`საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
`საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 210211, 21/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016242
  • Word
82
15/02/2011
ვებგვერდი, 210211, 21/02/2011
240090000.10.003.016242
`საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2011 წლის 15 თებერვალი

. თბილისი

საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის 9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის 9 დადგენილებით (სსმ, 11/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ზ) საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება ნებართვის იმ მფლობელზე, რომლის მიმართ საგადასახადო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) უზრუნველყოს საწყობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ან/და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვის განმავლობაში. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ან/და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;.

2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო საგადასახადო ორგანოსა და განმცხადებელს..

 3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ზ) უზრუნველყოს თავისუფალი საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის – პორტალების, აგრეთვე თავისუფალი საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;.

 4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პუნქტის საწყობი, აგრეთვე დამხმარე სათავსი მასში კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის არსებობის პერიოდში მუდმივად უნდა იყოს დალუქული, შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე საქონლის შენახვის და მისი გაყიდვისათვის მოსამზადებელი ოპერაციების განხორციელებისას.“.

 5. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. პუნქტში შეძენილი საქონლის ფაქტობრივ გატანაზე კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. ამ მიზნით ინსტრუქციის მე-2 მუხლის ჟ.ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში შეძენილი საქონელი გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით პორტალამდე, რომლის მიერაც ხორციელდება საქონლის წარდგენის დადასტურება..

6. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, განმცხადებელს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს..

7. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საგადასახადო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან თავისუფალ საწყობში გადატანის, ან შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გადაუტანლობის შემთხვევაში დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    . გილაური