კონვენცია ზღვაში და ნავსადგურში მეზღვაურთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების შესახებ

  • Word
კონვენცია ზღვაში და ნავსადგურში მეზღვაურთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 30/06/2005
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000544
  • Word
-
08/10/1987
გაურკვეველი, -, 30/06/2005
480610000.03.030.000544
კონვენცია ზღვაში და ნავსადგურში მეზღვაურთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

ზღვაში და ნავსადგურში მეზღვაურთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების შესახებ

(№163)

ძალაში შესვლის თარიღი: 1990 წლის 3 ოქტომბერი

    მუხლი 1

1. მოცემული კონვენციის მიზნებისათვის:

ა) ტერმინი „მეზღვაური“ ნიშნავს სახელმწიფო ან კერძო საკუთრების საზღვაო გემზე, გარდა სამხედრო ხომალდისა, ნებისმიერ რანგში მომუშავე ნებისმიერ პირს;

ბ) ტერმინი „სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება“ ნიშნავს საყოფაცხოვრებო და კულტურულ ღონისძიებებსა და სამსახურებს, აგრეთვე დასვნების ორგანიზაციისა და ინფორმაციის მიწოდების ღონისძიებებსა და სამსახურებს.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრი ეროვნული კანონმდებლობის ან წესების მეშვეობით გემთმფლობელთა და მეზღვაურთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს, თუ მის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რომელი გემები უნდა მიიჩნიონ საზღვაო გემებად მოცემული კონვენციის დებულებათ მიზნებისათვის, რომელიც გემზე სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას ეხება.

3. ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო იმდენად, რამდენადაც მიაჩნია რომ ეს პრაქტიკულად განხორციელებადია, თევზსაჭერი გემის მფლობელების და მეთევზეების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მოცემული კონვენციის დებულებებს იყენებს კომერციული საზღვაო მეთევზეობის მიმართ.

    მუხლი 2

1. ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლისთვისაც მოცემული კონვენცია ძალაშია, ვალდებულებას კისრულობს უზრუნველყოს მეზღვაურების სათანადო სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, როგორც ნავსადგურში, ისე გემზე.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრი უზრუნველყოფს მოცემული კონვენციის დებულებების შესაბამისად გასაწევი სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაფინანსების საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.

    მუხლი 3

1. ორგანიზაციის ყოველი წევრი ვალდებულებას კისრულობს უზრუნველყოს ქვეყნის შესაბამის ნავსადგურებში ყველა მეზღვაურის სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, ეროვნების, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური მოსაზრებებისა თუ სოციალური წარმოშობის მიუხედავად, აგერთვე იმ გემის რეგისტრაციის სახელმწიფოს მიუხედავად, რომელზეც ისინი მსახურობენ.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრი გემთმფლობელებისა და მეზღვაურების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავენ, თუ რომელი ნავსადგურები უნ და მიიჩნიონ მოცემული მუხლის მიზნების შესაბამისად.

    მუხლი 4

1. ორგანიზაციის ყოველი წევრი ვალდებულებას კისრულობს უზრუნველყოს ყველა მეზღვაურის სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება მის ტერიტორიაზე რეგსტრირებულ ყოველ საზღვაო გემზე, იქნება ის სახელმწიფო თუ კერო საკუთრების.

    მუხლი 5

 ხორციელდება სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში საქმიანობის ხშირი შემოწმება, რათა იგი შეესაბამებოდეს მეზღვაურთა საჭიროებებს, რომლებიც იცვლება ნაოსნობაში ტექნიკური, საწარმოო და სხვა ცვლილებების კვალობაზე.

    მუხლი 6

 ორგანიზაციის ყოველი წევრი ვალდებულებას კისრულობს:

ა) ითანამშრომლოს ორგანიზაციის სხვა წევრებთან მოცემული კონვენციის გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით; და

ბ) უზრუნველყოს მხარეთა თანამშრომლობა, რომლებიც ეწევიან მეზღვაურთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას ზღვაში და ნავსადგურში და დაინტერესებული არიან მისი განვითარებით.

    მუხლი 7

მოცემული კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური სიგელები რეგისტრაციისათვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 8

1. მოცემული კონვენცია სავალდებულოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებისათვის, რომელთა სარატიფიკაციო სიგელები გენერალური დირექტორის მიერ არის რეგისტრირებული.

2. იგი ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ ორგანიზაციის ორი წევრის სარატიფიკაციო სიგელების რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტ თვეში.

3. შემდგომში მოცემული კონვენცია ორგანიზაციის წევრი ყოველი სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტ თვეში.

    მუხლი 9

1. ორგანიზაციის ყოველ წევრს, რომელმაც მოახდინა მოცემული კონვენციის რატიფიკაცია, მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის დღიდან ათი წლის შემდეგ შეუძლია მისი დენონსირება დენონსაციის შესახებ განცხადებით, რომელსაც რეგისტრაციისათვის გაუგზავნის შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს. დენონსაცია ძალაში შედის მისი რეგისტრაციის თარიღიდან ერთ წელიწადში.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრისათვის, რომელმაც მოახდინა მოცემული კონვენციის რატიფიკაცია და წინა პუნქტში აღნიშნული ათი წლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლა ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებით, კონვენცია ძალაში რჩება მომდევნო ათი წლისათვის, და შემდგომში მისი დენონსაცია შეუძლია ყოველი ათი წლის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 10

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ატყობინებს ორგანიზაციის წევრთა მიერ მისთვის გაგზავნილი ყველა სარატიფიკაციო სიგელის და დენონსაციის შესახებ განცხადებების რეგისტრაციის თაობაზე.

2. ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მიღებული მეორე სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის თაობაზე, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას მიაპყრობს მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.

    მუხლი 11

 შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის უგზავნის ამომწურავ ცნობებს ყველა სარატიფიკაციო სიგელისა და დენონსაციის შესახებ განცხადებების თაობაზე, რომლების რეგისტრაციაც მან მოახდინა წინა მუხლების დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 12

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას მოცემული კონვენციის გამოყენების შესახებ და განიხილავს კონფერენციის დღის წესრიგში მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის საკითხის შეტანის მიზანშეწონილობას.

    მუხლი 13

1. თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს მოცემულ კონვენციას, და თუ ახალი კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯველი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად, მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, იწვევს მოცემული კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი, გადამსინჯველი კონვენცია ძალაში შევიდა;

ბ) ახალი გადამსინჯველი კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მოცემული კონვენცია დახურულია ორგანიზაციის წევრთა მიერ რატიფიკაციისათვის.

2. მოცემული კონვენცია ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ გადამსინჯველი კონვენციის რატიფიკაცია.

    მუხლი 14

მოცემული კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.