№2623 საერთაშორისო კონვენცია ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • Word
№2623 საერთაშორისო კონვენცია ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/1929
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 30/10/2000
ძალაში შესვლის თარიღი 18/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000480.00.008.000369
  • Word
2623
20/04/1929
გაურკვეველი, -, 30/10/2000
000000480.00.008.000369
№2623 საერთაშორისო კონვენცია ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

№2623 საერთაშორისო კონვენცია

ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ხელმოწერილია 1929 წლის 20 აპრილს ჟენევაში

ოფიციალური ტექსტი ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

ზემოთ ხსენებული კონვენცია და მასთან დაკავშირებული ოქმი რეგისტრირებულია სამდივნოში კონვენციის 28-ე პუნქტის შესაბამისად მისი ძალაში შესვლის დღეს, 1931 წლის 22 თებერვალს

მისი უდიდებულესობა ალბანეთის მეფე; გერმანული რაიჰის პრეზიდენტი; ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი; ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი;

რატიფიაციების დეპოზიტი

ესპანეთი (1930 წლის 28 აპრილი)

ბულგარეთი (1930 წლის 22 მაისი)

პორტუგალია (1930 წლის 18 სექტემბერი)

იუგოსლავია (1930 წლის 24 ნოემბერი)

დანია (1931 წლის 19 თებერვალი)

მისი უდიდებულესობა დანიის და ისლანდიის მეფის მიერ ფულის გაყალბების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის და ოქმის დეპონირებისას, რომელიც ხელმოწერილია 1929 წლის 20 აპრილს, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი განვაცხადო, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რატიფიაცია ექვემდებარება დათქმას, რომლის მიხედვით ზემოთ ხსენებული კონვენცია და ოქმი დანიასთან მიმართებაში შევა ძალაში მხოლოდ დანიის სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლისას, 1930 წლის 15 აპრილს.

ამასთან დაკავშირებით, მაქვს პატივი თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ამავე თარიღით მიღებული სპეციალური კანონის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებულებით სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არაუგვიანეს 1933 წლის 1 იანვრისა.

ნორვეგია (1931 წლის 16 მარტი)

საბერძნეთი (1931 წლის 19 მაისი)

ავსტრია (1931 წლის 25 ივნისი)

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (1931 წლის 13 ივლისი)

ჩეხოსლოვაკია (1931 წლის 12 სექტემბერი)

მონაკო (1931 წლის 21 ოქტომბერი)

 მიერთება:

ესტონეთი (1930 წლის 30 აგვისტო)

მისი უდიდებულესობა ბელგიის მეფე, მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის და ზღვების გადაღმა ბრიტანეთის სამფლობელოების მეფე, ინდოეთის იმპერატორი, მისი უდიდებულესობა ბულგარეთის მეფე, ჩინეთის რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პრეზიდენტი, კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კუბის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის მეფე, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა ესპანეთის მეფე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ელინების რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი უწმინდესობა უნგრეთის სამეფოს რეგენტი, მისი უდიდებულესობა იტალიის მეფე, მისი უდიდებულესობა იაპონიის იმპერატორი, მისი აღმატებულება ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, მისი უწმინდესობა მონაკოს პრინცი, მისი უდიდებულესობა ნორვეგიის მეფე, პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების დედოფალი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა რუმინეთის მეფე, მისი უდიდებულესობა სერბიის, ხორვატიის და სლოვენიის მეფე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, შვეიცარიის ფედერალური საბჭო, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

გააჩნიათ რა დიდი სურვილი ფულის გაყალბების აღკვეთისა და მასთან უფრო და უფრო აქტიურად ბრძოლისა, მათ თავიანთ სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნეს შემდეგი პირები:

მისი უდიდებულესობა ალბანეთის მეფე,

დოქტორ სტარვო სტარვი, საქმეთა რწმუნებული პარიზში;

გერმანიის რაიჰის პრეზიდენტი

დოქტორ ერიჰ კრასკი,

,,Vortragender Legationstrat”

საგარეო საქმეთა სამინისტროში

დოქტორ ვოლფგანგ მეტერბერგი,

,,Ministerialrat”

რაიჰის იუსტიციის სამინისტროში

დოქტორ ვოკე

,,Geheimer Finanzrat”

Reichsbankdirektorium”-ის წევრის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

ბატონი ჰიუ რ. უილსონი

საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი

დოქტორ ბრუნო შულცი

პოლიციის უფროსი, კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი ვენის პოლიციის პრეფექტურაში

მისი უდიდებულესობა ბელგიის მეფე

მ. სერვეისი

სახელმწიფო მინისტრი საპატიო პროკურორი ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოში

მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სამფლობელოების მეფე, ინდოეთის იმპერატორი

დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ბრიტანეთის იმპერიის ყველა ის ნაწილი, რომლებიც არ არიან ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრები:

სერ ჯონ ფიშერ უილიამსი

რეპარაციის კომისიის კანონიერი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან

ლესლი ს. ბრასი, ესკვაირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი მოადგილე ინდოეთისათვის:

ვერნონ დოუსონი, ესკვაირი

ინდოეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი

ინდოეთის ოფისის ხელმძღვანელი

მისი უდიდებულესობა ბულგარეთის მეფე

მ.დ. მიკოფი,

საქმეთა რწმუნებული ბერნში

ჩინეთის რესპუბლიკის ნაციონალური მთავრობის პრეზიდენტი

ლონ ლაინგი

გერმანიის რაიჰის პრეზიდენტის ჩინეთის წარმომადგენლობის მრჩეველი

კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტი

დოქტორ ანტონიო ხოსე რესტრეპო

საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი

ერთა ლიგასთან აკრედიტებული მუდმივი დელეგატი

მანუელ რ. ალვარესი

ერთა ლიგასთან აკრედიტებული მუდმივი დელეგატი

მისი უდიდებულესობა დანიის მეფე

იულიამ ბორბერგი

ერთა ლიგასთან აკრედიტებული მუდმივი დელეგატი

პოლონეთის რესპუბლიკის, დანზიგის თავისუფალი ქალაქის პრეზიდენტი

ფრანსუა სოკალი

სრულუფლებიანი მინისტრი და ერთა ლიგასთან აკრედიტებული პოლონეთის რესპუბლიკის დელეგატი

ჯონ მიული, მთავარი პროკურორი და დანზიგის თავისუფალი ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსი

მისი უდიდებულესობა ესპანეთის მეფე

მორისიო ლოპეს რობერტსი, ტრეჰერმოზას მარკიზი

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

გრაფი დე შალენდარი

მისი უდიდებულესობასთან (ბრიტანეთი) აკრედიტებული საელჩოს ფინანსური ატაშე

ელინური რესპუბლიკის პრეზიდენტი

მეგალოს კალოიანი

საპატიო ადვოკატი უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში, კაიროში

მისი უწმინდესობა უნგრეთის სამეფოს რეგენტი

მ.პ. დე ჰევესი დე ჰევესი

რეზიდენტი მინისტრი

ერთა ლიგასთან აკრედიტებული მუდმივი დელეგატი

მისი უდიდებულესობა იტალიის მეფე

რწმუნებული დოქტორ უგო ალოიზი

,,Cour de Cassation”-ის მრჩეველი, იუსტიციის სამინისტროს ატაშე

მისი უდიდებულესობა იაპონიის იმპერატორი

რეიზაბურო ჰაიაში

უმაღლესი სასამართლოს სახელმწიფო პროკურორი

შიგერუ ნაგაი

იმპერიის ზარაფხანის დირექტორი

მისი უდიდებულესობა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი

ჩარლზ გ. ვერმერი

ჟენევის კონსული

მისი უწმინდესობა მონაკოს პრინცი

რუდოლფ ელესი

ვიცე კონსული ჟენევაში

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი

დოქტორ ბრუნო შულცი

პოლიციის უფროსი, კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი ქ. ვენის პოლიციის პრეფექტურაში

მისი უდიდებულესობა ბელგიელთა მეფე

მ. სერვეისი

სახელმწიფო მინისტრი, საპატიო სახალხო მბრალდებელი ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოში

 

პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტი

დოქტორ აროსემენა

საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი

მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების დედოფალი:

ბარონი ა.ა. ვან დერ ფელცი

ფალსიფიკაციასთან მებრძოლი დანიის ცენტრალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი გენერალური მბრალმდებელი

მ.პ.ჯ. გერკე

დანიის ფინანსთა დეპარტამენტის გენერალური ხაზინადარი მ.კ.ჰ. ბროეკოვი

პოლიციის სახელმწიფო რწმუნებული,

პოლიციის უფროსი ინსპექტორი

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

მ. ფრანსუა სოკალი

სრულუფლებიანი მინისტრი, ერთა ლიგასთან აკრედიტებული დელეგატი

დოქტორ ვლადიმერზ სოკალსი

უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე

პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი

დოქტორ ხოსე კაერო და მატა

პორტუგალიის ბანკის დირექტორი,

ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი იურისპრუდენციის დარგში

მისი უდიდებულესობა რუმინეთის მეფე

კონსტანტინე ანტონიადი

ერთა ლიგასთან აკრედიტებული საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი

ვასპასიან ვ. პელა

იასის უნივერსიტეტის პროფესორი კრიმინალური კანონმდებლობის დარგში

პასკალ ტონსესკო

სააპელაციო სასამართლოს ადვოკატი

მისი უდიდებულესობა სერბების, ხორვატებისა და სლოვენელების მეფე

დოქტორ თომას ჟივანოვიჩი

ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი კრიმინალური კანონმდებლობის დარგში

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტი

გიორგო ლაშკევიჩი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აკრედიტებული სსრკ-ს საელჩოს კანონიერი მრჩეველი ნიკოლოზ ლიუბიმოვი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აკრედიტებული სსრკ-ს საელჩოს ატაშე

შვეიცარიის ფედერალური საბჭო

მ.ე. დელაკუა

იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილების უფროსი,

ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი იურისპრუდენციის დარგში

ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პრეზიდენტი

დოქტორ იაროსლავ კალაბი

ბრნოს უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარგში

ზემოთ აღნიშნული პირები მისაღები ფორმით გადაცმული სრული უფლებების საფუძველზე, შეთანხმდნენ ქვემორე მოყვანილ დებულებებზე:

 

ნაწილი I

    მუხლი 1.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ ამ კონვენციის პირველ ნაწილში დადგენილ წესებს, როგორც დღევანდელ პირობებში ყველაზე ეფექტურ საშუალებებს ყალბი ფულის მოჭრის თავიდან აცილებასთან და მისი დასჯადობის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 2.

წინამდებარე კონვენციაში სიტყვა ,,ვალუტა” ნიშნავს ქაღალდის (ბანკნოტების ჩათვლით) და ლითონის ფულს, რომლის მიმოქცევაც კანონით არის ნებადართული.

    მუხლი 3.

ქვემორემოყვანილი ქმედობანი დასჯადია, როგორც ჩვეულებრივი დანაშაული:

(1)ვალუტის გაყალბება ან მისი შეცვლა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით;

(2) ყალბი ფულის მიმოქცევაში გაშვება;

(3) წინასწარი შეცნობით ყალბი ფულის ქვეყანაში შეტანა, მიღება ან შეძენა მიმოქცევაში გაშვების მიზნით;

(4) ხსენებული აქტების ჩადენის მცდელობა ან ნებისმიერი განზრახი მონაწილეობა მათ ჩადენაში;

(5) ისეთი ხელსაწყოებისა და ნაწილების დამზადება, მიღება ან შეძენა, რომლებიც სპეციალურად ვალუტის გასაყალბებლად ან შესაცვლელად არის გამიზნული.

    მუხლი 4.

მე-3 მუხლში აღნიშნული ყოველი ქმედება, თუ ისინი სხვადასხვა ქვეყანაშია ჩადენილი, უნდა განიხილებოდეს როგორც ცალკე, დამოუკიდებელი დანაშაული.

    მუხლი 5.

არანაირი განსხვავება არ უნდა არსებობდეს მე-3 მუხლში გათვალისწინებული დანაშაულებისათვის შესაფარდებელ სასჯელთა ზომაში, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ადგილობრივ თუ, მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტასთან; ეს პრინციპი არ შეიძლება გახდეს ნაცვალგების საფუძველზე კანონისა თუ ხელშეკრულების რომელიმე პირობის საგანი.

    მუხლი 6.

ქვეყნები, სადაც მოქმედებს არსებული განაჩენების საერთაშორისოდ ცნობის პრინციპი, ადგილობრივი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, აღიარებენ მე-3 მუხლში მითითებული დანაშაულებისათვის დადგენილ უცხოურ განაჩენებს, რეციდივის განსაზღვრის მიზნით.

    მუხლი 7.

იმდენად, რამდენადაც ,,სამოქალაქო მხარეები” არიან უფლებამოსილი ადგილობრივი კანონმდებლობით, უცხოურ ,,სამოქალაქო მხარეებს”, საჭიროების შემთხვევაში იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ჩათვლით, რომლის ვალუტაც არის გაყალბებული, ენიჭებათ იმ ქვეყნის მოსახლეობაზე გავრცელებული ყველა ის უფლება, სადაც პროცესი მიმდინარეობს.

    მუხლი 8.

ქვეყნებში, სადაც საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციის პრინციპი არ არის აღიარებული, ის მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვარგარეთ მე-3 მუხლში მოხსენიებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისჯებიან საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მსგავსად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დამნაშავემ ამ ქვეყნის მოქალაქეობა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიღო.

ეს დებულება არ გამოიყენება, თუ მსგავს შემთხვევაში არ მოხდება უცხოელი დამნაშავის ექსტრადიცია.

    მუხლი 9.

უცხოელი, რომელმაც მე-3 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული საზღვარგარეთ ჩაიდინა და რომელიც იმყოფება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობა ზოგად წესად საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის პრინციპს აღიარებს, დაისჯება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მსგავსად.

საქმის აღძვრის ადგილი აქვს ექსტრადიციის მოთხოვნის შემთხვევაში და თუ სახელმწიფოს, რომლის მიმართაც განაცხადია წარდგენილი არ შეუძლია ისეთ ქმედებაში ბრალდებული პირის გადაცემა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს დანაშაულთან.

    მუხლი 10.

მე-3 მუხლით გათვალიწინებული დანაშაულები ექსტრადიციის ნებისმიერ ხელშეკრულებაში კვალიფიცირდება, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები, მიუხედავად იმისა, ეს ხელშეკრულება უკვე დადებულია თუ მომავალში დაიდება ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის.

ის მაღალი ხეკშემკვრელი მხარეები, რომლებიც ხელშეკრულების ან ნაცვალგების საფუძველზე არ ახორციელებენ ექსტრადიციას, ამიერიდან აღიარებენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში განახორციელებენ ექსტრადიციას მე-3 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე.

ექსტრადიცია მოხდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც არის წარმოდგენილი მოთხოვნა.

    მუხლი 11.

ყალბი ფული, ისევე როგორც მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხელსაწყოები და სხვა ნაწილები ექვემდებარება ამოღებასა და კონფისკაციას. კონფისკაციის შემდეგ ასეთი ფული, ხელსაწყო ან ნაწილი თხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოს ხელისუფლებას ან ემიტენტ ბანკს, რომლის ვალუტასაც შეეხება საქმე, გარდა იმ ნივთმტკიცებებისა, რომელთა შენახვაც აუცილებელია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და იმ ნიმუშებისა, რომელთა გადაგზავნაც მე-12 მუხლში მითითებულ ცენტრალურ ორგანოს მიერ მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა აღნიშნული ხელსაწყო თუ ნაწილი გამოსაყენებლად უვარგისად უნდა იყოს მიჩნეული.

    მუხლი 12.

ყოველ ქვეყანაში, მისი ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ფულის გაყალბების საკითხებზე გამოძიებას ორგანიზაციას უწევს ცენტრალური ორგანო.

ასეთი ცენტრალური ორგანო მჭიდრო კავშირში უნდა იმყოფებოდეს:

(ა) ფულის გამომშვებ დაწესებულებებთან;

(ბ) საკუთარი ქვეყნის პოლიციის ორგანოებთან;

(გ) სხვა ქვეყნების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან.

ყოველი ქვეყნის ცენტრალური ორგანო ვალდებულია შეაგროვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ყალბი ფულის მოჭრასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მის თავიდან აცილებას და დამსჯელი ღონისძიებების გატარებას.

    მუხლი 13.

სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უშუალო მიმოწერა ერთმანეთთან.

    მუხლი 14.

ყოველმა ცენტრალურმა ორგანომ იმდენად, რამდენადაც იგი მიიჩნევს მიზანშეწონილად უნდა გადაუგზავნოს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებს თავის ქვეყანაში არსებული ვალუტის გაუქმებული ნიმუშები.

ამავე პირობით იგი რეგულარულად აცნობებს უცხო ქვეყნებში არსებულ ცენტრალურ ორგანოებს, ყველა საჭირო მონაცემის დართვით:

(ა) საკუთარ ქვეყანაში ახალი ფულის გამოშვების შესახებ;

(ბ) მოძველების ან სხვა მიზეზით ფულის მიმოქცევიდან ამოღების შესახებ.

წმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის შემთხვევების გარდა, თითოეული ცენტრალური ორგანო, რამდენადაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად აცნობებს უცხო ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებს:

1) ყალბი ფულის ნებისმიერ აღმოჩენას. შეტყობინებას ყალბი ფულადი ნიშნებისა და ბანკნოტების შესახებ თანდართული უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ყალბი ფულის ტექნიკური აღწერილობა, რომლის ბანკნოტებიც იქნა გაყალბებული. გადაგზავნილი უნდა იქნეს ფოტორეპროდუქცია ან, თუ შესაძლებელია, გაყალბებული ბანკნოტის ნიმუში. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაინტერესებულ ცენტრალურ ორგანოებს ინფორმაციითა და მოკლე აღწერილობით უნდა დაუკავშირდნენ პოლიციის წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული ტექნიკური აღწერილობისა და ყოველგვარი გამაფრთხილებელი შეტყობინების გარეშე.

2) ფულის გაყალბების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებსა და წაყენებულ ბრალდებებს, ასევე გამყალბებელთა დაპატიმრების, მსჯავრდების, გასახლების ფაქტებს და როცა ეს შესაძლებელია, ცნობებს მათი გადაადგილების შესახებ, ნებისმიერ სხვა სასარგებლო დეტალთან ერთად, განსაკუთრებით მათ აღწერილობას, თითის ანაბეჭდებს და ფოტოსურათებს;

3) დეტალურ ინფორმაციას ფულის გაყალბების შემთხვევების აღმოჩენის შესახებ, იმის მითითებით, სრულად იქნა თუ არა ამოღებული მიმოქცევაში გაშვებული ყალბი ფული.

    მუხლი 15

ფულის გაყალბების თავიდან აცილებისა და დასჯის სფეროში პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის, გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მაღალი ხელმომწერი მხარეების ცენტრალური ორგანოების წარმომადგენლებმა დროდადრო უნდა ჩაატარონ კონფერენციები ემიტენტი ბანკებისა და უფლებამოსილი ცენტრალური ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთ-ერთი ასეთი კონფერენციის მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს ცენტრალური საერთაშორისო საინფორმაციო ოფისის ორგანიზაცია და ზედამხედველობა.

    მუხლი 16

იურიდიული დახმარების შესახებ თხოვნის გადაცემა, როდესაც საქმე ეხება მესამე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებრივ ქმედებებს, უნდა განხორციელდეს:

ა) პირდაპირი ურთიერთობით სასამართლო ორგანოებს შორის, სადაც ეს შესაძლებელია, ცენტრალური ორგანოს მეშვეობით;

ბ) ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს შორის პირდაპირი კორესპონდენციით ან თხოვნის წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის პირდაპირი კავშირით ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრთან, რომელსაც წარედგინა თხოვნა;

გ) თხოვნის წარმდგენი ქვეყნის დიპლომატიური თუ საკონსულო წარმომადგენლის მეშვეობით ამ ქვეყანაში, რომელსაც წარედგინა თხოვნა; წარმომადგენელი გაუგზავნის თხოვნის წერილს პირდაპირ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს ან სპეციალურად ამ მიზნისათვის იმ ქვეყნის მთავრობის მიერ დანიშნულ ორგანოს, რომელსაც წარედგინება თხოვნა, და მიიღებს პირდაპირ ასეთი ორგანოსაგან თხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

(ა) და (გ) შემთხვევებში თხოვნის წერილების ასლი ყოველთვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იმ ქვეყნის ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც წარედგინა განცხადება.

თუ არ არის სხვაგვარი შეთანხმება, თხოვნის წერილები დაიწერება თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის ენაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თხოვნის მიმღებმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს თარგმანი საკუთარ ენაზე, სისწორის დასტურით თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ზემოხსენებული თხოვნის წარდგენის მეთოდს ან მეთოდებს, რომელსაც იგი აირჩევს თხოვნის გადასაცემად.

მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მსგავსი შეტყობინების გაგზავნამდე, ძალაშია მანამდე მისთვის არსებული პროცედურა თხოვნის წერილებთან დაკავშირებით.

სასამართლო დავალებების აღსრულება არ დაექვემდებარება არანაირი სახის ბეგარას, გარდა ექსპერტების მიერ გაწეული ხარჯებისა.

წინამდებარე მუხლში არცერთი დებულება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც მხარეთა ვალდებულება სისხლის სამართლის საქმეებში გამოიყენონ მტკიცების ისეთი ფორმა ან მეთოდი, რომელიც ეწინააღმდეგება მათ კანონმდებლობას.

    მუხლი 17

წინამდებარე კონვენციაში მაღალი ხელშემკვრელი მხარის მონაწილეობა არ შეიძლება განმარტებულ იქნას ისე, რომ ამან იმოქმედოს მხარის დამოკიდებულებაზე სისხლის სამართლებრივი იურისდიქციის საერთო საკითხის, როგორც საერთაშორისო სამართლის საკითხის მიმართ.

    მუხლი 18

 წინამდებარე კონვენცია არანაირად არ ხელყოფს პრინციპს, რომლის მიხედვით მე-3 მუხლში მითითებული დანაშაულები ნებისმიერ ქვეყანაში განისაზღვრება, მათზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ისჯება ადგილობრივი სამართლის საერთო ნორმების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გამორიცხული უნდა იყოს მათი დაუსჯელობა.

    მუხლი 19

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანახმანი არიან, რომ თუ კონვენციის განმარტებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავა არ გადაწყდება უშუალო მოლაპარაკების გზით, იგი განსახილველად გადაეცეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის დავაში მონაწილე რომელიმე ან არცერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ იქნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოს შესახებ 1920 წლის 16 დეკემბრის ოქმის მონაწილე, მხარეთა არჩევით და მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად დავა განსახილველად გადაეცემა ან მუდმივმოქმედ საერთაშორისო სასამართლოს ან 1907 წლის 18 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოს საერთაშორისო დავების მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ან სხვა რომელიმე საარბიტრაჟო სასამართლოს.

    მუხლი 20

წინამდებარე კონვენცია, რომლის ფრანგული და ინგლისური ტექტებია ავთენტური, დათარიღებულია დღევანდელი რიცხვით. 1929 წლის 31 დეკემბრამდე იგი ღია იქნება ხელმოსაწერად ერთა ლიგის ნებისმიერი წევრის სახელით და ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფოს სახელით, რომელიც წარმოდგენილი იყო წინამდებარე კონვენციის შემმუშავებელ კონფერენციაზე ან რომელსაც ერთა ლიგის მიერ გაეგზავნა მისი ასლი.

იგი იქნება რატიფიცირებული, და სარატიფიკაციო სიგელები გადაეცემა ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც შეატყობინებს მათი მიღების შესახებ ლიგის ყველა წევრს და ზემოხსენებულ არაწევრ სახელმწიფოებს.

    მუხლი 21

1930 წლის 1 იანვრის შემდეგ წინამდებარე კონვენცია ღია იქნება შესაერთებლად ერთა ლიგის ნებისმიერი წევრის სახელით და მე-20 მუხლში მითითებული ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფოს სახელით, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.

შეერთების სიგელები გადაეცემა ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც შეატყობინებს მათი მიღების შესახებ ლიგის ყველა წევრს და მე-20 მუხლში მითითებულ არაწევრ სახელმწიფოებს.

    მუხლი 22

ქვეყნები, რომლებიც მზად არიან მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოახდინონ ამ კონვენციის რატიფიკაცია, ან 21-ე მუხლის შესაბამისად შეუერთდნენ ამ კონვენციას, მაგრამ სურთ კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დათქმის გაკეთება, შეუძლიათ ამის შესახებ აცნობონ ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც დაუყოვნებლივ შეატყობინებს მსგავს დათქმებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა სახელით მოხდა რატიფიკაცია ან შეერთება და გამოარკვევს, გააჩნიათ თუ არა მათ აღნიშნული დათქმების მიმართ პრეტენზიები. თუ გენერალური მდივნის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში პრეტენზიები არ იქნება მიღებული მიიჩნევა, რომ დანარჩენი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ დათქმის გამკეთებელი სახელმწიფოს მონაწილეობას კონვენციაში აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით.

    მუხლი 23

ნებისმიერი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება ან მასთან შეერთება გულისხმობს, რომ მისი კანონმდებლობა და ადმინისტრაციული ორგანიზაცია შესაბამისობაშია ამ კონვენციაში მოცემულ დებულებებთან.

    მუხლი 24

თუ რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ განაცხადებს საწინააღმდეგოს ხელმოწერის, რატიფიცირების ან შეერთებისას, წინამდებარე კონვენციის დებულებები არ გამოიყენება კოლონიების, ზღვის გადაღმა ტერიტორიების, პროტექტორატების ან სუზერენული თუ სამანდატო ტერიტორიების მიმართ.

ამასთანავე, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იტოვებენ იმის უფლებას, რომ კონვენციის 21-ე და 23-ე მუხლების დებულებები გავრცელდეს მათ კოლონიებზე, ოკეანის გადაღმა, პროტექტორატების, სუზერენული ძალაუფლების ქვეშ მყოფ ან სამანდატო ტერიტორიებზე. ისინი ასევე იტოვებენ უფლებას მოახდინონ მისი ცალკე დენონსირება 27-ე მუხლში დადგენილი დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 25

წინამდებარე კონვენცია ძალაში არ შევა, ვიდრე ერთა ლიგის ხუთი წევრი ქვეყანა ან არაწევრი სახელმწიფოები არ მოახდენენ მის რატიფიცირებას ან შეუერთდებიან კონვენციას. ძალაში შესვლის თარიღად ჩაითვლება 90-ე დღე იმ დღიდან, როდესაც ერთა ლიგის გენერალური მდივანი მიიღებს რატიფიკაციისა ან კონვენციასთან შეერთების მეხუთე დოკუმენტაციას.

    მუხლი 26

25-ე მუხლის შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველი შემდგომი რატიფიკაცია თუ კონვენციასთან შეერთება ქმედითია ოთხმოცდაათი დღის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთა ლიგის გენერალურმა მდივანმა მიიღო დოკუმენტაცია.

    მუხლი 27

წინამდებარე კონვენციის დენონსირება შეიძლება მოახდინოს ერთა ლიგის ნებისმიერმა წევრმა ან არაწევრმა სახელმწიფომ ერთა ლიგის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, რომელიც ამის შესახებ აცნობებს ერთა ლიგის ყველა წევრს ან არაწევრ სახელმწიფოებს. ასეთი დენონსირება ძალაში შევა ერთი წლის შემდეგ ერთა ლიგის გენერალური მდივნის მიერ ამის შესახებ შეტყობინების მიღებიდან და იმოქმედებს მხოლოს შეტყობინების გამგზავნი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ.

    მუხლი 28

წინამდებარე კონვენცია რეგისტრირებული იქნება ერთა ლიგის სამდივნოს მიერ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ამის დასტურად, ზემოთ აღნიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი დამოწმებული ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და მე-20 მუხლში ჩამოთვლილ არაწევრ სახელმწიფოებს.

ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი

გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე

ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი

ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი

ბელგია - სერვეისი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი

ინდოეთი კონვენციის 24-ე მუხლის პირობის მიხედვით, ჩემი ხელმოწერა არ მოიცავს მისი უდიდებულესობის სიუზერენული ძალაუფლების ქვეშ მყოფ პრინცსა და მთავრის ტერიტორიებს - ვერნონ დოუსონი

ბულგარეთი - დ. მიკოფი

ჩინეთი - ლონ ლიანგი

კოლუმბია - ა. ჯ. რესტრეპო

კუბა - გ. დე ბლანკი, მ.რ. ალვარეზი

დანია - უილიამ ბორბერგი

დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული

ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა

საფრანგეთი - შალენდარი

საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი

უნგრეთი - პოლ დე ჰევესი

იტალია - უგო ალოიზი

იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი

ლუქსემბურგი - შ. გ. ვერმერი

მონაკო - რ. ელესი

ნორვეგია - შ. ლ. ლანჟი, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ხელის მომწერი პირი თავისი ქვეყნის ხელისუფლების სახელით აცხადებს, რომ:

ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 176 მუხლის მე-2 პარაგრაფისა და ნორვეგიის კანონის დამნაშავეთა ექსტრადაციის შესახებ მე-2 მუხლის დებულების მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლში განსაზღვრული ექსტრადაცია არ მიესადაგება მე-3 მუხლში მოხსენიებულ დანაშაულს, როდესაც ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირი თვითონვე გულწრფელად აღიარებს თავისივე დანაშაულს.

პანამა - ჯ. დ. აროსემენა

ნიდერლანდები - ა. ა. ვან დერ ფელიცი, პ. ჯ. გერკე, კ. ჰ. ბროეგჰოფო

პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდზიმერს სოკალსკი

პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა

რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო

სერბების, ხორვატების და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი

შვეიცარია - დელაკუა

ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი

 

 

ოქმი [1]

1. განმარტებანი

 

კონვენციის ხელმოწერისას, სრულუფლებიანი პირები აცხადებენ, რომ აღიარებენ კონვენციის დებულებების განმარტებებს.

დადგენილია, რომ:

1. ბანკნოტზე ბეჭდის ფალსიფიკაცია, სახელმწიფოში ბანკნოტის გამოყენების მიზნით, თვით ბანკნოტის ფალსიფიკაციად ჩაითვლება.

2. კონვენცია ზეგავლენას არ ახდენს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების უფლებაზე, რათა თავისუფლად არეგულირებდეს პრინციპებს, რომლებიც შეეხება შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოყენებას ან დაუსჯელობას, ასევე შეწყალებისა და შენდობის პრეროგატივასა და ამნისტიის უფლებას, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესი არანაირად არ ცვლის შიდა კანონმდებლობას, რომელიც შეეხება სასჯელის გამოტანას დანაშაულთა ერთობლიობაზე. იგი არ იცავს პირს, რომელიც როგორც ფალსიფიკატორი, ისევე ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირია, განისაჯოს მხოლოდ როგორც ფალსიფიკატორი.

4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ მოთხოვნის წერილის გაფორმება მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში.

 

2. დათქმები

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც დათქმას აკეთებენ, იღებენ ამ კონვენციას გარკვეული პირობით, რომელიც დათქმაში არის განსაზღვრული; მათ მონაწილეობას დათქმის ფარგლებში აღიარებს ყველა დანარჩენი მაღალი ხელშემკვრელი მხარე.

1. ინდოეთის მთავრობა აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, რომ მე-9 მუხლი არ ვრცელდება ინდოეთზე, რადგანაც მართვის უფლებამოსილების სფერო არ არის საკმარისად ფართო ამ მუხლში განსაზღვრული დებულების მისაღებად.

2. მოლაპარაკებების პროცესშია საკონსულო იურისდიქციის გაუქმება, რომელიც ჯერ კიდევ ვრცელდება ზოგიერთი ხელისუფლების მოქალაქეებზე, ამიტომაც ჩინეთის მთავრობას არ ძალუძს მე-10 მუხლის მიღება, რომელიც ხელისუფლების მიერ იმ უცხოელის ექსტრადიციას ითვალისწინებს, რომელიც ყალბი ფულის მოჭრაში არის ბრალდებული მესამე სახელმწიფოს მიერ.

3. რაც შეეხება მე-20 მუხლის დებულებებს, სსრკ-ს დელეგაცია მთავრობის სახელით აკეთებს დათქმას, რათა სურვილისამებრ გადასცეს სარატიფიკაციო სიგელი სხვა ხელის მომწერ მხარეს, რათა უკანასკნელმა ასლი გადასცეს ერთა ლიგის გენერალურ მდივანს და შეტყობინება გადაეგზავნოს დანარჩენ ხელისმომწერ ან მიერთებულ სახელმწიფოებს.

 

3. განცხადებები

შვეიცარია

კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე, შვეიცარიის წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

,,შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს არ ძალუძს კონვენციის სისხლის სამართლებრივი დებულებების შესრულება, ვიდრე დადებითად არ გადაწყდება შვეიცარიაში ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების საკითხი, და შესაბამისად, მიიპყრობს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კონვენციის რატიფიცირება ვერ მოხდება დადგენილ ვადაში.

,,მიუხედავად ამისა, ფედერალურ საბჭოს ძალუძს ადმინისტრაციული დებულებების შესრულება მისი ძალაუფლების სფეროებში, იმის შემდეგ, რაც მოხდება მათი ძალაში შესვლა 25-ე მუხლის თანახმად.”

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი

კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე სსრკ-ს წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

,,მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დელეგაციამ მიიღო მე-19 მუხლის დებულებები, აცხადებს, რომ კავშირის მთავრობა არ სთავაზობს მიმართვას საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ სასამართლოსადმი.

,,რაც შეეხება ამავე მუხლის დებულებებს იმის თაობაზე, რომ თუ დავების მოგვარება არ იქნა მიღწეული პირდაპირი მოლაპარაკებებით, მხარეები მიმართავენ სხვა საარბიტრაჟო პროცედურებს, გარდა საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოსი, სსრკ-ს დელეგაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დებულების მიღება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც კავშირის მთავრობის თვალსაზრისის შეცვლა, მხარეთა შორის დავების მოგვარების საარბიტრაჟო პროცედურების ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.”

წინამდებარე ოქმი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს და მას გააჩნია ისეთივე ძალა და მოქმედების ხანგრძლივობა, როგორც დღევანდელი დღის კონვენციას, რისი ოქმიც მის განუყოფელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა წინამდებარე ოქმზე ხელი მოაწერეს.

შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი აუთენტური ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და კონფერენციაზე დამსწრებ არაწევრ სახელმწიფოებს.

 

ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი

გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე

ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი

ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი

ბელგია - სერვეისი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი

ინდოეთი - ვერნონ დოუსონი

ბულგარეთი - დ. მიკოფი

ჩინეთი - ლონ ლიანგი

კოლუმბია - ა.ჯ. რესტრეპო

კუბა - გ. დე ბლანკი, მ.ლ.ალვარეზ

დანია - უილიამ ბორბერგი

დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული

ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა

საფრანგეთი - შალენდარი

საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი

უნგრეთი - პოლ დე ჰევესი

იტალია - უგო ალოიზი

იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი

ლუქსემბურგი - შ.გ. ვერმერი

მონაკო - რ. ელესი

ნორვეგია - შ.ლ. ლანჟი

პანამა - ჯ.დ. აროსემენა

ნიდერლანდები - ა.ა. ვან დერ ფელიცი, პ.ჯ. გერკე, კ.ჰ. ბროეგჰოფი

პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდიმერს სოკალსკი

პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა

რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო

სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი

შვეიცარია - დელაკუა

ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი



[1] რატიფიკაცია:

ესპანეთი (28 აპრილი, 1930), ბულგარეთი (22 მაისი, 1930), პორტუგალია (18 სექტემბერი, 1930), იუგოსლავია (24 ნოემბერი, 1930), დანია (19 თებერვალი, 1931), ნორვეგია(16 მარტი, 1931), საბერძნეთი (19 მაისი, 1931), ავსტრია (25 ივნისი, 1931), სსრკ (13 ივლისი, 1931), ჩეხოსლოვაკია (12 სექტემბერი, 1931), მონაკო (21 ოქტომბერი, 1931)

მიერთება;

ესტონეთი (30 აგვისტო, 1930)