დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016064 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2011 - 07/05/2012)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №2 5/ნ
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი” დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი ) შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – შესარჩევი კონკურსი ) ჩატარების, დირექტორობის უფლების მოპოვების სერტიფიკატის გაცემის და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოები სათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის პირობებს.
მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი
შესარჩევი კონკურსის მიზანია, დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა . აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები ს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებ ის (შემდგომში – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) საქმიანობას დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
წესშ ი გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) დამკვირვებელი – პირი , რომელი ც აკვირდება საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას ;
ბ ) კოორდინატორი – პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას ;
გ ) დირექტორობის კანდიდატი – პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვებს დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს ;
დ ) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს სკოლის დირექტორ ობის მსურველთა რეგისტრაციას და ეხმარება შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს წამოჭრილი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;
ე ) დირექტორობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სურვილი აქვს სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა;
ვ ) საგამოცდო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება შესარჩევი კონკურს ზე;
ზ ) საგამოცდო ცენტრი – შესარჩევი კონკურსის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
თ ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც შესარჩევი კონკურსის ჩაბარების მსურველები განთავსდებიან შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – ტესტირებისათვის ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც დირექტორობის მსურველთათვის აუცილებელია გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობის მოსაპოვებლად.
თავი II. დირექტორის შესარჩევი კონკურსი
მუხლი 5. რეგისტრაცია
1. შესარჩევი კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე მეტი, განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. შესარჩევი კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნით, პირი რეგისტრირდება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის მეშვეობით;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის ფორმას და რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის არასრული ან არასწორი შევსების შემთხვევაში დირექტორობის მსურველი შესარჩევი კონკურსისათვის არ დარეგისტრი რდება;
5. შესარჩევი კონკურსის რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა სიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ცენტრი უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შექმნილ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დირექტორობის მსურველთა მონაცემების შეყვანას . ელექტრონული საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.
მუხლი 6. საგამოცდო ბარათის გაცემა
1 . ცენტრი, შესარჩევი კონკურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე, უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების გადაცემას იმ რესურსცენტრისათვის, რომელსაც სკოლის დირექტორობის მსურველი პირი მიუთითებს რეგისტრაციის დროს .
2 . რესურსცენტრი შესარჩევი კონკურსის დაწყებამდე გონივრულ ვადაში უზრ უნველყოფს საგამოცდო ბარათის გადაცემას სკოლის დირექტორობის მსურველებისათვის .
3. რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველზე საგამოცდო ბარათი გაი ცემა რესურსცენტრში შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ქვითრის, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენის შემდეგ.
4 . საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დირექტორობის მსურველის საიდენტიფიკაციო უნიკალურ კოდს, რომელიც ენიჭება რეგისტრაციის დროს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს სკოლის დირექტორობის მსურველი ;
გ) შესარჩევი კონკურსის თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს;
დ) ცენტრის დირექტორის ხელმოწერასა და ცენტრის ბეჭედს.
მუხლი 7. შესარჩევი კონკურსის შინაარსი და ფორმა.
1. საგამოცდო პროგრამას ცენტრის წარდგინებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი .
2. შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპიანია, პირველი ეტაპი მოიცავს ტესტირებას (შემდგომში - ტესტირება), ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო ცენტრებში სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას (შემდგომში – გასაუბრება) .
3. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ ი კომპეტენციის ზღვარს.
მუხლი 8. შესარჩევი კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი
1. შესარჩევი კონკურსი ტარდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ .
2. შესარჩევი კონკურსის ჩატარების თარიღს, დროს და ხანგრძლივობას , ცენტრის წარდგინებით , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. შესარჩევი კონკურსის ჩატარების ადგილს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი .
მუხლი 9. შესარჩევი კონკურსის ენა
შესარჩევი კონკურსი ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
მუხლი 10. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება
1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან:
ა) პირი, რომელსაც აქვს ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;
ბ ) კოორდინატორი;
გ ) დამკვირვებელი;
დ ) რეგისტრატორი;
ე ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი.
2. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს:
ა) კოორდინატორს;
ბ ) დამკვირვებელს.
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს;
დ) სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
3. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იმყოფებოდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას . მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით დირექტორობის მსურველის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. ტესტირების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6 . დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.
7 . პირი არ შეიძლება დანიშნულ იქნეს კოორდინატორად, დამკვირვებლად, რეგისტრატორად და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ტესტირებას გადის მისი ნათესავი.
8 . ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) მეუღლე;
ბ) შვილი, გერი;
გ) მშობელი/მშვილებელი, მეუღლის მშობელი/ მშვილებელი;
დ) და-ძმა; მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;
ე) ბებია და ბაბუა ( პაპა) , ბებიის დედ-მამა და ბაბუის ( პაპის) დედ-მამა, როგორც დედის და მამის, ასევე მეუღლის მხრიდან;
ვ) შვილიშვილი, შვილთაშვილი;
ზ) ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები. მეუღლის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები.
მუხლი 11. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. საგამოცდო ცენტრში დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე .
2. ტესტირების ჩაბარების მიზნით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად, დირექტორობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე, თან იქონიოს საგამოცდო ბარათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. რეგისტრაციის შემდეგ სკოლის დირექტორობის მსურველი საგამოცდო სექტორში იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.
4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
მუხლი 12. ტესტირების დაწყება
1. ტესტირების დაწყებამდე საგამოცდო სექტორში მყოფ დირექტორობის მსურველს კოორდინატორი /დამკვირვებელი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, ტესტირების ჩატარების, ტესტის შევსებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა.
2. კოორდინატორი /დამკვირვებელი უზრუნველყოფს , რომ დროის ათვლის დაწყებამდე დირექტორობის მსურველს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.
მუხლი 13. მუშაობა ტესტზე
1. ტესტზე მუშაობის პროცესში დირექტორობის მსურველს შეუძლია გამოიყენოს ცენტრის ბეჭედით და კორდინატორის/დამკვირვებლის ხელმოწერით დამოწმებული დამხმარე ფურცელი, რომელსაც მას გადასცემს კოორდინატორი/დამკვირვებელი.
2. დამხმარე ფურცელი ტესტირების დასრულების შემდეგ რჩება საგამოცდო ცენტრში.
3. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები და ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ე ) საგამოცდო მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის, საგამოცდო ფურცლის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ვ ) კოორდინატორის/დამკვირვებლის მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;
ზ ) ტესტზე მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ.
5. ტესტირების დამთავრების ან ტესტირების დროის ამოწურვისთანავე დირექტორობის მსურველს კოორდინატორი/დამკვირვებელი კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებს მის მიერ დაგროვებულ ქულას.
6. დროის ამოწურვამდე ტესტირების დამთავრების შემთხვევაში დირექტორობის მსურველს უფლება აქვს დატოვოს საგამოცდო სექტორი კოორდინატორის ან დამკვირვებლის თანხმობით .
მუხლი 14. ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის დარღევევა
1. ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დირექტორობის მსურველს გამოეცხადება გაფრთხილება, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ჩამოერთმევა აღნიშნული ნივთი.
2. ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი იხსნება ტესტირებიდან , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის საფუძველზე.
3 . წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში სკოლის დირექტორობის მსურველი ტესტირებიდან მოი ხსნება გაფრთხილების გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე.
მუხლი 15. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
1. ტესტირების ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა, ცენტრი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ტესტის პასუხებს და დირექტორობის მსურველთა სიას, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისა და დირექტორობის მსურველისათვის.
მუხლი 16. დირექტორობის მსურველთა გასაუბრება
1. გასაუბრებას ატარებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.
2. დირექტორობის მსურველი საგამოცდო პროგრამიდან ირჩევს ერთ საკითხს, რომელზეც წარმოადგენს პრეზენტაციას, მაქსიმუმ 5 წუთის ხანგრძლივობით.
3. ზეპირი გამოცდის შედეგები ფიქსირდება შესაბამის ოქმში.
მუხლი 17. შესარჩევი კონკურსის საბოლოო შედეგები
1. შესარჩევი კონკურსის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ცენტრის წარდგინებით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის კანდიდატთა სიას , რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შესარჩევი კონკურსი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში, ცენტრი უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შექმნილ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დირექტორობის კანდიდატთა მონაცემების შეყვანას . ელექტრონული საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.
მუხლი 18. დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა
1. დირექტორობის უფლების მოპოვება დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი .
2. ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითა დირექტორობის მსურველმა პირმა .
3. დირექტორობის კანდიდატმა, ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ, სერტიფიკატის მისაღებად უნდა მიმართოს იმ რესურსცენტრს, რომელიც მიუთითა რეგისტრაციის დროს.
4. დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედებს, ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ დირექტორობის კანდიდატი კარგავს სკოლის დირექტორობის უფლებას.
თავი III. დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა
მუხლი 19. საპრეტენზიო კომისია
1. დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ.
2 . კომისია შედგება 7 წევრისგან.
3 . კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
4 . კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თ ავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მინიმუმ ხუთი წევრი . კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
5. კომისიის სხდომის მიმდინარეობა და გადაწყვეტილება აისახება კომისიის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 20. დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა
1. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიები, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
2 . დირექტორობის მსურველმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს თან უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი და დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებათან დაკავშირებული პრეტენზიების განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3 . კომისია შემოსულ საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს და გადაწყვეტილებას ღებულობს საპრეტენზიო განაცხადების მიღების დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
თავი IV. შესარჩევი კონკურსის საფასური
მუხლი 21. შესარჩევი კონკურსის საფასური
1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 35 ლარს;
ბ) დირექტორობის მსურველის ინიციატივით ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. დირექტორობის მსურველის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება შესარჩევი კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე დირექტორობის მსურველის სასარგებლოდ შეიცვლება ტესტის შეფასება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გადახდილი თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
თავი V. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოები სათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა
მუხლი 22. დირექტორობის კანდიდატები ს წარდგინება
1. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის კანდიდატები წარედგინება, სამინისტროში თანხმობის განაცხადის შევსებისა და თანდართული დოკუმენტაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის შესწავლის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის კანდიდატები მიუთითებენ სამინისტროში შევსებულ თანხმობის განაცხადში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის განაცხადის მიღების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობის განაცხადს, რომლის ფორმასაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი , თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) 3-წლიანი მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი ან შრომითი ხელშეკრულების დამოწმებული ასლი ან სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების ბრძანებების დამოწმებული ასლი);
ე) ორი ფოტოსურათი;
ვ) სამოტივაციო წერილი არა უმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით.
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
მუხლი 23. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება
1. სამეურვეო საბჭო საჯარო სკოლის დირექტორს , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. საჯარო სკოლის დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სკოლის დირექცია ხელს უწყობს დირექტორობის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.
3. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ასარჩევად ჩატარებული კენჭისყრის დღიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად , დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით , დანიშნოს ერთ-ერთი დირექტორად, რომლის დანიშვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.
5. სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
თავი V I. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების
შერჩევის კონკურსის თავისებურებები
მუხლი 24. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
ამ წესით გათვალისწინებულ ცენტრის უფლებამოსილებებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო , რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები