დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საერთაშორისო კონვენცია საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/10/1982 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 18/04/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/09/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000312 |
საერთაშორისო კონვენცია
საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ
პრეამბულა
ხელშემკვრელი მხარეები, აქვთ რა სურვილი გააუმჯობესონ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა, მხედველობაში იღებენ რა საზღვრებზე ტვირთის გატარებისათვის ხელშეწყობის აუცილებლობას, აღნიშნავენ რა, რომ კონტროლის ზომები საზღვრებზე ხორციელდება კონტროლის სხვადასხვა სამსახურების მიერ, აღიარებენ რა, რომ ამ სახის კონტროლსი ჩყატარების პირობები შესაძლებელია მნიშვნელოვანწილად იქნეს შეთანხმებული მისი მიზნებისა და სათანადოდ ჩატარებისათვის ზიანის მიყენების და დეფექტურობის შემცირების გარეშე. დარწმუნებულნი არიან რა, რომ სასაზღვრო კონტროლსი ჩატარების პირობების შეთანხმება წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ საშუალებას ამ მიზნების მისაღწევად, შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1 განსაზღვრებები
წინამდებარე კონვენციის შეაბამისად:
a)„საბაჟოში“ იგულისხმება სახელმწიფო სამსახური, რომელიც პასუხს აგებს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფაზე და საიმპორტო და საექსპორტო ბაჟისა და გადასახადების აკრეფაზე და აგრეთვე სხვა კანონებისა და წესების გამოყენებაზე, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ეხება ტვირთის შემოტანას, ტრანზიტსა და გადატანას;
b) „საბაჟო კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება ზომები, რომლებსაც იღებენ იმ კანონებისა და წესების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა დაცვაზე პასუხისმგებლობა საბაჟოებს ეკისრებათ;
e) „სამედიცინო–სანიტარული კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც ხორციელდება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინალური კონტროლის გამოკლებით;
d) „ვეტერინალური კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება სანიტარული კონტროლი, რომელიც ხორციელდება ცხოვლებეისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიმართ ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე იმ საგნებისა და ტვირთის კონტროლი, რომლებიც ეშსაძლოა ცხოვლებეის ავადმყოფოაბთა გადამტანებს წარმოადგენდნენ;
e) „ფიტოსანიტარული კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც სახელმწიფო საზღვრებზე მცენარეთა და მეცნიერული წარმოშობის პროდუქტების მავნებლების გავრცელებისა და გადზიდვის თავიდან ასაცილებლად არის მიმართული;
f)„ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების შესაბამისი კანონებითა და წესებით განსაზღვრული საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
g) „ხარისხის კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება ზემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებული ყველა სხვა კონტროლი, რომელიც ხორციელდება ტვირთების შეასაბამისი კანონებითა და წესებით დადგენილ I ხარისხის მინიმალურ საერთაშორისო ან ეროვნულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
h) „კონტროლის სამსახურის“ ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი სამსახური, რომელსაც რეგულარულად საიმპორტო, საექსპორტო ან სატრანზიტო ტვირთები;
მუხლი 2 კონვენციის მიზანი
საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის გაიოლებისათვის წინამდებარე კონვენცია მიზნად ისახავს მოთხოვნების შემცირებას კონტროლის ფორმალობათა დაცვის, აგრეთვე მისი სახეობებისა და ხანგგრძლივობის მიმართ, კერძოდ კონტროლის პროცედურების და მათი გამოყენების მეთოდების ეროვნული და საერთაშორისო კოორდინაციის მეშვეობით.
მუხლი 3 გამოყენების სფერო
1.წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ყველა იმ ტვირთის მიმართ, რომლებიც შემოტანის, გატანის ან ტრანზიტის დროს გადაკვეთენ ერთ ან მეტ საზღვაო, საჰაერო ან სახელმწიფო საზღვარს.
2. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების კონტროლის ყველა სამსახურის მიმართ.
თავი II
პროცედურების შეთანხმება
მუხლი 4 კონტროლის სახეობათა კოორდინაცია
ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შეძლებისდაგვარად ორგანიზება გაუკეთონ საბაჟო სამსახურებისა და კონტროლის სხვა სამსახურების შეთანხმებულ მუშაობას.
მუხლი 5 სამსახურის განკარგულებაში მყოფი საშუალებები
კონტროლის სამსახურების სათანადო ფუნქციონირებისათვის ხელშემკვრელი მხარეები უნდა უზრუნველყოფდნენ იმას, რომ მოცემულ სამსახურებს შესაძლებლობის ფარგლებში და ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში თავის განკარგულებაში ჰქონდეთ:
a) კვალიფიციური პერსონალის საკმარისი რაოდენობა გადაზიდვის მოთხოვნების გათვალისწინებით;
b) აღჭურვილობა და მოწყობილოა, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩატარებისათვის იმ ტრანსპორტრისა და ტვირთების სახეობათა გათვალისწინებით, რომლებიც ექვემდებარებიან კონტროლს გადაზიდვის მოთხოვნით;
c) ოფიციალური ინსტრუქციები თანამდებობის პირთათვის, რათა ისინი მოწმდებოდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმეების თანახმად და აგრეთვე მოქმედი ეროვნული მითითებების შესაბამისად.
მუხლი 6 საერთაშორისო თანამშრომლობა
ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მიიღონ ზომები კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებთან აუცილებელი თანამშრომლობისათვის წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად და აგრეთვე ისწრაფოდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ახალი მრავალმხრივი ან ორმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისაკენ.
მუხლი 7 თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებს შორის
საერთო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის ყველა ხელშემკვრელი დაინეტერესებული მხარეები იღებენ (როცა ეს შესაძლებელია) შესაბამის ზომებს ტვირთების გადაზიდვის გაიოლებისათვის, კერძოდ:
a) ისინი ყველა ღონეს ხმარობენ ტვირთებისა და საბუთების ერთობლივი კონტროლის ორგანიზებისათვის ერთობლივად გამოსაყენებელი აღჭურვილობის დაყენების გზით;
b) ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ანალოგიური იყოს: სასაზღვრო პოსტების მუშაობის საათები.
კონტროლის სამსახურები, რომლებიც თავიანთ მოღვაწეობას ამ პოსტებზე ახორციელებენ. ტვირთების კატეგორიები, სატრანსპორტო საშუალებები და საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის სისტემები; რომლებიც შეიძლება მიღებული ან გამოყენებული იყოს ამ ქვეყნებში.
მუხლი 8 ინფორმაციის გაცვლა
ხელშემკვრელი მხარეები სათანადო თხოვნის შემთხვეევაში უცვლიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციის დანართებში მითითებული პირობების შესაბამისად გამოყენებისათვის.
მუხლი 9 დოკუმენტები
1. ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან ფართოდ გამოიყენონ ერთმანეთის და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მიმართ დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიმუშფორმულარის შესაბამისად.
2. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ დოკუმენტებს, რომლებიც მომზადებულია ნებისმიერი შესაბამისი ტექნიკური პროცესის გამოყენებით, იმ პირობით, რომ ისინი პასუხობენ ოფიციალურ წესებს მათ ფორმასთან, ავთენტიკურობასთან და დამოწმებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ პირობით, რომ ისინი იოლად იკითხება და გასაგებია.
3. ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და დამტკიცებას სათანადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
თავი III
ტრანზიტთან დაკავშირებული დებულებები
მუხლი 10 სატრანზიტო ტვირთი
1. ხელშემკვრელი მონაწილე მხარეები უთანხმდებიან ერთმანეთს შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყენონ მარტივი და აჩქარებული რეჟიმი სატრანზიტო ტვირთების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ტვითრების მიმართ, რომელთა გადაზიდვაც ხდება საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის სისტემის მიხედვით, ითვალისწინებენ რა მათი კონტროლის ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გამართლებულია არსებული მდგომარეობით ან რისკით. გარდა ამისა, ისინი მხედველობაში იღებენ იმ ქვეყნის მდგომარეობას, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა გაითვალისწინონ დროის ხანგრძლივობის გაზრდა, რომლის დროსაც საბაჟო გადასახადის გადახდის შემდეგ შეიძლება მოხდეს იმ ტვირთის გაცემა, რომელთა გადატანა ხდება საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის რომელიმე სისტემის შესაბამისად და ამ სფეროში არსებული საბაჟოების კომპეტენციის გაზრდა.
1. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმ ტვირთების ტრანზიტის მაქსიმალური გაიოლებისათვის, რომელთა გადატანა ხდება კონტეინერებში ან სხვა შემფუთავ საშუალებებში, რომლებიც საკმარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 11 საზოგადოებრივი წესრიგი
1. წინამდებარე კონვენციის არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართ აკრძალვების ან შეზღუდვების შემოღებას საზოგადოებრივი წესრიგის, კერძოდ კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მორალისა და ჯანმრთელობის დაცვის ანდა გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის ან სამრეწველო, კომერციული და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით.
2. მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი მხარეები ესწრაფვიან გამოიყენონ კონტროლი იმ სახეობების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ მოყვანილ პუნქტ 1-ში მითითებულ გამოყენებასთან, როცა ეს შესაძლებელია კონტროლის ასეთი სახეობების ეფექტურობაზე ზიანის მიყენების გარეშე, წინამდებარე კონვენციის, კერძოდ 6-9 მუხლების დებულებები.
მუხლი 12 საგანგებო ზომები
საგანგებო ზომები, რომელთა შემოღებაც ხელშემკვრელ მხარეებს შეიძლება მოუხდეს განსაკუთრებულ მდგომარეობის გამო,უნდა შეესაბამებოდეს მათი შემოღების გამომწვევ მიზეზებს და მათი გატარება უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს ამ მიზეზების აცილებასთან ერთად.
ყველა შემთხვევაში, როდესაც ეს არ აყენებს ზიანს ამ ზომების ეფექტიანობის, ხელშემკვრელი მხარეები აქვეყნებენ ამ ზომებთან დაკავშირებულ შესაბამის დებულებებს.
მუხლი 13 დანართები
წინამდებარე კონვენციის დანართები წარმოადგენენ ამ კონვენციის განუყოფელ ნაწილს.
ახალი დანართები, რომლებიც კონტროლის სხვა სახეებს ეხება, შეიძლება შეტანილი იქნეს ამ კონვენციაში ქვემოთ მოცემულ 22-ე და 24–ე მუხლებში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 14 დამოკიდებულება სხვა ხელშეკრულებებთან
მე–6 მუხლის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს იმ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელშემკვრელმა მხარეებმა დადეს იმ დრომდე, სანამ მოცემული კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები გახდებოდნენ.
მუხლი 15
წინამდებარე კონვენცია არ ეწინააღმდეგება უფრო ფართო შეღავათების გამოყნებას, რომელთა ურთიერთგაცემასაც მოისურვებს 2 ან მეტი ხელეშმკვრელი მხარე, და არ ლახავს მე–16 მუხლში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიოალური ორგანიზაციების, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ, უფლებებს გამოიყენონ თავიანთი კანონმდებლობა შიდა საზღვრებზე კონტროლისათვის იმ პირობით, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს ამ კონვენციიდან გამომდინარე შეღავათების მოცულობას.
მუხლი 16 ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება
წინამდებარე კონვენცია, რომელიც შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალუ მდივანს, ღიაა ყველა ქვეყნისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარი რეგიონალური ორგანიზაციებისათვის, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში, საერთაშორისო შეთანხმებების დადებასა და გამოყენებაში.
პუნქტ 1-ში ნახსენები ეკონომიკური ინტეგრაცისი სფეროს რეგიონალურ ორგანიზაციებს მათ კომპეტეპნციაში შემავლა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ თავისი სახელით განახორციელონ უფლებები და შეასრულონ ვალდებულებები, რომლებსაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია იმ წევრი–სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს. ამ შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციების წევრ–სახელმწიფოებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ ეს უფლებები, ხმის უფლების ჩათვლით.
სახელმწიფოებს და ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს ზემოხსენებულ რეგიონალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გახდნენ წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები:
რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით მისი ხელმოწერის შემდეგ ან
შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.
წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ყველა სახელმწიფოებისა და პუნქტ 1-ში ნახსენები ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციების მიერ ხელმოწერისათვის გაერთიანებული ერების ორგანპზაციის განყოფილებაში ჟენევაში 1983 წლის 1 აპრილიდან 1984 წლის 31 მარტის ჩათვლით;
1983 წლის 1 აპრილიდან იგი ღია იქნება აგრეთვე შეერთებისათვის.
დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ შესანახად გადაცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 17 ძალაში შესვლა
წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ხუთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს თავიანთ დოკუმენტებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესაებ.
მას შემდეგ, რაც ხუთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს თავიანთ დოკუამენტებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ყველა შემდგომი ხელშემკვრელი მხარეებისათვის მათ მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტების შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის შემდეგ.
რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ნებისმიერი დოკუაენტი, რომელიც შესანახად გადაეცემა წინამდებარე კონვენციის რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე კონვენციის შეცვლილ ტექსტს მიეკუთვნება.
ნებისმიერი ასეთი დოკუმენტები, რომელიც გადაეცემა შესანახად 22-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიღებული რაიმე შესწორების შემდეგ, მაგრამ მის ძალაში შესვლამდე, მიეკუთვნება წინამდაბარე კონვენციის შეცვლილ ტექსტს ამ შესწორეის ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 18 დენონსაცია
ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივნისადმი მიმართული ნოტიფიკაციის მეშვეობით.
დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ნოტიფიკაციის მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 19 მოქმედების შეწყვეტა
თუ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ, ხუთზე ნაკლები იქნება, თანმიმდევრული თორმეტი თვისაგან შემდგარი ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე კონვენცია ზემოხსენებული თორთმეტთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ძალას კარგავს.
მუხლი 20 დავის მოგვარება
ნებისმიერი დავა ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად შეიძლება მოგვარდეს მათ შორის მოლაპარაკებით ან დავის მოგვარების სხვა საშუალებებით.
ნებისმიერი დავა ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ მოგვარდება ამმუხლის პუნქტ 1-ით გათვალისწინებული საშუალებებით, ერთ–ერთი მხარის თხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირადაა შედგენილი: დავის ყოველი მხარე ნიშნავს არბიტრს და ეს არბიტრები ნიშნავენ სხვა არბიტრს, რომელიც თავმჯდომარე.
მე–2 პუნქტის დებულებების შესაბამისად დანიშნული საარბიტრა(ო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავაში მონაწილე მხარეებისთვის.
საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს პროცედურის თავის წესებს.
საარბიტრაჟო სასამარლო თავის გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით დავის მონაწიელ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებისა და საერთო საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მონაწილე მხრაეებს შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ დავაში, შეიძლება ნებისმიერმა მხარემ გადასცეს განსახილველად იმ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
დავის ყოველი მხარე თავის თავზე იღებს მის მიერ დანიშნული არბიტრის და საარბიტრაჟო განხილვაში თავისი წარმომადგენლების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარის მომსახურებასთან დაკავშირებულ და სხვა ხარჯბს დავის მონაწილე მხარეები თანაბრად გაიღებენ.
მუხლი 21 შენიშვნები
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების მომენტში განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს შეზღუდულად ამ კონვენციის მე–20 მუხლის 2-7 პუნქტებით. სხვა ხელშემკვრელი მხარეები არ იქნებიან დაკავშირებულნი ამ პუნქტებთან ნებისმიერი ხელშემკურელი მხარის მიმართ, რომელმაც ასეთი შენიშვნა გააკეთა.
ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შემოიტანა შენიშვნა, შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას ეს შენიშვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.
გარდა ამ მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული შენიშვნებისა, არავითარი სხვა შენიშვნა წინამდებარე კონვენციის მიმართ არ დაიშვება.
მუხლი 22 წინამდებარე კონვენციაში შესწორებებსი შეტანის პროცედურა
წინამდებარე კონვენციაში, დანართის ჩათვლით, შესწორებები შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ნებისმიერ შესწორებას მე–7 დანართში მოცემული პროცედურის წესების შესაბამისად განიხილავს ყველა მხარისაგან შემდგარი ადმინისტრაციული კომიტეტი. ნებისმიერ ასეთ შემოწმებას, რომლის განხილვა ან შემუშავება ხდება ადმინისტრაციული კომიტეტის სესიაზე და რომელიც ამ სესიის მიერ არის მოწონებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის ხელშემკვრელ მხარეებს მიღებისათვის.
წინა პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორება ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის შემოთავაზებული შესწორების შესახებ შეტყობინების თარიღის შემდეგ თორმეტთვიანი პერიოდის გასვლიდან სამი თვის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რომელიმე ქვეყნიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს ან ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს ან ეკონომიკური ინტერაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს და მომქედებს მე–16 მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, არ მიიღო შემოთავაზებული შესწორების საწინააღმდეგო მოსაზრებები.
შემოთავაზებული შესწორების მიმართ საწინაა ღმდეგო აზრის გამოთქმის შემთხვევაში, რომელიც ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად იქნება გაკეთებული, შესწორება არ ითვლება მიღებულად და მასთან დაკავშირებით არავითარი ზომები არ ხორციელდება.
მუხლი 23 მოთხოვნები, შეტყობინებები, საწინააღმდეგო მოსაზრებები
1984 წლის 31 მარტის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე კონვენციის ორ სათანადოდ დამოწმებულ ასლს უგზავნის ყოველ ხელშემკვრელ მხარეს და ყველა სახელმწიფოს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
შესრულებულია ჟენევაში 1982 წლის 21 ოქტომბრის ერთ დედნად, რომლის ინგლისური, ესპანური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად აუთენტიკურია.
ამის დასადასტურებლად ქვემოთ ხელისმომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
მუხლი 24 კონფერენცია გადასინჯვის შესახებ
წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ნებისმიერ მხარეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებების საშუალებით შეუძლია მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა წარმოდგენილი კონვენციის გადასახედად, იმ წინადადებების მითითებით, რომლებიც უნდა განიხილოს ამ კონფერენციამ. ამ შემთხვევაში:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცისი გენერალური მდივანი ატყობინებს ამის შესახებ ყველა ხელეშმკვრელ მხარეს და სთავაზობს მათ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშნვბეი პირველად წინადადებებთან დაკავშირებით, აგრეთე სხვა წინადადებები, რომელთა განხილვაც კონფერენციაზე მათთვის სასურველი იქნება;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს აგრეთვე ყველა ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი სხვა შემოთავაზებული წინადადებების ტექსტს და იწვევს კონფერენციას გადასინჯვის შესახებ, თუ შეტყობინების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეების მესამედი მიანც ატყობინებს მას თავის თანხმობას ასეთი კონფერენციის მოწვევის შესახებ;
მაგრამ, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი თვლის, რომ გადასინჯვის შესახებ წინადადება შეიძლება განიხილოს, როგორც წინადადება შესწორების შეტანის შესახებ 22-ე მუხლის პუნქტ 1-ის შესაბამისად, მაშინ წინადადების შემომტანი მხარის თანხმობით მას შეუძლია პროცედურის ნაცვლად მიმართოს 22-ე მუხლში მითითებულ შესწორებების შეტანის პროცედურას.
მუხლი 25 შეტყობინება
გარდა 23–ე და 27–ე მუხლებში გათვალისწინებული შეტყობინებისა და ცნობების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანი ატყობინებს ყველა სახელმწიფოებს:
ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და შეერთების შესახებ მე–16 მუხლის შესაბამისად;
წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღებს მე–17 მუხლის შესაბაისად;
დენონსაციების შესახებ მე–18 მუხლის შესაბამისად;
წინამდებარე კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ მე–19 მუხლის შესაბამისად
21-ე მუხლის მიხედვით გაკეთებული შენიშვნების შესახებ
მუხლი 26 დამოწმებული ასლები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ხელეშმკვრელი ყველა მხარეს და ყველა სახელმწიფოს 22-ე მუხლის შესაბამისად ყველა სახის მოთხოვნებს, შეტყობინებებს და საწინააღმდეგო მოსაზრებებს, ყველა შესწორების ძალაში შესვლის თარიღს.
მუხლი 25 შეტყობინება
გარდა 23-ე და 27-ე მუხლებში გათვალისწინებული შეტყობინებისა და ცნობებისა, .გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანი ატყობინებს ყველა სახელმწიფოებს:
ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და შეერთების შესახებ მე–16 მუხლის შესაბამისად;
წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღებს მე–17 მუხლის შესაბამისად
დენონსაციების შესახებ მე–18 მუხლის შესაბამისად;
წინამდებარე კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ მე–19 მუხლის შესაბამისად;
21–ე მუხლის მიხედვით გაკეთებული შენიშვნების შესახებ
მუხლი 26 დამოწმებული ასლები
1984 წლის 31 მარტის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე კონვენციის ორ სათანადოდ დამოწმებულ ასლს უგზავნის ყოველ ხელშემკვრელ მხარეს და ყველა სახელმწიფოს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელეშმკვრელ მხარეებს.
შესრულებულია ჟენევაში 1982 წლის 21 ოქტომბერს ერთ დედნად, რომლის ინგლისური, ესპანური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად აუთენტურია.
ამის დასადასტურებლად ქვემოთ ხელისმომწერნი სრულუფლებიანი წარმოადგენლები, რომლებიც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
დანართები
დანართი 1
საბაჟო კონტროლის და კონტროლის სხვა სახეობის შეთანხმება
მუხლი 1 პრინციპები
ყველა საზღვარზე საბაჟოების არსებობისა და მათი მუშაობის საერთო ხასიათის გათვალისწინებით შესაძლებლობის ფარგლებში კონტროლის სხვა სახეობების ორგანიზები კოორდინირება ხდება საბაჟო კონტროლთან.
ამ პირობების შესრულებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ყველა ან ცალკეული სახლობის კონტროლის განხორციელება არა საზღვარზე, იმ პირობით, როა გამოყენებული პროცედურები ხელს შეუწყობენ ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის გაიოლებას.
მუხლი 2
საბაჟოს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იურიდიულ მითითებებზე ან წესებზე, რომელმაც შეიძლება მოითხოვონ საბაჟოების განსხვავებული კონტროლის სხვა სახეობების განხორციელება.
თუ დადგენილია კონტროლის სხვა სახეობის განხორციელების აუცილებლობა საბაჟო აწვდის ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს და თანამშრომლობს მათთან.
მუხლი 3 კონტროლის ორგანიზება
იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ერთ ადგილას რამოდენიმე სახის კონტროლის განხორციელება, კომპეტენტური სამსახურების ყველა სათანადო ზომებს იღებენ იმისათვის, რომ გაატარონ ისინი შეძლებისდაგვარად ერთდროულად ან რაც შეიძლება მოკლე დროში. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ მოახდინონ თავიანთი მოთხოვნების კორდინაცის დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით.
კერძოდ, კომპეტენტური სამსახურები ყველა აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რომ იმ ადგილას, სადაც კონტროლია იყოს აუცილებელი პერსონალი და მოწყობილობა
საბაჟოების კომპეტენტური სამსახურების მიერ მათთვის უფლებამოსილების მინიჭებისას შეუძლიათ მათი სახელით განახორციელონ ყველა ან ზოგიერთი სახის კონტროლი, რომლის პასუხისმგებლობა ამ სამსახურებს ეკისრებას. ასეთ შემთხვევაში ეს სამსახურები უზრუნველყოფენ საბაჟოებს ყველა აუცილებელი საშუალებებით.
მუხლი 4 კონტროლის შედეგები
ყველა საკითხების ირგვლივ, რომლებსაც მოიცავს წინამდებარეკონვენცია, საკონტროლო სამსახურები და საბაჟოები დაუყოვნებლივ ახდენენ შესაბამის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას იმისათვის, რომ უზრუნველყონ კონტროლის სათანადო სახეობების ეფექტიანობა.
განხორციელებული კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით კომპეტენტური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ შემდგომ როგორც მოიქცეს მოცემულ ტვირთთან დაკავშირებით და აუცილებლობის შემთხვვაში აწვდის ინფორმაციას კომპეტენტურ სამსახურებს, რომლებიც სხვა სახეობების კონტროლს ახორციელებენ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საბაჟო განსაზღვრავს ასეთი ტვირთისათვის შესაბამის საბაჟო რეჟიმს.
კონფერენცია გადასინჯვის შესახებ
წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერ მხარეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენპერალური მდივნის საელზე გაგზავნილი შეტყობინებების საშუალებით შეუძლია მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა წარმოდგენილი კონვენციის გადასახედად, იმ წინადადებების მითითებით, რომლებიც უნდა განიხილოს ამ კონფერენციამ. ამ შემთხვევაში:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გეერალური მდივანი ატყობინებს ამის შესახებ ყველა ხელშემკვრელ მხარეს და სთავაზობს მათ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები პირველად წინადადებებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა წინადადებები, რომელთა განხილვაც კონფერენციაზე მათთვის სასურველი იქნება;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს აგრეთვე ყველა ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი სხვა შემოთავაზებული წინადადებების ტექსტს და იწვევს კონფერენციას გადასინჯვის შესახებ, თუ შეტყობინების შემდეგ ქვსი თვის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეების მესამედი მაინც ატყობინებს მას თავის თანხმობას ასეთი კონფერენციის მოწვევის შესახებ;
მაგრამ, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი თვლის, რომ გადასინჯვის შესახებ წინადადება შეიძლება განიხილოს, როგორც წინადადება შესწორების შეტანის შესახებ 22–ე მუხლის პუნქტ 1–ის შესაბამისად, მაშინ წინადადების შემომტანი მხარის თანხმობით მას შეუძლია პროცედურის ნაცვლად მიმართოს 22-ე მუხლში მითითებულ შესწორებების შეტანის პროცედურას.
დანართი 2
სამედიცინო–სანიტარული კონტროლი
მუხლი 1 პრინციპები
სადაც არ უნდა ტარდებოდეს სამედიცინო–სანიტარული კონტროლი, ის ხორციელდება წინამდებარე კონვენციაში, კერძოდ 1 დანართში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 2 ინფორმაცია
ყველა ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ტვირთის თაობაზე; რომლებიც ექვემდებარებიან სამედიცინო–სანიტარულ კონტროლს;
ადგილების თაობაზე, რომლებშიც მოცემული ტვირთები შეიძლება კონტროლისათვის იქნენ წარმოდგენილნი;
სამედიცინო–სანიტარულ კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების და აგრეთვე ჩვეულებრივად გამოსაყენებელი პროცედურების თაობაზე.
მუხლი 3 კონტროლის ორგანიზება
კონტროლის სამსახურები თვალს ადევნებენ იმას, რმო სასაზღვრო პუნქტები, რომლებზეც შეიძლება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის ჩატარება, აღიჭურვონ აუცილებელი მოწყობილობებით.
სამედიცინო–სანიტარული კონტროლი შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ წარმოუდგენელი მოწმობები და გადატანის საშუალებები ნათლად მოწმობენ იმას, რომ ტვირთი გადაზიდვის დროს არ შეიძლება გაფუჭდეს ან გახდეს მოწამვლის წყარო.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები შეძლებისდაგვარად ისწრაფიან შეამცირონ სწრაფფუჭებადი ტვირთების ფიზიკური კონტროლი.
იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ტვირთის დაკავება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელეშმკვრელი მხარეების კომპეტენტური სამსახურები იღებენ ზომებს იმისათვის, რომ ტვირთები ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შენახვას მინიმალური საბაჟო ფორმალობების შემთხვევაში.
მუხლი 4 სატრანზიტო ტვირთები
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელეშმკვრელი მხარეები შეძლებისდაგვარად ათავისუფლებენ სატრანზიტო ტვირთებს სამედიცინო–სანიტარული კონტროლისაგან, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს მოწამვლის საფრთხე.
მუხლი 5 თანამშრომლობა
სამედიცინო–სანიტარული სამსახურები ახორციელებენ თანამშრმლობას სხვა ხელმშემკვრელი მხარეების შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ დააჩქარონ სამედიცინო–სანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის დროს, კომპეტენტური სამსახური იღებს ზომებს იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 3
ვეტერინარული კონტროლი
მუხლი 1 პრინციპები
ვეტერინარული კონტროლი, სადაც არ უნდა ტარდებოდეს იგი, ხორციელდება წინამდებარე კონვენციაში, კერძოდ მის 1 დანართში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 2 განსაზვრებანი
წარმოდგენილი კონვენციის 1„დ“ მუხლში განსაზღვრული ვეტერინარული კონტროლი მოიცავს აგრეთვე ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადაზიდვის პირობებს და საშუალებების კონტროლს. მასში შეიძლება შედიოდეს აგრეთვე ხარისხის, სტანდარტებისა და სხვადასხვა წესებსი კონტროლი, მაგალითად კონტროლი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელიც ეფექტიანობის მოსაზრებით, ხშირად არის დაკავშირებული ვეტერინარულ კონტროლთან.
მუხლი 3 ინფორმაცია
ყოველი ხელეშმკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების შესახებ; ადგილის შესახებ, რომლებზეც ტვირთები შეიძლება იქნენ წარმოდგენილნი კონტროლისათვის, ავადმყოფობების შესახებ, რომლის თაობაზე შეტყობინება სავალდებულოა;
ვეტერინარულ კონტროლთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების და აგრეთვე იმ პროცედურების შესახებ, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებენ.
მუხლი 4 კონტროლის ორგანიზება
ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან:
შექმნან სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ვეტერინარული კონტროლის სათანადო მოწყობილობა გადაზიდვის მოთხოვნის შესაბამისად. ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ვეტერინარული და კერძოდ საბაჟო სამსახურების სამუშაო საათების კოორდინირების და ტვირთების საბაჟო წმენდის ჩატარების უზრუნველყოფის გზით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, თუ შეტყობინება მათი მოსვლის შესახებ დროულად იქნება მიღებული..
ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინარული კონტროლი შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შესაძლებელია იმის დასაბუთება და თუ გამოყენებულ იქნება ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომ პროდუქტები არ გაფუჭდება ან არ გახდება მოწამვლის წყარო მათი გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები ესწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ სწრაფფუჭებადი გადასაზიდი ტვირთების ფიზიკური კონტროლი. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ტვირთების დაკავება ვეტერინარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელეშმკვრელი მხარეების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები იღებენ ზომებს იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა განხორციელდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საიმედო კარანტინს და შენახვას.
მუხლი 5 სატრანზიტო ტვირთები
მოქმედი კონვენციების ფარგლებში, ხელეშმკვრელი მხარეები იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს მოწამვლის საფრთხე, შეძლებისდაგვარად ათავისუფლებენ კონტროლისაგან ტრანზიტით გადასატან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
მუხლი 6 თანამშრომლობა
ვეტერინარული კონტროლის სამსახურები ახორციელებენ თანამშრომლობას სხვა ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ დააჩქარონ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევაში, როცა სწრაფფუჭებადი პროდუქტების ან ცხოველების პარტისი დაკავება ხდება ვეტერინარული კონტროლი დროს, კომპეტენტური სამსახური იღებს ზომებს იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავების მიზეზებისა და ტვითრებთან დაკავშირებული მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 4
ფიტოსანიტარული კონტროლი
მუხლი 1 პრინციპები
ფიტოსანიტარული კონტროლი რა ადგილზეც უნდა ხორციელდებოდეს იგი, ტარდება წინამდებარე კონვენციაში, კერძოდ მის 1 დანართში განსაზღვრული პრინციპების შესააბმისად.
მუხლი 2 განსაზღვრებანი
წინამდებარე კონვენციის მუხლში განსაზღვრული ფიტოსანიტარული კონტროლი მოიცავს მცანერათა და მეცენარეული წარმოშობის პროდუქტების გადაზიდვის პირობებისა და საშუალებების კონტროლსაც. მან შეიძლება მოიცვას აგრეთვე ზომები, რომლებიც მიმართულია მცენარეთა ისეთი სახეობების შესანარჩუნებლად, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ.
მუხლი 3 ინფორმაცია
ყოველი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ტვირთების თაობაზე, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური ფიტოსანიტარული პირობები;
ადგილების თაობაზე, რომლებზეც ცალკეული მცენარეები და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეიძლება იქნეს წარმოდგენილი კონტროლისათვის;
მცენარეთა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების მავნებლების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც მომქედებს აკრძალვები და შეზღუდვები;
ფიტოსანიტარული კონტროლის მიმართ საკანონმდებლო აქტებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების ჩამონათვალი, აგრეთვე ინფორმაცია ჩვეულებრივი გამოსაყენებელი პროცედურების შესახებ.
მუხლი 4 კონტროლის ორგანიზება
ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფიან:
შექმნან სადაც ეს საჭირო და შესაძლებელია, შესაბამისი მოწყობილობები ფოტოსანიტარული კონტროლის, შენახვის, დეზინსექციისა და დეზინფექციისათვის გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად;
ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების სამუშაო საათების კოორდინაციის გზით და სწრაფფუჭებადი პროდუქტების საბაჟო წმენდის ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, შეტყობინება მათი შემოსვლის შესახებ დროულად იქნა მიღებული.
მცენარეებისა და მცენარელუი წარმოშობის პროდუქტების ფიტოსანიტარული კონტროლი შეიძლება ჩატარდეს ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შესაძლებელი იქნება იმის დამტკიცება და თუ სატრანსპორტო საშუალებები ისეთია, რომ ეს პროდუქტები არ შეიძლება გადაიქცნენ მოწამვლის წყაროდ მათი გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემეკვრელი მხარეეი ისწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ იმ გადასაზიდი მცენარეების, რომლებიც სწრაფად იღუპებიან, და სწრაფფუჭებადი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ფიზიკური კონტროლი.
იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ტვითრების დაკავება ფიტოსანიტარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები ზომებს იღებენ იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა განხორციელდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზურვნელყოფენ მათ საიმედო კარანტინს და შენახვას.
მუხლი 5 სატრანზიტო ტვირთები
მოქმედი კონვენციების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზომები აუცილებელია მცენარეთა დაცვისათვის, ხელშემკვრელი მხარეები მათ ქვეყნებში შეძლებისდაგვარად ათავისუფლებენ სატრანზიტო ტვირთებს ფიტოსანიტარული კონტროლისაგან.
მუხლი 6 თანამშრომლობა
ფიტოსანიტარული სამსახურები ახორციელებენ თანამშრომლობას ხელშემკვრელ სხვა მხარეების შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეებისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევებში, როდესაც მცენარეთა და მცენარეული წარმოშობის პარტიის დაკავება ხდება ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, კომპეტენტური სამსახური იღებს ზომებს იმისათვის, რომ ამის შესახებ უმოკლეს ვადაში შეატყობინონ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ღონისძიებების მითითებით.
დანართი 5
ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობი კონტროლი
მუხლი 1 პრინციპები
წინამდებარე კონვენციაში გათვალსწინებული ტვირთების მიმართ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, სადაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, ტარდება წინამდებარე კონვენციის, კერძოდ მის 1 დანართში განსაღზვრული პრინციპების მიხედვით.
მუხლი 2 ინფორმაცია
სატრანზიტო ტვირთები
ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი ჩვეულებრივ არ ხორციელდება იმ ტვირთების მიმართ, რომელთა გადაზიდვა გამჭოლი ტრანზიტის რეჟიმში ხდება.
მუხლი 6 თანამშრომლობა
ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელებამდე პასუხისმგებელი სამსახურები თანამშრომლობენ სხვა ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის სამსახურებთან, რათა დააჩქარონ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობსი კონტროლის დროს, კომპეტენტური სამსახური ზომებს იღებს იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 6
ხარისხის კონტროლი
მუხლი 1 პრინციპები
წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებული ტვითრების ხარისხის კონტროლი, სადაც არ უნდა განხორციელდეს იგი, ტარდება ამ კონვენციით, კერძოდ მის 1 დანართში განსაზღვრული პრინციპების თანახმად.
მუხლი 2 ინფორმაცია
ყოველი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ყოველ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ადგილის შესახებ, სადაც ტვირთები უნდა იქნენ წარმოდგენილნი კონტროლისათვის; ხარისხის კონტროლის მიმართ საკანონმდებლო აქტებითა და წესებთი გათვალისწინებული მოთხოვნების აგერთვე ჩვეულებრივი პროცედურების შესახებ.
მუხლი 3 კონტროლის ორგანიზება
ყოველი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია: მის მიერ გამოყენებული სტანდარტების შესახებ; იმ ადგილების შესახებ, სადაც ტვირთები უნად იქნენ წარდგენილნი კონტროლისათვის. ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაწზე კონტროლის მიმართ საკანონმდებლო აქტებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების, აგრეთვე ჩვეულებრივად გამოყენებული პროცედურების შესაებ.
მუხლი 4 სტანდარტების შეთანხმება
საერთაშორისო სტანდარტების უქონლობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეებ, რომლებიც ეროვნულ სტანდარტებს იყენებენ, ყველა ღონეს ხმარობენ მათ შესათანხმებლად საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების გზით.
მუხლი 4 კონტროლის ორგანიზება
ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან:
განახორციელონ, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის პუნქტების ორგანიზება, გადაზიდვის მოთხოვნათა შესაბამისად. ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლზე პასუხისმგებელი სამახურებისა და საბაჟო სამსახურების, სამუშაო საათების კოორდინაციის გზით, და სწრაფფუჭებადი ტვირთების საბაჟო წმენდის შესაძლებლობის უზრუნველყოფით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, თუ შეტყობინება მათი შემოსვლის შესახებ დროულად იქნა მიღებული.
ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შეაძლებელი იქნება დამტკიცება იმისა და თუ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები ისეთია, რომ ეს ტვირთები, განსაკუთრებით კი სწრაფფუჭებადი ტვირთები არ გაფუჭდებიან გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ გადასახადი, ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვითრების ფიზიკური კონტროლი.
ხელშემკვრელი მხარეები ორგანიზაციას უკეთებენ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს, უთანხმებენ რა ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, პროცედურებს, რომლებსაც იყენებენ ამ სახის კონტროლზე პასუხისმგებელი სამსახურები, და პროცედურებს, რომლებსაც იყენებენ სხვა სახეობების კონტროლისა და დათვალიერების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახურები.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების დაკავება ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელშემკვრელი მხარების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა ან სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ხორცილედებოდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის შენახვას.
მუხლი 5 თანამშრომლობა
ხარისხის კონტროლის სამსახურები თანამშრომლობენ სხვა ხელშემკვრელი მხარეებსი შესაბამის სამსახურებთან, რათა დააჩქარონ ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის გზით.
იმ შემთხვევაში, როცა ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება ხარისხის კონტროლის დროს; კომპეტენტური სამსახურები ზომებს იღებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინონ ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს, დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 7
წინამდეარე კონვენციის 22-ე მუხლში ნახსენები ადმინისტრაციული კომიტეტის პროცედურების წესები
მუხლი 1 წევრები
ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები არიან წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები.
მუხლი 2 დამკვირვებლები
ადმინისტრაციულ კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მოიწვიოს კომპეტენტური ადმინისტრაციები ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, რომლებიც არ არიან ხელშემკვრელი მხარეები, დამკვირვებლების სახით დაესწრონ კომიტეტის სესიების მათთვის საინტერესო საკითხების განხილვისას.
მიუხედავად ამისა 1-ლი მუხლის დებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე 1 პუნქტში მოხსენებულ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ დამკვირვებლების სახით მონაწილეობა მიიღონ ადმინისტრაციული კომიტეტის მუშაობაში იმ საკითხების განხილვისას, რომელთა რეგულირებაც ხდება წინამდებარე კონვენციის დანართების შესაბამისად.
მუხლი 3 სამდივნო
კომიტეტის სამდივნოს პერსონალს გამოყოფს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი.
მუხლი 4 მოწვევა
ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი იწვევს კომიტეტს:
კონვენციის ძალაში შესვლიდან 2 წლის შემდეგ
შემდეგ კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში, მაგრამ არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ;
კომპეტენტური ორგანოების თხოვნით, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ.
მუხლი 5 თანამდებობის პირები
ყოველ სესიაზე კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 6 ქვორუმი
გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კვორუმი, რაც შეადგენს იმ სახელმწიფოების არანაკლებ ერთ მესამედს, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
მუხლი 7 გადაწყვეტილების მიღება
წინადადებებს აყენებენ კენჭისყრაზე
სესიაზე წარმოდგენილ ყოველ სახელმწიფოს, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს, აქვს ერთი ხმა.
კონვენციის მე–16 მუხლს მე–2 პუნქტის გამოყენებსი შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის მონაწილე ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციებს ხმის მიცემისას აქვთ მხოლოდ მათი წევრი – სახელმწიფოების, რომლებიც ასევე ამ კონვენციის მონაწილენი არიან, საერთო რიცხვის ტოლი ხმა. უკანასკნელ შემთხვევაში წევრი–სახელმწიფოები არ ახორციელებენ ხმის მიცემის უფლებას.
ქვემოთ მოტანილი ქვეპუნქტი V–ის დებულებების გათვალისწინებთი წინადადებების მიღება ხდება დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე წევრების ხმათა მარტივი უმრავლესობით II და III ქვეპუნქტებში განსაზღვრული დებულებების გათვალისწინებით;
შესწორებები წინამდებარე კონვენციის მიმართ მიიღება დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე წევრეის ხმათა უმრავლესობის ორი მესამედით II და III ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 8 მოხსენება
სესიის დახურვის წინ კომიტეტი ამტკიცებს თავის მოხსენებას
მუხლი 9 დამატებითი დებულებები
ამ დანართში სათანადო დებულებების უქონლობის შემთხვევაში გამოიყენება ევროპისათვის ეკონომიკური კომისიის პროცედურის წესები, თუ კომიტეტი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
დოკუმენტის კომენტარები