"ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016225
  • Word
64
08/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
300160070.10.003.016225
"ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 64

2011 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

„ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონ­­­ში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 29 ივ­ნისის საქართველოს კანონის (№3153-რს) პირველი მუხლის ,,ა“ ქვე­პუნქტის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორ­მატიული აქ­ტე­ბის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ციფრული ხელმოწერის სერტიფი­კატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მი­მართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავ­რო­ბის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №70, მუხლი 748) შე­ტანილ იქ­ნეს ცვ­ლი­ლება და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემ­­­­დეგი რედაქ­ციით:

„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად შეიმუშაოს ტექნიკური რეგლამენტი ციფრული ხელმოწერის სერტიფი­კატისა და ციფ­რული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიმართ;

ბ) შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მოამზადებს რეკომენდაციებს ელექ­ტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნ­ველ­საყოფად;

გ) განუსაზღვროს ჯგუფს ამოცანები და ვადები ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური