შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

  • Word
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000333
  • Word
22/04/1996
გაურკვეველი, -, 18/05/2000
000000430.00.003.000333
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

22 აპრილი 1996 წელი

ბელგიის სამეფო,

დანიის სამეფო,

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,

საბერძნეთის რესპუბლიკა,

ესპანეთის სამეფო,

საფრანგეთის რესპუბლიკა,

ირლანდია,

იტალიის რესპუბლიკა,

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო,

ნიდერლანდების სამეფო,

ავსტრიის რესპუბლიკა,

პორტუგალიის რესპუბლიკა,

ფინეთის რესპუბლიკა,

შვედეთის სამეფო,

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,

ევროპის გაერთიანების, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მონაწილე მხარეები,

შემდგომში „წევრ სახელმწიფოებად“ წოდებულნი, და

ევროპის გაერთიანებამ ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება და ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, აქ და შემდგომ წოდებული „გაერთიანებად“,

ერთის მხრივ, და

საქართველო,

მეორეს მხრივ, რომლებიც

მხედველობაში იღებენ გაერთიანების, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს კავშირ-ურთიერთობებსა და საერთო ფასეულობებს, რომლებსაც ისინი იზიარებენ;

ცნობენ გაერთიანებისა და საქართველოს სურვილს განამტკიცონ ეს კავშირ-ურთიერთობანი და დაამკვიდრონ პარტნიორობა და თანამშრომლობა, რაც გააძლიერებს და გააფართოებს წარსულში, კერძოდ 1989 წლის 18 დეკემბერს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებასა და ევროპის ატომურ გაერთიანებას და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის დადებული სავაჭრო, კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებით გათვალისწინებულ ურთიერთობებს,

ითვალისწინებენ ევროპის გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების და საქართველოს ვალდებულებას გააძლიერონ პარტნიორობის ძირითადი საფუძველი - პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებანი;

ითვალისწინებენ მხარეების ვალდებულებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, აგრეთვე სადავო საკითხთა მშვიდობიან მოგვარებას და ამ მიზნით გაეროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფარგლებში თანამშრომლობას;

ითვალისწინებენ გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების და საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას განახორციელონ ევროთათბირის საბოლოო აქტში, მადრიდისა და ვენის სხდომების დასკვნით დოკუმენტებში, ევროსაბჭოს ეკონომიკური თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ბონს კონფერენციის დოკუმენტში, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიასა და ევროსაბჭოს 1992 წლის ჰელსინკის დოკუმენტის „ცვლილებათა პრობლემებში“, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის სხვა ძირითად დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ყველა პრინციპი და დებულება;

ცნობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ევროპაში;

აღიარებენ სამართლის ნორმების, ადამიანის უფლებების, კერძოდ უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების პატივისცემას, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მიზნით ეკონომიკის ლიბერალიზაციის უმთავრეს მნიშვნელობას, და ცნობენ საქართველოს ძალისხმევას ამ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შესაქმნელად;

სჯერათ, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის ამ შეთანხმების სრული განხორციელება, ერთის მხრივ, დამოკიდებულია და მეორეხ მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების გაგრძელებას და დასრულებას, აგრეთვე თანამშრომლობისთვის აუცილებელი ფაქტორების გაძლიერებას, განსაკუთრებით ევროსაბჭოს ბონის კონფერენციის დასკნების გათვალისწინებით.

სურთ ხელი შეუწყონ მეზობელ ქვეყნებთან რეგიონული თანამშრომლობის პროცესის განვითარებას იმ სფეროებში, რომელთაც მოიცავს ეს შეთანხმება, იმ მიზნით რომ ხელი შეუწყონ რეგიონში კეთილდღეობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით დაუჭირონ მხარი იმ ინიციატივებს, რომელთა მიზანია ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ერთმანეთისადმი ნდობის წახალისებას;

გამოთქვამენ სურვილს დაამყარონ და განავითარონ რეგულარული პოლიტიკური დიალოგი ორივე მხარისათვის საინტერესო რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე;

გამოთქვამენ სურვილს და მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფება დაამყაროს ნჭიდრო თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან;

ითვალისწინებენ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის საჭიროებას, კერძოდ ენერგეტიკის სექტორში და ამ კონტექსტით იმ მნიშვნელობას, რომელსაც გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები ანიჭებენ ენერგოპროდუქტების მიუკერძოებელ საექსპორტო ტრანზიტს, ადასტურებენ რომ გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები და საქართველო მიუერთდნენ ევროპის ენერგეტიკის ქარტიას, და მხარს უჭერენ ენერგეტიკის ქარტიის შეთანხმებისა და ენერგეტიკის ქარტიის ენერგიის ეფექტიანობისა და მასთან დაკავშირებული გარემოდაცვითი ასპექტების შესახებ ოქმის სრულ განხორციელებას;

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანება მზად არის საჭიროებისამებრ განახორციელოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ტექნიკური დახმარება;

 ითვალისწინებენ შეთანხმების სარგებლიანობას საქართველოს, ევროპისა და მეზობელი რეგიონების უფრო ფართო თანამშრომლობის არესთან თანდათანობითი დაახლოებისატვის და მისი ღია საერთაშორისო სისტემაში პროგრესული ინტეგრაციისათვის;

ითვალისწინებენ მხარეების სურვილს მოახდინონ ვაჭრობის ლიბერალიზაციას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესების შესაბამისად;

აცნობიერებენ იმ პირობების გაუმჯობესების აუცილებლობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესსა და ინვესტიციებზე, და აგრეთვე კომპანიების ჩამოყალიბების მუშახელის, მომსახურებისა და კაპიტალის მიმოქცევის სფეროებზე;

დარწმუნებულნი არიან, რომ წინამდებარე შეთანხმება ახალ კლიმატს შექმნის მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების თვალსაზრისით, რაც აუცილებელია ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისა და ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის;

სურვილი აქვთ დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში, მხარეებს შორის ამ სფეროში არსებული ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით;

ცნობენ, რომ არალეგალური იმიგრაციის თავიდან აცილება და კონტროლი წარმოადგენს ამ შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად მიზანს;

სურვილი აქვთ დაამყარონ კულტურუილ თანამშრტომლობა და გააუმჯობესონ ინფორმაციის გაცვლა, და

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმებით დამყარდა პარტნიორობა, ერთის მხრივ, გაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის. ამ პარტნიორობის მიზანია:

● შექმნან მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგისათვის შესაბამისი ჩარჩოები, რაც შესაძლებელს გახდის განვითარდეს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

● მხარი დაუჭირონ საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს დემოკრატიის განმტკიცებას, განავითაროს ეკონომიკა და დაასრულოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა;

● ხელი შეუწყონ მხარეებს შორის ვაჭრობას, ინვესტირებას, ჰარმონიული ეკონომიკურ ურთიერთობების დამყარებას, რაც შესაძლებელს გახდის მათ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას;

● საფუძველი ჩაუყარონ საკანონმდებლო, ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ, სამოქალაქო-სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და კულტურულ თანამშრომლობას.

კარი 1. ზოგადი პრინციპები

    მუხლი 2

დემოკრატიის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, როგორც ეს კერძოდ განსაზღვრულია გაეროს წესდებაში, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიაში, აგრეთვე საბაზრო ეკონომიკისა და ევროსაბჭოს ბონის კონფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპების პატივისცემა წარმოადგენს მხარეების საშინაო და საგარეო პოლიტიკის და პარტნიორობისა და ამ შეთანხმების ძირითად ელემენტებს.

    მუხლი 3

მხარეებს მიაჩნიათ, რომ მათი მომავალი კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რათა ახლად შექმნილმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებიც წარმოიშვნენ ან აღიდგინეს თავიანთი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (აქ და შემდგომ ნახსენები იქნება როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“), შეინარჩუნონ და განავითარონ თანამშრომლობა ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების სულისკვეთებით, და ყველაფერი იღონო, რათა ბიძგი მისცენ ამ პროცესს.

    მუხლი 4

მხარეები, საჭიროებისამებრ, განიხილავენ მოვლენების განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით რაც შეეხება იქაურ ეკონომიკურ ვითარებას და საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ამ პირობების გათვალისწინებით თანამშრომლობის საბჭომ შეიძლება მხარეებს გაუწიოს რეკომენდაციები შეთანხმების ნებისმიერი ნაწილის შემდგომი განვითარების შესახებ.

კარი 2. პოლიტიკური დიალოგი

    მუხლი 5

მხარეებს შორის გაიმართება რეგულარული პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მხარეებს განზრახული აქვთ განავითარონ და გააღრმავონ. იგი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს გაერთიანებისა და საქართველოს დაახლოებას, მხარს დაუჭერს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნებს და დააჩქარებს თანამშრომლობის ახალი ფორმების დამკვიდრებას. პოლიტიკური დიალოგი:

● ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს კავშირს გაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებთან, დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობასთან. ამ შეთანხმების მეშვეობით მიღწეული ეკონომიკური კონვერგენცია ხელს შეუწყობს უფრო ინტენსიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს;

● გამოიწვევს ორივე მხარისათვის საინტერესო საერთაშორისო საკითხების შესახებ პოზიციების მზარდ დაახლოებას, რითაც გააძლიერებს უშიშროებასა და სტაბილურობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მომავალ განვითარებას;

● გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეები ცდილობენ ითანამშრომლონ ევროპაში უშიშროებისა და სტაბილურობის გაძლიერების, დემოკრატიის პრინციპების დაცვის, ადამიანის, განსაკუთრებით უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და მათ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში და, საჭიროებისამებრ, გამართავენ კონსულტაციებს შესაბამისი პრობლემების თაობაზე.

● ასეთი დიალოგი შეიძლება გაიმართოს რეგიონალურ საფუძველზე, რეგიონალური დაძაბულობისა და კონფლიქტების მოგვარებისხელშეწყობის მიზნით.

    მუხლი 6

პოლიტიკური დიალოგი მინისტრების დონეზე გაიმართება თანამშრომლობის საბჭოში, რომელიც შეიქმნა 81-ე მუხლის თანახმად. სხვა შემთხვევებში ეს მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 7

მხარეები შექმნიან პოლიტიკური დიალოგისსხვა პროცედურებსა და მექანიზმებს, კერძოდ, შემდეგი ფორმებით:

● რეგულარული შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე, ერთის მხრივ, გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების და, მეორეს მხრივ, საქართველოს წარმომადგენლებს შორის;

● ისარგებლებენ მხარეებს შორის არსებული ყველა დიპლომატიური არხით, მათ შორის ორმხრივ, მრავალმხრივ სფეროებში მოქმედი კონტაქტებით, როგორიცაა გაეროსა და ეუთოს შეხვედრები და სხვა;

● სხვა დანარჩენი საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დიალოგის განმტკიცებასა და განვითარებას, მათ შორის ექსპერტების დონეზე.

    მუხლი 8

პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო დონეზე გაიმართება საპალამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ფარგლებში, რომელიც შექმნილია შეთანხმების 86-ე მუხლის თანახმად.

კარი 3. სასაქონლო ვაჭრობა

მუხლი 9

1. მხარეები მიანიჭებენ ერთმანეთს ყველა სფეროში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს შემდეგი მიმართულებებით:

● საბაჟო მოსაკრებლები და გადასახადები, გამოყენებული იმპორტისა და ექსპორტისათვის, მათი შეგროვების მეთოდის გათვალისწინებით;

● დებულებები, რომლებიც ეხება საბაჟო კლირინგს, ტრანზიტს, დასაწყობებასა და გადმოტვირთვას;

● ნებისმიერი სახეობის ბაჟი და სხვა შიდა სახდელები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიყენება იმპორტუილ საქონლისადმი;

● ანგარიშსწორების ფორმები და ასეთ ანგარიშსწორებათა ტრანსფერი;

● საშინაო ბაზარზე საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან, ტრანსპორტირებასთან, განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული წესები.

2. პირველი პუნქტის წესები არ გამოიყენება:

ა) იმ უპირატესობათა მიმართ, რომლებიც გაიცემა საბაჟო კავშირის, ან თავისუფალი ზონის შექმნის მიზნით ან, შესაბამისად, საბაჟო კავშირისა და ასეთი ზონის შექმნისათვის;

ბ) იმ უპირატესობათა მიმართ, რომლებიც განსაზღვრულია განვითარებადი ქვეყნებისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად და ენიჭება ზოგიერთ ქვეყანას;

გ) იმ უპირატესობათა მიმართ, რომლებიც ეხება მომიჯნავე ქვეყნებსსასაზღვრო ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით.

3. პირველი პუნქტის დებულებები არ ეება იმ უპირატესობებს, რომლებიც განსაზღვრულია 1 დანართში, და რომლებიც საქართველომ მიანიჭა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ სახელმწიფოებს. ზემოაღნიშნული ეხება გარდამავალ პერიოდს, რომლის დასრულების ვადა არის მსო-თან საქართველოს მიერთების თარიღი ანუ 1998 წლის 31 დეკემბერი, იმის მიხედვით თუ რომელი უფრო ადრე შესრულდება.

    მუხლი 10

1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო გადაადგილების თავისუფლების პრინციპი წარმოადგენს შეთანხმების მიზნების განხორციელების აუცილებელ პირობას.

ამ თვალსაზრისით ყოველი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეუზღუდავ ტრანზიტს, რომლის წარმოშობის ან დანიშნულების ადგილი არის მეორე მხარის საბაჟო ტერიტორია.

2. GATT-ის მე-5 მუხლში აღნიშნული წესები (პარ. 2,3, და 4) გამოიყენება ორივე მხარეს შორის.

3. ამ მუხლის წესები არ ეწინააღმდეგება იმ სპეციალურ წესებს, რომლებიც შეეხება განსაკუთრებულ სექტორებს, კერძოდ, მხარეებს შორის შეთანხმებულ ტრანსპორტისა და საქონლის სექტორებს.

    მუხლი 11

იმ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ყოველგვარი შელახვის გარეშე, რომლებიც ეხება საქონლის დროებით შეღწევას, და რომლებიც ორივე მხარეს ავალდებულებს, რომ თითოეულმა გარკვეულ შემთხვევებში და ამ საკითხე არსბული სხვა საერთაშორისო კონვენციებით გათვალიწინებული პროცედურების თანახმად, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად გაანთავისუფლოს მეორე მხარე დროებით გადმოცემულ საქონელზე საიმპორტო გადასახდელისა და მოსაკრებლებისაგან, ანგარიში გაეწევა იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც ასეთი კონვენციით გათვალისწინებულ მოვალეობებს დაეთანხმება მეორე მხარე.

    მუხლი 12

1. საქართველოში წარმოებული საქონლის იმპორტი ევროპაში თავისუფლდება რაოდენობრივი შეზღუდვებისგან და არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების მე-14, მე-17 და მე-18 მუხლებს.

2. გაერთიანებაში წარმოებუილ საქონლის იმპორტი საქართველოში თავისუფლდება რაოდენობრივი შეზრუდვების ან მსგავსი ეფექტის მქონე საშუალებებისაგან და არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მე-14 მუხლს.

    მუხლი 13

მხარებს შორის საქონლით ვაჭრობა განხორციელდება საბაზრო ფასების საფუძველზე.

    მუხლი 14

1. თჲ ერთი მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებულია პროდუქტი იმდენად დიდი რაოდენობით და ისეთი პირობებით, რომ ზიანდება ან დაზიანების საფრთხე ექმნება მსგავსი ან უშუალოდ კონკურირებადი პროდუქციის შიდა წარმოებას, გაერთიანებას და საქართველოს (რომელი მათგანიც დაინტერესბულია), შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი ზომები შემდეგი პროცედურებისა და პირობების თანახმად.

2. ზომების მიღებამდე, იმ შემთხვევბში რომელსაც შეეხება მე-4 პუნქტი, რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანება და საქართველო (ნებისმიერი მათგანი) მიაწოდებენ თანამშრომლობის კომიტეტს შესაბამის ინფორმაციას ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმების მიღწევის მიზნით, როგორც გათვალისწინებულია 11-ე კარში.

3. თუ თანამშრომლობის კომიტეტში საქმის შეტანიდან 30 დღის განმავლობაში კონსულტაციების შედეგად მიღწეული არ იქნება გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციის აღსაკვეთად, კონსულტაციების მომთხოვნს მხარეს შეუძლია შეზღუდოს შესაბამისი საქონლის იმპორტი იმ მასშტაბით და იმ დროით, რომელიც აუციებელია ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მის გამოსასწორებლად, ან მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები.

4. საგანგებო შემთხვევების დროს, როდესაც დაგვიანებას შეიძლება მოჰტვეს ძნელად გამოსასწორებელი ზიანი, მხარეებს შეუძილათ მიიღონ ზომები კონსულტაციებზე იმ პირობით, რომ ასეთი კონსულტაციები დაუყოვნებლივ მოეწყობა ზომების მიღების შემდეგ.

5. ამ მუხლის დებულებების თანახმად, ზომების შერჩევისას მხარეები უპირატესობას მიანიჭებენ იმ ზომებს, რომლებიც შეთანხმების შესრულებისათვის ყველაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ.

6. ამ მუხლის ვერცერთი დებულება ვერ მოახდენს გავლენას ერთ-ერთი მხარის მიერ ანტიდემპინგური ან სხვა საკომპენსაციო ზომების მიღებაზე GATT-ის მე-6 მუხლის შესაბამისად, GATT-ის მე-6 მუხლის განხორციელებაზე შეთანხმების, GATT-ის მე-6, მე-16 და მე-18 მუხლების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე შეთანხმების ან შესაბამისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15

მხარეები კისრულობენ ვალდებულებას გაითვალისწინონ შეთანხმების იმ დებულებების შემდგომი განვითარება, რომლებიც ეხება მათ შორის საქონლით ვაჭრობის განვითარებას, კერძოდ ის სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა მსო-თან (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) საქართველოს მიერთების შემთხვევაში. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია მხარებს მისცეს რეკომენდაციები ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით. მისაღები რეკომენდაციები შეიძლება ამოქმედდნენ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისი პროცედურების თანახმად.

    მუხლი 16

შეთანხმება არ გამორიცხავს საქონლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტისათვის არსებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი პოლიტიკისა და საზოგადოებრივი უშიშროების საფუძველზე, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, ცხოველთა და მცენარეთა, ბუნებრივი რესურსების დაცვის საფუძველზე, მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე განძების, ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის ან ოქროსა და ვერცხლთან დაკავშირებული კანონების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, მხარეთა შორის ვაჭრობისას ასეთი შეზღუდვები და აკრძალვები მხარეებისათვის არ წარმოადგენს უპრინციპო დისკრიმინაციის ან ფარული შეზღუდვის საშუალებას.

    მუხლი 17

ეს კარი არ შეეხება საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობას, რომელიც ექცევა კომბინირებული ნომენკლატურის 50-63 თავების მოქმედების სფეროში. ამ ნაწარმით ვაჭრობა განხორციელდება ცალკე შეთანხმებით, რომელიც პარაფირებულია 1995 წლის 22 დეკემბერს და დროებით გამოიყენება 1996 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 18

1. იმ პროდუქციით ვაჭრობა, რომელიც ხვდება ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მოქმედების არეში, განხორციელდება ამ კარის მუხლების მიხედვით, მე-12 მუხლის გამოკლებით .

2. ქვანახშირსა და ფოლადთან დაკავშირებული საკითხების გამო შეიქმნება საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევლენ, ერთის მხრივ, გაერთიანების წარმომადგენლები და, მეორეს მხრივ, საქართველოს წარმომადგენლები.

საკონტაქტო ჯგუფი რეგულარულად გაცვლის მხარეთათვის საინტერესო ინფორმაციას ქვანახშირსა და ფოლადთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    მუხლი 19

ბირთვული მასალით ვაჭრობა წარიმართება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში ბირთვული მასალით ვაჭრობა იქნება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და საქართველოს შორის შესაბამისი შეთანხმების საგანი.

კარი 4. ბიზნესსა და ინვესტიციებთან დაკავშირებული დებულებები

თავი 1. შრომითი პირობები

    მუხლი 20

1. წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, პირობებისა და წესების მიხედვით გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონის შესაბამისად მომუშავე საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ განხორციელდეს საკუთარ მოქალაქეებთან შედარებით დისკრიმინაცია ეროვნულ საფუძველზე შრომითი პირობების, ანაზღაურების ან სამუშაოდან განთავისუფლების სფეროში.

    მუხლი 21

თანამშრომლობის საბჭო განიხილავს, თუ რა სახის ცვლილებები შეიძება იქნას მიღებული ბიზნესმენების შრომითი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მხარეთა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროსაბჭოს ბონის კონფერენციის დებულებების საფუძველზე.

    მუხლი 22

თანამშრომლობის საბჭო მიიღებს რეკომენდაციებს მე-20 და 21-ე მუხლების განხორციელების შესახებ.

თავი 2. კომპანიების დაფუძნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები

    მუხლი 23

1, გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კომპანიების დაფუძნებისათვის, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, თავიანთ ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჯიმზე არანაკლები უპირატესობით ხასიათდება.

2. მე-4 დანართში ჩამოთვლილ შეზღუდვებს არ ეწინააღმდეგება ის, რომ გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე საქმიანობისატვის საქართველოს კომპანიების შვილეულ საწარმოებს ანიჭებენ გაერთიანების კომპანიებზე არანაკლები უპირატესობის რეჟიმს.

3. გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე საქმიანობისათვის საქართველოს ფილიალებს ანიჭებენ ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიების ფილიალებზე არანაკლები უპირატესობის რეჟიმს.

4. საქართველო თავის ტერიტორიაზე დაფუძნებისათვის გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების კომპანიებს, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, ანიჭებს მისი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებზე, რომელი მათგანიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, და თავის ტერიტორიაზე საქმიანობისათვის გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების კომპანიების შვილეულ საწარმოებსა და ფილიალებს ანიჭებს, შესაბამისად, თავისი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებსა და ფილიალებზე, რომელი მათგანიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, რაც არ ეწინააღმდეგება მე-5 დანართში ჩამოთვლილ შეზღუდვებს და ითვალისწინებს იქ აღწერილ პირობებს.

    მუხლი 24

1. 23-ე მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება მე-100 მუხლს და არ შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, შიდა წყალსანაოსნო ტრანსპორტს და საზღვაო ტრანსპორტს.

2. მიუხედავად ამისა, სანაოსნო სააგენტოების საქმიანობის გათვალისწინებით, რომლის მიზანია საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების, მათ შორის ინტერმოდალური სატრანსპორტო საქმიანობის უზრუნველყოფა, და რომლებშიც შედის ტვირთზიდვის საზღვაო მონაკვეთი, ყოველი მხარე ნებას რთავს მეორე მხარის კომპანიებს მის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის, ფილიალების ან შვილეუილ საწარმოების სახით, თავისი კომპანიების ან ნებისმიერი მესამე მხარის კომპანიების ან შვილეული საწარმოების ან ფილიალებისატვის არსებული პირობებისა და რეჟიმის, რომელიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის პირობებისა და რეჟიმის საფუძველზე.

3. ასეთი საქმიანობა მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ისთი სფეროებით, როგორიცაა:

(ა) საზღვაო ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურების მარკეტინგი და გაყიდვა კვოტირებიდან ფაქტურამდე, მომხმარებელთან უშჲალო კონტაქტის საფუძველზე, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასეთი მომსახურება წარმოებს ან შემოთავაზებულია თავად სერვისის მიმწოდებლის ან სერვისის ისეთი მიმწოდებილს მიერ, რომელთანაც სერვისის გამყიდველს დამყარებული აქვს მუდმივი საქმიანი ურთიერთობები;

(ბ) ტრანსპორტის ან მასთნ დაკავშირებული მომსახურების ყიდვა და გამოყენება პირადად ან მომხმარებელთა სახელით (ან მომხმარებილსათვის კვლავ მიყიდვა), კერძოდ, ყველა სახეობის შიდა სატრანსპორტო მომსახურება, განსაკუთრებით შიდა წყალსანაოსნო, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურება აუციებელია ინტეგრირებუილ სერვისით უზრუნველყოფისათვის;

(გ) სატრანსპორტო და საბაჟო ან სხვა სახის დოკუმენტების მომზადება, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტირებული საქონლის წარმოშობასა და ხასიათთან;

(დ) ნებისმიერი საშუალებებით საქმიანი ინფორმაციით, მათ შორის კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემითა და ელექტრონული მონაცემებით უზრუნველყოფა (ექვემდებარება ტელეკომუნიკაციების სფეროში არადისკრიმინაციული ხასიათის ნებისმიერ შეზღუდვებს);

(ე) ნებისმიერ ადგილობრივ სანაოსნო სააგენტოსთან საქმიანი შეთანხმების დადება, საზოგადოების აქციებში წილობრივი მონაწილეობისა და ადგილზე დაქირავებული პერსონალის დანიშვნის (უცხოელი პერსონაილს შემთხვევაში - ეს არის ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების საგანი) ჩათვლით.

(ვ) იმ კომპანიების სახელით მოქმედება, რომლებიც inter allia ორგანიზაციისათვის იძახებენ გემებს ან მოთხოვნისას იღებენ ტვირთს.

    მუხლი 25

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

ა) „გაერთიანების კომპანია“ ან „საქართველოს კომპანია“ გულისხმობს შესაბამისად წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაარსებულ კომპანიას, რომელსაც აქვს რეგისტრირებული ოფისი ან ცენტრალური ადმინისტრაცია ან საქმიანობის ძირითადი ადგილსამყოფელი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც გაერთიანების ან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებულ კომპანიას რეგისტრირებული აქვს მხოლოდ ოფისი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია მიიჩნევა შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს კომპანიად, თუ მის საქმიანობას აქვს საფუძვლიანი და უწყვეტი ხასიათის კავშირი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ეკონომიკასთან.

ბ) „შვილეული კომპანია“ არის კომპანია, რომელსაც მთავარი კომპანია აკონტროლებს.

გ) „ფილიალი“ ნიშნავს მუდმივი კომერციული საქმიანობის ისეთ ადგილს, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ისეთი როგორიცაა სათავე კომპანიის გაფართოება, აქვს მენეჯმენტი, მატერიალურად უზრუნველყოფილია და შეუძლია აწარმოოს ბიზნესი მესამე მხარესთან იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად საჭიროების შემთხვევაში ამ უკანასკნელის საშუალებისა განახორციელოს სამართლებრივი კავშირი საზღვარგარეთ არსებული სათავე კომპანიის მთავარ ოფისთან, მას შეუძლია სათავე კომპანიასთან პირდაპირი ურთიერთობის გარეშე აწარმოოს ბიზნესი აღნიშნულ კომერციული საქმიანობის ადგილთან.

დ) „დაფუძნება“ ნიშნავს გაერთიანების ან საქართველოს კომპანიების უფლებას ა) პუნქტის თანახმად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა შვილეული საწარმოების ან ფილიალების საშუალებით შესაბამისად საქართველოსა და გაერთიანებაში.

ე) „ოპერაცია“ ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას.

ვ) „ეკონომიკური საქმიანობა“ ნიშნავს სამრეველო, კომერციული და პროფესიული ხასიათის საქმიანობას.

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტზე ინტერმოდალურ ოპერაციებში, რომლებშიც შედის საზღვაო ტვირთზიდვა, წევრი სახელმწიფოების ან საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, და ის სანაოსნო კომპანიები, რომლებიც განლაგებული არიან საქართველოს ან გაერთიანების ფარგლებს გარეთ და რომლებსაც, შესაბამისად, წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მოქალაქეები აკონტროლებენ, ისარგებლებენ ამ თავისა და მე-3 თავის დებულებებით, თუ მათი გემები შესაბამისად რეგისტრირებულია წევრ სახელმწიფოებსა ან საქართველოში მათი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 26

1. შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, მხარეს არ აეკრძალება მიიღოს კეთილგონიერებით ნაკარნახევი შესაბამისი ზომები, მათ შორის ინვესტორების, დეპოზიტარების, სადაზღვევო პოლისის მფლობელების ან იმ პირების დაცვის მიზნით, რომელთაც სამეურვეო მოვალეობა მიანიჭეს ფინანსური მომსახურების მომწოდებელს, ან ფინანსური სისტემის მთლიანობისა და სტაბილურობის გარანტიის მიზნით, როდესაც ეს ზომები არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, იგი არ გამოიყენება იმის საშჲალებად, რომ მხარემ თავიდან აიცილოს წინამდებარე შეთანხმების მიხდვით ნაკისრი ვალდებულებები.

2. შეთანხმება არ მიიჩნევს მხარეთა მოვალეობად გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ეხება ინდივიდუალური მომხმარებლის საქმეებსა და ანგარიშებს ან საზოგადოებების საკუთრებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ მონაცემებს.

3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის „ფინანსური მომსახურება“ ნიშნავს ქმედებას, რომლებიც აღწერილია მე-3 დანართში.

    მუხლი 27

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება იმას, რომ თითოეულმა მხარემ გამოიყენოს ნებისმიერი ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამ შეთანხმების დებულებების გამოყენების გზით მის ბაზარზე მესამე ქვეყნის შეღწევის შესაძლებლობა.

    მუხლი 28

1. ამ კარის 1-ლი თავის დებულების მიუხედავად, შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული კომპანია საქართველოს ან გაერთიანების ტერიტორიაზე, შესაბამისად, უფლებამოსილია სამუშაოზე აიყვანოს, ან შვილეულ კომპანიას ან ფილიალს სამუშაოაზე ააყვანინოს დაფუძნების მასპინძელი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოსა და გაერთიანების ტერიტორიაზე მომსახურეები - შესაბამისად გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მოქალაქეები იმ პირობით, რომ ასეთი მოსამსახურები წარმოადგენენ ძირითად პერსონალს, როგორც ეს ამ მუხლის მე-2 პარაგრაფშია, და ისინი დაქირავებული არიან ამ კომპანიების და ფილიალების მიერ. ამ პირთა ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვები ძალაში რჩება მხოლოდ სამუშაო კონტრაქტის მოქმედების პერიოდში.

2. ზემოხსენებული კომპანიების (აქ და შემდგომ „ორგანიზაციებად“ წოდებულნი) ძირითდი პერსონალი წარმოადგენს ცესიონარს, ამ მუხლის (გ) პუნქტით კატეგორიებად განსაზღვრულს იმ პირობით, რომ რომ ასეთი ორგანიზაციები არიან იურიდიული პირი, აღნიშნული პერსონალი იყო დაქირავებული ან სარგებლობდა პარტნიორის უფლებით (ძირითდი აქციონერებისგან განსხვავებული), ამგვარ გადაადგილებამდე სულ ცოტა ერთი წლით ადრე.

ა) პირები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში, უკავიათ მაღალი თანამდებობები და ძირითადად მართავენ ორგანიზაციის მენეჯმენტს, გენერალურ მეთვალყურეობას აკისრებენ ან მიმართავენ დირექტორთა საბჭო, ან ასეთი საქმიანობის აქციონერები ან მათი ეკვივალენტი, ისეთების ჩათლივთ, რომლებიც:

● მართავენ ორგანიზაციას ან დეპარტამენტს, ან ორგანიზაციის ქვესაწარმოს;

● მეთვალყურეობენ და აკონტროლებენ სხვა მეთვალყურეობითი, პროფესიუილ ან მმართველობითი მოსამსახურის მუშაობას;

● აქვთ უფლებამოსილება პირადად იქირავონ და სამსახურიდან გაათავისუფლონ ან გაუწიონ რეკომენდაცია ქირაობის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ან შეასრულონ სხვა პირადი ქმედებანი;

ბ) პირები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში, და აქვთ ორგანიზაციის მომსახურების, კვლევისათვის საჭირო მოსწყობილობის, ტექნიკის ან მენეჯმენტისათვის აუცილებელი ცოდნა, ამ ცოდნის შეფასებამ, ორგანიზაციისათვის საჭირო ცოდნის გარდა, შეიძლება გამოავლინოს კვალიფიკაციის მაღალი დონე ისეთ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას, აღიარებულ პროფესიათა ჩათვლით.

გ) „ცესიონარი“ განსაზღვრულია როგორც მოქალაქე, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში ერთი მხარის ტერიტორიაზე და დროებით გადაადგილებულია მეორე მხარის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის მიზნით; შესაბამის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საქმიანობის ძირითადი ადგილი ერთი მხარის ტერიტორიაზე და გადაადგილება უნდა მოხდეს იმ ფილიალში ან შვილეულ კომპანიაში, რომელიც ფაქტობრივად აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას მეორე მხარის ტერიტორიაზე.

    მუხლი 29

1. მხარეები მაქსიმალურად ეცდებიან არ მიმართონ იმაზე უფრო მკაცრ ზომებსა და ქმედებას (აღნიშნული ღონისძიებები ეხება ერთმანეთის კომპანიების დაფუძნებასა და მოქმედებას), რომლებიც მიღებული იყო შეთანხმების ხელმოწერის თარიღამდე ერთი დღით ადრე.

2. ამ მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება 37-ე მუხლის დებულებებს და 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სიტუაციებში გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მუხლის დებულებები.

3. პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე და 43-ე მუხლის დებულებების თანახმად, საქართველოს მთავრობა იმ შემთხვევებში, თუ იგი აპირებს მიიღოს ისეთი ხასიათის ახალი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი გაერთიანების კომპანიების ფილიალებსა და შვილეულ საწარმოებს შეუქმნის იმაზე უფრო შემზღუდველ რეჟიმს, ვიდრე არსებობდა შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, აცნობებს გაერთიანებას ამ განზრახვას. გაერთიანებამ შეიძლება სთხოვოს საქართველოს გადასცეს ამ კანონებისა და რეგულირებათა პროექტები და მოაწყოს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

4. თუ მიღებულ იქნება ახალი კანონმდებლობა ან კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც შეუქმნიან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გაერთიანების კომპანიების ფილიალებსა და შვილობილ საწარმოებს იმაზე უფრო შემზღუდველ რეჟიმს, ვიდრე არსებობდა შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, ეს კანონები, ძალაში შესვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში არ გავრცელდება იმ ფილიალებსა და შვილეულ საწარმოებზე, რომლებიც შესაბამისი კანონის მიღებამდე უკვე არსებობდნენ საქარტველოს ტერიტორიაზე.

თავი 3. გაერთიანებასა და საქართველოს შორის სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა

    მუხლი 30

1. ამ თავის დებულებების თანახმად, მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა გაერთიანებისა და საქართველოს კომპანიებმა უზრუნველყონ პროგრესირებადი სერვისი იმ პირისათვის, რომელიც არ მიეკუთვნება კომპანიის დამაარსებელ მხარეს, აგრეთვე მხედველობაში მიიღება მხარეთა მომსახურების სექტორების განვითარება.

2. თანამშრომლობის საბჭო მისცემს რეკომენდაციებს ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 31

მხარეები ითანაშრომლობენ საქართველოს საბაზრო ხასიათის მომსახურების სექტორის განვითარების მიზნით.

    მუხლი 32

1. მხარეები თანამშრომლობენ კომერციულ საფუძველზე საერთაშორისო სანაოსნო ბაზრისა და ტრანსპორტის ბაზარზე შეუზღუდავი შეღწევის პრინციპით:

ა) ზემოხსენებული დებულება არ ზღუდავს ხომალდების მიმოსვლის ნორმების შესახებ გაეროს სარეისო კონფერენციიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს, თუ ისინი ეხება ნებისმიერ მონაწილე მხარეს. არასაკონფერენციო რეისებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონფერენციასთან კონკურენციაში, სანამ ისინი ასრულებენ კომერციულ საფუძველზე დამყარებულ სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;

ბ) მესამე ქვეყნებთან ორმხრივ ხელშეკრულებაში არ შეიტანენ ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარის სარეისო-სანაოსნო კომპანიებს არ ექნებათ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ვაჭრობისათვის კურსირების ეფექტური შესაძლებლობა;

გ) მომავალ ორმხრივ შეთანხმებებში აკრალავენ ტვირთის განაწილების შეთანხმებებს მშრალი და თხევადი ტვირთით ვაჭრობასთან დაკავშირებით;

დ) ამ შეთანხმებისა ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები აკრძალავენ ყოველგვარ ცალმხრივ ზომებს, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სხვა წინააღმდეგობებს, რომლებმაც შეიძლება შემზღუდველი ან დისკრიმინაციული გავლენა იქონიონ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტზე მომსახურების თავისუფალი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

3. ყოველი მხარე მიანიჭებს inter allia მეორე მხარის დროშით მცურავ გემებს იმაზე არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმს, ვიდრე მინიჭებული აქვთ მისი მოქალაქეებისა და კომპანიების კუთვნილ გემებს, რათა შევიდნენ საერთაშორისო ვაჭრობისათვის ღია ნავსადგურებში, ისარგებლონ ინფრასტრუქტურითა და ნავსადგურების დამხმარე სერვისით; ეს რეჟიმი ვრცელდება აგრეთვე შესაბამის გადასახადებსა და ვალდებულებებზე. საბაჟოზე, ხომალდის გაჩერების ადგილსა და ჩატვირტვა-გადმოტვირთვის საშუალებებზე.

4. გაერთიანების მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებას, შეუძლიათ უზრუნველყონ საერტაშორისო საზღვაო-სამდინარო მომსახურება საქართველოს შიდა წყლებში და vice versa.

    მუხლი 33

მხარეებს შორის კომერციული საჭიროებისათვის ტრანსპორტის კოორდინირებული განვითარების უზრუნველყოფა, ერთმანეთის ბაზარზე შეღწევისა და სატრანსპორტო სექტორში სერვისის უზრუნველყოფის პირობები საგზაო, სარკინიგზო და შიდა წყალსანაოსნო და, სადაც მისაღებია, საჰაერო ტრანსპორტისათვის, შეიძლება განისაზღვროს სპეციალური შეთანხმებით, რომელიც მხარეებს შეუძლიათ დადონ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.

თავი 4. ზოგადი დებულებები

    მუხლი 34

1. ამ კარის დებულებები დაექვემდებარება საზოგადოებრივი პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებით შექმნილ შეზღუდვებს.

2. ისინი არ გამოიყენება, თუ რომელიმე მხარის ტერიტორიაზე მოღვაწეობა უკავშირდება, თუნდაც ცალკეულ შემთხვევებში, ოფიციალური ხელისუფლების ალაუფლების აღსრულებას.

    მუხლი 35

ამ კარის მიზნებისათვის, შეთანხმებაში არაფერი არ შეზღუდავს მხარეების უფლებებს გამოიყენონ თავიანთი კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირების შესვლასა და დარჩენას, მუშაობას, შრომით პირობებს, დაფუძნებასა და მომსახურებას, და ასეთ შემთხვევაში მხარეები არც გააბათილებენ და არც შეამცირებენ იმ უპირატესობას, რომელიც ამ შეთანხმების სპეციალური დებულების საფუძველზე ნებისმიერ მხარეს ენიჭება. ზემოხსენებული დებულება არ ეწინააღმდეგება 43-ე მუხლის გამოყენებას.

    მუხლი 36

კომპანიები, რომელთც აკონტროლებენ გაერთიანებისა და საქართველოს კომპანიები, და რომლებიც წარმოადგენენ მათ ერთობლივ და ექსკლუზიურ საკუთრებას, აგრეთვე იხელმძღვანელებენ მე-2. მე-3 და მე-4 კარის დებულებებით.

    მუხლი 37

ერთი მხარის მიერ მეორისათვის მინიჭებული რეჟიმი იმ სექტორებთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს მომსახურებით ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების (GATS-ი) შესაბამისი ვალდებულებები, GATS-ის აღნიშნული ვალდებულებების ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე, არცერთ შემთხვევაში არ იქნება იმაზე უპირატესი, ვიდრე მინიჭებულია პირველი მხარის მიერ GATS-ის დებულებების თანახმად მომსახურების სექტორთან, ქვესექტორთან და მომარაგების მეთოდთან დაკავშირებით.

    მუხლი 38

მე-2. მე-3 და მე-4 თავების მიზნებისათვის, მხედველობაში არ მიიღება გაერთიანების, მისი წევრი სახელმწიფოების ან საქართველოს მიერ დაწესებული რეჟიმი იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეკრულებებში GATS-ის მე-5 თავის პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 39

1. ამ კარის დებულებების შესაბამისად მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიარ გამოიყენება საგადასახადო უპირატესობების მიმართ, რომელთა მინიჭებასაც მხარე უზრუნველყოფს ან მომავალში დააპირებს უზრუნველყოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან სხვა საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე.

2. ამ კარის არცერთი დებულება არ უნდა უშლიდეს ხელს დაადგინონ ან მიმართონ ნებისმიერ საშუალებას ორმაგი დაბეგვრის, სხვა საგადასახადო შეთანხმების, ან შიდა ფისკალური კანონდებლობის დებულებების გამოყენებით გადასახადის თავიდან აცილების წინააღმდეგ.

3. ამ კარის არცერთი დებულება არ უნდა უშლიდეს ხელს წევრ სახელმწიფოებს ან საქართველოს დააწესონ, მათი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისად, სხვაობა გადასახადის იმ გადამხდელთა შორის, რომლებიც არ არინა მსგავს სიტუაციაში, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება მათ ადგილსამყოფელს.

    მუხლი 40

მიუხედავად 28-ე მუხლისა, 2, 3 და 4 კარის არცერთი დებულება არ მიანიჭებს:

● გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ან საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისად საქართველოს ან გაერთიანების სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლის, ან ნებისმიერი ფორმით ყოფნის უფლებას, განსაკუთრებით როგორც კომპანიის მეწილის ან პარტნიორის, ან მენეჯერის, ან მომუშავის, ან მომსახურების გამხორციელებლის, ან მომსახურების რეციპიენტის სახით;

● გაერთიანებაში არსებულ საქართველოს შვილეულ კომპანიების ან კომპანიების ფილიალების უფლებას დაიქირავონ ან გაერთიანების ტერიტორიაზე სამუშაოდ დააქირავებინონ საქართველოს მოქალაქეები;

● საქართველოში არსებული გაერთიანების შვილეული კომპანიების ან კომპანიების ფილიალების უფლებას დაიქირავონ ან საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოდ დააქირავებინონ გაერთიანების მოქალაქეები;

● საქართველოს კომპანიების ან გაერთიანებაში არსებული საქართველოს შვილეული კომპანიების ან კომპანიის ფილიალების უფლებას გამოგზავნონ საქართველოს მოქალაქეები, რომებიც იმოქმედბენ სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე სხვა პირების სახელით ან სხვათა კონტროლის ქვეშ;

● გაერთიანების კომპანიების ან საქართველოში არსებული გაერთიანების კომპანიების ან ფილიალების უფლებას გამოგზავნონ მოსამსახურეები, რომლებიც არიან წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები და იმოქმედებენ სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე სხვა პირების სახელით ან სხვათა კონტროლის ქვეშ.

თავი 5. მიმდინარე ფულადი გადასახადი და კაპიტალი

კაპიტალი

    მუხლი 41

1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ნება დართონ გაერთიანების და საქართველოს რეზიდენტებს განახორციელონ გადახდა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის ანგარიშზე, რაც დაკავშირებულია საქონლის, მომსახურების და მუშახელის გადაადგილებასთან წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საგადასახადო ბალანსის ძირითად ანგარიშზე გაარიგებათა თანახმად, მასპინძელი ქვეყნის კანონების მიხედვით ჩამოყალიბებული კომპანიებისთვის განკუთვნილი პირდაპირი ინვესტიციების და მე-2 კარის დებულებების მიხედვით დაბანდებული ინვესტიციების თავისუფალი მოძრაობა, ამ ინვესტიციების და მათგან წარმოქმნილი მოგების ლიკვიდურ საშუალებებად გადაქცევა და რეპატრიაცია გარანტირებული იქნება.

3. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მე-2 ან მე-5 პარაგრაფებს არ ეწინააღმდეგება, თუ გაერთიანებისა და საქართველოს რეზიდენტებს შორის კაპიტალის მოძრაობასა და ამასთან დაკავშირებულ მიმდინარე ფულად გადასახადზე არ იქნება შემოღებული არცერთი ახალი შეზღუდვა უცხოური ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით და უფრო შემზღუდველი არ გახდება არსებული წესები.

4. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს, რათა ხელი შეუწყონ მე-2 პარაგრაფში ნახსენები კაპიტალისგან განსხვავებული კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას გაერთიანებასა და საქართველოს შორის, რითაც დაეხმარებიან წინამდებარე შეთანხმების მიზნების განხორციელებას.

5. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების მე-8 მუხლის თანახმად, სანამ საქართველოს ვალუტა არ გახდება სრულად კონვერტირებული, ამ მუხლის დებულებებზე დაყრდნობით საქართველოს შეუძლია გამონაკილს გარემოებებში მიმართოს ვალუტის გადაცვლის შეზღუდვებს, რაც მოკლე და საშუალოვადიანი კრედიტის მიცემასთან თჲ აღებასთან. რამდენადაც შეზღუდვები კრედიტის აღებასთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებად აქვს დაკისრებული და ნებადართულია საქართველოს სტატუსის თანახმად საერტაშორისო სავალუტო ფონდში, საქართველო მიმართავს ასეთ შეზღუდვებს არადისკრიმინაციულ საფუძველზე. ეს შეზღუდვები გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მეთოდით, რომ წინამდებარე შეთანხმების მაქსიმალურად შესაძლებელი მცირე დარღვევა გამოიწვიოს. საქართველო შეატყობინებს თანამშრომლობის საბჭოს ასეთი ზომების შემოღებას ან მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებებს.

6. პირველ და მეორე პარაგრაფს არ ეწინააღმდეგება ის, რომ გამონაკლის შემთხვევაში, თუ კაპიტალის გადაადგილება გაერთიანებასა და საქართველოს შორის მათი სავალუტო კურსის პოლიტიკის ოპერირებასა და მონეტარულ პოლიტიკას უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სერიოზული საფრთხე, მაშინ შესაბამისად გაერთიანებასა და საქართველოს შეუძლიათ მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რომელთა მოქმედება გაგრძელდება არაუმეტეს ექვსი თვისა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზომები ნამდვილად აუცილებელია.

თავი 6. ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვა

    მუხლი 42

1. მოცემული მუხლის დებულებებისა და მე-2 დანართის დებულებებიდან გამომდინარე, საქართველო გააგრძელებს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის გაუმჯობესებას, რათა შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მეხუთე წლის ბოლოსათვის უზრუნველყოს დაცვის ისეთი დონე, როგორიც არსებობს გაერთიანებაში, ამ უფლებების ძალაში შესვლის ეფექტური ზომების ჩათვლით.

2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მეხუთე წლის ბოლოსათვის საქართველო შეუერთდება მე-2 დანართის პირველ პარაგრაფში აღნიშნულ მრავალმხრივ კონვენციებს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების უფლებების შესახებ, რომელთა მონაწილეები არიან გაერთიანების წევრი სახელმწიფოები, ან რომლებსაც de facto მიმართავენ წევრი სახელმწიფოები ამ კონვენციებში მოცემული შესაბამისი დებულებების თანახმად.

კარი 5. სამართლებრივი თანამშრომლობა

    მუხლი 43

1. მხარეები ცნობენ, რომ საქართველოსა და გაერთიანებას შორის ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობა არის საართველოს არსებული და მომავალი კანონმდებლობის მიახლოვება გაერთიანების კანონმდებლობასთან. საქართველო ეცდება, რომ მისი კანონმდებლობა თანდათან შეესაბამოს გაერთიანების კანონმდებლობას.

2. კანონების დაახლოება, კერძოდ, გავრცელდება შემდეგ სფეროებზე: კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც მართავენ კომპანიების ინვესტიციებს, საბაჟო კანონი, კანონი კომპანიების შესახებ, საბანკო კანონი, კომპანიის ანგარიში და გადასახადი, ინტელექტუალური საკუთრება, მუშახელის დაცვა მათ სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კანონები კონკურენციის შესახებ, სახელმწიფო მომარაგება, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ცხოველთა და მცენარეთა დაცვა, გარემოს დაცვა, მომხმარებლის დაცვა, არაპირდაპირი გადასახადი, ტექნიკური წესები და სტანდარტები, კანონები და კანონქვემდებარე აქტები ბირთვული ენერგიის შესახებ, ტრანსპორტი.

3. ამ ღონისძიებათა განხორციელებისათვის გაერთიანება საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარებით, რაც გულისხმობს:

● ექსპერტთა გაცვლას;

● წინასწარი ინფორმაციის მიწოდებას, განსაკუთრებით შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ;

● სემინარების მოწყობას;

● სტაჟირებას;

● დახმარების გაწევას შესაბამის სექტორების გაერთიანების კანონმდებლობის თარგმნისათვის.

    მუხლი 44

1. 43-ე მუხლიდან გამომდინარე, გაერთიანება საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარებით კონკურენციის სფეროში კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და განხორციელებისათვის, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:

- ხელშეკრულებები და შეთანხმებული პრაქტიკა კომპანიებს შორის, რომლებიც შეიძლება აფერხებდნენ, ზღუდავდნენ ან არღვევდნენ კონკურენციას;

- კომპანიიე მიერ ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება;

- სახელმწიფო დახმარება, რომელიც ხელს უშლის კონკურენციას;

- კომერციული ხასიათის სახელმწიფო მონოპოლიები;

- სახელმწიფო საწარმოები და სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების მქონე საწარმოები;

- საკონკურენციო კანონების გამოყენების და მათთან შესაბამისობაში ყოფნის შემოწმება და ზედამხედველობა.

2. მხარეები თანხმდებიან გამოიყენონ თავიანთი შესაბამისი კანონმდებლობა კონკურენციის შესახებ, როდესაც მათ შორის ვაჭრობა დარღვეულია.

კარი 6. ეკონომიკური თანამშრომლობა

    მუხლი 45

1. გაერთიანება და საქართველო დაამყარებენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმებისა და აღორძინების პროცესს და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

2. მხარების პოლიტიკა და სხვა ღონისძიებანი ტარდება, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებას და სავაჭრო და ეკონომიკურ ისტემათა რესტრუქტურიზაციას, რაც სტაბილურობისა და ჰარმონიული სოციალური განვითარების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება, აგრეთვე სრულიად მოიცავენ ეკოლოგიურ მოთხოვნებს.

3. ამ მიზნებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითრებას, ადამიანური რესურსებისა და ასევე საწარმოების განვითრების მხარდაჭერას (იგულისხმება პრივატიზაცია, ინვესტიციებისა და ფინანსური სამსახურების განვითარება) , სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკიტხებს, ენერგეტიკის საკითხებს, ტრანსპორტს, ტურიზმს, გარემოს დაცვას, რეგიონულ თანამშრომლობას და ფულად საკითხებს.

4. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების, რეგიონის ჰარმონიული განვითარების სტიმულირებისათვის გამიზნულ ღონისძიებებს.

5. საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ფორმის თანამშრომლობას გაერთიანებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს ტექნიკური დახმარებით, რაც გაერთიანების საბჭოს სათანადო დებულების თანახმად, შეესაბამება დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრიორიტეტებს, რომლებიც განისაზღვრება ევროპის გაერთიანების საქართველოსათვის ტექნიკური დახმარების ინდიკატიური პროგრამით და არსებული კოორდინაციისა და მართვის პროცედურებით.

    მუხლი 46

თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა საქართველოს საგარეო ვაჭრობა წარიმართოს მსო-ს შესაბამისი დებულებების თანახმად.

ასეთი თანამშრომლობა მოიცავს სპეციალურ საკიტხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს საკითხებია:

● სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საგადასახადო და კლირინგის მექანიზმები;

● შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა;

● საქართველოსათვის დახმარების გაწევა მსო-ში საბლოო გაწევრიანებისათვის.

    მუხლი 47. სამრეწველო თანამშრომლობა

1. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ხელშეწყობას, როგორიცაა:

● საქმიანი კავშირურთიერთობების განვითარება მხარეთა ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს შორის;

● გაერთიანების მონაწილეობა საქართველოს ძალისხმევაში თავისი მრეწველობის რესტრუქტურიზაციის მიზნით;

● მენეჯმენტის გაუმჯობესება;

● შესაბამისი კომერციული წესებისა და პრაქტიკის განვითარება;

● გარემოს დაცვა;

● სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კნვერსია.

2. ამ მუხლის დებულებები არ შეზღუდავს გაერთიანების უფლებას გამოიყენოს საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურენციის წესები.

    მუხლი 48. მშენებლობა

მხარეები ითანამშრომლებენ მშენებლობის სფეროში

ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს inter allia მშენებლობის სფეროს მოდერნიზაციასა და რესტრუქტურიზაციას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

    მუხლი 49. ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა

1. ითვალისწინებს რა გაერთიანებისა და წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებასა და კომპეტენციას, თანამშრომლობა მიზნად ისახავს როგორც შიდა, ასევე უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას ინვესტიციების დაცვის, კაპიტალის ტრანსფერის და ინვესტირების შესაძლებლობათა შრსახებ ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების გზით.

2. თანამშრომლობის მიზანია:

● საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახლმწიფოებსა და საქართველოს შორის დაიდოს შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ;

● საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახლმწიფოებსა და საქართველოს შორის დაიდოს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ;

● შეიქმნას ხელსაყრელი პირობები საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის’

● შეიქმნას ბიზნესის დარგში სტაბილური და ადეკვატური კანონი და პირობები, გაიცვალოს ინფორმაცია ინვესტირების დარგში კანონების, დებულებებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ;

● გაიცვალოს ინფორმაცია ინვესტიციების შესაძლებლობათა შესახებ inter alia სავაჭრო ბაზრობების, გამოფენების, სავაჭრო კვირეულებისა და სხვა ღონისძიებათა მეშვეობით.

    მუხლი 50. სახელმწიფო შესყიდვა

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა შექმნან საქონლისა და მომსახურების ღია და კონკურენტუნარიანი კონტრაქტების დადების პირობები, კერძოდ განაცხადების საფუძველზე.

    მუხლი 51. თანამშრომლობა სტანდარტებისა და შესაბამისობის სფეროში

1. მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხარისხის სფეროში საერთაშორისოდ შეთანხმებულ კრიტერიუმებთან, პრინციპებთან და დირექტივებთან დაახლოებას. საჭირო მოქმედებები ხელს შეუწყობენ პროგრესს, მიმართულს ორმხრივი აღიარებისაკენ შესაბამისობის შეფასების სფეროში, აგრეთვე ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

2. ამ მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ტექნიკური დახმარების პროექტების შემუშავებაში, რაც:

● ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებულ საქონელსა და მომსახურებაე სპეციალიზირებული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესაბამის თანამშრომლობას;

● ხელს შეუწყობს გაერთიანების ტექნიკური რეგულაციებისა და ევროპული სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების გამოყენებას;

● იძლევა ხარისხის ადმინისტრირების სფეროშიგამოცდილებისა და ტექნიკური ინფორმაციის გაზიარების საშუალებას.

    მუხლი 52. სამთო მრეწველობა და ნედლეული

1. მხარეები მიზნად ისახავენ სამთო მრეწველობისა და ნედლეულის დარგში ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაზრდას.

2. თანამშრომლობის უმთავრესი მიზნებია:

● ინფორმაციის გაცვლა სამთო მრეწველობისა და ფერადი ლითონების წარმოების დარგებშიარსებულ შესაძლებლობათა შესახებ;

● თანამშრომლობის სამართლებრივი ფარგლების დადგენა;

● ვაჭრობის საკითხები;

● კანონმდებლობის მიღება და განხორციელება ბუნების დაცვის დარგში;

● სტაჟირება;

● უსაფრთხოება სამთო მრეწველობის დარგში.

    მუხლი 53. თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში

1. ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლბას მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, რისთვისაც გაითვალისწინებენ რესურსების არსებობასა და თავიანთი პროგრამების ადეკვატური გამოყენების შესაძლებლობას, ინტელექტუალურ, სა,რეწველო და კომერციულ საკურებაზე უფლებათა დაცვის გარანტიების შესაბამის დონეზე უზრუნველყოფით.

2. სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა მოიცავს:

● სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას;

● ტექნოლოგიური განვითარებისათვის ერთობლივ საქმიანობას;

● ორივე მხრიდან სამოქალაქო-სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევაში ჩაბმული მეცნიერების, მკვლევარებისა და ტექნიკური პერსონალის სასწავლო პრაქტიკას და მობილურ პროგრამებს.

როდესაც ასეთი თანამშრომლობა სწავლის ან სტაჟირების სახეს შეიძენს, იგი უნდა განხორციელდეს 54-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.

მხარეებს შეუძლიათ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის სხვა ფორმები.

ასეთი თანამშრომლობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მეცნიერების, ინჟინრების, მკვლევარებისა და ტექნიკური პერსონალის კვლავ ამოქმედებას, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩაბმული მასობრივი განადგურების იარაღის კვლევასა და წარმოებაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლბა წარიმართება იმ სპეციალური ღონისძიებების მიხედვით, რომელთა გამო გაიმართება მოლაპარაკება და გაკეთდება დასკვნა თითოეუილ მხარის პროცედურების შესაბამისად, და რომლებიც გაითვალისწინებენ შესაბამის დებულებებს ინტლექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვისათვის.

    მუხლი 54. განათლება და სტაჟირება

1. მხარეები საქართველოს ზოგადი განათლებისა და პროფესილი კვალიფიკაციის დონის ამაღლების მიზნით ითანამშრომლებენ სახელმწიფო და კერძო სექტორებში.

2. თანამშრომლობა კონცენტრირებუილ იქნება შემდეგ სფეროებში:

● საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მომზადების სისტემის, აგრეთვე სასწავლო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და უმაღლესი განათლების დიპლომების სერტიფიცირების სისტემის მოდერნიზება;

● განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში სახელმწიფო და კერძო სექტორების აღმასრულებელი პირების და სახელმწიფო სფეროს მოხელეების სტაჟირება;

● სასწავლო დაწესებულებებსა და ფირმებს შორის თანამშრომლობა;

● მასწავლებლების, კუკრსდამთავრებულების, ადმინისტრატორების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევართა და ახალგაზრდების მობილურობა;

● შესაბამის დაწესებულებებში ევროპული სწავლების ხელშეწყობა;

● კავშირის ენების სწავლება;

● კონფერენციის თარჯიმანთა საასპირანტურო სწავლება;

● ჟურნალისტთა სტაჟირება;

● მასწავლებელთა სტაჟირება.

3. ერთი მხარის შესაძლო მონაწილეობა მეორე მხარის საგანმანათლებლო სისტემის პროგრამაში შეიძება განხორციელდეს მათი შესაბამისი პროცედურების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში საინსტიტუციო ფარგლები და თანამშრომლობის გეგმები ჩამოყალიბდეს გაერთიანების TEMPUS-ის პროგრამაი საქართველოს მონაწილეობის საფუძველზე.

    მუხლი 55. სოფლის მეურნეობა და აგროსამრეწველო სექტორი

ამ სფეროში თანამშრომლობის მიზანია სოფლის მეურნეობის რეფორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის, აგროსამრეწველო და მომსახურების სექტორთა მოდერნიზაცია, პრივატიზაცია და რესტრუქტურიზაცია, საქართველოს პროდუქციისათვის შიდა და საგარეო ბაზრების მოპოვება, გარემოს დაცვის პირობების უზრუნველყოფა, სურსათის მომარაგების გაუმჯობესების აუცილებლობისა და აგრობიზნესის განვითარების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და დისტრიბუცია. მხარეთა მიზანია ქართული სტანდარტების თანდათანობითი დაახლოება გაერთიანების იმ ტექნიკურ ნორმებთან, რომლებიც ეხება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სტანდარტებს.

    მუხლი 56. ენერგეტიკა

1. თანამშრომლობა ხორციელდება საბაზრო ეკონომიკისა და ევროპის ენერგეტიკული ქარტიის პრინციპების საფუძველზე, ევროპაში ენერგეტიკუილ ბაზრების თანდათანობით ინტეგრაციის ფონზე, ენერგეტიკის ქარტიის შეთანხმებისა და ენერგეტიკის ეფექტიანობის ოქმის და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

2. თანამშრომლობა სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს შემდეგ სფეროებს:

● ენერგეტიკის პოლიტიკის ფორმულირება და განვითარება;

● საბაზრო ეკონომიკის პირობების გათვალისწინებით ენერგეტიკის სექტორის მენეჯმენტის და რეგუილრების გაუმჯობესება;

● ენერგიის მიწოდების გაუმჯობესება, კერძოდ, მიწოდების უსაფრთხოება ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით;

● ენერგიის დაზოგვისა და ენერგიის ეფექტიანობის წახალისება და ენერგეტიკის ქარტიის ეფექტიანობის შესახებ ენერგიის ოქმისა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება;

● ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია;

● ენერგიით მომარაგებისათვის და სხვადასხვა სახეობის ენერგიის საბოლოო გამოყენებისატვის საჭირო ენერგოტექნოლოგიების გაუმჯობესება;

● ენერგეტიკის სექტორში მენეჯმენტი და ტექნიკური მომზადება;

● ენერგომატარებლებისა და ელექტროენერგიის ტრანსპორტირება და ტრანზიტი;

● ინსტიტუციური, სამართლებრივი, ფისკალური და სხვა პირობების დანერგვა ელექტროენერგიით ვააჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოცულობის გაზრდისათვის;

● ჰიდროელექტრულ და სხვა განახლებად ენერგორესურსებზე მომუშავე ელექტროენერგიის წყაროების განვითარება.

3. მხარეები გაცვლიან შესაბამის ინფორმაციას ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების პროექტების, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის მილსადენების ან ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სხვა საშუალებების კონსტრუირებისა და განახლების დარგში ისინი ითანამშრომლებენ მე-4 კარის და 49-ე მუხლის დებულებების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისათვის, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გათვალისწინებით.

    მუხლი 57. გარემოს დაცვა

1. ევროპის ენერგეტიკის ქარტიის და 1993 წლის ლუცერნის კონფერენციის დეკლარაციის, ენერგეტიკის ქარტიის ხელშეკრულების, განსაკუთრებით მისი მე-19 მუხლის, აგრეთვე ენერგიის ეფექტიანობის შესახებ ენერგეტიკის ქარტიის ოქმისა და მასთან დაკავშირებუილ გარეოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, მხარეები განავითარებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სფეროებში.

2, თანამშრომლობის მიზანია ბრძოლა გარემოს დაზიანების წინააღმდეგ, კონკრეტულად:

● გარემოს დაბინძურების დონის ეფექტიანი მონიტორინგი და გერემოს მდგომარეობის შეფასება; გარემოს მდგომარების შესახებ ინფორმაციის სისტემა;

● ადგილობრივი, რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო ჰაერის და წყლის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა;

● ეკოლოგიური აღდგენა;

● ენერგიის სტაბილური, ეფექტიანი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება და გამოყენება;

● სამრეწველო ნაგებობათა უსაფრთხოება;

● ქიმიური პროდუქტების კლასიფიკაცია და უსაფრთხო გამოყენება;

● წყლის ხარისხი;

● ნარჩენების შემცირება, გადამუშავება და უსაფრთხო განტვირთვა, ბაზელის კონვენციის განხორციელება;

● გარემოს ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე, ნიადაგის ეროზია და ქიმიური დაბინძურება;

● ტყეების დაცვა;

● ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ადგილებისა და ბიოლოგიური რესურსების სტაბილური გამოყენება და მენეჯმენტი;

● მიწის გამოყენების დაგეგმვა, შენებლობისა და ქალაქის დაგეგმვის ჩათვლით;

● ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება;

● გლობალური კილმატური ცვლილება;

● გარემოსდაცვითი განათლება;

● ტექნიკური დახმარება რადიოაქტიური ზეგავლენის არეში მოქცეუილ ზონების აღდგენისა და ამასთან დაკავშირებული ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემებისთვის;

● ტრანსსასაზღვრო კონტექსტით გარემოსდაცვითი ღონისძიებების შეფასების შესახებ ესპოს კონვენციის განხორციელება.

3. თანამშრომლობისას გამოყენებული იქნება შემდეგი ღონისძიებანი:

● კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების პროგნოზი;

● ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლა, სახელდობრ, იმ ინფორმაციისა და ექსპერტებისა, რომლებიც ჩამბული არიან სუფთა ტექნოლოგიების ტრანსფერში და გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების საქმეში;

● ერთობლივი კვლევითი თანამშრომლობა;

● კანონმდებლობის გაუმჯობესება ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით;

● გარემოს დაცვის სფეროში სტაჟირება და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერება;

● თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე, კერძოდ თანამშრომლობა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან და თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე;

● სტრატეგიების შემუშავება, განსაკუთრებით გლობალურ და კლიმატურ საკითხებთან დაკავშირებით, და აგრეთვე სტაბილური განვითარების მისაღწევად;

● გარემოზე გავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა.

    მუხლი 58. ტრანსპორტი

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის დარგში.

ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, inter alia, საქართველოში სატრანსპორტო სისტემებისა და ქსელების სტრუქტურულ გარდაქმნასა და მოდერნიზაციას და, სადაც ეს მიზანშეწონილია, უფრო გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირების კონტექსტით სატრანსპორტო სისტემათა შეთავსების უზრუნველყოფასა და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტრადიციულ საკომუნიკაციო კავშირს ამიერკავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

თანამშრომლობა, inter alia, აგრეთვე ითვალისწინებს:

● სახმელეთო ტრანსპორტის, რკინიგზის, ბავსადგურებისა და აეროპორტების მართვისა და ექსპლუატაციის მოდერნიზაციას;

● რკინიგზის, სამდინარო და საზღვაო კომუნიკაციების, გზატკეცილების, ნავსადგურების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებას, მათ შორის მხარეებისათვის საინტერესო ძირითადი მარშრუტებისა და განსაკუთრებით იმ ტრანსევროპული კავშირების მოდერნიზაციას, რომლებიც განიხილება TRACECA-ს პროექტში;

● მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობა და განვითარება;

● ერთობლივი კვლევისა და განვითარების პროგრამების ხელშეწყობა;

● საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების მომზადება პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის, სატრანსპორტო სექტორის პრივატიზაციის ჩათვლით.

    მუხლი 59. საფოსტო მომსახურება და ტელეკომუნიკაციები

მხარეები თავიანთი შესაბამისი უფლებებისა და კომპეტენციის ფარგლებში გააფართოებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

● პოლიტიკის და დირექტივების ჩამოყალიბება ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის სფეროს განვითარებისათვის;

● ტელეკომუნიკაციების და საფოსტო მომსახურების სფეროში სატარიფო პოლიტიკის პრინციპების და მარკეტინგის განვითარება;

● ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს ტრანსფერის განხორციელება ევროპის ტექნიკური სტანდარტებისა და სერტიფიკაციული სისტემების ჩათვლით;

● ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების პროექტების წახალისება და ინვესტიციების მოზიდვა;

● ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება, სხვა საშუალებებთან ერთად ქვესექტორების საქმიანობის ლიბერალიზაცია;ტელეკომუნიკაციების ახლებური გამოყენება, განსაკუთრებით ელექტრონული ფონდების ტრანსფერის სფეროში;

● სატელეკომუნიკაციო ქსელის მენეჯმენტი და მისი „ოპტიმიზაცია“;

● შესაბამისი სარეგულაციო საფუძველის შექმნა ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურებისათვის და რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენებისათვის;

● სწავლება ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სფეროში საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქმიანობისთვის.

    მუხლი 60. ფინანსური მომსახურება

თანამშრომლობა, კერძოდ, ხელს შეუწყობს საქართველოს ჩართვას ორმხრივი რეგულირების საყოველთაოდ მიღებულ სისტემებში. ტექნიკური თანამშროლობა განხორციელდება შემდეგ სფეროებში:

● საბანკო და საფინანსო მომსახურების განვითარება, საკრედიტო რესურსების საერთო ბაზრის განვითარება, საქართველოს ორმხრივი რეგულირების საყოველთაოდ მიღებულ სისტემებში ჩართვა;

● საქართველოში ფისკალური სისტემის და მისი ინსტიტუტების განვითარება, გამოცდილების გაზიარება და კადრების სწავლება;

● სადაზღვევო სამსახურის განვითარება, რომელიც inter alia შექმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა გაერთიანების კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველსო სადაზღვევო სექტორში ერთობლივი საწარმოების დაარსებაში, აგრეთვე საექსპორტო კრედიტის დაზღვევის განვითარება.

ეს თანამშრომლობა, კერძოდ, ხელს შეუწყობს საქართველოს და წევრი სახელმწიფოების ურთიერთობის განვითარებას ფინანსური მომსახურების სექტორში.

    მუხლი 61. რეგიონული განვითარება

1. მხარეები განამტკიცებენ თანამშრომლობას რეგიონალური განვითარებისა და მიწის გამოყენების დაგეგმვის სფეროებში.

2. ამ მიზნით მხარეები წაახალისებენ ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გაცვლას რეგიონალური და მიწის გამოყენების დაგეგმვის პოლიტიკის შესახებ და რეგიონული პოლიტიკის ფორმულირების მეთოდების შესახებ, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩამორჩენილი რეგიონების განვითარებას.

ისინი აგრეთვე ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას შესაბამის რეგიონებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიანრეგიონული განვითარების დაგეგმვაზე, inter alia, რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მეთოდებისა და საშუალებების გაცვლის მიზნით.

    მუხლი 62. სოციალური თანამშრომლობა

1. ჯანდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეები ითანამშრომლებენ მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დონის ამაღლების მიზნით.

თანამშრომლობა, კერძოდ, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

● განათლება და მომზადება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დარგში, განსაკუთრებუილ ყურადღება დაეთმობა მაღალი რისკის საქმიანობის სექტორებს;

● იმ დამცველი ზომების მიღება და განვითარება, რომლებიც ეხება ავადმყოფობას მუშაობის სფეროში და მუშაობასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის სხვა პრობლემებს;

● დიდი ავარიების საშიშროების თავიდან აცილება და ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებათა მენეჯმემნტი;

● კვლევითი სამუშაოების ჩატარება საინფორმაციო ბაზის განვითარებისათვის, სამუშაო გარემოსა და მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

2. დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, თანამშრომლობა გულისმობს ტექნიკურ დახმარებას შემდეგ სფეროებში:

შრომის ბაზრის ოპტიმიზაცია;

სამუშაოს მოძებნის და საკონსულტაციო მომსახურების მოძებნა

რესტრუქტურიზაციის პროგრამების დაგეგმვა და მართვა;

ადგილობრივი დასაქმების განვითარების წახალისება;

ინფორმაციის გაცვლა მოქნილი დასაქმების ისეთი პროგრამების შესახებ, რომლებიც ბიძგს მისცემენ თვითდასაქმებას და ხელს შეუწყობს ბიზნესის შექმნის უნარის გამოვლენას.

3. ეს რეფორმები მზნად ისახავსსაქართველოში უსაფრთხოების იმ მეთოდების განვითარებას, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის და მოიცავს სოციალური დაცვის ყველა ფორმას.

    მუხლი 63. ტურიზმი

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას, რაც გუილსხმობს:

ტურისტუილ ვაჭრობის ხელშეწყობას;

ინფორმაციის ნაკადის გაზრდას;

ნოუ-ჰაუს გადაცემას;

ერთობლივი ოპერაციების განხორციელებისათვის არსებულ შესაძლებლობათა შესწავლას;

თანამშრომლობას ტურიზმის ოფიციალურ ორგანოებს შორის;

კადრების მომზადებას ტურიზმის განვითარების მიზნით.

    მუხლი 64. მცირე და საშუალო საწარმოები

1. მხარეები მიზნად ისახავენ განავითარონ და გააძლიერონ მცირე და საშუალო საწარმოები და მათი გაერთიანებები, აგრეთვე თანამშრომლობა გაერთიანებისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს შორის.

2. თანამშრომლობა ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში:

მცირე და საშუალო საწარმოების სამართლებრივი ბაზის განვითარება;

შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება (მცირე და საშუალო საწარმოებისათვის დამხმარე სააგენტოების შექმნა, კომუნიკაციები, დახმარება მცირე და საშუალო საწარმოების ფონდის შესაქმნელად);

ტექნოლოგიური პარკების განვითარება.

    მუხლი 65. ინფორმაცია და კომუნიკაციები

მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის შეგროვების თანამედროვე მეთოდების, მათ შორის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარებას და სტიმულს მისცემენ ინფორმაციის ეფექტიან ურთიერთგაცვლას. უპირატესობა მიენიჭება იმ პროგრამებს, რომელთა მიზანიანფართო საზოგადოებისათვის გაერთიანებისა და საქართველოს შესახებირითადი ინფორმაციის მიწოდება და გაერთიანების საინფორმაციო ბაზის გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესაბამისად.

    მუხლი 66. მომხმარებლის დაცვა

მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათი მომხმარებლების დაცვის სისტემებს შორის შესაბამისობის მისაღწევად. ეს თანამშრომლობა შეიძება ითვალისწინებდეს ინფორმაციის გაცვლას სამართლებრივი სამსახურისა და ინსტიტუციური რეფორმების სფეროში, საშიში პროდუქტების შესახებ ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისმუდმივი სისტემის დაარსებას, მომხმარებლისატვის ფასებთან დაკავშირებული მიწოდებუილინფორმაციის გაუმჯობესებას, პროდუქციის სახეობისა და გაწეული სამსახურის გამო მომხმარებელთა ინტერესების წარმომადგენლებს შორის გაცვლის განვითარებას, მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის შეთავსებადობის ზრდას, სემინარებისა და სასწავლო პერიოდების მომზადებას.

    მუხლი 67. საბაჟო

1. თანამშრომლობის მიზანი იქნება ყველა იმ დებულების გარანტირება, რომლებიც დაგეგმილია მისაღებად და ეხება პატიოსან ვაჭრობას და საქართველოს საბაჟო სისტემის მიახლოებას გაერთიანების სისტემასთან.

2. თანამშრომლობა კონკრეტულად მოიცავს:

ინფორმაციის გაცვლას;

სამუშაო მეთოდებია გაუმჯობესებას;

კომბინირებულ ნომენკლატურის და ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის მიღებას;

გაერთიანებისა და საქართველოს სატრანზიტო სისტემების ურთიერთკავშირს;

საქონლის ტრანსპორტირების ინსოექციისა და ფორმალობათა გამარტივებას;

თანამედროვე საბაჟო საინფორმაციო სისტემების დანერგვის მხარდაჭერას;

სემინარებისა და სასწავლო პერიოდების ორგანიზებას.

ტექნიკური დახმარება აღმოჩენილ იქნება საჭიროების შემთხვევაში.

3. შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით 72-ე და 74-წ მუხლებს, არ ეწინააღმდეგება შეთანხმების თანდართული ოქმის დებულებების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის განხორციელებული ორმხრივი დახმარება.

    მუხლი 68. თანამშრომლობა სტატისტიკის დარგში

ამ სფეროში თანამშრომლობა მიზნად ისახავს ეფექტიანი სტატისტიკის სისტემის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების პროცესის მხარდაჭერისა და კონტროლისათვის და საქართველოში კერძო საწარმოების განვითარების ხელშეწყობისათვის სარწმუნო სტატისტიკური მონაცემების მიღებას.

მხარეები, კერძოდ, ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:

საქართველოს სტატისტიკის სისტემის ადაპტაცია საერთაშორისო სისტემასთან, მის მეთოდებთან, სტანდარტებთან და კლასიფიკაციასთან;

სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა;

აუცილებელია სტატისტიკური მაკრო- და მიკროეკონომიკური ინფორმაციის მიწოდება;

ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ინსორმაციის მიწოდება მაკრო- და მიკროეკონომიკური სიტუაციის შესახებ.

გაერთიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ამ სფეროში ტექნიკური დახმარების მეშვეობით.

    მუხლი 69. ეკონომიკა

მხარები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური რეფორმის პროცესსა და ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებას თანამშრომლობით, რათა გაუმჯობესდეს მათი ეკონომიკის საფუძვლების შესწავლა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამ მიზნით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას მაკროეკონოიკური სიტუაციისა და პერსპექტივების თაობაზე.

გაერთიანება უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, იმისათვის რათა:

საქართველოს გაეწიოს დახმარება ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში საექსპორტო რჩევებისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით;

წაახალისოს თანამშრომლობა ეკონომისტებს შორის, რათა უკეთ განხორციელდეს ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისათვის ნოუ-ჰაუს გადაცემა და ფართოდ გავრცელდეს პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევა.

    მუხლი 70. მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით გაერთიანება გაუწევს მას ტექნიკურ დახმარებას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას საკუთარი მონეტარული პოლიტიკის გაძლიერებისა და ახალი ფულადი ერთეულის კონვერტირებად ვალუტად გადაქცევისათვის.

ეს მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სრული კოორდინაციით გაწეულ ტექნიკურ დახმარებას, რომლის მიზანია საქართველიოში მონეტარული და საკრედიტო პოლიტიკის შექმნა და განხორციელება, კადრების მომზადება, ფინანსური ბაზრების, მათ შორის საფონდო ბირჟის განვითარება. ეს აგრეთვე გუილსხმობს აზრთა არაოფიციალურ გაზიარებას ავროპის ფულადი სისტემის პრინციპებისა და ფუნქციონირების შესახებ და თანამეგობრობის საკანონმდებლო აქტებს ფინანსური ბაზრების და კაპიტალის მიმოქცევის შესახებ.

კარი 8. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა

    მუხლი 71

მხარეები თანამშრომლობენ ყველა საკითხში, რომლებც დაკავშირებულია დამოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან ან მათ გაძიერებასთან, მათ შორის იმ საკითხებში, რომლებიც აუცილებელია კანონიერებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად საერთაშორისო სამართლისა და ევროსაბოს პრინციპების შესაბამისად.

ამ თანამშრომლობას ექნება ტექნიკური დახმარების პროგრამების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას, inter alia, შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შექმნაში და მათ შემდგომ განხორციელებაში; სასამართლოს ფუნქციონირებაში; სამართლის საკიტხებში სახელმწიფოს როლისა და საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებაში. ეს სფერო საჭიროებისამებრ მოიცავს სტაჟირებას. მხარები ხელს შეუწყობენ თავიანთ ეროვნულ, ადგილობრივ და სასამართლო ხელისუფლებებს, პარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტებსა და გაცვლას.

კარი 8. თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა და არალეგალური იმიგრაციის აღკვეთისა და კონტროლის მიზნით

    მუხლი 72

მხარეებითანამშრომლობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით შემდეგ სფეროებში:

ეკონომიკსი სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედება და კორუფცია;

სხვადასხვა სახეობის საქონლის, მატ შორის საწარმოო ნარჩენების არაკანონიერი ბრუნვა;

ყალბი ფულის დამზადება/

თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროებში დაეფუძნება საერთო კონსულტაციებს და მჭიდრო კავშირს და ითვალისწინებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას შემდეგ საკიტხებში:

მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის სფეროში ეროვნული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება;

ინფორმაციის ცენტრების შექმნა;

იმ ორგანიზაციების მოქმედების ეფექტიანობის ამაღლება, რომლებიც მონაწილეობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთაში;

პერსონალის სწავლება, კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება;

კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეტად ურთიერთშეთანხმებული ღონისძიებების შემუშავება.

    მუხლი 73. ფულის გაკეთილშობილება

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველი ღონე იხმარონ და ითანამშროლონ, რათა აღკვეთონ მათ ფინანსურ სისტემებში შემოსული კრიმინალური და, კერძოდ, ნარკობიზნესის შედეგად ნაშოვნი ფულის გაკეთილშობილება.

2. თანამშრომლობა ამ სფეროში გუილსხმობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას, რათა ჩამოყალიბდეს ფულის გაკეთილშობილების საწინააღმდეგო სათანადო ნორმები, რომლებიც შეესაბამება ამ სფეროში გაერთიანებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (Financial Action Task Force-ის ჩათვლით) მიერ მიღებულ ნორმებს.

    მუხლი 74. ნარკოტიკები

მხარეები, სათანადო უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ პოლიტიკისა და ღონისიებების ეფექტიანობისა და ნაყოფიერების ამაღლებისათვის, რატა დაუპირისპირდნენ ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოთროპული საშუალებების, მათ შორის პირველადი ქიმიური პრეპარატების უკანონო წარმოებას, მომარაგებასა და გადაზიდვას, აგრეთვე ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ ნარკოტიკების მოთხოვნილების თავიდან აცილებასა და შემცირებას. თანამშრომლობა ამ სფეროში დაეფუძნება მხარეებს შორის კონსულტაციებსა და მჭიდრო კოორდინაციას ნარკოტიკებთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროების მიზნებთან და ღონისძიებებთან.

    მუხლი 75. არალეგალური იმიგრაცია

1. წევრი სახელმწიფოები და საქართველო შეთანხმდნენ ითანამშრომლონ არალეგალური იმიგრაციის თავიდან აცილებისათვის. ამისათვის:

საქართველო თანახმაა კვლავ მიიღოს თავისი მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით და შემდგომ ფორმალობათა გარეშე;

და თითოეული წევრი სახელმწიფო თანახმაა, როგორც ეს განსაზღვრულია გაერთიანების მიზნებით, ყოველგვარ შემდგომ ფორმალობათა გარეშე კვლავ მიიღოს თავისი ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის მოთხოვნით.

ამგვარი მიზნებისათვის წევრი სახელმწიფოები და საქართველო უზრუნველყოფენ თავიანთ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტებით.

2. საქართველო თანახმაა წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შესაბამისად დადოს ორმხრივი ხელშეკრულებები, რომლებიც დაარეგულირებენ საქართველოდან რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასული ან საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სხვა ასეთი წევრი სახელმწიფოდან ჩასუილ სხვა ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საჭირო სპეციფიურ ვალდებულებებს.

3. თანამშრომლობის საბჭო განიხილავს თუ როგორი საერთო ძალისხმევა იქნება საჭირო უკანონო იმიგრაციის თავიდან აცილებისა და კონტროლისათვის.

კარი 9. კულტურული თანამშრომლობა

    მუხლი 76

1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ და წაახალისონ კულტურული თანამშრომლობას. საჭიროებისამებრ, გაერთიანების ან წევრი სახელმწიფოების კულტურული ურთიერთობების განვითარების პროგრამები შეიძლება იყოს თანამშრომლობის საგანი და შემდგომ შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ინტერესი.

2. თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, inter alia, შემდეგ სფეროებს:

ძეგლების, ადგილმდებარეობის (არქიტექტურული მემკვიდრეობა) და სამუზეუმო ფასეულობების დაცვისა და კონსერვაციის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;

კულტურული გაცვლა შესაბამის ინსტიტუტებს, ხელოვანთა და სხვა პირებს შორის, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობენ;

ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა.

კარი 10. ფინანსური თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სფეროში

    მუხლი 77

ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად და 74-ე, 75-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად, საქართველო ისარგებლებს დროებითი ფინანსური დახმარებით, კავშირის ტექნიკური დახმარების მეშვეობით გრანტების სახით, რათა დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნა.

    მუხლი 78

ამ დინანსურ დახმარებას დაფარავს „ტასისი’, როგორც გათვალისწინებულია თანამეგობრობის საბჭოს შესაბამისი დებულებით.

    მუხლი 79

გაერთიანების ფინანსური დახმარების მიზნები და სფეროები შეტანილ იქნება ინდიკაციურ პროგრამაში, რომელშიც აისახება ორ მხარეს შორის შეთანხმებული პრიორიტეტები, საქართველოს საჭიროებათა, სექტორების ადსორბციული უნარისა და რეფორმებთან დაკავშირებული პროგრესის გათვალისწინებით.

მხარეები ამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან თანამშრომლობის საბჭოს.

    მუხლი 80

არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ გაერთიანების ტექნიკური დახმარების განხორციელებას იმ დახმარებასთან მჭიდრო კოორდინაციით, რომელიც მიღებულია სხვა წყაროებიდან, მაგალითად, წევრი სახელმწიფოებიდან, სხვა სახელმწიფოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან.

კარი 9. ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 81

თანამშრომლობის საბჭო იქმნება, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას. საბჭოს შეხვედრები გაიმართება წელიწადში ერთხელ მინისტრების დონეზე. საბჭო განიხილავს ნებისმიერ ძირითად საკითხს, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, და ნებისმიერ სხვა ორმხრივ და საერტაშორისო ურთიერთობების საკითხს შეთანხმების მიზნების მისაღწევად. თანამშრომლობის საბჭოს ასევე შეუძლია შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ორ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 82

1. თანამშრომლობის საბჭო შედგება, ერთის მხრივ, ევროპის კავშირის საბჭოს წევრებისგან და ევროპის გაერთიანების კომისიის წევრებისგან და, მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობის წევრებისგან

2. თანამშრომლობის საბჭო დაადგენს პროცედურულ წესებს.

3. თანამშრომლობის საბჭოს საპრეზიდენტო სამსახურს ალტერნატიულად უხელმძღვანელებენ გაერთიანების წარმომადგენელი და ასქართველოს მთავრობის წევრი.

    მუხლი 83

1. თანამშრომლობის საბჭოს თავისი მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება თანამშრომლობის კომიტეტი, რომელიც, ერთის მხრივ, შედგება ევროპის კავშირის საბჭოს წევრებისგან და ევროპის გაერთიანების კომისიის წარმომადგენლებისგან და, მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან, როგორც წესი, მაღალ სამოქალაქო მოსამსახურეთა დონეზე. თანამშრმლობის კომიტეტის საპრეზიდენტო სამსახურს რიგრიგობით უხელმძღვანელებენ გაერთიანება და საქართველო.

თანამშრომლობის საბჭო თავის პროცედურულ წესებში განსაზღვრავს თანამშრომლობის კომიტეტის მოვალეობებს, რომელიც შეიცავს საკიტხებს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრების მომზადებისა და კომიტეტის ფუნქციონირების შესახებ.

2. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია გადასცეს თავისი უფლებამოსილება თანამშრომლობის კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების მიმდინარეობის უწყვეტობას თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრებს შორის.

    მუხლი 84

თანამშრომლობის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს ნებისმიერი სხვა სპეციალური კომიტეტის ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება თავისი მოვალეობების შესრულებაში და განსაზღვრავს ამგვარი კომიტეტებისა და ორგანოების შემადგენლობას, მოვალეობებს, აგრეთვე მათ ფუნქციონირებას.

    მუხლი 85

ნებისმიერი საკითხის განხილვისას, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერ დებულებასთან დაკავშირებით და ეხება მსო-ს ერთ-ერთ მუხლს, თანამშრომლობის საბჭო შეძლებისამებრ მაქსიმალურად გაითვალისწინებს იმ განმარტებას, რომელიც მოცემულია მსო-ს შესაბამის მუხლში და მონაწილე მხარეების ზოგად შეთანხმებაში.

    მუხლი 86

შეიქმნება საპარლამენტო თანამშროლობის კომიტეტი. ამ ფორუმში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებს ექნებათ შეხვედრისა და აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალება. შეკრების პერიოდს კომიტეტი თავად განსაზღვრავს.

    მუხლი 87

1. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგება, ერთის მხრივ, ევროპარლამენტის და, მეორეს მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან.

2. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი დაადგენს თავის საპროცედურო წესებს.

3. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტს რიგრიგობით უხელმძღვანელებენ ევროპარლამენტი და საქართველოს პარლამენტი, მის საპროცედურო წესებში შესატანი დებულებების თანახმად.

    მუხლი 88

საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა შეიძლება მოსთხოვოს თანამშრომლობის საბჭოს შესაბამისი ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმების შესრულების შესახებ. თანამშრომლობის საბჭო, თავის მხრივ, მიაწვდის კომიტეტს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტს მიეწოდება ინფორმაცია თანამშრომლობის საბჭოს რეკომენდაციების შესახებ.

საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა შეიძლება მისცეს რეკომენდაციები თანამშრომლობის საბჭოს.

    მუხლი 89

1. ამ შეთანხმების ფარგლებში თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს დისკრიმინაციის გარეშე მეორე მხარის ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის თავისუფალი შეღწევა მხარეების კომპეტენტურ სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რათა დაიცვან ინდივიდუალური და საკუთრების უფლებები, მათ შორის ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის უფლებები.

2. მხარეები შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში:

● წაახალისებენ არბიტრაჟისადმი მიმართვას იმ დავის მოგვარების მიზნით, რომელიც წარმოიშობა გაერთიანებასა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ კომერციული და თანამშრომლობითი გარიგების საფუძველზე;

● შეთანხმდნენ, რომ თუ დავის საგანი გადაცემულია არბიტრაჟში, დავის მონაწილე თითოეულ მხარეს შეუძლია, მიუხედავად ეროვნებისა, აირჩიოს საკუთარი მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეების მიერ განსაზღვრული სააარბიტრაჟო ცენტრის წესები სხვაგვარად არის განმარტებული, და აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ თავმჯდომარეობის შემსრულებელი მესამე მოსამართლე ან ერთ-ერთი მოსამართლე შეიძლება იყოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქე;

● რეკომენდაციას გაუწევენ თავიანთ ეკონომიკურ აგენტებს, რათა ორმხრივი შეთანხმებით აირჩიონ კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება მატ კონტრაქტებს;

● წაახალისებენ იმ საარბიტრაჟო წესების გამოყენებას, რომლებიც შეიმუშავა გაეროს საერტაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიამ (Uncitral), და არბიტრაჟის მიმართვას იმ სახელმწიფოს ნებისმიერი ცენტრისადმი, რომელმაც 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში ხელი მოაწერა კონვენციას საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

    მუხლი 90

შეთანხმების არცერთი პუნქტი არ შეუშლის ხელს რომელიმე მხარეს მიიღოს ნებისმიერი სახის შემდეგი ზომები:

(ა) რომლებიც მიაჩნია საჭიროდ იმ ინფორმაციის დასაფარავად, რომლებიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებს;

(ბ) რომლებიც ეხება იარაღის, აღჭურვილობის ან საბრძოლო ტექნიკის წარმოებას ან ვაჭრობას, ან კვლევას, განვითარებას და თავდაცვითი მიზნებისათვის განკუთვნილი მასალების წარმოებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ზომები არ მიაყენებს ზიანს კონკურენციის პირობებს და და გულისხმობენ იმ პროდუქციის წარმოებას, რომელიც არ არის განკუთვნილი, კერძოდ, სამხედრო მიზნებისათვის;

(გ) რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკუთარი უსაფრთხოებისათვის იმ სერიოზული შიდა არეულობის შემთხვევაში, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს კანონისა და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე ომის ან ისეთი საერთაშორისო დაძაბულობის დროს, რაც იწვევს ომის საშიშროებას, ან იმისათვის, რომ განახორციელონ მოვალეობები, რომლებიც იკისრეს მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების მხარდაჭერის მიზნით;

(დ) რომლებიც მიანიათ საჭიროდ სამრეწველო საქონლისა და ტექნოლოგიის ორმხრივი გამოყენების კონტროლის დროს თავიანთი საერთაშორისო მოვალეობებისა და ვალდებულებების დასაცავად.

    მუხლი 91

1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დარგების თანახმად და სპეციალური დებულებების დაურღვევლად:

● საქართველოს მიერ გაერთიანების მიმართ გამოყენებული ზომები არ გამოიწვევს დისკრიმინაციას წევრ სახელმწიფოებს, მათ მოქალაქეებს, კომპანიებსა ან ფირმებს შორის;

● ევროპის გაერთიანების მიერ საქართველოს მიმართ გამოყენებული ზომები არ გამოიწვევს დისკრიმინაციას საქართველოს მოქალაქეებს, კომპანიებსა ან ფირმებს შორის.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ მიაყენებს ზიანს მხარეების უფლებას გამოიყენონ თავიანთი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისი დაბეგვრის დებულებები იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც არ არიან იდენტურ სიტუაციაში, რაც დაკავშირებულია მათ ადგილსამყოფელთან.

    მუხლი 92

1. თითოეულ მხარეს შეუძლია მიმართოს თანამშრომლობის საბჭოს ნებისმიერი სადავო საკითხით ამ შეთანხმების გამოყენების ან განმარტების თაობაზე.

2. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია მოაგვაროს ეს სადავო საკითხირეკომენდაციის მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, როცა სადავო საკითხი არ მოგვარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ მხარე შეუძლია აცნობოს მეორე მხარეს მომრიგებლის დანიშვნის შესახებ; მეორე მხარემ შემდგომ უნდა დანიშნოს მეორე მომრიგებელი ორი თვის განმავლობაში. მოცემული პროცედურის შესასრულებლად გაერთიანება და წევრი სახელმწიფოები გამოვლენ დავაშიმონაწილე ერთი მხარის როლში.

თანამშრომლობის საბჭო დანიშავს მესამე მომრიგებელს. მომრიგებლის რეკომენდაციები მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.

მომრიგებლის რეკომენდაცია შეიძლება მიღებულ იქნას უმრავლესობით. ასეთი რეკომენდაციები მხარეებისათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებენ.

4. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია შეიმუშაოს პროცედურის წესები სადავო საკითხების გადასაწყვეტად.

    მუხლი 93

მხარეები თანხმდებიან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით დაუყოვნებლივ ჩაატარონ კონსულტაცია შესაბამისი არხების მეშვეობით, რათა განიხილონ საკითხი ამ შეთანხმების განმარტების ან შესრულების და მხარეებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტების შესახებ.

ამ შეთანხმების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება და ზიანს არ აყენებს მე-14, 92-ე და 98-ე მუხლებს.

    მუხლი 94

საქართველოსათვის მინიჭებული რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა სარგებლობდეს მეტი უპირატესობით, ვიდრე წევრი სახელმწიფოები ანიჭებენ ერთმანეთს.

    მუხლი 95

წინამდებარე შეტანხმების მიზნებისათვის სახელწოდება „მხარეები“ ნიშნავს, ერთის მხრივ, საქართველოს და, მეორეს მხრივ, გაერთიანებას ან წევრ სახელმწიფოებს, ან გაერთიანებასა და წევრ სახელმწიფოებს, მათი შესაბამისი ძალაუფლების თანახმად.

    მუხლი 96

რადგანაც ამ შეთანხმებაში მოცემულ საკითხებს აგრეთვე ითვალისწინებს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება და თანდართული ოქმები, ეს ხელშეკრულება და ოქმები, ძალაში შესვლის შემდეგ, მოახდენენ ამ საკიტხების რეგულირებას გათვალისწინებულ ფარჰლებში.

    მუხლი 97

წინამდებარე შეთანხმება თავდაპირველად დადებულია 10 წლის ვადით. შეთანხმება განახლდება ყოევლ წელს, მანამ რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს შეთანხმების დენონსაციის შესახებ მისი მოქმედების შეწყვეტამდე ექვსი თვით ადრე.

    მუხლი 98

1. მხარეები მიიღებენ ზოგად ან სპეციალურ ზომებს, რომლებიც საჭიროა შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად. ისინი თვალყურს ადევნებენ შეთანხმების მიზნების განხორციელებას.

2. თუ რომელიმე მხარე ჩათვლის, რომ მეორე მხარემ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების ვალდებულება, მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები. ამის შესრულებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისა, იგი მიაწვდის თანამშრომლობის საბოს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რათა სიტუაცია სრულიად შეისწავლოს ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღწევად.

ამ ზომების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს შეთანხმების ფუნქციონირებას. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ეს ზომები დაუყოვნებლივ ეცნობება თანამშრომლობის საბჭოს.

    მუხლი 99

1, 2, 3,4 და 5 დანართები ოქმთან ერთად წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 100

მოცემული შეთანხმება, ინდივიდებისა და ეკონომიკური აგენტების ეკვივალენტური უფლებების მიღწევამდე, არ მოახდენს გავლენას უფლებებზე, რომლებიც ენიჭებათ მათ არსებული შეთხნხმებით და რომლებიც აკავშირებენ მათ, ერთის მხრივ, ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს და, მეორეს მხრივ, საქართველოს, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც შედის გაერთიანების კომპეტენციაში და არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების მოვალეობებს, გამომდინარეს ამ შეთანხმებიდან იმ სფეროებში, რომლებიც ექცევიან მათი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 101

მოცემული შეთანხმება, ერთის მხრივ, შეეხება იმ ტერიტორიებს, რომლებზეც ვრცელდება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებები და, მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიას.

    მუხლი 102

ევროპის კავშირის საბჭოს გენერალური მდივანი იქნება წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი.

    მუხლი 103

წინამდებარე შეთანხმების დედანი, რომელიც შედგენილია დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, პორტუგალიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე, თანაბრად აუთენტურია და დეპონირებულ იქნება ევროპის კავშირის გენერალურ მდივანთან.

    მუხლი 104

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეების მიერ საკუთარი პროცედურების დასრულების შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის პირველ დღეს იმ დღიდან, როცა მხარეები შეატყობინებენ ევროპის კავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომ პირველი პარაგრაფით გატვალისწინებული პროცედურები დასრულებულია.

რაც შეეხება საქართველოსა და გაერთიანების ურთიერთობას, ეს შეთანხმება ძალაში შესვლისთანავე შეცვლის ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის დადებულ ვაჭრობის, ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია ბრიუსელში 1989 წლის 18 დეკემბერს.

    მუხლი 105

იმ შემთხვევაში თუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლა დაყოვნდა, შეთანხმების გარკვეული მუხლები შუალედური შეთანხმებისმეშვეობით ამოქმედდება და ამ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ ფრაზა „შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს შუალედური შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს.

დანართების სია

1 დანართი

დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის საქართველოს მიერ მე-9(3) მუხლის თანახმად მინიჭებულ უპირატესობათა აღმნიშვნელი სია

2 დანართი

ინტელექტუალურ, სამრეწველო და კომერციულ საკუთრებათა დაცვის კონვენციები (მუხლი 42)

3 დანართი

26(3) მუხლში მითითებული ფინანსური სამსახურები

4 დანართი

გაერთიანების პირობები 23 (2) მუხლთან დაკავშირებით

5 დანართი

საქართველო პირობები 23 (4) მუხლთან დაკავშირებით

1 დანართი

დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის საქართველოს მიერ მე-9(3) მუხლის თანახმად მინიჭებულ უპირატესობათა აღმნიშვნელი სია

ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო:

1. განთავისუფლებულია საიმპორტო გადასახადებისაგან;

2. დამატებითი ღირებულების გადასახადი და აქციზი არ შეეხება იმპორტს’

3. არაკომერციული ოპერაციების სპეციალური სისტემა, ამ ოპერაციებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების ჩათვლით.

2 დანართი

ინტელექტუალურ, სამრეწველო და კომერციულ საკუთრებათა კონვენციები (მუხლი 42)

1. 42-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი შეეხება შემდეგ მრავალმხრივ კონვენციებს:

● საერთაშორისო კონვენცია შემსრულებლების, ფონოგრამებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების მეწარმეთა დაცვის შესახებ (რომი, 1961 წ.);

● ოქმი, რომელიც უკავშირდება მადრიდის შეთანხმებას ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის თაობაზე (მადრიდი, 1989 წ.);

● ნიცის შეთანხმება, რომელიც ეხება საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციას ფულადი ნიშნების რეგისტრაციის მიზნით (ჟენევა, 1977 წ, შესწორებულია 1979 წ.);

● ბუდაპეშტის ხელშეკრულება მიკროორგანიზაციების საერთაშორისო ცნობის თაობაზე საპატენტო პროცედურათა მიზნებისათვის *1977 წ., განახლებულია 1980 წ.);

● საერთაშორისო კონვენცია ნარგავების ახალი ჯიშების დასაცავად (UPOV) (ჟენევის აქტი, 1991 წ.).

2. თანამშრომლობის საბჭომ გაუწიოს რეკომენდაცია, რომ 42-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი გამოყენებულ იქნას სხვა მრავალმხრივი კონვენციების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკითხების სფეროებში წამოიჭრება პრობლემები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს სავაჭრო პირობებზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ჩატარდება სასწრაფო კონსულტაციები ორმხრივ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევუს მიზნით.

3. მხარეები ადასტურებენ იმ ვალდებულებების მნიშვნელობას, რომლებიც შემდეგი მრავალმხრივი კონვენციებიდან გამომდინარეობს:

● ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშების დაცვის შესახებ (პარიზის აქტი, 1971 წ.);

● პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (სტოკჰოლმის აქტი, 1967 წ. და შესწორებულია 1979 წ.);

● მადრიდის შეთანხმება, რომელიც ეხება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციას (სტოკჰოლმის აქტი, 1967 წ. და შესწორებულია 1979 წ.);

● საპატენტო თანამშრომლობის ხელშეკრულება (ვაშინგტონი1970 წ., შესწორებულია 1979 წ. და მოდიფიცირებულია 1984 წ.).

4. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქართველო მიანიჭებს გაერთიანების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, ინტელექტუალური, სანრეწველო და კომერციული საკუთრების აღიარებისა და დაცვის სფეროში არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, ვიდრე იგი ანიჭებს ნებისმიერ მესამე ქვეყანას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

5. მე-4 პრაგრაფის დებულებები არ ითვალისწინებს იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველომ მიანიჭა რომელიმე მესამე ქვეყანას ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ან იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველომ მიანიჭა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყანას.

3 დანართი

26(3) მუხლში მითითებუილ ფინანსური მომსახურება

ფინანსური მომსახურება არის ყველა სახის ფინანსური მომსახურება შემოთავაზებული ერთ-ერთი დამფინანსებელი მხარის მიერ. ფინანსური მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის საქმიანობას:

ა. ყველა სახის დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული საქმიანობა

1. პირდაპირი დაზღვევა (ორმხრივი დაზღვევის ჩათვლით).

ა) სიცოცხლის

ბ) არა-სიცოცხლის

2. ხელახალი დაზღვევა და რეტროცესია.

3. სადაზღვევო შუამდგომლობა, როგორიცაა მაკლერობა და შუამავლობა.

4. დაზღვევის დამხმარე მომსახურება, ისეთი, როგორიცაა კონსულტაცია, აქტუარია, რისკის შეფასება და სარჩელის მოგვარებისსამსახური.

ბ. საბანკო და სხვა ფინანსური მომსახურება (გარდა დაზღვევისა)

1. საზოგდოებიდან დეპოზიტებისა და ანაზღაურებაზე დაქვემდებარებული ფონდების მიღება.

2. გასესხების ყველა სახე, მომხმარებლის კრედიტი, საგირაო კრედიტი, კომერციულ გარიგებათა წარმოება და დაფინანსება.

3. ფინანსური იჯარა.

4. ყველა საგადასახადო და ფულადი გადარიცხვის მომსახურება, მატ შორის საკრედიტო გადასახადისა და დებიტის ბარათები, ტურისტული ჩეკები და საბანკო დრაფტები.

5. გარანტიები და ვალდებულებები.

6. ვაჭრობა საკუთარი ან კლიენტის სახელით, სავალუტო ან საფონდო ბირაჯაზე შემდეგით:

ა) ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტები (ჩეკები, სერტიფიკატები, დეპოზიტები და სხვ.);

ბ) უცხოური ვალუტა;

გ) პროდუქტები, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ იფარგლება მხოლოდ ფიუჩერსებითა და ოპციონებით;

დ) სავალუტო კურსები და საპროცენტო განაკვეთების ინსტრუმენტები, იმ პროდუქტების ჩათვლით, როგორიცაა გაცვლა, ფიუჩერსული საპროცენტო განაკვეთების შეთანხმებები;

ე) მოლაპარაკების ქვემდებარე სხვა ინსტრუმენტები და ფინანსური აქტივები ოქროს ჩათვლით.

7. აგენტის სახით (კერძო ან სახელმწიფო) მონაწილეობა ყველა სახის ფასიანი ქაღალდების საკითხებში, მათ შორის სადაზღვევოდ მიღება და დაბანდება და ამ საქმიანობასთან დაკავშირებუილ მომსახურებით უზრუნველყოფა.

8. ბროკერობა ფულით.

9. აქტივების მენეჯმენტი, როგორიცაა ნაღდი ფული და პორფოლიო მენეჯმენტი, სამეურვეო დეპოზიტებისა და ტრასტების მენეჯმენტი.

10. ფინანსური აქტივების ანგარიშსწორება და კლირინგუილ მომსახურება, პროდუქტები და მოლაპარაკების ქვემდებარე სხვა ინსტრუმენტები .

11. მრჩეველობითი შუამავლობა და 1-10 პუნქტებში ჩამოთვლილი საქმიანობის დამხმარე სხვა ფინანსური მომსახურება, მათ შორის კრედიტის რეფერენსი და კლირინგი, ინვსტიციების და პორტფოლიოს კვლევა და რჩევების მიწოდება, აკვიზიციასთან და კორპორაციის რესტრუქტურიზაციასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაცია.

12. ფინანსებთან დაკავშირებუილ ინფორმაციით მომარაგება და მისი ტრანსფერი და სხვა საფინანსო მომსახურების მიმწოდებლების მიერფინანსური მონაცემების კომპიუტერული დამუშავება.

ფინანსური განმარტებებიდან გამორიცხულია შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) ცენტრალური ბანკის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ სავალუტო და გაცვლის კურსის დადგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები;

ბ) ცენტრალური ბანკის, სამთავრობო სააგენტოების ან დეპარტამენტების, ან სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გატარებული ღონისძიებები მთავრობის ანგარიშისათვისან სამთავრობო გარანტიებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმიანობას ახორციელებს ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ამ სახის სახელმწიფო ერთეულებთან კონკურენციის გზით.

გ) ის საქმიანობები, რომლებიც შეადგენენ კანონით გათვალისწინებულ სოციალური უსაფრთხოების სისტემას ან საპენსიო გეგმის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმიანობებს ახორციელებს ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ამ სახის სახელმწიფო ერთეულებთან კონკურენციის გზით.

4 დანართი

გაერთიანების პირობები 22-ე მუხლის მე-2 პარაგრაფთან დაკავშირებით

სამთო მრეწველობა

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოებში სამთო და მინერალური წარმოების უფლების მიღებასთან დაკავშირებით კონცესია გაიცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროგაერთიანების კონტროლს.

თევზჭერა

ბიოლოგიური რესურსების მოპოვება და გამოყენება და საზღვაო წყლებში არსებული თევზჭერის ზონები, რომლებიც ექცევა გაერთიანების წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ან იურისდიქციის მოქმედების არეში, შეზღუდულია თევზმჭერი გემებისათვის, რომლებიც ატარებენ გაერთიანების წევრი სახელმწიფოს დროშას და რეგისტრირებულნი არიან გაერთიანების ტერიტორიაზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უძრავი ქონების ყიდვა

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში უძრავი ქონების შესყიდვა არა-გაერთიანების კომპანიებისათვის ექვემდებარება შეზღუდვებს.

აუდიოვიზუალური მომსახურება რადიოს ჩათვლით

ეროვნული რეჟიმი, რომელიც შეეხება წარმოებასა და განაწილებას, მათ შორის სამაუწყებლო და სხვა სახის გადაცემები, შეიძლება რეზერვირებული იყოს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წარმოშობასთან დაკავშირებულ გარკვეულ კრიტერიუმებს.

ტელეკომუნიკაციებით მომსახურება, მათ შორის მობილური და სატელიტური მომსახურება.

რეზერვირებული მომსახურება

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ბაზარზე შესვლა შეზღუდულია, თუკი ეს დაკავშირებულია დამატებით მომსახურებასა და ინფრასტრუქტურასთან.

პროფესიული მომსახურება

მომსახურება რეზერვირებულია იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელნიც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, გარკვეულ პირობებში ამ კომპანიებს შეუძლიათ შექმნან კომპანიები.

სოფლის მეურნეობა

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ეროვნუი რეჯიმი არ ვრცელდება არა-ევროგაერთიანების კომპენიებზე და იმათზე, ვისაც განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ვენახების შეძენა აღნიშნული არა-ევროგაერთიანების კომპანიების მიერ ექვემდებარება ნოტიფიკაციას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვას.

ახალი ამბების სააგენტოს მომსახურება

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში შეზღუდულია უცხოელთა მონაწილეობა საგამომცემლო საზოგადოებებსა და სამაუწყებლო კომპანიებში.

5 დანართი

საქართველოს პირობები 23 (4) მუხლთან დაკავშირებით

1. საქართველოს ამჟამინდელი საინვესტიციო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უცხოური კომპანიების და საქართველოს იმ კომპანიების ინვესტიციები, სადაც სახელმწიფო არ ფლობს საკონტროლო პაკეტს, ლიცენზირებული იყოს საქართველოს კომპეტენტური ხელისუფლების მიერ. ამგვარი ლიცენზირების გაცემის პირობები, საქართველოს კანონის თანახმად, არ გამოიწვევს დისკრიმინაციას საქართველოსა და კერძო კომპანიებს შორის.

ასეთი ლიცენზირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ შეთანხმების 23 (4) მუხლით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმების, ასევე ამ შეთანხმების სხვა რომელიმე პირობის შესრულების შეფერხების ტავიდან აცილების მიზნით. კერძოდ კი მისმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას ეკონომიკური საქმიანობის სფეროში, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული. შესაბამისი დასაბუთების გარეშე ლიცენზიის გაუქმება არ შეიძლება. ლიცენზიის ამგვარად გაუქმება შეიძლება გახდეს აპელაციის და, თუ საჭიროა, დავის საფუძველი.

არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა საქართველო თავის კანონმდებლობას შეუსაბამებს სტანდარტულ საერთაშორისო პრაქტიკას, კერძოდ, გაერთიანების კანონმდებლობას. გაერთიანება საქართველოს გაუწევს ტექნიკურ დახმარებას ამ სფეროში. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საქართველო არ მიმართავს ისეთ ზომებსა და ქმედებებს, რომლებიც გაერთიანების კომპანიების დაარსებისა და ოპერირების პირობებს გახდის იმაზე უფრო შემზღუდველს, ვიდრე ეს იყო შეთანხმების პარაფირების წინა დღეს.

2. უცხოური ინვესტიციები აკრძალულია შემდეგ სფეროებში:

● თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფა;

● ნარკოტიკული და ფსიქოთროპული ნივთიერებების დამზადება და რეალიზაცია;

● ნარკოტიკული და შხამიანი ნივთიერებების შემცველი კულტურების მოყვანა და რეალიზაცია.

3. უცხოურ კომპანიას სჭირდება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვა საქმიანობის განხორციელებისათვის 20 კილომეტრიან სასაზღვრო ზონასა და იმ ზონებში, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და გარემოს დაცვისათვის.

4. ქვემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უცხოური ინვესტიციების მქონე კომპანიაში სახელმწიფოს ჰქონდეს ხმის უფლების მქონე აქციების სულ ცოტა 51% მაინც. ეს პროცენტი შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით:

● გაზისა და ნავთობსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, სახელმწიფო მნიშვნელობის თბოხაზების და იმ შენობებისა და ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებიც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისათვის;

● საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისსა და რკინიგზის, საზღვაო ნავსადგურებისა და აეროპორტების ექსპლუატაცია;ფასიანი ქაღალდების, ფულის ნიშნების, ონეტების და საფოსტო მარკების გამოშვება;

● ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი არიან საშიში და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებებით, მათ შორის კანოს გადამდები დაავადებებით და ვენერიული სნეულებებით, აგრეთვე ფსიქიკური დაავადებებით;

● ცხოველთა მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი აიან საშიში დაავადებებით;

● ნედლი სპირტის წარმოება.

5. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა არ ახდენს დისკრიმინაციას უცხოელ ინვესორსა და საქართველოს არასახელმწიფო კომპანიას შორის, მიწის ხანგრძლივ იჯარასთან დაკავშირებით, ამჟამად იგი არ იძლევა მიწის ან ბუნებრივი რესურსების ყიდვის უფლებას.

6. უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც სურთ მოიძიონ ან ექსპლუატაცია გაუწიონ მინერალურ რესურსებს, საქართველოში ან საქართველოს კონტინენტურ შელფზე მოიპოვონ ან ექსპლუატაცია გაუწიონ ბუნებრივ რესურსებს, სჭირდებათ საქართველოს მთავრობის კონცესია.

წინამდებარე დანართის დებულებების გამოყენების პირობები არცერთ შემთხვევაში არ იქნება იმ პირობებზე ნაკლები, რომლებიც მინიჭებული აქვთ მესამე ქვეყნების კომპანიებს. არსებული შეზღუდვების შემცირება გავრცელდება გაერთიანების კომპანიებზე ეროვნუილ რეჟიმის ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საფუძველზე, რომელიც უკეთესია.

საქარტველოს საინვესტიციო კანონმდებლობა მომავალში განვითარდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და სულისკვეთების შესაბამისად, განსაკუთრებით მისი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, კომპანიების დაფუძნებასა და საქმიანობის პირობების და სამართლებრივი თანამშრომლობის დებულებათა (1,4 და 5 კარი) შესაბამისად, აგრეთვე კომპანიების დაარსებასთან დაკავშირებით გაერთიანებასა და საქართველოს შორის წერილების გაცვლის შესაბამისად.

ოქმი

საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთდახმარების შესახებ

    მუხლი 1. განმარტებები

ამ ოქმის მიზნებისათვის:

ა) „საბაჟო კანონმდებლობა“ გულისხმობს მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ ნებისმიერ საკანონმდებლო ან ნორმატიულ აქტს საქონლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტისა და მისი განთავსების შესახებ ნებისმიერი საბაჟო პროცედურის შესაბამისად, რაც მოიცავს აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ღონისძიებებს და მიღებულია აღნიშნულ მხარეთა მიერ;

ბ) „მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანო“ გულისმობს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც დანიშნულია ამ მიზნით ერთ-ერთი მხარის მიერ, და რომელიც იტხოვს დახმარებას საბაჟო საკიხთხებში’

გ) „თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო“ გულისმობს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უფლებამოსილ ორგანოს,რომელიც დანიშნულია ამ მიზნით ერთ-ერთი მხარის მიერ, და რომელიც იღებს თხოვნას საბაჟო საკიტხებში;

დ) „პერსონალური ინფორმაცია’ გუილსხმობს მთელ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან არაიდენტიფიცირებულ პიროვნებას.

    მუხლი 2. ფარგლები

1. მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს თავიანთ კომპეტენციათა ფარგლებში, ოქმით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების მიღების, ასეთ დარღვევათა გამომჟღავნებისა და გამოძიების საქმეში.

2. დახმარება საბაჟო საკითხებში ეხება, ამ ოქმის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია ამ ოქმის განხორციელებისათვის. იგი არ ეწინააღმდეგება კრიმინალურ საკითხებში ურთიერთდახმარების აღიარებულ ნორმებს და არავითარ შემთხვევაში არ დაფარავს სასამართლო ხელისუფლების მოთხოვნით მოპოვებულ ინფორმაციას, თუ არ არსებობს ამაზე სასამართლო ხელისუფლების თანხმობა.

    მუხლი 3. დახმარება თხოვნის შემთხვევაში

1. მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მას შესაბამისი ინფორმაციით, რათა მიეცეს საშუალება დარწმუნდეს იმაში, რომ საბაჟო კანონმდებლობა სწორად იქნა გამოყენებული. ასეთი ინფორმაცია შეიძება მოიცავდეს შეტყობინებას აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებული ან დაგეგმილი ოპერაციების შესახებ.

2. მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიაწვდის მას ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა საქონელი შესაბამისი წესების დაცვით იმპორტირებული ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, რა სახის საბაჟო პროცედურები იქნა ჩატარებული.

3.მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად:

ა) იმ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომელთა გამო არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი არღვევენ ან დაარღვისე საბაჟო კანონმდებლობა;

ბ) იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ტვირთი შენახულია იმგვარად, რომ იწვევს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით გამოყენების ეჭვს;

გ) იმ საქონლის მოძრაობის მიმართ, რომლის გამო მიღებული ცნობის მიხედვით შეიძება მოხდეს საბაჟო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები;

დ) ტრანსპორტირების იმ საშუალებათა მიმართ, რომლებიც იყო, არის ან შესაძლოა გამოყენებული იყოს კანონმდებლობის დასარღვევად.

    მუხლი 4. სპონტანური დახმარება

მხარები წინასწარი მოთხოვნის გარეშე დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს თავიანთი კანონების, წესებისა და სხვა საკანონმდებლო საშუალებების თანახმად, თუკი მიიჩნევენ, რომ ეს საჭიროა საბაჟო კანონმდებლობის სწორად გამოყენებისთვის, განსაკუთრებით როდესაც მიიღებენ ინფორმაციას, დაკავშირებულს:

● ქმედებასთან, რომელიც არღვევს ან დაარღვევს ამგვარ კანონმდებლობას, და რომლითაც შესაძლოა დაინტერესდნენ მხარეები;

● ამგვარი ქმედებისათვის გამოყენებულ ახალ საშუალებებსა და მეთოდებთან;

● იმ საქონელთან, რომელიც წარმოადგენს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანს;

● ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, რომელთა მიმართაც წარმოიქმნება საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ეჭვის საფუძველი;

● ტრანსპორტის საშუალებებთან, რომლებიც წარმოშობენ საბაჟო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ეჭვებს.

    მუხლი 5. მიწოდება-შეტყობინება

მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს მიმართვით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს საჭირო ზომებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ან დაფუძნებული ადრესატისათვისამ ოქმის მოქმედების ფარგლებში ყველა არსებული დოკუმენტის მიწოდებისათვის და ყოველი გადაწყვეტილების შეტყობინებისათვის. მიმართვის შემთხვევაში მოქმედებს მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფი.

    მუხლი 6. დახმარებისათვის თხოვნის ფორმა და შინაარსი

1. ამ ოქმის თანახმად თხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით და თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. საჭიროემისამებრ, სასწრაფო სიტუაციის შემთხვევაში, შეიძლება მიღებულ იქნას ზეპირი თხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ დადასტურებულ უნდა იქნას წერილობით.

2. თხოვნა პირველი პარაგრაფის მიხედვით მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) თხოვნის გამგზავნი უფლებამოსილი ორგანო;

ბ) ღონისძიებანი თხოვნის საფუძველზე;

გ) თხოვნის ობიექტი და მიზეზი;

დ) ამასთან დაკავშირებული კანონები, წესები და სხვა საკანონმდებლო ელემენტები;

ე) მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი მნაცემების მიწოდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებიც არიან გამოძიების ობიექტები;

ვ) შესაბამისი ფაქტებისა და უკვე განხორციელებული გამოძიების რეზიუმე, მე-5 მუხლში მოცემული შემთხვევების გარდა.

3. თხოვნა გაგზავნილ იქნება თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ენაზე ან ამგვარი ორგანოსათვის მისაღებ ენაზე.

4. თუ თხოვნა არ შეესაბამება ფორმალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას მისი შესწორება ან სრულყოფა; მიუხედავად ამისა შესაძლებელია მიღებულ იქნას წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები.

    მუხლი 7. თხოვნების შესრულება

1. დახმარებისათვის თხოვნის შესრულების მიზნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო იმოქმედებს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ისე, თითქოს მოქმედებდა დამოუკიდებლად ან საკუთარი მხარის სხვა უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით, კერძოდ, მიაწვდის მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს მის ხელთ უკვე არსებულ ინფორმაციას, ჩაატარებს შესაბამის გამოძიებას ან უზრუნველყოფს მის ჩატარებას. ეს მუხლი ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ქვედანაყოფზეც, რომელსაც მიმართავს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, თუ ამ უკანასკნელს არ ძალუძს იმოქმედოს დამოუკიდებლად.

2. დახმარებისათვის თხოვნა დაკმაყოფილდება თხოვნის მიმღები მხარის კანონების, წესებისა და სხვა საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესაბამისად.

3. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ ოფიციალურ პირებს მეორე მხარესთან შეთანხმებით და ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი პირობების თანახმად, შეუძლიათ მიიღონ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოსგან ან ან სხვა ორგანოსაგან, რომელზეც პასუხისმგებელია თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, საბაჟო ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, რომელიც სჭირდება მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს ამ ოქმის მიზნებისათვის.

4. ერთ-ერთი მხარის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მეორე მონაწილე მხარის თანხმობით და მის მიერ დადგენილი პირობების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებულ გამოძიებაში.

    მუხლი 8. მისაწოდებელი ინფორმაციის ფორმა

1. თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო გამოძიების შედეგებს მიაწვდის მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს დოკუმენტების დამოწმებუილ ასლების, ანგარიშებისა და სხვა ფორმით.

2. პირველ პარაგრაფში მოყვანილი დოკუმენტები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი ფორმით წარმოებუილ კომპოუტერიზებული ინფორმაციით.

    მუხლი 9. გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებებში

1. მხარებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ოქმის თანახმად დახმარების გაწევაზე, თუ ასეთმა დახმარებამ შეიძლება:

ა) ზიანი მიაყენოს საქართველოს ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რომელთაც ამ ოქმის დებულებების თანახმად ეთხოვათ დახმარება;

ბ) ზიანი მიაყენონ სახელმწიფო პოლიტიკის, უშიშროების ან სხვა განსაკუთრებულ ინტერესებს, კერძოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც 10(2) მუხლის დებულებებით არის განსაზღვრული;

გ) გამოიწვიოს საბაჟო გადასახადის შესახებ საკანონმდებლო აქტებისგან განსხვავებული სავალუტო ან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენება; ან

დ) გაამჟღავნოს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება.

2. როდესაც მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს ისეთ დახმარებას, რომლის გაწევაც ამგვარი თხოვნის შემთხვევაში თვითონ არ ძალუძს, იგი ამ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას თავის თხოვნაში. შემდეგ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თვითონ გადაწყვეტს, თუ როგორ უპასუხოს ამგვარ თხოვნას.

3. დახმარების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება და მისი მიღების მიზეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს.

    მუხლი 10. ინფორმაციის გაცვლა და კონფიდენციალობა

1. ამ მუხლის თანახმად ნებისმიერი ფორმით გადაცემულ ინფორმაციას კონფიდენციალური ან შეზღუდული ხასიათი აქვს, ყოველი მხარისათვის დამახასიათებელი წესების შესაბამისად. ეს ინფორმაცია დაცული იქნება ოფიციალური საიდუმლოების ვალდებულებით და მიმღები მხარის შესაბამისი მსგავსი ინფორმაციის მიმართ მოქმედი კანონებით, აგრეთვე გაერთიანების ორგანოების მიმართ მოქმედი შესაბამისი დებულებებით.

2. პირადი ინფორმაცია შეიძლება გაიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მხარე კისრულობს ვალდებულებას დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელი მონაწილე მხარის მიერ გატარებულ ეკვივალენტურ დონეზე.

3. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ოქმის მიზნებისათვის. როდესაც ერთ-ერთი მონაწილე მხარე მოითხოვს ამ ინფორმაციის გამოყენებას სხვა მიზნებისათვის, მან მეორე მხარეს უნდა მოსთხოვოს ინფორმაციის მომწოდებელი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობა. უფრო მეტიც, მან უნდა იმქმედოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვების ფარგლებში.

4. მე-3 პარაგრაფი არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის გამოყენებას ნებისმიერ იურიდიულ და ადმინისტრაციულ პროცედურებში, რომლებსაც მიმართავენ საბაჟო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დაშვებული შეცდომებისათვის. ამ ინფორმაციის მიმწოდებელ კომპეტენტურ ორგანოს ეცნობება ასეთი გამოყენების შესახებ.

5. მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ჩვენებების, მოწმობების და მოხსენებების, სასამართლო საქმის წარმოებისა და სასამართლოს წინაშე აღძრული საქმეების შესახებ თავიანთ ჩანაწერებში გამოიყენონ როგორც მხილებები ამ ოქმის დებულებების თანახმად მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

    მუხლი 11. ექსპერტები და მოწმეები

1. თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური პირი შეიძლება აღჭურვილი იყოს უფლ;ებამოსილებით წარდგეს სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას ამ ოქმის მიხედვით მეორე მხარის იურისდიქციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ექსპერტი ან მოწმე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და წარადგინოს საქმის წარმოებისათვის საჭირო მტკიცებები, საბუთები ან დამოწმებული ასლები. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებში ამგვარი წარდგენის თხოვნა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ საკითხს, რომლის შესახებაც ეს პირი იქნება გამოკითხუილ, აგრეთვე დამკითხავის წოდებას ან კვალიფიკაციას.

2. უფლებამოსილებით აღჭურვილი ოფიციალური პირი ისარგებლებს ისეთივე დაცვის უფლებით, როგორითაც არსებუილ კანონმდებლობით სარგებლობენ მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირები საკუთარ ტერიტორიაზე.

    მუხლი 12. დახმარების ხარჯები

მხარეები უარს აცხადებენ ამ მუხლის თანახმად გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც საჭიროებისამებრ გაწეულ იქნა სახელმწიფო სამსახურში არმყოფი ექსპერტების, მოწმეებისა და თარჯიმნების მიერ.

    მუხლი 13. შესრულება

1. ამ ოქმის შესრულება ევალებათ, ერთის მხრივ, საქართველოს ცენტრალურ საბაჟო უფლებამოსილ ორგანოს და, მეორეს მხრივ, ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ საბაჟო ორგანოებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოქმის შესრულებისათვის აუცილებელი ყველა ზომისა და ღონისძიების შესახებ, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით. მათ შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ კომპეტენტურ ორგანოებს მოცემულ ოქმში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით.

2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს და მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას აღსრულების იმ კონკრეტული წესების შესახებ, რომლებიც მიღებულია ოქმის დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 14. დამატება

მე-10 მუხლი არ ეწინააღმდეგება, რომ ევროკავშირის ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოსა და საქართვეოს შორის დადებული შეთანხმებები ირმხრივი დახმარების შესახებ არ დაარღვევს გაერთიანების იმ დებულებებს, რომლითაც იმართება ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებსა და წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ საბაჟო ორგანოებს შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს გაერთიანების ინტერესს.

საბოლოო აქტი

სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა

ბელგიის სამეფოსი

დანიის სამეფოსი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა

საბერძნეთის რესპუბლიკისა

ესპანეთის სამეფოსი

საფრანფეთის რესპუბლიკისა

ირლანდიისა

იტალიის რესპუბლიკისა

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსი

ნიდერლანდების სამეფოსი

ავსტრიის რესპუბლიკისა

პორტუგალიის რესპუბლიკისა

ფინეთის რესპუბლიკისა

შვედეთის სამეფოსი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსი

ევროპის გაერთიანების, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისა, შემდგომში „წევრ სახელმწიფოებად“ წოდებულნი, და

ევროპის გაერთიანებისა, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებისა და ევროპის ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანებისა, აქ და შემდგომში წოდებულნი „გაერთიანებად“,

ერთის მხრივ, და

საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა

მეორეს მხრივ,

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერისათვის შეხვედრისას, რომელიც შემდგომ იწოდება „შეთანხმებად“, და რომლითაც მყარდება პარტნიორობა, ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, მოიწონეს შემდეგი ტექსტები:

შეთანხმება, მისი დანართები და თანდართული ოქმი:

ოქმი საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთობების შესახებ.

წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა და საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა მოიწონეს ქვემოთ ჩამოთვლილი და ამ საბოლოო აქტისადმი თანდართული ერთობლივი განცხადების ტექსტები:

ერთობლივი განცხადება შეთანხმების მე-6 მუხლთან დაკავშირებით;

ერთობლივი განცხადება შეთანხმების მე-15 მუხლთან დაკავშირებით;

ერთობლივი განცხადება 25(ბ)-ე და 36-ე მუხლებში ხსენებული „კონტროლის“ ცნების შესახებ;

ერთობლივი განცხადება შეთახმების 35-ე მუხლთან დაკავშირებით;

ერთობლივი განცხადება შეთანხმების 42-ე მუხლთან დაკავშირებით;

ერთობლივი განცხადება შეთანხმებს 98-ე მუხლთან დაკავშირებით.

წევრი ქვეყნებისა და გაერთიანების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა და საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა მხედველობაში მიიღეს ამ საბოლოო აქტისადმი თანდართული შემდეგი განცხადება:

საფრანგეთის მთავრობის განცხადება

ერთობლივი განცხადება მე-6 მუხლთან დაკავშირებით

თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ პირობები მოითხოვს შეხვედრას უმაღლეს დონეზე, ეს შეხვედრა გაიმართება ad hoc საფუძველზე.

ერთობლივი განცხადება მე-15 მუხლთან დაკავშირებით

სანამ საქართველო შეუერთდება მსო-ს, მხარეები თანამშრომლობის კომიტეტის ფაარგლებში გამართავენ კონსულტაციებს საიმპორტო ტარიფების პოლიტიკისა და სატარიფო დაცვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ, ასეთი კონსულტაციები მოეწყობა სატარიფო დაცვის გაზრდამდე.

ერთობლივი განცხადება 25(ბ)-ე და 36-ე მუხლებში ხსენებული „კონტროლის“ ცნების შესახებ

1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, რომ კონტროლის საკითხი თითოეულ შემთხვევაშიფაქტობრივ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

2. მაგალითად, კომპანია მიიჩნევა როგორც მეორე კომპანიის „კონტროლს დაქვემდებარებული“, შესაბამისად ამ კომპანიის შვილეული საწარმოც, იმ შემთხვევაში, თუ:

● მეორე კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმათა უმეტესობას; ან

● მეორე კომპანიას აქვს უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს ადმინისტრაციული ორგანოს, მენეჯმენტის ორგანოს ან ზედამხედველი ორგანოს უმრავლესობა და იმავდროულად არის აქციონერი ან ფილიალის წევრი.

3. ორივე მხარე მე-2 პარაგრაფის კრიტერიუმებს არ მიიჩნევს ამომწურავად.

ერთობლივი განცხადება შეთახმების 35-ე მუხლთან დაკავშირებით

მხოლოდ გარკვეული მხარის მოქალაქეებისა და არა სხვა მხარეთა მოქალაქეებისათვის ვიზის მოთხოვნის ფაქტი არ იქნება მიჩნეული, როგორც გარკვეული ვალდებულებებიდან გამომდინარე სარგებლიანობის ანულირება ან დარღვევა.

ერთობლივი განცხადება შეთანხმების 42-ე მუხლთან დაკავშირებით

შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ინტელექტუალური, კომერციული, სამრეწველო საკუთრება, კერძოდ, მოიცავს საავტორო უფლებებს, მათ შორის საავტორო უფლებას კომპიუტერულ პროგრამებზე, და მომიჯნავე უფლებებს, პატენტებთან, სამრეწველო დიზაინთან, გეოგრაფიულ მაჩვენებლებთან დაკავშირებულ უფლებებს, წარმოშობის, სავაჭრო ნიშნებისა და მომსახურების ნიშნების, ინტეგრირებული ციკლის ტოპოგრაფიების, აგრეთვე არასამართლიანი კონკურენციისაგან დაცვას, როგორც ეს მოხსენიებულია პარიზის სამრეწველო საკუთრების შესახებკონვენციის მე-10bis მუხლში, და „ნოუ-ჰაუს“ გაუმჟღავნებელი ინფორმაციის დაცვას.

ერთობლივი განცხადება შეთანხმებს 98-ე მუხლთან დაკავშირებით

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მართებული გაგებისათვის და პრაქტიკული გამოყენებისათვის ტერმინი „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, რომელსაც შეიცავს 98-ე მუხლი, გულისხმობს ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მატერიალურ დარღვევას.

შეთანხმების მატერიალური დარღვევა ნიშნავს:

ა) შეთანხმების უარყოფას, რაც საერთაშორისო სამართლის კანონებით ნებადართული არ არის; ან

ბ) მე-2 მუხლში წარმოდგენილი შეთანხმების ძირითადი ელემენტების დარღვევას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 98-ე მუხლში ხსენებული „შესაბამისი ზომები“ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მიღებული ზომებია. თუ მხარე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებს ზომებს 98-ე მუხლის თანახმად, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს დავის გადაწყვეტის პროცედურას.

გაერთიანებასა და საქართველოს შორის წერილების გაცვლა კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებით

ა. საქართველოს მთავრობის წერილი

ძვირფასო ბატონო,

მოგმართავთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერიფიცირებულია 1995 წლის 15 დეკემბერს.

როგორც აღვნიშნე მოლაპარაკების დროს, საქართველო გაერთიანების კომპანიებს დაარსებისა და საქმიანობისათვის ანიჭებს პროვოლეგიებს გარკვეულ შემთხვევებში. ჩემის აზრით, ეს არის გამოხატულება საქართველოს პოლიტიკისა, რათა ყოველნაირად შეუწყოს ხელი გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას საქართველოში.

ამის გათვალისწინებით, ჩემის აზრით, შეთანხმების პარაფირებასა და კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, საქართველო არ მიიღებს ისეთ ზომებს ან ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეცვლიან შეთანხმების პარაფირებისას არსებულ სიტუაციას გაერთიანების კომპანიებისათვის საქართველოს ან მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმათებაში, დისკრიმინაციის დაწესების ან მისი გაუარესების მიმართულებით.

დავალებული ვიქნები, თუ დაადასტურებთ ამ წერილის მიღებას.

მიიღეთ, ბატონო, რწმუნება ჩემის ღრმა პატივისცემისა.

საქართველოს მთავრობის სახელით

ევროპის გაერთიანების წერილი

ძვირფასო ბატონო,

მადლობას მოგახსენებთ თქვენი დღრევანდელი წერიილსათვის, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

„მოგმართავთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერიფიცირებულია 1995 წლის 15 დეკემბერს.

როგორც აღვნიშნე მოლაპარაკების დროს, საქართველო გაერთიანების კომპანიებს დაარსებისა და საქმიანობისათვის ანიჭებს პროვოლეგიებს გარკვეულ შემთხვევებში. ჩემის აზრით, ეს არის გამოხატულება საქართველოს პოლიტიკისა, რათა ყოველნაირად შეუწყოს ხელი გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას საქართველოში.

ამის გათვალისწინებით, ჩემის აზრით, შეთანხმების პარაფირებასა და კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, საქართველო არ მიიღებს ისეთ ზომებს ან ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეცვლიან შეთანხმების პარაფირებისას არსებულ სიტუაციას გაერთიანების კომპანიებისათვის საქართველოს ან მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმათებაში, დისკრიმინაციის დაწესების ან მისი გაუარესების მიმართულებით.

დავალებული ვიქნები, თუ დაადასტურებთ ამ წერილის მიღებას“.

მიიღეთ, ბატონო, რწმუნება ჩემის ღრმა პატივისცემისა.

საქართველოს მთავრობის სახელით

საფრანგეთის მთავრობის განცხადება

საფრანგეთის რესპუბლიკა აღნიშნავს, რომ ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება არ ეხება ევროპის გაერთიანებასთან ასოცირებულ ზღვისგადაღმა ქვეყნებსა და ტერიტორიებს.