დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 109 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010080000.08.002.016170 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №109
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოყენებისათვის ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის სტანდარტიზაციის მიზნით, დამტკიცდეს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვენებისთანავე.
მ. სააკაშვილი
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესი
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის დროს ქართული ანბანის ასოს შეესაბამება ლათინური ანბანის ასო შემდეგი წესის მიხედვით:
ა | a |
ბ | b |
გ | g |
დ | d |
ე | e |
ვ | v |
ზ | z |
თ | t |
ი | i |
კ | k’ |
ლ | l |
მ | m |
ნ | n |
ო | o |
პ | p’ |
ჟ | zh |
რ | r |
ს | s |
ტ | t’ |
უ | u |
ფ | p |
ქ | k |
ღ | gh |
ყ | q’ |
შ | sh |
ჩ | ch |
ც | ts |
ძ | dz |
წ | ts’ |
ჭ | ch’ |
ხ | kh |
ჯ | j |
ჰ | h. |
2. ამ წესის პირველი პუნქტით არ ვრცელდება იმ მაკროტოპონიმებზე, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან. ასეთ შემთხვევაში სახელწოდებების უცხოურ ენაზე დაწერისას გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამდე ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
3. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი დაწერილობისას ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
დოკუმენტის კომენტარები