ან მფლობელის წარმომადგენლის არჩევა და ასეთ წარმომადგენელთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემი,

(ΙV) მფლობელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაციაზე ნებისმიერი უარი რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ,

(V) მფლობელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის ნებისმიერი შეზღუდვა რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ ერთი ან რამდენიმე სამრეწველო ნიმუშით, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია,

(VΙ) მითითოეული მონაწილე მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გაუქმება რომელიმე ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია,

(VΙΙ) ინსტრუქციით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია უფლებებთან ნებისმიერ ან ყველა სამრეწველო ნიშანზე, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(2) [საერთაშორისო რეესტრში ჩანაწერის შეტანის ძალა] (1)-ლი პუნქტის მე-(ΙΙ), მე-(ΙV), მე-(VΙ) და მე-(VΙΙ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანას აქვს იგივე ძალა, როგორც თითოეული შესაბამისი მონაწილე მხარის რეესტრში ჩანაწერის შეტანის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაწილე მხარეს შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ (1) პუნქტის (Ι) მითითებული ჩანაწერის შეტანას არ ექნება ძალა ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ვიდრე ამ მონაწილე მხარის უწყება არ მიიღებს ამ განცხადებით განსაზღვრულ მტკიცებებს ან დოკუმენტებს.

(3) [საფასურები] (1) პუნქტის შესაბამისად შესრულებული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა შეიძლება ექვემდებარებოდეს საფასურის გადახდას.

(4) [გამოქვეყნება] საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს ცნობას (1) პუნქტის შესაბამისად შესრულებული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანის შესახებ. იგი უგზავნის გამოქვეყნებული ცნობის ასლს თითოეული დაინტერესებული მონაწილე მხარის უწყებას.

    მუხლი 17. საერთაშორისო რეგისტრაციის პირველი ვადა და ვადის გაგრძელება, დაცვის ხანგრძლივობა

(1) [საერთაშორისო რეგისტრაციის პირველი ვადა] საერთაშორისო რეგისტრაცის მოქმედებს პირველი ხუთწლიანი ვადით, რომელიც აითვლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან.

(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელება] საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი ხუთი წლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და ექვემდებარება დადგენილი საფასურის გადახდას.

(3) [დაცვის ხანგრძლივობა მითითებული მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე] (ა) იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია და (ბ) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე, დაცვის ხანგძლივობა თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არის 15 წელი, რომელიც აითვლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან.

(ბ) როდესაც მონაწილე მხარის კანონი ითვალისწინებს დაცვას, რომლის ხანგრძლივობა 15 წელზე მეტია სამრეწველო ნიმუშისათვის, რომელსაც დაცვა მიენიჭა აღნიშნული კანონის შესაბამისად, დაცვის ხანგრძლივობა, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია, არის იგივე, რაც გათვალისწინებულია ამ მონაწილე მხარის კანონით.

(გ) თითოეული მონაწილე მხარე განცხადებით ატყობინებს გენერალურ დირექტორს მისი კანონით გათვალისწინებული დაცვის მაქსიმალური ხანგრძლივობის შესახებ.

(4) [შეზღუდული გაგრძელების შესაძლებლობა] საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა შეიძლება გაგრძელეს რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ და რომელიმე ან ყველა სამრეწველო ნიმუშისათვის, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(5) {ვადის გაგრძელების შესახებ ჩანაწერის შეტანა და გამოქვეყნება] საერთაშორისო ბიუროს შეაქვს ვადის გაგრძელება საერთაშორისო რეესტრში და აქვეყნებს ცნობას ამის შესახებ. იგი უგზავნის გამოქვეყნებული ცნობის ასლს დაინტერესებულ მონაწილე მხარის თითოეულ უწყებას.

    მუხლი 18. გამოქვეყნებულ საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია

(1) [ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა} დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, საერთაშორისო ბიურო აწვდის ნებისმიერ პირს, რომელიც ამას ითხოვს, ამონაწერს საერთაშორისო რეესტრიდან, ან საერთაშორისო რეესტრის მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ნებისმიერი გამოქვეყნებული საერთაშორისო რეგისტრაციის მიხედვით.

(2) [ლეგალიზაციისგან გათავისუფლება]საერთაშორისო ბიუროს მიერ მოწოდებული ამონაწერი საერთაშორისო რეესტრიდან გათავისუფლებულია ლეგალიზაციის ნებისმიერი მოთხოვნისაგან ყოველი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.

თავი ΙΙ. ადმინისტრაციული დებულებები

    მუხლი 19. რამდენიმე სახელმწიფოს საერთო უწყება

(1) [შეტყობინება საერთო უწყების შესახებ] თუ რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც აპირებს გახდეს ამ აქტის მხარე, ან რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც ამ აქტის მხარეა, შეთანხმდა განახორციელოს სამრეწველო ნიმუშების შესახებ თავისი ეროვნული კანონმდებლობის უნიფიცირება, მათ შეუძლიათ შეატყობინონ გენერალურ დირექტორს, რომ

(Ι) თითოეული მათგანის ეროვნულ უწყებას ჩაენაცვლება საერთო უწყება, და

(ΙΙ) მთელი მათი შესაბამისი ტერიტორია, სადაც მოქმედებს უნიფიცირებული კანონმდებლობა, ჩაითვლება ერთ მონაწილე მხარედ ამ აქტის 1-ლი, მე-3–დან მე-18-მდე და 31-ე მუხლების გამოყენების მიზნით.

(2) [შეტყობინების გაკეთების ვადა] (1) პუნქტში აღნიშნული შეტყობინება უნდა გაკეთდეს,

(Ι) თუ ეს ეხება სახელმწიფოებს, რომლებიც აპირებენ ამ აქტის მხარედ გახდომას, 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების დეპონირებისას;

(ΙΙ) თუ ეს ეხება ამ აქტის მხარე სახელმწიფოებს, ნებისმიერ დროს მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათი ეროვნული კანონმდებლობის უნიფიკაცია.

(3) [შეტყობინების ძალაში შესვლის თარიღი] (1) და (2) პუნქტებში აღნიშნული შეტყობინება ძალაში შევა,

(Ι) თუ ეს ეხება სახელმწიფოებს, რომლებიც აპირებენ ამ აქტის მხარედ გახდომას, როდესაც ასეთი სახელმწიფოები გახდებიან შებოჭილი ამ აქტით;

(ΙΙ) თუ ეს ეხება ამ აქტის მხარე სახელმწიფოებს, გენერალური დირექტორის მიერ სხვა მონაწილე მხარეების შეტყობინების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, ან შეტყობინებაში აღნიშნული ნებისმიერი უფრო გვიანი თარიღით.

    მუხლი 20. ჰააგის კავშირის წევრობა

მონაწილე მხარეები არიან იმავე კავშირის წევრები, რომლის წევრები არიან 1934 წლის აქტის ან 1960 წლის აქტის მხარე სახელმწიფოები.

    მუხლი 21. ასამბლეა

(1) [შემადგენლობა] (ა) მონაწილე მხარეები უნდა იყვნენ იმავე ასამბლეის წევრები, რომლის წევრები არიან 1967 წლის შემვსები აქტის მე-2 მუხლით შებოჭილი სახელმწიფოები.

(ბ) ასამბლეის თითოეული წევრი ასამბლეაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ ალტერნატიული დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები და თითოეულ დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მონაწილე მხარე.

(გ) კავშირის ის წევრები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, ასამბლეის სხდომაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან.

(2) [ფუნქციები]ასამბლეა

(Ι) განაგებს კავშირის საქმიანობის შენარჩუნება, განვითარებასა და ამ აქტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

(ΙΙ) იყენებს ისეთ უფლებებს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მისთვის მინიჭებული ან გადაცემულია ამ აქტით ან 1967 წლის შემვსები აქტით;

(ΙΙΙ) გენერალურ დირექტორს აძლევს გადასინჯვის კონფერენციებისათვის მზადებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს და წყვეტს ნებისმიერი ასეთი კონფერენციის მოწვევის საკითხს;

(ΙV) შეაქვს ცვლილებები ინსტრუქციაში;

(V) განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან მიმართებით, აგრეთვე აძლევს გენერალურ დირექტორს ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

(VΙ) განსაზღვრავს კავშირის პროგრამას, იღებს ორწლიან ბიუჯეტს და ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;

(VΙΙ) იღებს კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს;

(VΙΙΙ) აარსებს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კავშირის მიზნების მისაღწევად;

(ΙX) (1) პუნქტის (გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს რომელი სახელმწიფო, სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია დაიშვება მეთვალყურეებად სხდომებზე;

(X) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის მოქმედებას კავშირის მიზნების შესრულების ხელშესაწყობად და ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც მიზანშეწონილია ამ აქტიდან გამომდინარე.

(ბ) საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვის, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

(3) [კვორუმი](ა) ასამბლეის წევრების ნახევარი, რომლებიც არიან სახელმწიფოები და აქვთ ხმის მიცემის უფლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შეადგენს კვორუმს ამ საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრის მიზნებისათვის.

(ბ) (ა) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, თუ ნებისმიერ სესიაზე ასამბლეის წევრების რიცხვი, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები და ესწრებიან, ნაკლებია ნახევარზე, მაგრამ ტოლია ან მეტია ასამბლეის იმ წევრების ერთი მესამედის, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ გარდა საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა, ყველა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, თუ შემდგომში წარმოდგენილი პირობები შესრულდება. საერთაშორისო ბიურომ უნდა აცნობოს ამ გადაწყვეტილებების შესახებ ასამბლეის წევრებს, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები, მაგრამ არ ესწრებოდნენ და უნდა შესთავაზოს მათ გამოხატონ ხმის მიცემა ან თავის შეკავება წერილობით, შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის ამოწურვისას ასეთი წევრების რიცხვი, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს ხმის მიცემა ან თავის შეკავება, აღწევს წევრების რიცხვს, რომელიც აკლდა სესიის კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის იმის გათვალისწინებით, რომ ყოველივე აღნიშნულთან ერთად საჭირო უმრავლესობა ამ მომენტისათვის მიღწეულია.

(4) [გადაწყვეტილებების მიღება ასამბლეაზე] (ა) ასამბლეა ყოველ ღონეს იხმარს, რათა გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კონსენსუსით.

(ბ) თუ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია კონსენსუსით, სადავო საკითხი კენჭისყრით გადაწყდება. ასეთ შემთხვევაში,

(Ι) თითოეულ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სახელმწიფო, აქვს ერთი ხმა და ხმას აძლევს მხოლოდ თავის სახელით, და

(ΙΙ) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, შეუძლია ხმა მისცეს თავისი წევრი სახელმწიფოების მაგივრად, ხმების რაოდენობით, რომელიც ტოლია მისი წევრი ამ აქტის მხარე სახელმწიფოების რიცხვის, ამასთან, არცერთი ასეთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო გამოიყენებს თავის ხმის მიცემის უფლებას და პირიქით.

(გ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მხოლოდ 1967 წლის შემვსები აქტის მე-2 მუხლით შებოჭილ სახელმწიფოებს, მონაწილე მხარეებს, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული მუხლი, არა აქვთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მხოლოდ მონაწილე მხარეებს, მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ ხმის მიცემის უფლება.

(5) [უმრავლესობა] (ა) 24(2) და 26(2) მუხლებიდან გამომდინარე, ასამბლეის გადაწყვეტილებები საჭიროებს მიცემული ხმების ორ მესამედს.

(ბ) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად.

(6) [სესიები] (ა) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ერთხელ ყოველ მეორე კალენდარულ წელს გენერალური დირექტორის მოწვევით და თუ არ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, იმავე ადგილზე, როგორც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

(ბ) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ან ასამბლეის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.

(გ) თითოეული სესიის დღის წესრიგს ამზადებს გენერალური დირექტორი.

(7) [პროცედურის წესები] ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს.

    მუხლი 22. საერთაშორისო ბიურო

(1) [ადმინისტრაციული ფუნქციები] (ა) საერთაშორისო რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული მოვალეობები, ისევე როგორც კავშირთან დაკავშირებული ყველა სხვა ადმინისტრაციული ფუნქცია, სრულდება საერთაშორისო ბიუროს მიერ.

(ბ) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს შეხვედრებს და უზრუნველყოფს ასამბლეას და ექსპერტთა ისეთ კომიტეტებს და მუშა ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ასამბლეის მიერ, სამდივნოს მომსახურებით.

(2) [გენერალური დირექტორი] გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი და წარმოადგენს კავშირს.

(3) [შეხვედრები, ასამბლეის სესიების გარდა] გენერალური დირექტორი იწვევს ასამბლეის მიერ დაარსებულ ნებისმიერ კომიტეტს და მუშა ჯგუფს და აწყობს ყველა სხვა შეხვედრას, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

(4) [საერთაშორისო ბიუროს როლი ასამბლეაზე და სხვა შეხვედრებზე] (ა) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის და მის მიერ დაარსებული კომიტეტებისა და მუშა ჯგუფების ყველა შეხვერდრაში, აგრეთვე კავშირის ეგიდით გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ ნებისმიერ სხვა შეხვედრაში.

(ბ) გენერალური დირექტორი ან გენერალური დირექტორის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ასამბლეის, კომიტეტების, მუშა ჯგუფების და სხვა შეხვედრების ex officio მდივანი.

(5) [კონფერენციები] (ა) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის ინსტრუქციების შესაბამისად ამზადებს გადასინჯვის კონფერენციებს.

(ბ) სართაშორისო ბიუროს შეუძლია გამართოს კონსულტაციები სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მზადებასთან დაკავშირებით.

(გ) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები გადასინჯვის კონფერენციებზე მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში ხმის მიცემის უფლების გარეშე.

(6) [სხვა ფუნქციები] საერთაშორისო ბიურო ამ აქტიდან გამომდინარე ახორციელებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ფუნქციას.

    მუხლი 23. ფინანსები

(1) (ბიუჯეტები] (ა) კავშირს უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი.

(ბ) კავშირის ბიუჯეტი შეიცავს საკუთრივ კავშირის კუთვნილ შემოსავალს და მართებულ ხარჯებს, მის შენატანებს ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში, რომელიც საერთოა ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული კავშირებისათვის.

(გ) ხარჯები, რომლებიც არ განეკუთვნება მხოლოდ კავშირს, მაგრამ განეკუთნება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ ერთ ან მეტ სხვა კავშირს, განიხილება კავშირების საერთო ხარჯებად. კავშირის წილი ასეთ საერთო ხარჯებში შეესაბამება მის წილს მოცემულ ხარჯებში.

(2) [კოორდინირება კავშირის სხვა ბიუჯეტებთან] კავშირის ბიუჯეტი დგინდება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნების სათანადო გათვალისწინებით.

(3) [ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები]კავშირის ბიუჯეტი ფინანსდება შემდეგი წყაროებიდან:

(Ι) საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურებით;

(ΙΙ) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურებისათვის კუთვნილი გადასახადით;

(ΙΙΙ) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან დაკავშირებული გამოცემების გაყიდვით ან ჰონორარით.

(ΙV) საჩუქრებით, უფლებამონაცვლეობით მიღებული ქონებით, სუბსიდიებით;

(V) რენტით, პროცენტებით და სხვა შემოსავლით.

(4) [საფასურების და გადასახადების დადგენა;ბიუჯეტის დონე] (ა) მე-(3) (Ι) პუნქტით მითითებული საფასურის ოდენობა უნდა დადგინდეს ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადებით. მე-(3) (ΙΙ) პუნქტით მითითებული გადასახადები უნდა დადგინდეს გენერალური დირექტორის მიერ და დასაშვებია მათი წინასწარი გამოყენება, მაგრამ ექვემდებარება ასამბლეის მიერ დამტკიცებას თავის შემდეგ სესიაზე.

(ბ) მე-(3) (Ι) პუნქტში მითითებული საფასურის ოდენობა ისე უნდა იქნეს დადგენილი, რომ კავშირის მიერ საფასურებით და სხვა წყაროებით მიღებული შემოსავალი სულ მცირე საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს კავშირთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დასაფარად.

(გ) თუ ბიუჯეტი არ იქნა მიღებული ახალი ფინანსური პერიოდის დაწყების წინ, იგი წინა წლის ბიუჯეტის დონეზე იქნება, როგორც ეს გათვალისწინებულია ფინანსურ ინსტრუქციაში.

(5) [მიმდინარე აქტივების ფონდი] კავშირს აქვს მიმდინარე აქტივების ფონდი, რომელიც შედგენილია შემოსავლების ნამეტით, ხოლო თუ ასეთი ნამეტი არ არის საკმარის, კავშირის თითოეული წევრის ერთჯერადი გადასახადით. თუ ფონდი არასაკმარისია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ. გადასახადის წილს და ვადაებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირქტორის წინადადებებით.

(6) [მასპინძელი სახელმწიფოს ავანსი] (ა) შეთანხმებით შტაბბინის შესახებ, რომელიც დადებულია სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზე ორგანიზაციას აქვს შტაბბინა, გათვალისწინებული უნდა იქნეს რომ როდესაც მიმდინარე აქტივების ფონდი არასაკმარისია, ასეთმა სახელმწიფომ უნდა გაიღოს ავანსი. ამ ავანსის ოდენობა და გამოყოფის პირობები ასეთ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორის ცალკე შეთანხმების საგანია.

(ბ) (ა) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოს და ორგანიზაციას თითოეულს უნდა ჰქონდეს ავანსის გამოყოფის ვალდებულების დენონსირების უფლება წერილობითი შეტყობინებით. დენონსირება ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის ბოლოდან, როდესაც ეს შეტყობინებული იქნა.

(7) [ანგარიშების შემოწმება] ანგარიშების შემოწმება ხორციელდება კავშირის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ ან გარე აუდიტორიების მიერ, ფინანსური ინსტრუქციის მიხედვით. ისინი უნდა დაინიშნონ ასამბლეის მიერ მათთან შეთანხმებით.

    მუხლი 24. ინსტრუქცია

(1) [საგანი]ინსტრუქცია აწესრიგებს ამ აქტის განხორციელების დეტალებს. იგი, კერძოდ, მოიცავს ღირებულებებს, რომლებიც შეეხება

(Ι) საკითხების, რომელთა დაწესებასაც ეს აქტი ნათლად ითვალისწინებს;

(ΙΙ) შემდგომ დეტალებს, რომლებიც ეხება, ან ნებისმიერ დეტალებს, რომლებიც მისაღებია, ამ აქტის დებულებების განხორციელებისათვის;

(ΙΙΙ) ნებისმიერ ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, საკითხებს ან პროცედურებს.

(2) [ინსტრუქციის განსაზღვრული დებულებების შეცვლა] (ა) ინსტრუქციამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ ინსტრუქციის განსაზღვრული დებულებების შეცვლა შეიძლება მხოლოდ ერთსულოვნად ან უმრავლესობის ოთხი მეხუთედით;

(ბ) დადგინდეს, რომ რათა ერთსულოვნების ან უმრავლესობის ოთხი მეხუთედის მოთხოვნა აღარ იქნეს გამოყენებული მომავალში ინსტრუქციის დებულების შესაცვლელად, ერთსულოვნება არის საჭირო.

(გ) დადგინდეს, რომ რათა ერთსულოვნების ან უმრავლესობის ოთხი მეხუთედის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს მომავალში ინსტრუქციის დებულებების შესაცვლელად, ოთხი მეხუთედი არის საჭირო.

(3) [წინააღმდეგობა ამ აქტსა და ინსტრუქციას შორის]ამ აქტის დებულებებსა და ინსტრუქციის დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება პირველს.

თავი ΙΙΙ. გადასინჯვა და ცვლილება

    მუხლი 25. ამ აქტის გადასინჯვა

(1) [გადასინჯვის კონფერენციები]ეს აქტი შეიძლება გადაისინჯოს მონაწილე მხარეების კონფერენციის მიერ.

(2) [განსაზღვრული მუხლების გადასინჯვა და შეცვლა] 21-ე, 22– ე, 23-ე და 26-ე მუხლები შეიძლება შეიცვალოს გადასინჯვის კონფერენციის ან ასამბლეის მიერ 26-ე მუხლის დებულების თანახმად.

    მუხლი 26. განსაზღვრული მუხლების შეცვლა ასამბლეის მიერ

(1) [წინადადებების შეცვლის შესახებ] (ა) ასამბლეის მიერ 21-ე, 22-ე, 23-ე და ამ მუხლის შეცვლის წინადადება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნებისმიერი მონაწილე მხარის ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.

(ბ) გენერალურმა დირექტორმა ასეთი წინადადებების შესახებ უნდა შეატყობინოს მონაწილე მხარეებს, მათი ასამბლეის მიერ განხილვამდე ექვსი თვით ადრე.

(2) [უმრავლესობა]ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ცვლილებების მიღება მოითხოვს უმრავლესობის სამ მეოთხედს, 21-ე მუხლის ან წინამდებარე პუნქტის ნებისმიერი ცვლილების გამოკლებით, რომელიც მოითხოვს უმრავლესობის ოთხმეხუთედს.

(3) [ძალაში შესვლა](ა) იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება (ბ) ქვეპუნქტი, (1) პუნქტით აღნიშნული მუხლების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ იმ მონაწილე მხარეების სამი მეოთხედისაგან თანხმობის შესახებ, რომელიც ხორციელდება მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, რომლებიც ცვლილებების მიღების დროს ასამბლეის წევრები იყვნენ და ამ ცვლილებისათვის ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ.

(ბ) 21-ე მუხლის მე-(3) ან მე-(4) პუნქტის ან ამ ქვეპუნქტის ცვლილება ძალაში არ შედის, თუ ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერი მონაწილე მხარე შეატყობინენბს გენერალურ დირექტორს, რომ იგი არ იღებს ამ ცვლილებას.

(გ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ძალაში შედის ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, ბოჭავს ყველა სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ცვლილების ძალაში შესვლის დროს მონაწილე მხარეები არიან, ან შემდგომ გახდებიან მონაწილე მხარეები.

თავი ΙV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 27. ამ აქტის მხარედ გახდომა

(1) [მხარედ გახდომის უფლება] მე-(2) და მე-(3) პუნქტებიდან და 28-ე მუხლიდან გამომდინარე,

(Ι) ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს ამ აქტის მხარე;

(ΙΙ) ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს იმ უწყების საქმიანობას, რომელსაც შეუძლია მიანიჭოს დაცვა სამრეწველო ნიმუშებს ტერიტორიაზე, სადაც სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამაარსებელი ხელშეკრულება მოქმედებს, შეუძლია მოაწეროს ხელი და გახდეს ამ აქტის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სულ მცირე ერთი წევრი სახელმწიფო არის ორგანიზაციის წევრი და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი უწყება მე-19 მუხლის შესაბამისად არ არის შეტყობინების სუბიექტი.

(2) [რატიფიკაცია ან მიერთება] (1) პუნქტით აღნიშნულ ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს დეპონირება.

(Ι) რატიფიკაციის სამართლებრივი აქტისა, თუ მან ხელი მოაწერა ამ აქტს, ან

(ΙΙ) მიერთების სამართლებრივი აქტისა, თუ მას ხელი არ აქვს მოეწერილი ამ აქტზე.

(3) [დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი](ა) (ბ)-დან (დ)-მდე პუნქტებიდან გამომდინარე, რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ამ სამართლებრივი აქტის დეპონირება განხორციელდა.

(ბ) ნებისმიერ სახელმწიფოს, სადც სამრეწველო ნიმუშის დაცვის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრია სახელმწიფო, უწყების საშუალებით, რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი აქტების დეპონირება განხორციელდა, თუ ეს თარიღი აღნიშნული სახელმწიფოს სამართლებრივი აქტების დეპონირების თარიღზე გვიანდელია.

(გ) რატიფიკაციის ან მიერთების ნებისმიერი სამართლებრივი აქტის, რომელიც შეიცავს ან, რომელსაც თან ერთვის მე-19 მუხლში აღნიშნული შეტყობინება, ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც სახელმწიფოების ჯგუფის წევრი სახელმწიფოების, რომლებმაც გააკეთეს აღნიშნული შეტყობინება, უკანასკნელი სამართლებრივი აქტებით იყო დეპონირებული.

(დ) სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების ნებისმიერი სამართლებრივი აქტი შეიძლება შეიცავდეს ან თანდართული ჰქონდეს განცხადება, რომელიც პირობად აყენებს, რომ ჩაითვალოს დეპონირებულად ერთი სხვა სახელმწიფოს ან ერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი აქტი, ან ორი სხვა სახელმწიფოს სამართლებრივი აქტები, ან ერთი სხვა სახელმწიფოს და ერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის, რომელიც განსაზღვრულია სახელით და აკმაყოფილებს ამ აქტის მხარედ გახდომის მოთხოვნებს, აქტი არის ან არიან აგრეთვე დეპონირებული. სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს ან რომელსაც თან ერთვის ასეთი განცხადება ჩაითვლება დეპონირებულად იმ დღეს, როდესაც განცხადებაში აღნიშნული პირობა შესრულდება. გარდა ამისა, როდესაც განცხადებაში განსაზღვრული სამართლებრივი აქტი თვითონ შეიცავს, ან მას თვითონ ერთვის აღნიშნული სახის განცხადება, ეს სამართლებრივი აქტი ითვლება დეპონირებულად იმ დღეს, როდესაც უკანასკნელ განცხადებაში განსაზღვრული პირობა შესრულდება.

(ე) ნებისმიერ დროს შეიძლება (დ) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების გატანა მთლიანადან ნაწილობრივ. ნებისმიერი ასეთი გატანა ძალაში შევა თარიღით, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს შეტყობინებას გატანის შესახებ.

    მუხლი 28. რატიფიკაციის და მიერთების ძალაში შესვლის თარიღი

(1) [მხედველობაში მისაღები სამართლებრივი აქტები] ამ მუხლის მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ 27-ე მუხლის (1) პუნქტით მითითებული სახელმწიფოების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტები, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება 27-ე მუხლის (3) პუნქტს.

(2) [ამ აქტის ძალაში შესვლა] ეს აქტი ძალაში შედის ექვსი სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირებიდან სამ თვეში, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ბიუროს მიერ შეგროვებული უახლესი წლიური სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად ამ სახელმწიფოდან სულ მცირე სამი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთს მაინც:

(Ι) აღნიშნულ სახელმწიფოში ან ამ სახელმწიფოს მითითებით შეტანილია სულ მცირე 3, 000 განაცხადი სამრეწველო ნიმუშის დაცვაზე, ან

(ΙΙ) აღნიშნულ სახელმწიფოში ან ამ სახელმწიფოს მითითებით შეტანილია სულ მცირე 1, 000 განაცხადი სამრეწველო ნიმუშის დაცვაზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ.

(3) [რატიფიკაციის და მიერთების ძალაში შესვლა](ა) ნებისმიერ სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე, რომელმაც განახორციელა რატიფიკაციის ან მიერთების თავისი სამართლებრივი აქტების დეპონირება ამ აქტის ძალაში შესვლის თარიღამდე სამი ან მეტი თვით ადრე, ამ აქტის მოქმედება ვრცელდება მისი ძალაში შესვლის თარიღით.

(ბ) ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე ამ აქტის მოქმედება ვრცელდება მის მიერ რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების თარიღიდან სამ თვეში, ან ამ სამართლებრივ აქტში აღნიშნული ნებისმიერი უფრო გვიანი თარიღით.

    მუხლი 29. იურიდიული დათქმის აკრძალვა

იურიდიული დათქმა ამ აქტისათვის არ არის ნებადართული.

    მუხლი 30. მონაწილე მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებები

(1) [განცხადებების გაკეთების დრო] მე-4 (1) (ბ), მე-5 (2) (ა), მე-7 (2), მე-11 (1), მე-13(1), მე-14 (3), მე-16 (2) ან მე-17 (3) (გ) მუხლების შესაბამისად ნებისმიერი განცხადება შეიძლება გაკეთდეს

(Ι) 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტით აღნიშნული სამართლებრივი აქტის დეპონირებისას, ამ შემთხვევაში იგი ძალაში შევა იმ თარიღით, როდესაც სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებმაც გააკეთეს განცხადება, ვრცელდება ამ აქტის მოქმედება, ან

(ΙΙ) 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტის დეპონირების შემდეგ, ამ შემთხვევაში იგი ძალაში შევა გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღების თარიღიდან სამ თვეში, ან განცხადებაში მითითებული ნებისმიერი გვიანი თარიღით, მაგრამ გამოყენებადია მხოლოდ ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ, რომლის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი განცხადების ძალაში შესვლის თარიღს ემთხვევა ან უფრო გვიანია.

(2) [საერთო უწყების მქონე სახელმწიფოების განცახდებები] (1) პუნქტის მიუხედავად ამ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი განცხადება, რომელიც გააკეთა სახელმწიფომ, რომელმაც სხვა სახელმწიფოსთან ან სხვა სახელმწიფოებთან ერთად მე-19 მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად შეატყობინა გენერალურ დირექტორს მათი ეროვნული უწყების საერთო უწყებით ჩანაცვლების შესახებ, ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, თუ ამ სხვა სახელმწიფომ ან ამ სხვა სახელმწიფოებმა გააკეთა ან გააკეთეს შესაბამისი განცხადება ან განცხადებები.

(3) [განცხადებების გატანა](1) პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი განცხადება შეიძლება გატანილ იქნეს ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი გატანა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამ თვეში ან შეტყობინებაში მითითებული ნებისმიერი გვიანი თარიღით. მე-(7) მუხლის მე-(2) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების შემთხვევაში, გატანა არ მოახდენს გავლენას საერთაშორისო განცხადებაზე, რომელიც შეტანილი იყო ამ გატანის ძალაში შესვლამდე.

    მუხლი 31. 1934 წლის და 1960 წლის აქტების გამოყენება

(1) [ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის ან 1960 წლის აქტების მხარეები არიან]ეს აქტი გამოიყენება იმ სახელმწიფოთა ურთიერთობაში, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის აქტის ან 1960 წლის აქტის მხარეები არიან. ამასთან, ასეთმა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, შემთხვევისდა მიხედვით, უნდა გამოიყენონ 1934 წლის აქტი ან 1960 წლის აქტი იმ სამრეწველო ნიმუშებისათვის, რომლებიც დეპონირებული იყო საერთაშორისო ბიუროში მათ ურთიერთობაში ამ აქტის გამოყენების დაწყების წინ.

(2) [ურთირთობა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის ან 1960 წლის აქტების მხარეები არიან და სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არიან 1934 წლის და 1960 წლის აქტების მხარეები და არ არიან ამ აქტის მხარეები] (ა) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის აქტის მხარეა უნდა გააგრძელოს 1934 წლის აქტების გამოყენება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც 1934 წლის აქტის მხარეები არიან და არ არიან 1960 წლის ან ამ აქტის მხარეები.

(ბ) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც ორივე ამ აქტის და 1960 წლის აქტის მხარეა, უნდა გააგრძელოს 1960 წლის აქტის გამოყენება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც 1960 წლის აქტის მხარეები არიან და არ არიან ამ აქტის მხარეები.

    მუხლი 32. ამ აქტის დენონსირება

(1) [შეტყობინება]ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია ამ აქტის დენონსირება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.

(2) [ძალაში შესვლის თარიღი]დენონსირება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ან შეტყობინებაში აღნიშნული ნებისმიერი გვიანი თარიღით. მან გავლენა არ უნდა მოახდინოს ამ აქტის გამოყენებაზე განხილვის პროცესში მყოფი ნებისმიერი საერთაშორისო განსცხადის მიმართ და ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ, რომელიც ძალაშია შესული დენონსირების განმცხადებელი მონაწილე მხარისათვის დენინსირების ამოქმედების დროს.

    მუხლი 33. ამ აქტის ენები;ხელმოწერა

(1) [ორიგინალური ტექსტები;ოფიციალური ტექსტები;] (ა) ამ აქტს ხელი უნდა მოეწეროს ერთ პირად ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ყველა ტექსტი ერთნაირად ავთენტიკურია.

(ბ) ოფიციალური ტექსტები დგინდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ ისეთ სხვა ენებზე, რომლებიც შეიძლება მიუთითოს ასამბლეამ.

(2) [ხელმოწერის ზღვრული ვადა] ეს აქტი ხელმოსაწერად რჩება ღიად ორგანიზაციის შტაბბინაში, მისი მიღებიდან ერთი წლის მანძილზე.

    მუხლი 34. დეპოზიტარი

ამ აქტის დეპოზიტარი არის გენერალური დირექტორი.



[1] როდესაც იღებდა მე-10 მუხლს დიპლომატიურ კონფერენციას ესმოდა, რომ არაფერი ამ მუხლში განმცხადებლისათვის, ან მფლობელისთვის, ან პირისათვის, რომელსაც განმცხადებლის, ან მფლობელის თანხმობა აქვს, არ აბრკოლებს საერთაშორისო განაცხადის ან საერთაშორისო რეგისტრაციის ხელმისაწვდომობას.

[2] როდესაც იღებდა მე-12(4), მე-14(2) (ბ) მუხლებს და წესს 18(4), დიპლომატიური კონფერენცია აცნობიერებდა, რომ უწყების მიერ, რომელმაც შეატყობინა უარი, უარის გატანამ შეიძლება მიიღოს განცხადების ფორმა იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა უწყებამ გადაწყვიტა მიიღოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება სამრეწველო ნიმუშების, ან რამდენიმე სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებული იყო უარის შეტყობინება. აგრეთვე გასაგები იყო, რომ უწყებას შეუძლია უარის შეტყობინების გაგზავნისათვის ნებადართული დროის პერიოდის განმავლობაში გაგზავნოს განცხადება იმის შესახებ, რომ მან გადაწყვიტა მიიღოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება მაშინაც კი, როდესაც მას არ გაუგზავნია უარის ასეთ შეტყობინება.