დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 71 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 150211, 15/02/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.016232 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკულიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობისათვის, რომელიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია;“.
2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) განცხადებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ასახვა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობებისათვის – მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;“.
3. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 15 დღისა, V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 30 დღისა;“.
4. 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ, ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას საინფორმაციო დაფა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე;“.
5. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;“.
7. 53-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.“;
ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ხაზობრივი ნაგებობებისათვის მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მშენებლობის განხორციელების დასამუშავებელი დოკუმენტების დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებები ზუსტდება დაპროექტების პროცესში, ასევე თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტები წარმოადგენენ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას.“;
დ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 66-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და ,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
9. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის NN№11 დადგენილებითა და ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N№218 დადგენილებით გათვალისწინებული ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტები, გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, ასევე ობიექტები, რომელთა აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის ვალდებულება აქვს ინვესტორს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საავადმყოფოების აშენებისა ან/და რეკონსტრუქციის პირობით შეძენის საფუძველზე;“.
10. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 1 წლის ვადაში შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად აღიარებისათვის.“.
11. 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას არეგულირებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.
მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 1 წლის ვადაში შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენა ვრცელდება იმ V კლასის შენობა-ნაგებობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო ამ დადგენილების ამოქმედებამდე.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები