დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 210211, 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010080000.08.002.016165 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №93
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ
1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წარდგინების გათვალისწინებით, „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას დასახლება – სოფელი დისველი და ქალაქ ბოლნისს შეეცვალოს ადმინისტრაციული საზღვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობაზე თანდართული ადმინისტრაციული საზღვრისა და სქემატური რუკის მიხედვით.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები