კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ

  • Word
კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/1930
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 31/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000350
  • Word
29/06/1930
ვებგვერდი, -, 31/05/2000
000000430.00.003.000350
კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 29

კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა ჟენევაში შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ 1930 წლის 10 ივნისს თავის სესიაზე,

დაადგინა რა, რომ მიიღოს იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ რიგი წინადადებები, რაც წარმოადგენს სესიის დღის წესრიგის პირველ პუნქტს, და

გადაწყვიტა რა, რომ მისცეს ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,

იღებს 1930 წლის ივნისის თვის 29-ე დღეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც მოხსენებული იქნება, როგორც 1930 წლის კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ და რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრების მიერ რატიფიკაციას ექვემდებარება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 1

1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც მოახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, ვალდებულია რაც შეიძლება მოკლე დროში გააუქმოს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმის გამოყენება.

2. ამგვარი სრული გაუქმების შემთხვევაში იძულებითი ან სავალდებულო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდამავალ პერიოდში მხოლოდ საზოგადოებრივი მიზნებისათვის და გამონაკლისის სახით იმ პირობებითა და გარანტიებით, რომლებიც გათვალისწინებულია შემდგომ მუხლებში.

3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ და 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოხსენების შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ახალი გადავადების გარეშე განიხილავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმის გაუქმების შესაძლებლობას და გადაწყვეტს კონფერენციის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანას.

    მუხლი 2

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ ნიშნავს ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც რაიმე სასჯელის მუქარით მოეთხოვება პირს, და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს.

2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ გულისხმობს:

a) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურს და წმინდა სამხედრო ხასიათის სამუშაოებისათვის გამოყენებულ შრომას;

b) ნებისმიერ სამუსაოს და სამსახურს, რომელიც წარმოადგნეს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეთა ჩვეულებრივ სამოქალაქო მოვალეობას;

c) ნებისმიერ სამუშაოს და სამსახურს, რომელიც მოეთხოვება პირს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ეს სამუშაო ან სამსახური შესრულდება სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლითა და ზედამხედველობით და რომ აღნიშნული პირი არ შეიძლება დაქირავებულ ან გადაცემულ იქნას კერძო პირების, კომპანიების ან საზოგადოებების განკარგულებაში;

d) ნებისმიერ სამუშაოს და სამსახურს, რომელიც მოეთხოვება პირს საგანგებო მდგომარეობის დროს, ანუ ომის ან მოსალოდენლი თუ არსებული კატასტროფის შემთხვევაში, ხანძრის, წყალდიდობის, შიმშილის, მიწისძვრის, ძლიერი ეპიდემიის ან ეპიზოიტების, მავნე ცხოველების, ქვეწარმავლების ან მცენარეთა შემოსევის და საერთოდ იმ გარემოებათა გამო, რომელიც ქმნის ან შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ან მისი ნაწილის სიცოცხლეს ან ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს;

e) საზოგადო ხასიათის წვრილმანი სამუშაოები, ანუ ისეთი სამუშაოები, რომლებიც სრულდება კოლექტივის წევრთა მიერ ამ კოლექტივის პირდაპირ სარგებლობისათვის და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კოლექტივის წევრების ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობად, იმ პირობით, რომ თვითონ მოსახლეობას ან მის უშუალო წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი შეხედულება ამ სამუშაოს მიზანშეწონილობის თაობაზე.

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „კომპეტენტური ხელისუფლება“ ნიშნავს მეტროპოლიის ხელისუფლებას ან მოცემული ტერიტორიის უმაღლეს ცენტრალურ ხელისუფლებას.

    მუხლი 4

1. კომპეტენტურ ხელისუფლებას არა აქვს უფლება დააწესოს ან გასცეს ნებართვა დაწესდეს იძულებითი ან სავალდებულო შრომა კერძო პირების, კომპანიების, ან საზოგადოებების სასარგებლოდ.

2. თუ იძულებითი ან სავალდებულო შრომის ამგვარი ფორმა კერძო პირების, კომპანიების ან საზოგადოებების სასარგებლოდ არსებობს, იმ დროისათვის, როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი ახდენს ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების რეგისტრაციას, ორგანიზაციის ეს წევრი, მისთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტიდან მთლიანად გააუქმებს ამ სახის იძულებით ან სავალდებულო შრომას.

    მუხლი 5

1. კერძო პირებისათვის, კომპანიებისათვის ან საზოგადოებისათვის მინიჭებული არანაირი კონცესიის საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ამა თუ იმ ფორმის გამოყენება, წარმოების ან პროდუქტის მიღების მიზნით, რომელსაც ეს კერძო პირები, კომპანიები და საზოგადოებები იყენებენ ან რომლითაც ისინი ვაჭრობენ.

2. თუ კონვენციის დებულებებით გათვალისწინებულია იძულებითი ან სავალდებულო შრომის დაკისრება, ეს დებულებები უნდა დაუქმნდეს ამ კონვენციის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

    მუხლი 6

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციის მოხელეების ვალდებულებაა წაახალისონ მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმის სამუშაოს შესრულებაში, ამ მოხელებს არ შეუძლიათ აიძულონ მოსახლეობა ან ცალკეული პირები იმუშაონ კერძო პირების, კომპანიების ან საზოგადოებების სასარგებლოდ.

    მუხლი 7

1. უფროსებს, რომლებიც არ ასრულებენ ადმინისტრაციულ მოვალეობებს, არ შეუძლიათ იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოყენება.

2. უფროსები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ მოვალეობებს, კომპეტენტური პირების სპეციალური ნებართვით შეუძლიათ წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართონ იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოყენებას.

3. უფროსები, რომლებიც აღიარებულნი არიან სათანადოდ და რომელნიც არ იღებენ შესაბამის გასამრჯელოს სხვა ფორმით, შეიძლება შესაბამისი რეგლამენტაციის საფუძველზე, ისარგებლონ პირადი მომსახურებით. ამ შემთხვევაში განხორციელდება ყველა საჭირო ზომა თანამდებობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 8

1. იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მოცემული ტერიტორიის უმაღლეს სამოქალაქო ხელისუფლებას.

2. ამასთან ამ ხელისუფლებას შეუძლია უმაღლეს ადგილობრივ ხელისუფლებას მისცეს უფელბა გამოიყენოს იძულებითი ან სავალდებულო შრომა იმ შემთხვევაში, როცა ასეთი შრომა არ გამოიწვევს მშრომელთა ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან მოწყვეტას. ამ ხელისუფლებას შეუძლია აგრეთვე ამ კონვენციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად განსაზღვრულ პერიოდში და პირობებით უმაღლეს ადგილობრივ ხელისუფლებას მისცეს უფლება, მშრომელები ჩააბას იძულებით ან სავალდებულო შრომაში ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, თუკი ასეთი შრომა გაუადვილებს ადმინისტრაციის მოხელეებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას მიმოსვლის და ადმინისტრაციის ტვირთის გადაზიდვას.

    მუხლი 9

იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულია სხვა რამ, ხელისუფლების ორგანო, რომელსაც აქვს იძულებით ან სავალდებულო შრომაში ჩაბმის უფლება, მანამ, სანამ გადაწყვეტს შრომის ამგვარი ფორმის გამოყენებას, ვალდებულია წინასწარ დარწმუნდეს, რომ:

a) სამუშაო ან სამსახური, რომელიც უნდა შესრულდეს, დაკავშირებულია იმ კოლექტივის უშუალო ან მნიშვნელოვან ინტერესთან, რომელმაც ეს უნდა შეასრულოს;

b) სამუშაო ან სამსახური აუცილებელია ამჟამად ან ახლო მომავალში;

c) ამ სამუშაოსათვის ან სამსახურისათვის შეუძლებელია ნებაყოფლობითი მუშახელის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული იყო ხელფასი და სამუშაო პირობები, არანაკლებ ისეთი, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ანალოგიური სამუშაოსათვის ან სამსახურისათვის გამოიყენება;

d) მოსახლეობისათვის შრომის ან ამ სამუშაოს შედეგები არ იქნება მძიმე ტვირთი არსებული მუშახელის ან ამ მუშახელის მიერ აღნიშნული სამუშაოს შესრულების უნარის გათვალისწინებით.

    მუხლი 10

1. იძულებითი ან სავალდებულო შრომა, რომელიც მოითხოვება, როგორც ბეგარა, და იძულებითი ან სავალდებულო შრომა, რომელსაც საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის მიმართავენ ადმინისტრაციული მოვალეობის შემსრულებელი უფროსები, უნდა გაუქმედეს თანდათან.

2. იმ შემთხვევაში ამ გაუქმებისათვის, როცა იძულებითი ან სავლადებულო შრომა მოთხოვნილი იქნება, როგორც ბეგარა და როცა იძულებითი ან სავალდებულო შრომა ადმინისტრაციული მოვალეობის შემსრულებელი უფროსების მიერ იქნება დაწესებული საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად, დაინტერესებული ხელისუფლება წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ:

a) სამუშაო ან სამსახური, რომლებიც უნდა შესრულდეს, წარმოადგენს იმ კოლექტივის პირდაპირ და მნიშვნელოვან ინტერესს, რომელმაც ეს სამუსაო უნდა შეასრულოს;

b) სამუშაო ან სამსახური არის აუცილებელი ამჟამად ან ახლო მომავალში;

c) მოსახლეობისათვის ამ სამსახურის ან სამუშაოს შედეგები არ იქნება მეტად მძიმე ტვირთი არსებული მუშხელის და ამ მუშახელის მიერ აღნიშნული სამუშაოს შესრულების უნარის გათვალისწინებით;

d) ამ სამუშაოს ან სამსახურის შესრულება არ აიძულებს მშრომელებს დატოვონ მათი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;

e) ამ სამუშაოს ან სამსახურის ხელმძღვანელობა წარიმართება რელიგიის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 11

1. იძულებით ან სავალდებულო შრომაში შეიძლება ჩაბმული იყვნენ მხოლოდ სრულწლოვანი შრომისუნარიანი მამრობითი სქესის პირები, რომელთა სავარაუდო ასაკი არანაკლებ 18 და არა უმეტეს 45 წელია. წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო კატეგორიათა გარდა დაცული უნდა იყოს შემდეგი შეზღუდვები და პირობები:

a) ყველა შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა ექიმმა, წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ მოცემული პირები არ არიან დაავადებულნი რომელიმე ინფექციური დაავადებით, შესწევთ ფიზიკური უნარი მოცემული სამუშაოსათვის და იმ პირობებისათვის, რომლებშიც ეს სამუშაო სრულდება;

b) უნდა გათავისუფლდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, აგრეთვე მთელი ადმინისტრაციული პერსონალი;

c) ყველა კოლექტივში უნდა დარჩეს საოჯახო და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მოზრდილთა და შრომისუნარიან მამაკაცთა აუცილებელი რაოდენობა;

d) საოჯახო და ცოლქმრული კავშირების პატივისცემა;

2. პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში მითითებული მიზნებისათვის წინამდებარე კონვენციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წესები განსაზღვრავს მოსახლეობის მუდმივი შრომისუნარიანი მამაკაცების იმ რაოდენობას, რომლის ერთდროული ჩაბმა იძულებით ან სავალდებულო შრომაში შესაძლებელია, იმ პირობით, რომ ეს რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს.

ამ რაოდენობის განსაზღვრისას კომპტენტური ორგანო ანგარიშს უწევს მოსახლეობის სიმჭიდროვეს, მის საზოგადოებრივ და ფიზიკურ განვითარებას, წლის დროსა და იმ სამუშაოს ხასიათს, რომელიც უნდა შეასრულონ მოცემულმა პირებმა თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და საკუთარი სახსრებით, და ამასთან ითვალისწინებენ მოცემული კოლექტივის ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო ეკონომიურ და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს.

    მუხლი 12

1. მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაში ესა თუ ის პირი შეიძლება ჩაებას სხვადასხვა ფორმის იძულებით ან სავალდებულო შრომაში, არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 დღეს. ამასთანავე სამუშაო ადგილამდე მისვლისა და უკან დაბრუნებისათვის აუცილებელი დრო შედის ამ 60 დღეში.

2. იძულებით ან სავალდებულო შრომაში ჩაბმულ ყოველ მშრომელს მიეცემა მოწმობა, რომელშიც აღნიშნული იქნება შრომის ის პერიოდები, რომლებიც მან უკვე შეასრულა.

    მუხლი 13

1. იძულებით ან სავალდებულო შრომაში ჩაბმული ყოველი პირის ნორმალური სამუშაო დღის ხანგრძლივობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც თავისუფალი დაქირავების პირობებში, ხოლო დრო, რომელიც პირმა იმუშავე ჩვეულებრივი ნორმის გადამეტებით, ანაზღაურდება ისეთივე განაკვეთებით, როგორც ანაზღაურდება თავისუფალი დაქირავებული შრომის ზეგანაკვეთური სამუშაო.

2. იძულებით ან სავალდებულო შრომის ამა თუ იმ ფორმაში ჩაბმულ ყველა პირს ეძლევა კვირაში ერთი დასვენების დღე. ეს დღე შესაძლებლობის მიხედვით უნდა დაემთხვეს იმ დღეს, რომელიც მოცემული ქვეყნის ან რაიონის ტრადიციებითა და ჩვეულებებითაა განსაზღვრული.

    მუხლი 14

1. იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმა, გარდა წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლში აღნიშნული სამუშაოებისა, ანაზღაურდება ნაღდი ფულის იმ განაკვეთებით, რომლებიც არ შეიძლება იყოს იმ განაკვეთებზე ნაკლები, რომლებიც დადგენილია ასეთივე სამუშაოებისთვის იმ რაიონში, სადაც ეს სამუშაო სრულდება, ან იმ რაიონში, საიდანაც დაიქირავეს მშრომელები, რომელი განაკვეთებიც უფრო მაღალია.

2. იმ სამუშაოს შემთხვევაში, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია უმაღლეს მოხელეთა მიერ თავიანთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან ხელფასის გადახდა წინა პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით შემოღებული უნდა იყოს შესაძლებლად მოკლე დროში.

3. ყოველ მშრომელს პერსონალურად უნაზღაურდება ხელფასი, და არა მის უფროსს ანდა რომელიმე სხვა ორგანოს.

4. დღეები, რომლებიც გამოყენებული იქნა სამუშაო ადგილამდე მისვლისა და უკან დაბრუნების მიზნით, ითვლება სამუსაო დღეებად.

5. ამ მუხლით არ იკრძალება მშრომელთათვის ჩვეულებრივი სასურსათო დახმარების გაცემა ხელფასის ნაწილის სახით იმ პირობით, რომ ეს დახმარება ტოლფასი იქნება იმ ფულადი თანხის მაინც, რომლის მაგივრადაც ხდება დახმარეის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ხელფასიდან არანაირი გამოქვითვა არც გადასახადების სახით და არც მშრომელთათვის მიწოდებული პროდუქტების ტანსაცმლისთვის, ბინისთვის, აგრეთვე სამუშაო იარაღებისათვის.

    მუხლი 15

1. მოცემულ ტერიტორიაზე მოქმედი ან მომავალში ამოქმედებული ყველა კანონი, რომლებიც ეხება წარმოებაში უბედური შემთხვევებისას ან პროფესიული ავადმყოფობებისას ანაზღაურებას და ყველა კანონი, რომლებიც ითვალისწინებს იმ პირთათვის დახმარებას, რომელნიც იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ან შრომისუნარდაკარგული მშრომელის კმაყოფაზე, გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომელნიც ჩაბნული არიან იძულებით ან სავალდებულო შრომაში იმ საფუძველზე, როგორც თავისუფალი დაქირავებული მშრომელების მიმართ.

2. ყოველ შემთხვევაში ყველა იმ ორგანოს, რომელიც იძულებით ან სავალდებულო შრომაში აბამს მშრომელებს, ეკისრება ვალდებულება უზრუნვეყოს მშღომელთა საარსებო პირობები, თუ წარმოებაში უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების შედეგად მშრომელი მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებულია უნარს თავი ირჩინოს. ეს ორგანო აგრეთვე მოვალეა ყველაფერი იღონოს ყოველი იმ პირის სარჩენად, რომელიც ნამდვილად იმყოფებოდა ამ მშრომელის კმაყოფაზე ან უკანასკნელის სიკვდილის, ან მისი სამუშაოს შემდეგ შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში.

    მუხლი 16

1. იძულებითი ან სავალდებულო შრომაში ჩაბმული პირები, განსაკუთრებულად აუცილებელი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ იმ რაიონებში, სადაც კვების და კლიმატური პირობები მათთვის ჩვეული პირობებისგან, იმდენად განსხვავებულია, რომ სახიფათოა მათი ჯანმრთელობისათვის.

2. არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება მშრომელთა გადაყვანა, თუ ზუსტად არ განხორციელდა ჰიგიენისა და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ყველა ის ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია მშრომელთა მოწყობისათვის და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

3. თუ ასეთი გადაყვანა აუცილებელი აღმოჩნდა, კომპეტენტურ სამედიცინო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მშრომელთა ახალ კლიმატურ პირობებთან და კვებასთან თანდათნობით შეგუებას.

4. თუ მშრომელები ჩაბმულნი იქნებიან მათთვის უჩვეულო სამუშაოს რეგულარულ შესრულებაში, უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი, რაც უზრუნველყოფს მათ ადაპტაციას ამ სახის სამუშაოსთან კერძოდ სწავლებასთან, სამუშაო საათებთან, დასვენების ორგანიზაციასთან, კვების გაუმჯობესებასთან ან გაზრდასთან ისე, როგორც ეს საჭირო იქნება.

    მუხლი 17

ვიდრე დაშვებული იქნება მშრომელთა ჩაბმა იძულებით ან სავალდებულო შრომაში იმ სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, რომელთა შედეგადაც მშრომელებს მოუწევთა სამუშაო ადგილზე დიდხანს დარჩენა, კომპეტენტური ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ:

1. ყველაფერი იღონეს მშრომელთათვის სათანადო ჰიგინეური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად და რომ, კერძოდ:

a) ამ მშრომელებმა უნდა გაიარაონ სამედიცინო შემოწმება სამუშაოს დაწყებამდე და ამ სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში პერიოდულად;

b) გათვალისწინებული იყო საკმარისი სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა, აგრეთვე ნებისმიერი საჭიროებისათვის აუცილებელი დისპანსერების, საავადმყოფოების, ჰოსპიტლების შექმნა და ყველა საჭირო მოწყობილობით აღჭურვა;

c) სამუშაო ადგილზე სათანადოდ არის უზრუნველყოფილი კარგი ჰიგიენური პირობები, მშრომელთა მომარაგება სასმელი წყლითა და სურსათით, სათბობით, აგრეთვე სამზარეულო აღწურვილობით და აუცილებლობის შემთხვევაში ტანსაცმლითა და ბინით.

2. მშრომელთა ოჯახების საარსებო პირობების შემსუბუქების მიზნით მიღებულია შესაბამისი ზომები, კერძოდ, მშრომელთა თანხმობით ან თხოვნით მათი ოჯახებისათვის საიმედო გზით ხელფასის ნაწილის გაგზავნა.

3. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობითა და მისი ხარჯით უზრუნველყოფილია მშრომელთა მგზავრობა სამუშაო ადგილამდე და უკან და რომ ადმინისტრაცია გაუადვილებს ამ მგზავრობას ტრანსპორტის ყველა ხელმისაწვდომი საშუალების შესაძლებლად ფართო გამოყენებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მშრომელებმა დროებით დაკარგა შრომის უნარი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო, მისი ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ხარჯებს გაიღებს ადმინისტრაცია.

5. ნებისმიერ მშრომელს იძულებით ან სავალდებულო შრომის ვადის გასვლის შემდეგ თავისი სურვილით შეუძლია დარჩეს იმავე ადგილზე თავისუფალ დაქირავებულ მუშად. ამასთან, მას შეუძლია ორი წლის განმავლობაში თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდეს უფასოდ.

    მუხლი 18

1. იძუელებითი ან სავალდებულო შრომა, რომელიც დაკავშირებულია ხალხის გადაყვანასთან და ტვირთზიდვასთან, როგორც მაგალითად, მებარგულებისა და მენიჩბეებისა, უქმდება რაც შეიძლება მოკლე დროში. ამ გაუქმებამდე კომპეტენტური ხელისუფლება ვალდებულია გამოსცეს რეგლამენტაცია, რომელიც, კერძოდ, განსაზღვრავს:

a) იმ ვალდებულებას, რომ შრომის ეს ფორმა გამოიყენონ მხოლოდ ადმინისტრაციის მოხელეთა მიმოსვლის გასაადვილებლად, როცა ისინი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ან ადმინისტრაციის ტვირთის გადაზიდვისას, ანდა მაშინ, როცა სრულიად აუცილებელია და გადაუდებელია სხვა პირების გადაყვანა, რომლებიც ადმინისტრაციის მოხელენი არ არიან;

b) მოვალეობას, ამგვარ გადაზიდვებში ჩააბას მხოლოდ ის მშრომელი მამაკაცები, რომლებსაც წინასწარი სამედიცინო შემოწმებით შესწევთ უნარი ამ სამუშაოს შესრულებისათვის, თუკი ასეთი შემოწმება შესაძლებელია. თუ შეუძლებელია, პირი, რომელიც გამოიყენებს ასეთ მუშახელს, თავისი პასუხისმგებლობით უნდა დარწმუნდეს, რომ ამ მშრომელებს შესწევთ საჭირო ფიზიკური უნარი და არ სჭირთ ინფექციური სენი;

c) იმ ტვირთის მაქსიმალურ წონას, რომელიც უნდა წაიღონ მშობლებმა;

d) მაქსიმალურ მანძილს, რომლითაც შესაძლებელია მშრომელი დაშორდეს თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;

e) თვეში მაქსიმალური დღეების რაოდენობას ან ნებისმიერ სხვა პერიოდს, რომლის განმავლობაში მშრომელი შეიძლება ჩაებას შრომაში, ამასთან დღეების ამ რაოდენობაში შედის საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად საჭირო დღეებიც;

f) იმ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაებან იძულებით ან სავალდებულო შრომაში, აგრეთვე ამ უფლების მოქმედების ფარგლებს.

2. წინა პუნქტის „c“, „d“, „e“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაქსიმუმების განსაზღვრისას, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები მხედველობაში იღებენ ხაკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს, კერძოდ, მოსახლეობის ფიზიკურ უნარს, მშრომელთა მიერ გასავლელი მარშრუტის ხასიათს, აგრევე კლიმატურ პირობებს.

3. გარდა ამისა, კომპეტენტური ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ მებარგულების ნორმალურმა, ყოველდღიურმა მარშრუტმა არ გადააჭარბოს მანძილს, რომელიც შეესაბამება საშუალოდ 8-საათიანი დღის ხანგრძლივობას. ამასთანავე, ამ მანძილის განსაზღვრისას მხედველობაში იღებენ არა მხოლოდ ტვირთის წონას და მარშრუტის სიგრძეს, არამედ გზის მდგომარეობასაც, წელიწადის დროსაც და ამასთან ყველა სხვა დაკავშირებულ ფაქტორს, ზეგანაკვეთურ დროს მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი სამუშაო ანაზღაურდება ჩვეულებრივ განაკვეთზე უფრო მაღალი განაკვეთებით.

    მუხლი 19

1. ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები მიწის იძულებითი დამუშავების ნებართვას იძლევიან მხოლოდ შიმშილის თავიდან ასაცილებლად ან სასურსათო პროდუქტების ნაკლებობისას და ყოველთვის იმ პირობით, რომ მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ან სურსათი დარჩება იმ კოლექტივისა და პირის საკუთრებაში, რომელმაც ის აწარმოა.

2. ამ მუხლის შედეგად არ უნდა შეიცვალოს კოლექტივის წევრთა მოვალეობა შეასრულონ კანონით ან კოლექტივის ჩვეულებით დაწესებული სამუშაო, თუ წარმოება ორგანიზებულია კანონებისა და ჩვეულებების საფუძველზე და თუ პროდუქტები და გაყიდული პროდუქტების მოგება რჩება კოლექტივის საკუთრებაში.

    მუხლი 20

კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ დასჯას და გამოიყენება მთლიანად კოლექტივის მიმართ იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია მისი რომელიმე წევრის მიერ, არ შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც სასჯელის ღონისძიებას, ასევე კოლექტივის იძულებით ან სავალდებულო შრომას.

    მუხლი 21

იძულებით ან სავალდებულო შრომა არ გამოიყენება მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების შესასრულებლად.

    მუხლი 22

ორგანიზაციის იმ წევრებმა, რომლებმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინეს, ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე კონვენციით განხორციელებულ დებულებათა ღონისძიებების შესახებ ყოველწლიური მოხსენებები, წარუდგინონ შრომის საერთაშორისო ბიუროს, შრომის საერთაშორისო წესდების 22-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ტერიტორიასთან დაკავშირებით შესაძლებლად სრულ ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე იძულებით ან სავალდებულო შრომის გამოყენების ზომის შესახებ, აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ამ შრომის გამოყენების მიზნების შესახებ, მონაცემებს ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, განაკვეთის და ხელფასების გაცემის წესის შესახებ, აგრეთვე ამასთან დაკავშირებულ ყველა სხვა მონაცემს.

    მუხლი 23

1. წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულების მიზნით კომპეტენტური ხელისუფლება გამოსცემს სრულ და ზუსტ დადგენილებას იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოყენების შესახებ.

2. ეს დადგენილება, კერძოდ, შეიცავს წესს, რომელიც იძულებით ან სავალდებულო შრომაში ყოველ პირს აძლევს უფლებას ხელისუფლებას წაუყენოს ნებისმიერი პრეტენზია შრომის პირობებთან დაკავშირებით, და მისი პრეტენზიების განხილვისა და გათვალისწინების გარანტიას.

    მუხლი 24

იძულებით ან სავალდებულო შრომის წესების ზუსტად დაცვის უზრუნველყოფისათვის ყველა შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები ან ამგვარ (ე.ი. იძულებით ან სავალდებულო) შრომაზე ნებისმიერი (თავისუფალი, დაქირავებული შრომით), უკვე არსებული ინსპექციის ორგანოს ფუნქციების გავრცელების გზით, ან ნებისმიერი, სხვა შესაბამისი სისტემის საშუალებით მიიღება აგრეთვე ზომები იმისათვის, რომ ეს წესები გაეცნოს იძულებით ან სავალდებულო შრომაში ჩაბმულ პირებს.

    მუხლი 25

იძულებით ან სავალდებულო შრომაში უკანონო ჩაბმა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით და ორგანიზაციის ყველა წევრი, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, ვალდებულია უზრუნველყოს რეალური ეფექტიანობა და კანონით დაწესებული სანქციების ზუსტად აღსრულება.

    მუხლი 26

1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ნებისმიერი წევრი, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, ვალდებულია გამოიყენოს იგი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც იმყოფებიან მისი სუვერენიტეტის, იურისდიქციის, მფარველობის, სიუზერენიტეტის, მეურვეობის ან მმართველობის ქვეშ იმდენად, რამდენადაც მას უფლება აქვს იკისროს ვალდებულება, რომელიც ეხება შიდა იურისდიქციას. თუ ორგანიზაციის ამ წევრს სურს ისარგებლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35-ე მუხლის დებულებით, მან უნდა დაურთოს დოკუმენტს რატიფიკაციის შესახებ განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება:

1) ტერიტორიები, რომლებზეც იგი აპირებს ამ კონვენციის დებულებების გამოყენებას ცვლილებათა გარეშე.

2) ტერიტორიები, რომლებზეც იგი აპირებს ამ კონვენციის დებულების გამოყენებას ცვლილებებით და ამ ცვლილებათა დეტალებით.

3) ტერიტორიები, რომელთა მიმართაც იგი ჯერჯერობით თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისაგან.

4) მითითებული განცხადება ჩაითვლება რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად და გამოიწვევს ერთნაირ შედეგს. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია მომდევნო განცხადების საშუალებით უარი თქვას წინა განცხადებაში შეტანილ შენიშვნებზე ან მათ ნაწილზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების თანახმად.

    მუხლი 27

წინამდებარე კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი რეგისტრაციისათვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

    მუხლი 28

1. ეს კონვენცია სავალდებულოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებს, რომელთა სიგელები რატიფიკაციის შესახებ რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის 12 თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც გენერალური დირექტორის მიერ რეგისტრირდება ორგანიზაციის ორი წევრისაგან რატიფიკაცია.

3. შემდგომში ეს კონვენცია ორგანიზაციის ყოველი წევრისათვის ძალაში შედის რატიფიკაციის რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ.

    მუხლი 29

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორი წევრის მიერ სარატიფიკაციო სიგელების რეგისტრაციის შემდეგ, შრომის საერთშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი აცნობებს ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს. აგრეთვე იგი აცნობებს მათ ორგანიზაციის სხვა წევრების მიერ წარდგენილი სარატიფიკაციო სიგელების რეგისტრაციას.

    მუხლი 30

1. ორგანოზაციის ყოველ წევრს, რომელმაც მოახდინა ამ კონვენციის რატიფიკაცია, შეუძლია მისი თავდაპირველად ძალაში შესვლიდან 10-წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ მოახდინოს მისი დენონსაცია დენოსაციის აქტის მეშვეობით, რომელიც გაეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის. დენონსაცია ძალაში შედის მისი თარიღის რეგისტრაციიდან 1 წლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის ყოველ წევრს, რომელმაც მოახდიან ამ კონვენციის რატიფიკაცია და რომელმაც წინა პუნქტში აღნიშნული 10-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1 წლის ვადაში არ გამოიყენა ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება, მომდევნო 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში ეკისრება ვალდებულებანი ამ კონვენციით და შემდგომში მისი დენონსაცია შეუძლია მხოლოდ 5-წლიანი პერიოდის ამოწრუვის შემდეგ იმ წესით, როგორც ეს დადგენილია წინამდებარე მუხლში.

    მუხლი 31

ყოველთვის, როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო აუცილებლად მიიჩნევს, იგი წარუდგენს გენერალურ კონფერენციას მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და განიხილავს მიზანშეწონილობას ჩართოს კონფერენციის დღის წესრიგში საკითხი მის სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ.

    მუხლი 32

1. თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენცია, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, მაშინ: ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ ახალი, გადასინჯული კონვენციის რატიფიკაცია 30-ე მუხლის დებულებათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ იწვევს წინამდებარე კონვენციის დენონსაციას, იმ პირიბოთ, რომ ახალი, გადასინჯული კონვენცია ძალაშია შესული.

2. ახალი გადასინჯული კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, წინამდებარე კონვენცია დახურული იქნება ორგანზიაციის წევრების მიერ რატიფიკაციისათვის.

3. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონვენცია ძალაში რჩება ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრებისათვის, რომელბმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ გადასინჯული კონვენციის რატიფიკაცია.

    მუხლი 33

ამ კონვენციის ინგლისური და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტურია.