ევროპის კულტურული კონვენცია

  • Word
ევროპის კულტურული კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/1954
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 25/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000294
  • Word
19/12/1954
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000294
ევროპის კულტურული კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის კულტურული კონვენცია

 

ამ კონვენციის ხელმომწერნი, ევროპის საბჭოს წევრი მთავრობები,

თვლიან რა, რომ იმ იდეალებისა და პრინციპების დასაცავად და განსახორციელებლად, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას, საჭიროა მიღწეულ იქნეს ევროპის საბჭოს წევრებს შორის მჭიდრო ერთობა;

თვლიან რა, რომ ევროპის ხალხებს შორის ურთიერთგაგება ხლს შეუწყობდა აღნიშნუილ მიზნისაკენ წინსვლას;

თვლიან რა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად სასურველია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არა მხოლოდ ორმხრივი კონვენციების დადება, არამედ ევროპის კულტურის განვითარების, დაცვისა და ხელშეწყობისკენ მიმართული შეთანხმებული პოლიტიკის წარმოება;

გადაწყვიტეს რა დადონ საერთო ევროპული კულტურული კონვენცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ, აგრეთვე იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც შეიძლება შემდეგ შეუერთდნენ ევროპის საბჭოს, სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ენების, ისტორიისა და კულტურის, აგრეთვე საერთო ევროპული ცივილიზაციის შესწავლის ხელშეწყობა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს სათანადო ზომებს ევროპის საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში თავისი ეროვნული წვლილის განვითარების, დაცვისა და ხელშეწყობისათვის.

    მუხლი 2

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში,

ა) ხელს შეუწყობს თავის მოქალაქეებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ენების, ისტორიის, ცივიილზაციის, კულტურის შესწავლაში და შეუქმნის სათანადო პირობებს თავის ტერიტორიაზე სხვა ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებს თავისი ენის, ისტორიისა და ცივილიზაციის შესასწავლად;

ბ) ისწრაფვის ხელი შეუწყოს თავისი ენის თუ ენების, ისტორიის, ცივილიზაციის სწავლებას სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე და სათანადო პირობებს უქმნის ამ უკანასკნელთა მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე მსგავსი სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.

    მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები აწარმოებენ კონსულტაციებს ევროპის საბჭოს ფარგლებში, რათა შეათანხმონ თავისი მოქმედება იმ კულტურული ხასიათის საქმიანობის განვითარების მიზნით, რომელიც წარმოადგენს საერთო ევროპული ინტერესის საგანს.

    მუხლი 4

თითოეული ხელშემკვრელი მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობს მეორე და მესამე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის ფიზიკურ პირთა, აგრეთვე კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების მოძრაობას თავის ტერიტორიაზე.

    მუხლი 5

თითოეულ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს მისი კონტროლის ქვეშ მყოფ საერთო ევროპული კულტურული ფასეულობების მქონე ნივთებს საერთო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილად და იღებს საჭირო ზომებს მათ დასაცავად და ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს.

    მუხლი 6

1. მოცამული კონვენციის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ წინადადებები და მათი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე საკითები განიხილება ევროპის საბჭოს კულტურის ექსპერტთა კომიტეტის სხდომებზე.

2. ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანას, რომელიც შეუერთდა მოცემულ კონვენციას მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად შეუძლია წინა პარაგრაფით გათვალისწინებულ სხდომებზე მიავლინოს თავისი ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი.

3. მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე მიღებული დასკვნები რეკომენდაციების სახით წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, თუკი საქმე არ შეეხება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იმყოფება ექსპერტთა კომიტეტის კომპეტენციაში, ატარებს ადმინისტრაციულ ხასიათს და არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს.

4. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს, ისევე როგორც მოცემული კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, მინისტრთა კომიტეტის ან კულტურის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცნობებს სასურველ დროს ავროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ყველა იმ ზომის შესახებ, რომელიც შეიძლება მან მიიღოს მოცემული კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მინისტრთა კომიტეტის თუ კულტურის ექსპერტთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა საპასუხოდ.

6. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულება საინტერესოა მხოლოდ ხეკშემკვრელ მხარეთა გარკვეული ნაწილისათვის, ამგვარი წინადადების განხილვა წარმოებს მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად, თუკი ეს არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს ევროპის საბჭოს მხრიდან.

    მუხლი 7

თუ მოცემული კონვენციით დასახული მიზნების მისაღწევად ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს სურს მოაწყოს ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში სხვა შეხვედრები, გარდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შეხვედრებისა, საბჭოს გენერალური მდივანი მათ აღმოუჩენს ყველა საჭირო სახის ადმინისტრაციულ დახმარებას.

    მუხლი 8

მოცემული კონვენცია არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს:

ა) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ უკვე დადებული ორმხრივი კულტურული კონვენციის დებულებებზე ან მის მიერ შემდგომში ამგვარი კონვენციის დადებაზე;

ბ) ნებისმიერი ფიზიკური პირის ვალდებულებაზე დაიცვას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები უცხოელთა ქვეყანაში შესვლასთან, დარჩენასთან და ქვეყნიდან გამგზავრებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 9

1. მოცემული კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, სარატიფიკაციო სიგელების დეპოზიტარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

2. სამი ხელმომწერი მთავრობის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირებისთანავე მოცემულ კონვენცია ძალაში შედის აღნიშნულ მთავრობებისათვის.

3. დანარჩენი ხელმომწერი მთავრობებისათვის კონვენცია ძალაში შედის მათ მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდან.

4. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია განსაზღვრულ ვადებითა და პირობებით, მისი შეხედულებისამებრ, შესთავაზოს საბჭოს არაწევრ ევროპულ ქვეყანას შეუერთდეს მოცემულ კონვენციას. ამგვარად, მიწვეული სახელმწიფო კონვენციას უერთდება შეერთების სიგელის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის დეპონირების საფუძველზე. მიერთება ძალაში შედის სიგელის დეპონირების თარიღიდან.

5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრ და მიერთებულ ქვეყნებს სარატიფიკაციო და მიერთების სიგელების დეპონირების შესახებ.

    მუხლი 10

ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განსაზღვროს მოცემული კონვენციის დებულებათა მოქმედების ტერიტორია თავის დეკლარაციაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართზე, რომელსაც ეს უკანასკნელი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს.

    მუხლი 11

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს მოცემული ხელშეკრულების დენონსაცია მისი მოქმედებაში ყოფნის ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ, ნებისმიერ დროს, რისთვისაც იგი წერილობით შეტყობინებას უგზავნის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სხვა ხელშემკვრელ მხარეებს.

2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის აღნიშნული ხელშემკვრელი მხარისათვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

რის დასტურადაც, შესაბამისი მთავრობების მიერ სრული უფლებამოსილებით არჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს მოცემულ კონვენციას.

შესრულებულია პარიზში, 1954 წლის 19 დეკემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ერთ პირად, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს და ინახება ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი მოცემული კონვენციის დამოწმებულ ასლებს გადასცემს კონვენციის ხელმომწერ ან მასთან მიერთებულ თითოეულ მთავრობას.