ხელშეკრულება უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დაარსების შესახებ

  • Word
ხელშეკრულება უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/10/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 12/01/2005
ძალაში შესვლის თარიღი 03/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 480230000.03.030.000519
  • Word
25/10/1993
გაურკვეველი, -, 12/01/2005
480230000.03.030.000519
ხელშეკრულება უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დაარსების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დაარსების შესახებ

კანადა, შვედეთი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები:

კვლავ ადასტურებენ რა მასობრივი განადგურების იარაღთან ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების საჭიროებას;

ითვალისწინებენ რა ამჟამინდელ კრიტიკულ პერიოდს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში, პერიოდს, რომელიც მოიცავს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, განიარაღების მიმდინარე პროცესსა და სამრეწველო-ტექნიკური პოტენციალის სამხედროდან მშვიდობიან საქმიანობაზე გადაყვანას;

აღიარებენ რა ამ კონტექსტში, საჭიროებას უკრაინაში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის შექმნისა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა იმგვარ საქმიანობაში ჩაბმის მისწრაფებას, რომელმაც შეიძლება ამგვარი გავრცელება მოიტანოს შედეგად, უკრაინაში და, დაინტერესების შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებში შეიარაღებაზე მომუშავე მეცნიერთა და ინჟინერთა მშვიდობიანი მიზნებისაკენ მიმართული მოღვაწეობისათვის მხარის დაჭერითა და ხელის შეწყობით;

უპასუხებენ რა საჭიროებას, ცენტრის პროექტებისა და საქმიანობის მეშვეობით საკუთარი წვლილი შეიტანონ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში და მხარი დაუჭირონ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებსა და განვითარებას მშვიდობიანი მიზნებისათვის;

სურთ რა, ცენტრის პროექტმა სტიმული მისცეს და მხარი დაუჭიროს მონაწილე მეცნიერებსა და ინჟინრებს მათი პროფესიული საქმიანისათვის გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაში, რაც გააძლიერებს უკრაინის სამეცნიერო კვლევის წარმოებისა და განვითარების უნარიანობას;

აცნობიერებენ რა, რომ ცენტრის წარმატება მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას მთავრობების, დაწესებულებების, აკადემიური და სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სხვა მთავრობათაშორისი და არასამთავრობო უწყებების მხრიდან,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი I

ამით სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი უკრაინაში (შემდგომში „ცენტრად” წოდებული) არსდება, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. თითოეულმა მხარემ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს ცენტრის მოღვაწეობას. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრს, მხარეთა კანონებისა და სამართლებრივი ნორმების თანახმად, უფლებამოსილება აქვს იქირაოს, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება დაიწყოს სასამართლო პროცესები და იყოს მათზე მოპასუხე.

    მუხლი II

( A) ცენტრი შეიმუშავებს, ამტკიცებს, აფინანსებს და აკონტროლებს მშვიდობიანი მიზნებისათვის განკუთვნილ სამეცნიერო-ტერქნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს უმთავრესად იმ დაწესებულებებში და ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია უკრაინაში და, დაინტერესების შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებში.

 ცენტრის მიზნებია:

( i) მისცეს შეიარაღებაზე მომუშავე მეცნიერებსა და ინჟინრებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღთან ან ბალისტიკური რაკეტების მიზანთან მიტანის სისტემასთან დაკავშირებულ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ, უკრაინაში, და დაინტერესების შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებში, შესაძლებლობა, მიმართონ თავიანთი ნიჭი და უნარი მშვიდობიანი მოღვაწეობისაკენ: და

( ii) ამით ხელი შეუწყოს თავისი პროექტებისა და საქმიანობის მეშვეობით ეროვნული და საერთაშორისო ტექნიკური პრობლემების გადაჭრას; და უფრო ფართო მიზნებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის განმტკიცებისა სამოქალაქო მოთხოვნილებათა საპასუხოდ, ფუნდამეტური და გამოყენეყითი გამოკვლევების და ტექნოლოგიის განვითარებისათვის მხარის დაჭერისა, სხვასთან ერთად, გარემოს დაცვის ენერგიის წარმოებისა და ბირთვული უსაფრთხოების და ბირთვული ენერგეტიკული რეაქტორების ავარიების შედეგების აღმოფხვრის სფეროში, და უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობისა.

    მუხლი III

თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრს უფლება ეძლევა:

(i) ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს, თავისი ფულადი სახსრების გამოყენებით ან სხვაგვარად, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროექტებს მოცემული ხელშეკრებულების II მუხლის თანახმად;

(ii) აკონტროლოს და შეამოწმოს ცენტრის პროექტები მოცემული ხელშეკრულების VIII მუხლის თანახმად;

(iii) გაავრცელოს სათანადო ინფორმაცია მისი პროექტებისათვის ხელის შესაწყობად, წაახალისოს წინადადებათა წარდგენა და გააფართოოს საერთაშორისო მონაწილეობა;

( iv) დაადგინოს მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან (რაც მოცემული ხელშეკრულების მიზნებისათვის მოიცავს კერძო სექტორს) და პროგრამებთან თანამშრომლობის სათანადო ფორმები;

( v) მიიღოს ფულადი სახსრები ან დოტაციები მთავრობების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან;

( vi) დააარსოს ფილიალები, რამდენადაც ეს მართებული იქნება; და

( vii) ეწეოდეს სხვაგვარ საქმიანობას. როგორც ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდებიან.

    მუხლი IV

(A) ცენტრს ჰყავს მმართველი საბჭო და სამდივნო, შემდგარი აღმასრულებელი დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებსა და სხვა ისეთი პერსონალისაგან, რომელიც აუცილებელი შეიძლება იყოს, ცენტრის წესდების თანახმად.

(B) მმართველი საბჭო პასუხისმგებელია:

(i) ცენტრის პოლიტიკისა და საკუთარი საპროცედურო წესების განსაზღვრაზე;

(ii) სამდივნო საერთო მართვასა და ხელმძღვანელობაზე;

(iii) ცენტრის სამოქმედო ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

(iv) ცენტრის ფინანსური და სხვა საქმეების მართვაზე, ცენტრის ბიუჯეტის მომზადების პროცედურების დამტკიცების, ანგარიშების მომზადებისა და მათი შემოწმების ჩათვლით:

(v) პროექტების დამტკიცების ზოგადი კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების ფორმულირებაზე;

(vi) პროექტების დამტკიცებაზე VI მუხლის თანახმად:

(vii) წესდებისა და სხვა აუცილებელი მაიმპლემენტირებელი შეთანხმების მიღებაზე; და

(viii) მასზე მოცემული ხელშეკრულებით დაკისრებულ ან მოცემული ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებელ სხვა ფუნქციებზე.

მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოში შემავალი ყველა მხარის კონსენსუსის საფუძველზე, V მუხლის თანახმად განსაზღვრული პირობების შესრულებით, თუკი სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მოცემულ ხელშეკრულებაში.

( C) თითოეული ხელის მომწერი მხარე მმართველ საბჭოზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ხმით, თითოეული ნიშნავს ერთ წარმომადგენელს მმართველ საბჭოში, მოცემული ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში.

( D) მმართველი საბჭო მოცემული ხელშეკრულების შესასრულებლად მიიღებს წესდებას. წესდება დაადგენს:

(i) სამდივნოს სტრუქტურას;

(ii) პროექტების შერჩევის, შემუშავების, დამტკიცების, დაფინანსების, განხორციელებისა და კონტროლირების პროცესს;

(iii) პროცესს, რომლის მეშვეობითაც შემსრულებელმა დირექტორმა უნდა მოიპოვოს სამეცნიერო და სხვა სახის აუცილებელი პროფესიული კონსულტაცია შემოთავაზებულლ პროექტებთან დაკავშირებით უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტებისაგან:

(iv) ცენტრის ბიუჯეტის მომზადების, ანგარიშების მომზადებისა და მათი შემოწმების პროცედურებს;

(v) ცენტრის პროექტების შედეგად წარმოქმნილ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და პროექტის შედეგების გავრცელებასთან დაკავშირებულ სათანადო სახელმძღვანელო პრინციპებს;

(vi) ცენტრის პროექტებში მთავრობის, მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის მარეგულირებელ პროცედურებს;

( vii) დებულებას ცენტრის საკუთრების განაწილების შესახებ მოცემული ხელშეკრულების გაწყვეტის ან ამა თუ იმ მხარის ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში;

( viii) საკადრო პოლიტიკასა: და

( ix) მოცემული ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებელ სხვა ზომებს.

    მუხლი V

მმართველ საბჭოს აქვს უფლებამოსილება და განსაკუთრებული უფლება, გაზარდოს თავისი წევრების რაოდენობა საკუთარ შემადგენლობაში იმ წარმომადგენელთა შეყვანით, რომელთაც მოცემულ ხელშეკრულებასთან მიერთებული მხარეები დანიშნავენ ამგვარი პირობებით, რომლებიც საბჭომ შეიძლება დაადგინოს მხარეეები, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი მმართველ საბჭოში, და მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები, საბჭოს თათბირებში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ ხმის მიცემის უფლების არმქონეთა სტატუსით.

    მუხლი VI

მმართველი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენილ თითოეულ პროექტს თან უნდა დაერთოს იმ სახელმწიფოს (-ების) წერილობითი თანხმობა, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო. ამ სახელმწიფოს(-ების) წინასწარი თანხმობის გარდა პროექტების დასამტკიცებლად საჭიროა მმართველი საბჭოს იმ მხარეთა კონსენსუსი, რომლებიც არ წარმოადგენენ II ( A) მუხლის მიხედვით პროექტებისათვის შესაფერის რომელიმე სახელმწიფოს (ამგვარი კონსენსუსი უნდა ეფუძნებოდეს V მუხლის თანახმად განსაზღვრულ პირობებს) .

    მუხლი VII

( A) მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტები შეიძლება დაფინანსდეს და მხარდაჭერილ იქნეს ცენტრის მიერ ან მთავრობების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ანდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, უშუალოდ ან ცენტრის მეშვეობით დამტკიცებული პროექტების ამგვარი დაფინანსება და მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს მის განმახორციელებელთა მიერ განსაზღვრული პირობებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ხელშეკრულებას.

( B) საბჭოში მხარეთა წარმომადგენლები და ცენტრის სამდივნოს პერსონალი ვერ იქნებიან საპროექტო გრანტების მიღების კანდიდატები და მათ უფლება არა აქვთ , უშუალო სარგებელი ნახონ ამა თუ იმ საპროექტო გრანტიდან.

    მუხლი VIII

( A) ცენტრს უფება აქვს , უკრაინის ფარგლებში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ სხვა სახელმწიფოების ფარგლებში, რომლებიც უერთდებიან მოცემულ ხელშეკრულებას:

( i) ადგილზე შეამოწმოს ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საქმიანობა, მასალები, მარაგი, ფულადი სახსრების გამოყენება და პროექტთან კავშირის მქონე სამსახურები და ფულადი სახსრების გამოყენება, მის მიერ გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ან დამატებით, როგორც საპროექტო ხელშეკრულებაშია განსაზღვრული , და

( ii) ინსპექტირება გაუკეთოს ან შეამოწმოს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი ინფორმაცია, ცენტრის საპროექტო საქმიანობასთან და ფულადი სახსრების გამოყენებასთან კავშირის მქონე საანგარიშო მასალების ან დოკუმენტაციის ჩათვლით, სადაც არ უნდა იყოს ამგვარი საანგარიშო მასალების ან დოკუმენტაციის ადგილსამყოფელი, იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც ცენტრი უზრუნველყოფს დაფინანსებას და, შემდგომი პერიოდის განმავლობაში, როგორც განსაზღვრულია საპროექტო ხელშეკრულებაში.

წერილობითი თანხმობა, რომელსაც VI მუხლი მოითხოვს, მოიცავს როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ სახელმწიფოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო, ასევე მიმღები დაწესებულების თანხმობას, მიეცეს ცენტრს პროექტის შემოწმებისა და კონტროლისათვის აუცილებელი დაშვების უფლება, როგორც ამას მოცემული პუნქტი მოითხოვს.

( B) მმართველ საბჭოში წარმოდგენილ ნებისმიერ მხარეს აქვს აგრეთვე (ა) პუნქტში მოყვანილი, ცენტრის მეშვეობით კოორდინირებული უფლებები იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი აფინანსებს მთლიანად ან ნაწილობრივ ან უშუალოდ, ანდა ცენტრის მეშვეობით.

( C) თუკი დადგინდა, რომ პროექტის პირობები არ შესრულებულა, ცენტრს ან დამფინანსებელ მთავრობას ან ორგანიზაციას შეუძლია, ცენტრისათვის საკუთარი მოტივირების შეტყობინების შემდეგ, შეწყვიტოს პროექტი და მიიღოს სათანადო ზომები საპროექტო ხელშეკრულების პირობების თანახმად.

    მუხლი IX

( A) ცენტრის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს უკრაინაში.

( B) ცენტრისათვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად უკრაინის მთავრობა საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ცენტრისათვის გამოსადეგ შენობას, ამ შენობის მოვლასა და ტექნიკურ მომსახურებასთან, კომუნალურ მომსახურებასთან და დაცვასთან ერთად

( C) უკრაინაში ცენტრს აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ამ სახით, უფლება აქვს იქირაოს, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება, დაიწყოს სასამართლო პროცესები და იყოს მათზე მოპასუხე.

    მუხლი X

უკრაინის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ:

( i) ( a) ცენტრის ან მისი ნებისმიერი ფილიალის ფულადი სახსრები და საკუთრება, უკრაინის ბანკებში ფულადი სახსრების შენახვის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი პროცენტის ჩათვლით, გათავისუფლებული იყოს უკრაინის მთავრობის და მისი აპარატის ნებისმიერი ქვეგანყოპილების მიერ დაწესებული გადასახადებით დაბეგვრისა და სხვა გამოსაღებებისაგან;

( b) ცენტრსა და მის პროექტებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით მოწოდებული ან გამოყენებული საქონელი, მარაგი და სხვა საკუთრება შეიძლება უკრაინაში იმპორტირებული, უკრაინიდან ექსპორტირებული, ანდა უკრაინაში გამოყენებულ იქნეს უკრაინის მიერ დაწესებული ნებისმიერი ტარიფით, მოსაკრებლებით, ბაჟებით, საიმპორტო გადასახადებითა და სხვა მსგავსი გადასახადებით ან გამოსაღებებით დაუბეგრავად. მოცემული პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მოსაპოვებლად საქონელი, მარაგი და სხვა საკუთრება ან მითითებული უნდა იყოს საპროექტო ხელშეკრულებაში, ანდა აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამოწმებული, როგორც ცენტრის მიერ ან ცენტრის პროექტში გამოსაყენებელი ცალკეული ერთეულები. ამგვარი დამოწმების პროცედურები აღწერილი უნდა იყოს წესდებაში.

( c) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, უკრაინული სამეცნიერო ორგანიზაციების ან უკრაინელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩათვლით, ცენტრის პროექტებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ ფულად სახსრებს უკრაინის მთავრობის ან მისი აპარატის ნებისმიერი ქვეგანყოფილების მიერ არ უნდა დაუწესდეს გადასახადებით დაბეგვრა ან რაიმე სხვა გამოსაღებების გადახდა:

( ii) ( a) ცენტრს, მთავრობებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება ექნებათ ცენტრთან და მის პროექტებთან ან საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები არა უკრაინის ადგილობრივ, არამედ სხვა ვალუტაში შეუზღუდავად შეიტანონ უკრაინაში ან გაიტანონ უკრაინიდან, თითოეულმა იმ რაოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ უკრაინაში შეტანილ მთლიან რაოდენობას;

( b) ცენტრის და მისი პროექტებისა და საქმიანობის დასაფინანსებლად , ცენტრს უფლება უნდა ჰქონდეს თავად და ( ii) ( a) ქვეპუნქტებში მოხსენიებული უწყებების სახელით გაყიდოს უცხოური ვალუტა უკრაინაში.

    მუხლი XI

( A) მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ მოცემულ მუხლში მოყვანილი სასამართლო საქმეებისა და პრეტენზიების მოგვარებისათვის ხელის შესაწყობად;

( B) თუკი სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, უკრაინის მთავრობა, უკრაინის მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მიერ აღძრულ ნებისმიერ სასამართლო საქმეებსა და პრეტენზიებთან მიმართებაში. გარდა სახელშეკრულებო პრეტენზიებისა, რომლებიც წარმოიქმნება ცენტრის საქმიანობის განხორციელებისას ცენტრის ან მისი პერსონალის მიერ ჩადენილ ქმედებათა ან უმოქმედობის შედეგად:

(i) არ აღძრავს არანაირ სასამართლო საქმეს ცენტრისა და მისი პერსონალის წინააღმდეგ:

(ii) პასუბისმგებლობას იღებს ზემოხსენებულთა მიერ ცენტრის და მისი პერსონალის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო საქმეებისა და პრეტენზიების განხილვასა და გადაწყვეტაზე; და

(iii) პასუხისმგებლობის ან სასჯელისაგან დაიცავს ცენტრს და მის პერსონალს ზემომოყვანილ (ii) ქვეპუნქტში მოხსენიებულ სასამართლო საქმეებსა და პრეტენზიებთან მიმართებაში.

(C) მოცემული მუხლის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ნებისმიერი სახელმწიფოს შინასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად ხელმისაწვდომ კომპენსაციას ან ზარალის ანაზღაურებას.

(D) არაფერი ( B) პუნქტში არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც უკრაინის მოქალაქეთა წინააღმდეგ მიმართული სასამართლო საქმეებისა და პრეტენზიებისათვის ხელის შემშლელი.

    მუხლი XII

( A) შეერთებული შტატების მთავრობის, კანადის მთავრობისა და შვედეთის მთავრობის პერსონალს, რომელიც იმყოფება უკრაინაში ცენტრთან ან მის პროექტებსა და საქმიანობასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობის მიერ ენიჭება სტატუსი, ეკვივალენტური სტატუსისა, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად, მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს.

( B) ცენტრის პერსონალს უკრაინის მთავრობის მიერ ენიჭება შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო ორგანიზაციათა მოსამსახურეებს ენიჭებათ ხოლმე. სახელდობრ:

( i) იმუნიტეტი დაპატიმრების, დაკავებისა და სასამართლო პროცესების წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურიდიქციის ჩათვლით, თავიანთ ოფიციალურ მოვალეობათა შესრულებისას მათ მიერ ნათქვამ ან დაწერილ სიტყვებთან ანდა მათ მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებებთან მიმართებაში ;

( ii) გათავისუფლება ნებისმიერი საშემოსავლო, სოციალური უზრუნველყოფის ან სხვა გადასახადებისაგან, ბაჟებისაგან ან ცენტრის საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე დაწყებული სხვა მოსაკრებლებისაგან. მათი გამოკლებით, რომლებიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ფასში ან გადახდილია გაწეული სამსახურისათვის ;

( iii) იმუნიტეტი სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების, საიმიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციის წინააღმდეგ ; და

( iv) უფლება, ქვეყანაში შეიტანონ თავიანთი ავეჯი და პირადი ნივთები, თავისი თანამდებობის პირველად დაკავების დროს, ნებისმიერი უკრაინული ტარიფებით, მოსაკრებლებით, ბაჟებით, საიმპორტო გადასახადებით და სხვა მსგავსი გადასახადებით ან გამოსაღებებით დაუბეგრავად.

( C) მმართველ საბჭოში მხარეთა წარმომადგენლებს, აღმასრულებელ დირექტორსა და აღმასრულებელ დირექტორის მოადგილეებს უკრაინის მთავრობა, მოცემული მუხლის ( A) და ( B) პუნქტებში ჩამოთვლილი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების გარდა, მიანიჭებს იმ პრივილეგიებს, იმუნიტეტებს, გადასახადებისაგან გათავისუფლების უფლებებსა და შეღავათებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისა და აღმასრულეხელი ხელმძღვანელების წარმომადგენლებს ენიჭებათ საერთაშორისო სამართლის თანახმად.

( D) ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეატყობინოს აღმასრულებელ დირექტორს ნებისმიერი იმ პირის შესახებ, რომელიც არ წარმოადგენს ( A) და ( B) პუნქტებში მოხსენიებულ პირებს, რომელიც უკრაინაში იქნება ცენტრის პროექტებსა და საქმიანობასთან დაკავშირებით. ამგვარი შეტყობინების გამკეთებელი მხარე აცნობებს ამ პირებს მათი მოვალეობის შესახებ, დაიცვან უკრაინის კანონები და სამართლებრივი ნორმები. აღმასრულებელი დირექტორი აცნობებს უკრაინის მთავრობას, რომელიც მიანიჭებს ამ პირებს მოცემული მუხლის ( B) პუნქტის ( ii)-( iv) ქვეპუნქტებში მოყვანილ პრივილეგიებს.

( E) არაფერი მოცემულ მუბლში არ ავალდებულებს უკრაინის მთავრობას, მისცეს მოცემული მუხლის ( A), ( B) და ( C) პუნქტებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები თავის მოქალაქეებს.

( F) ზემოთ დადგენილი პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და სხვა შეღავათებისათვის ზიანის მიუყენებლად, მოცემული მუხლის თანახმად პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების მქონე ყველა პირის მოვალეობაა, დაიცვან უკრაინის კანონები და სამართლებრივი ნორმები.

( G) არაფერი მოცემულ ხელშეკრულებაში არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული. როგორც ( A) -დან ( D)-მდე პუნქტებში ჩამოთვლილი პერსონალისათვის სხვა ხელშეკრულებათა ძალით მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და სხვა შეღავათების შემლახველი.

    მუხლი XIII

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს გახდეს მოცემული ხელშეკრულების მხარე, აცნობებს ამის შესახებ მმართველ საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მეშვეობით. მმართველი საბჭო ასეთ სახელმწიფოს აღმასრულეხელი დირექტორის მეშვეობით მიაწოდებს მოცემული ხელშეკრულების დამოწმებულ ასლებს მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ამ სახელმწიფოს ნება ეძლევა შეუერთდეს მოცემულ ხელშეკრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ან სახელმწიფოები შეუერთდებიან მოცემულ ხელშეკრულებას, ამ სახელმწიფომ ან ამ სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ უკრაინის მთავრობის მიერ VIII, IX( C) და X-XII მუხლებში აღებული ვალდებულებები.

    მუხლი XIV

მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მოცემულ ხელშეკრულებაში არ ზღუდავს მხარეთა უფლებებს, იმუშაონ პროექტებზე ცენტრისათვის მიუმართავად, მხარეები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, გამოიყენონ ცენტრი, როდესაც მუშაობენ ცენტრისათვის შესაფერისი ხასიათისა და მიზნების მქონე პროექტებზე.

    მუხლი XV

( A) მოცემული ხელშეკრულება ექვემდებარება მხარეთა მიერ განხილვას, ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ეს განხილვა მბედველობაში მიიღებს მხარეთა ფინანსურ ვალდებულებებსა და მათ მიერ თანხების გადახდას.

( B) მოცემულ ხელშეკრულებაში ყველა მხარის წერილობითი თანხმობით ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს შესწორებანი.

( C) ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს მოცემული ხელშეკრულებიდან დანარჩენ მხარეთათვის გაკეთებული წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ.

    მუხლი XVI

მოცემული ხელშეკრულების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ან დავა ხდება მხარეთა შორის კონსულტაციის საგანი.

    მუხლი XVII

პროექტების, რაც შეიძლება სწრაფად დაფინანსების მიზნით, ხელის მომწერნი მმართველი საბჭოს მიერ წესდების მიღებამდე, ადგენენ აუცილებელ დროებით პროცედურებს, ეს უკანასკნელნი, კერძოდ, მოიცავს აღმასრულეხელი დირექტორისა და აუცილებელი პერსონალის დანიშვნას და პროექტების წარდგენის, გარჩევისა და დამტკიცების პროცედურების დაწესებას.

    მუხლი XVIII

( A) თითოეული ხელის მომწერნი დანარჩენ ხელის მომწერებს დიპლომატიური არხებით შეატყობინებს, რომ მან შეასრულა მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ასაღებად აუცილებელი ყველა შინაგანი პროცედურა.

( B) მოცემული ხელშეკრულება ძალაში შედის ( A) პუნქტში ხსენებული უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან ოცდამეათე (30-ე) დღეს,

რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილნი, ხელი მოაწერეს მოცემულ ხელშეკრულებას.

შედგენილია კიევში, 1993 წლის 25 ოქტომბერს ერთი დედნის სახით, ინგლისურ, ფრანგულ და უკრაინულ ენებზე, თითოეული ტექსტი არის თანაბრად ავთენტიკური.

კანადის მხრიდან:

 

შვედეთის სამეფოს მხრიდან:

 

უკრაინის მხრიდან:

 

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან: