დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2378 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.120.000.05.001.000.684 |
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების რეკლამა
აკრძალულია ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების (გარდა დამატებითი საკვებისა), საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა.”.
2. 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „1999 წლის 31 დეკემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 31 დეკემბრამდე”.
3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 იანვრიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი
№2378–Iს
დოკუმენტის კომენტარები