ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 08/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000019
  • Word
-
08/11/1996
გაურკვეველი, -, 09/12/1997
000000430.00.003.000019
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ

– 1 –

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულებმა), შტაბებს შორის შესაბამისი და სრულყოფილი კონსულტაციების შემდეგ, არსებითად გადაწყვიტეს განავითარონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შემდეგი მიზნებით:

– გაფართოვდეს და განმტკიცდეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთება მხარეთა შორის;

– ხელი შეეწყოს სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების პროცესის გაძლიერებას მთელს ევროპაში;

– გაგრძელდეს თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის უკვე ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობების, ურთიერთგაგებისა და ნდობის განმტკიცება;

– ხელი შეეწყოს საქართველოს მისი უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრუქტურების განვითარებაში;

– განვითარდეს პრაქტიკული თანამშრომლობის ერთობლივი პროგრამები, რომლებიც ეხება თავდაცვასთან დაკავშირებულ ფართო საკითხებს, რეფორმის პროცესზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით.

– 2 –

მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებებს საქართველოს ეროვნული უშიშროების ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების შემდეგ ფართო სფეროებში;

– დახმარების გაწევა სამხედრო ოფიცერთათვის ინგლისური ენის სწავლების ქართული პროგრამისათვის;

– აზრთა გაზიარება უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო დოქტრინებისა და რეორგანიზაციის კონცეფციებთან დაკავშირებით;

– გამოცდილების ურთიერთგაზიარება სამხედრო-საზღვაო სფეროში;

– მხარეებს შორის მსჯელობის გაგრძელება თავდაცვის როგორც ამჟამინდელი მდგომარეობის, ისე სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივების თაობაზე;

– 3 –

მხარეებმა გადაწყვიტეს, ურთიერთგაგების ამ მემორანდუმის საფუძველზე ყოველწლიურად დეტალურად იქნება განხილული და შეთანხმებული თავდაცვის სფეროში ურთიერთობების ორწლიანი პროგრამა, რომელიც მართვის მოქნილი საშუალება იქნება.

მხარეებმა აგრეთვე გადაწყვიტეს, რომ ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს მხარეები გაიღებენ ურთიერთუკუქცევის პრინციპის საფუძველზე შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სტუმარი მხარე პასუხისმგებელია გაიღოს ხარჯები:

– მასპინძლის ტერიტორიაზე დანიშნულების ადგილას თავისი დელეგაციის ჩასვლასა და დაბრუნებაზე;

– პერსონალის მომზადებაზე.

ბ) მიმღები მხარე პასუხისმგებელია გაიღოს ხარჯები:

– ჩამოსული დელეგაციის განთავსებაზე, კვებასა და ტრანპორტირებაზე თავის ტერიტორიაზე;

– დელეგაციის გადამყვანი საჰაერო ეკიპაჟის წევრთა განთავსებასა და კვებაზე;

– სამედიცინო მომსახურებასა და აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებში საჭირო მკურნალობაზე.

– 4 –

მხარეები განმარტავენ, რომ ამ მემორანდუმის პირობები არ ზღუდავს სხვა სახის ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, მათ შორის სამხედრო სწავლების კურსებზე დასწრებას, რომლებიც შეიძლება შეიმუშაონ მხარეებმა. თავდაცვის მინისტრების ვიზიტები შეთანხმდება ცალკე.

ამ პროგრამის შედეგად მხარეთა მიერ მიღებული დოკუმენტები და ინფორმაციები არ გადაეცემა მესამე მხარეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები ასეთი ინფორმაციის დაცვისა და ერთობლივად განსაზღვრული დონის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის.

მხარეები ამ მემორანდუმს დებენ ხუთი წლის ვადით. იგი ავტომატურად რჩება ძალაში შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეცვლის ან საერთოდ შეწყვეტის სურვილის შესახებ. მემორანდუმი შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე.

მემორანდუმი ასახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის მიღწეულ ურთიერთგაგებას ჩამოყალიბებულ საკითხებში. მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ხელმოწერილია ქ.თბილისში, 8 ნოემბერს, 1996წ., ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს თავდაცვის

სამინისტროს სახელით

 

    (ხელმოწერილია)

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით

 

            (ხელმოწერილია)